EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ვაჟის, კაცის სახელები - ფ »
კატეგორია: სახელები ვაჟისავტორი: admin
თარიღი: 2016-08-09 19:23:49
ვაჟის, კაცის სახელები - ფ
ა - ბ - გ - დ - ე - ვ - ზ - თ - ი - კ - ლ - მ - ნ - ო - პ - ჟ - რ - ს - ტ - უ - ფ - ქ - ღ - ყ - შ - ჩ - ც - ძ - წ - ჭ - ხ - ჯ - ჰ
ფარნაოზ (ირანული) " უბრწყინვალესი ", " დიდებული ", " ხელბედნიერი ", ან: " ბრწყინვალე მოუბარი ", " მჭერმეტყველი ". ძველი ფორმაა ფარნავაზ. ეს სახელი ერქვა ქართლის (იბერიის) სამეფოს პირველ მეფეს (ძვ. წ. IVს. დამლევს და IIIს. I ნახევარში), რომელმაც სათავე დაუდო ფარნავაზიანთა დინასტიას. ლეონტი მროველის მიხედვით, ფარნავაზ I-ის დროს შეიქმნა ქართული დამწერლობა. ამ სახელის შემოკლებული ფორმაა ფარნა (ნიშნავს " ღვთაებრივ შუქს ", " ელვარებას ", " შარავანდს "). ფარნაოზი ცალკეც არის მცირერიცხოვანი გვარი საქართველოში და რამდენიმე გვარის ფუძედაც წარმოგვიდგება: ფარნაოზიშვილი, ფარნაოზოვი, ფარნიაშვილი, ფარნიშვილი.
ფარსადან (სპარსული) " ბრძენი ", " სწავლული ", " მეცნიერი ". ნესტან-დარეჯნის მამის სახელია " ვეფხისტყაოსანში ". ცნობილია ქართველი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე ფარსადან გორგიჯანიძე (XVIIს.). ფარსადანისაგან წარმოქმნილია გვარები: ფარსადანაშვილი, ფარსადანიშვილი, ფარსადანოვი.
ფარსმან (ირანული) " სპარსული სულის სულის მქონე ". ეს სახელი ერქვა ქართლის (იბერიის) ექვს მეფეს (I-VI სს.). ერთი მათგანი (ფარსმან II) იხსენიება არმაზის ბილინგვაში (II ს.): " მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა – ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა ქსეფარნუგ მეფისა, ძისა აგრიპა ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა ". სახელი ფარსმან დაცულია გვარებში: ფარსმანაშვილი, ფარსმანიშვილი. ფარცვანია (←ფარსმანია), ფარცხვანია.
ფილიმონ (ბერძნული) " საყვარელი ". სამოცდაათთაგან ერთ-ერთი მოციქულისა და რამდენიმე მოწამის სახელია, რომელიც ადრიდანვე გვხვდება ქართულში. მისი შემოკლებული ფორმები უნდა იყოს ფილი, ფილა. აქედანაა გვარები: ფილია, ფილიაშვილი, ფილაშვილი, ფილაური.
ფილიპე (ბერძნული) " ცხენთა მოყვარული ". სამოცდაათთაგან ერთ-ერთი მოციქულისა და ქრისტეს მოწაფის, აგრეთვე რამდენიმე ცნობილი მოწამის სახელია. Gვხვდება უძველეს ქართულ წერილობით ძეგლებში: " გამოირჩინა... ფილიპე და ბართლომე " (ხანმეტი ტექსტები, ლუკა, 6, 14). ამ სახელისაგან ნაწარმოები გვარებია: ფილიპაშვილი, ფილიპია.
ფირან (სპარსული) " ბერი ", " მოხუცებული ", " სულიერი მოძღვარი ". იბერიის მეფისწულის სახელად გვხვდება ჯერ კიდევ VI საუკუნეში. აქედანაა გვარები: ფირანაშვილი, ფირანიშვილი.
ფირუზ (ირანული) " ფირუზი " (ძვირფასი ქვა). ეტიმოლოგიურად ეს სიტყვა ნიშნავს " სინათლით სავსეს ", " ნათელს ". ფირუზი ცისფერია და სწორედ ამიტომ შეურქმევიათ ასეთი სახელი, ხოლო ამ ძვირფასი ქვის სახელწოდება შემდგომ ადამიანის სახელად ქცეულა (შეადარეთ იაკინთე, ოქრო, ლალი, ზურაბ და სხვ.) სხვაგვარი ეტიმოლოგიით: " გამარჯვებული " (შეადარეთ გერმანული ზიგფრიდ) აქედანაა გვარები: ფირუზაშვილი და ალბათ ფირუაშვილიც.
ფორე - ამ სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის დროს იტალიაში მებრძოლი გმირი პარტიზანი ფორე მოსულიშვილი. სახელის წარმომავლობა დაუდგენელია.
ფოცხვერა (ქართული) დღეს იშვიათად გვხვდება. შემონახულია გვარებში: ფოცხვერაშვილი, ფოცხვერიშვილი, ფოცხვერაძე, ფოცხვერია, ფოცხორაია, ფოცხორია, ფოცხიშვილი.
ფრიდონ (ძველი ირანული) " სამმაგი ძალის მქონე ", " სამგზის ძლევამოსილი ". " ვეფხისტყაოსნის " ერთ-ერთი გმირის სახელია. ეს სახელი გვხვდება აგრეთვე " შაჰ-ნამეში ", " რუსუდანიანში " და სხვა თხზულებებში. მისი ძველი ფორმაა აფრიდონ, რომელიც დღემდე დაცულია აფრიდონიძის გვარში. შემოკლებული ფორმაა ფიდო. გვარებია: ფრიდონიშვილი, ფრიდონაშვილი, ფიდაშვილი, ფიდიური.