EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ვაჟის, კაცის სახელები - ქ »

კატეგორია: სახელები ვაჟის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-09 19:56:59

ვაჟის, კაცის სახელები - ქ

ვაჟის, კაცის სახელები - ქ

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ქავთარ (სპარსული) " აფთარი ". აქედან მოდის გვარები: ქავთარაძე, ქავთარაშვილი, ქავთარიშვილი, ქავთარია, ქანთარია.

ქაიხოსრო (ირანული) " სახელოვანი თავადი ". ერქვა ქართველ მოწამეს. ამჟამად მივიწყებული სახელია, წინათ გვხვდებოდა მხოლოდ მაღალი წრის წარმომადგენელთა შორის, დაბალ წრეებში კი გავრცელებული იყო მისი შემოკლებული ფორმები: ხოსრო, ხოსია, ხოსიტა, ხოსრუა. ამათგან მომდინარეობს გვარები: ქაიხოსროშვილი, ხოსროშვილი, ხოსიაშვილი, ხოსიტაშვილი, ხოსიშვილი, ხოსრიაშვილი, ხოსრუაშვილი, ხოსიკურიძე, ხოსიაური.

ქართლოს (ქართული) ნაწარმოებია ქართლ-ისაგან. " ქართლის ცხოვრებაში " მოთხრობილი ლეგენდის თანახმად, ქართლოსი იყო თარგამოსის შვილი, რვა ძმას შორის ერთ-ერთი გმირი, რომლის შთამომავლებიც არიან ქართველები.

ქარუმა - არაბული ქარამ ( " კეთილი "). სპარსულში იქცა ქარუმად და იქიდან შემოვიდა ქართულში. მისგან წარმოქმნილია გვარები: ქარუმაშვილი და ქარუმიძე.

ქველი (ქართული) " გულუხვი ", " კეთილი ", " მხნე ". აქედანაა გვარები: ქველიძე, ქველაძე, ქველაშვილი, ქველიაშვილი.

ქიტა, ქიტესა იხ. ქრისტესია.

ქიშვარდი, ირანული მითოლოგიური გმირის სახელია ქიშვადი, ქეშვადი, საიდანაც მიღებული ჩანს ქართული ქიშვარდი. ნიშნავს " მწყაზარს ". ქიშვარი|| ქიშვარდი (სპარსული) ნიშნავს აგრეთვე " ქვეყანას ", " მხაეს ".

ქობულ (ქართული) უძველესი სახელთაგანია, წერილობით დამოწმებული ჯერ კიდევ VII ს. დამდეგს მცხეთის ჯვრის წარწერებში: " წმიდაო სტეფანე, ქობულ სტრატილატი შეიწყალე ". მისივე ვარიანტია ქვაბული. შეიძლება მიღებული იყოს ‘ქვაბ’ სიტყვისაგან. აქედანაა გვარები: ქვაბულიძე, ქობულაძე, ქობულაშვილი, ქობულია. მასვე უკავშირდება ქალაქის სახელწოდება ქობულეთი.

ქრისტესია - ქართული სახელია, რომელსაც საეკლესიო კალენდარი ქრისტეფორეს შესატყვისად მიიჩნევდა. აქედანაა გვარი ქრისტესაშვილი. ამ სახელის ხალხური ფორმაა ქიტესა, შემოკლებით – ქიტა, ქიტო (აქედან გვარები: ქიტიაშვილი, ქიტოშვილი). ქიტესას უდრის აგრეთვე მეგრული ქიესია (←ქრისტესია).

ქრისტეფორე (ბერძნული) " ქრისტეს მტვირთველი ", " ქრისტეს მაღიარებელი ". წმინდა მოწამეთა სახელია.

ქუცნა (ქართული) – გვხვდება იერუსალიმის ქართული კოლონიის მასალებში (X ს.) მისი ვარიანტია ქუცნია: გაბლაშისძე ქუცნია მეუღლე თინასთან ერთად იხსენიება ტბეთის სულთა მატიანეში (#132, XV ს.). ორივე ფორმა დასტურდება გვარებში: ქუცნაშვილი, ქუცნიაშვილი.

ქუჯი - ეს სახელი ერქვა ძველი კოლხიდელების ლეგენდარულ გმირს (შეადარეთ ციხის სახელი ციხე-გოჯი). ქუჯი იყო ეგრისის ერისთავი, ფარნაოზ მეფის სიძე (დის ქმარი). არსებობს მოსაზრება, რომ ქუჯი სკვითური სახელია, ნასესხები ოსურის გზით, და ნიშნავს " ძაღლიკას ".