EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ვაჟის, კაცის სახელები - ო »
კატეგორია: სახელები ვაჟისავტორი: admin
თარიღი: 2016-08-09 15:34:38
ვაჟის, კაცის სახელები - ო
ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ - ჰ
ოთარ (არაბული) " სურნელოვანი ", " ნელსაცხებელი ", " წამალი ". მისი მოფერებითი ფორმაა ოთია. ოთარისაგან ნაწარმოებია გვარები: ოთარაშვილი და ოთარიშვილი, ოთია-საგან _ ოთიაშვილი.
ოლეგ (სკანდინავიური) " წმინდა ". ძველისძველად ნასესხები აქვს რუსულს, ხოლო ამ უკანასკნელისაგან ბოლო დროს შემოვიდა ქართულში. აქედანვეა ქალის სახელი ოლღა (ოლგა).
ომან (სპარსული) " ცხოველმყოფელი " (მაცოცხლებელი) ბალახი ". ეს სახელი ჰქვია " შაჰ-ნამეს " ერთ-ერთ გმირს. აქედანაა გვარები: ომანიძე, ომანაძე.
ომარ (არაბული) " სიცოცხლე ". აქედანაა გვარი ომარაშვილი.
ომია – შესაძლოა ომანის ან ომარის მოფერებითი ფორმა იყოს, გადააზრიანებული ქართული ენის ნიადაგზე. აქედანაა გვარი ომიაძე.
ონანა (ძველი ებრაული) საბას განმარტებით, " ჭირი, გინა უაჯო ლმობა ". აქედანაა გვარები; ონანაშვილი, ონანოვი.
ონისე (ბერძნული) " სარგებლობა ". ერთ-ერთი მოწამის სახელია. ეს სახელი ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის " ხევისბერი გოჩას " ერთ-ერთ მთავარ გმირს, გოჩას ვაჟს.
ონისიმე (ბერძნული) " სრულქმინი ", " სრულყოფილი ". ამ სახელით ცნობილია ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული, სამოცდაათთაგანი, და რამდენიმე მოწმე.
ონოფრე – ეგვიპტურად ნიშნავს " ღვთაება კუროს კუთვნილს " და ითარგმნება როგორც " წმინდა ხარი ". აქედანაა გვარი ონოფრიშვილი.
ორბელ (ქართული) " ორბეთელი " (ორბეთი გეოგრაფიული სახელი, რომლისგანაც ნაწარმოებია პიროვნების სახელი, ისევე როგორც ბირთველ, თორელ, ტბელ, ოდიშელ და სხვანი). ქართულიდან შესულია სომხურში, აქედანაა ნაწარმოები ორბელიანთა გვარი.
ორდე (ქართული) " მეგრულად ნიშნავს " იყავ ".
ოსე (ძველი ებრაული) " შველა ", " ხსნა ". მისი კნინობითია ოსია, ოსიკო. ეს სახელი საფუძვლად უძევს ოსეშვილისა და ოსიაშვილის გვარებს.
ოტია (ქართული) შეადარეთ ოთარ-ის. მოფერებითი ფორმა ოთია.
ოქროპირ (ქართული) თავდაპირველად იყო ზედწოდება მჭერმეტყველი ადამიანისა, კარგი ორატორისა (თარგმნილია ბერძნულიდან), შემდეგ დამოუკიდებელ სახელად იქცა. მისი შემოკლებული ფორმებია ოქრო, ოქრუა. ამ უკანასკნელისაგან მოდის გვარი ოქრუაშვილი, ოქროპირ-ისაგან – ოქროპირიდძე, ოქროპირაშვილი, ოქროპილაშვილი.