EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ვაჟის, კაცის სახელები - ნ »

კატეგორია: სახელები ვაჟის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-09 15:34:09

ვაჟის, კაცის სახელები - ნ

ვაჟის, კაცის სახელები - ნ

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ნაზარ (ძველი ებრაული) " ღვთისათვის მიძღვნილი " (უფრო ზუსტად: " მან თავი ღმერთს უძღვნა ".) სხვაგვარი ეტიმოლოგიით, არაბული ფუძეა თურქულ ენაში შემოსული, ნიშნავს " მზერას ", " ხედვას ". " აზრს ", " თვალსაზრისს ". ამ ფუძიდან არის წარმოქმნილი იუდეველთა ქალაქის სახელწოდება ნაზარეთი. მისგან ნაწარმოები ქართული გვარებია ნაზარაშვილი და ნაზარიშვილი. შესაძლოა აგრეთვე – ნაზრიშვილი, ნასარიძე, ნასარაია, ნასარია. ნაზარი ერქვა ბოლშევიკების მიერ დახვრეტილ ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, რომელიც ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შესაცხა.

ნათან (ძველი ებრაული) " ღვთის მოცემული ", სიტყვასიტყვით: " მან (ღმერთმა) მისცა ". ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელია. აქედანაა გვარი ნათენაძე.

ნანუჩა - იხ. მანუჩარ.

ნაომ, ნაუმ (ძველი ებრაული) " ნუგეში "

ნაპო (ქართული) - " ჩიტუნა " (სვანურად)

ნარიმან (ძველი ირანული) " გულადი ", " ძალგულოვანი ". აქედანაა გვარები: ნარიმანაშვილი, ნარიმანიშვილი, ნარიმანიძე, ნარმანია.

ნასყიდა (ქართული) აქედანაა გვარი ნასყიდაშვილი.

ნესტორ (ბერძნული) " შინ (სამშობლოში) დაბრუნებული "

ნიაზ (სპარსული) " წადილი ", " სურვილი ", " საზრუნავი ", " სათხოვარი " ; " საჩუქარი ". აქედანაა გვარი ნიაზაშვილი.

ნიანია (ბერძნული) " ჭაბუკი ". ერქვა რამდენიმე ისტორიულ პიროვნებას ძველ საქართველოში.

ნიკა (ბერძნული) გამარჯვებული ქალღმერთის სახელია ანტიკურ მითოლოგიაში, ბერძნულში გვხვდება ქალის სახელად, ქართულში კი მიჩნეულია ნიკოლოზ-ის ან ნიკანდრო-ს შემოკლებულ ფორმად და ვაჟის სახელად არის ქცეული.

ნიკო – წარმოაგდენს ნიკოლოზის შემოკლებულ ფორმას, ქართულში ახასიათებს დამოუკიდებელ სახელად ქცევის ტენდენცია (ნიკო ნიკოლაძე, ნიკო ლორთქიფანიძე, ნიკო მარი, ნიკო გოცირიძე, ნიკო მუსხელიშვილი, ნიკო კეცხოველი და სხვანი).

ნიკოლოზ (ბერძნული) შედგება ორი სიტყვისაგან: ნიკე - " გამარჯვებული " და ლაოს - " ხალხი ". ამათგან პირველი სიტყვა ნიკე შედის ბერძნული წარმოშობის არაერთი სახელის შემადგენლობაში, როგორიცაა, მაგალითად: ნიკანდრო ( " გამარჯვება ვაჟკაცისა "), ნიკანორ ( " გამარჯვებათა მხილველი "), ნიკიტა ( " გამარჯვებული "), ნიკიფორე ( " ძლევამოსილი "), ნიკოდიმოს ( " გამარჯვება ხალხისა "), ნიკოსტრატე ( " გამარჯვება ლაშქრისა, არმიისა "). ამ სახელთაგან ქართულში ადრიდანვე დასტურდება და დღესაც ფართოდ არის გავრცელებული ნიკოლოზ (ნიკოლოოზ//ნიკოლაოზ, ნიკოლაოს), შემოკლებით – ნიკა, ნიკო, ნიკოლა. მისგან ნაწარმოებია გვარები: ნიკოლოზიშვილი, ნიკოლაძე, ნიკოლაიშვილი, ნიკოლეიშვილი.

ნოდარ (ირანული) " ძალიან ახალგაზრდა ".

ნინია – ქართულში ძველად გავრცელებული სახელი იყო. მისი კნინობითი სახელია ნინიკა. ვაჟის სახელად გვხვდებოდა აგრეთვე ნონე და მისი კნინობითი ფორმა ნონიკა. ამ სახელთა ეტიმოლოგია უცნობია. მათგან ნაწარმოებია გვარები: ნინიძე, ნინიაშვილი, ნინიკაშვილი, ნონეშვილი, ნონიკაშვილი.

ნოე (ძველი ებრაული) " ნუგეში ". ბიბლიური ლეგენდის მიხედვით, ნოე ერქვა იმ კაცს, რომელიც წარღვნას გადაურჩა, წარღვნის დროს მან თავის მიერ აგებულ კიდობანში შეიყვანა ცოლ-შვილი და თითო წყვილი ყველა სულიერი არსება, რომელბიც ამ გზით დაღუპვას გადარჩნენ.

ნოშრევან (სპარსული) " უკვდავი სულისა ", " სულით უკვდავი ".

ნუგზარ (ირანული) იგივე სახელი ჩანს, რაც ნოდარ (←ნავდარ//ნაზირ).

ნუკრი (ქართული) ეწოდება ზოგიერთი გარეული ცხოველის (ირმის, ქურციკის, შვლის, არჩვის და მისთანათა) შვილს. საკამოდ ხშირად გვხვდება ვაჟისა და ქალის სახელად.

ნური (არაბული) " შუქი ", " სინათლე ".