EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ვაჟის, კაცის სახელები - ჯ »

კატეგორია: სახელები ვაჟის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-09 20:26:23

ვაჟის, კაცის სახელები - ჯ

ვაჟის, კაცის სახელები - ჯ

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ჯაბა - ესაა შემოკლებული ჯაბრიელ, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ძველი ებრაული სახელის, გაბრიელის, არაბიზებულ ფორმას. გაბრიელი ერქვა ერთ-ერთ მთავარანგელოზს, რომლის სახელიც არაბულად ასე გადმოიცემა: ჯაბრიელ//ჯიბრაილ. პირველის შემოკლებით მიღებულია ჯაბა, მეორისაგან – ჯიბო. ჯაბასაგან წარმოქმნილია გვარი ჯაბიძე.

ჯავახ (ქართული) ეთნონიმი ქცეულია ანთროპონიმად (შეადარეთ ივერი, იმერი, კახი, და სხვ.) ჯავახი (უსუფიქსოდ) არის გვარიც. ამ ფუძიდან წარმოქმნილია აგრეთვე გვარები: ჯავახიშვილი, ჯავახაძე, ჯავახიძე, ჯავახია, ჯავახიანი.

ჯამბაკურ – ამ სახელის მეორე ნაწილს შეადგენს ბაკურ, პირველი ნაწილის წარმომავლობა კი საცილობელია. უკავშირებენ სატომო სახელს (ჭან-ბაკურ→ჯანბაკურ→ჯამბაკურ). გავრცელეული სახელი იყო განსაკუთრებით ორბელიანთაA საგვარეულოში.

ჯამლეთ - ეტიმოლოგია უცნობია.

ჯანო – წარმოადგენს ჯანსუღის, ჯანბერის ან სხვა რომელიმე ასეთი სახელის შემოკლებულ ფორმას.

ჯანიკო – იგივე სახელია წარმოდგენილი ქართული საალერსო ‘იკო’ სუფიქსით. გვხვდება როგორც ვაჟის, ისე ქალის სახელად. ამავე ფუძიდან წარმოქმნილი გვარებია: ჯანაშვილი, ჯანიშვილი, ჯანოშვილი, ჯანიაშვილი, ჯანიკაშვილი, ჯანუაშვილი.

ჯანსუღ (სპარსული) " ვისაც სული დაეწვა " (იგულისხმება სიყვარულით), " სულ-დამწვარი ", " შეყვარებული " (ეტიმოლოგია საეჭვოა).

ჯარჯი – მიღებული ჩანს თურქული ჯარჩი-საგან, რაც სამოხელეო ტერმინია და ნიშნავს " ამბის გამომცხადებელს ", " მაცნეს ".

ჯაჯუ – შესაძლოა წარმოადგენდეს ძერა-ს კოლხურ შესატყვისს. აქედან ჩანს წარმოქმნილი გვარი ჯაჯანიძე (ე.ი.. " ძერიას-ძე "). ამავე ფუძიდანაა ქალის სახელი ჯაჯალა.

ჯემალ (არაბული) " სილამაზე ", " სიკეთე ", " სრულქმნილება ". იგივეა ქალის სახელები: კამილა, ჯამილა.

ჯეირანული (თურქული) გარეული ცხოველის სახელი (ჯეირანი ანუ ქურციკი) ქცეულია პიროვნულ სახელად თურქულ ენებში და როგორც საზოგადო, ისე საკუთარი სახელის მნიშვნელობით შემოსულია ქართულში. მისგან ნაწარმოებია გვარებიც: ჯეირანაშვილი, ჯეირანიშვილი (შეადარეთ: ქურციკაშვილი, ქურციკიშვილი, ქურციკიძე).

ჯენეტ, ჯენეტო (არაბული) " სამოთხე ". შეადარეთ ქალის სახელი ჟანეტა//ჯანეტა.

ჯვებე (ქართული) მეგრულად ნიშნავს " მსხვილნაკვთიანს ". შეიძლება პალატალიზებული ფორმა იყოს სახელისა იობ-ჯობ-ჯობე//ჯვებე.

ჯიბო - ითვლება ჯიბრაელ-ის შემოკლებულ ფორმად (იხ. ზემოთ ჯაბა). მისგან წარმოქმნილია გვარი ჯიბუტი. ამავე სახელის კნინობითია ჯიბილა//ჯიბილო, საიდანაც მიღებულია გვარი ჯიბლაძე.

ჯიმშერ (სპარსული) " ტყუპი ლომი " (ეტიმოლოგია საეჭვოა). პარალელური ფორმებია: ჯიმშედ, ჯიმშელ. აქედანაა გვარები: ჯიმშერაშვილი, ჯიმშელაშვილი, ჯიმშელეიშვილი, ჯიმშიაშვილი, ჯიმშიტაშვილი, ჯიმშერაძე, ჯიმშელაძე, ჯიმშელიძე.

ჯოდორი (ქართული) მეგრულად ნიშნავს " მსუქანს ", " გოდორას " (გოდორი→ჯოდორი).

ჯოკია – ამ სახელის და მომდევნო რამდენიმე სახელის ახსნა არ მოგვეპოვება.

ჯონდი, ჯონდო

ჯოტო (ბერძნული) იოტა ( " პატარა ")→იოტ-ო→ჯოტო. შდრ. ჟოტია.

ჯოყოლა

ჯოჯიკ – ძველი ქართული სახელია, რომლის ეტიმოლოგია უცნობია. გვხვდება ჯერ კიდევ V ს-ში (ჯოჯიკი ერქვა ვარსქენ პიტიახშის ძმას, შუშანიკ დედოფლის მაზლს). აქედანაა გვარი ჯორჯიკია.

ჯუანშერ (სპარსული. " ახალგაზრდა ლომი "). საქართველოში ცნობილ პირთა სახელად გვხვდება უძველესი დროიდან. აქ პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ ვახტანგ გორგასლის სპასპეტი ჯუანშერი (V ს.), რომლის შესახებაც მემატიანე გვაუწყებს: " მაშინ მეფემან დაადგინა სხვა სპასპეტი, რომელსა ერქუა ჯუანშერ " ( " ქართლის ცხოვრება ", I, 145). ჯუანშერი ერქვა აგრეთვე არჩილ II-ის ძეს: " რაჟამს აღესრულა წმინდა მოწამე არჩილ, დაშთეს შვილნი მისნი იოვანე და ჯუანშერ " ( " ქართლის ცხოვრება ", I, 143). იმავე არჩილ მეფის დროს ქართლის ერისთავი იყო ჯუანშერ ჯუანშერიანი, ნათესავი მირიან მეფისა. ჯუანშერი ჰქვია " ქართლის ცხოვრების " ერთი ნაწილის ავტორსაც.

ჯუმბერ – გვხვდება მხოლოდ ქართულში. შესაძლოა მიღებული იყოს ჯუანშერ-ისაგან ფონეტიკური და გრაფიკული ცვლილებების შედეგად. ჯუმბერი ჰქვია მეფისწულს სულხან-საბა ორბელიანის " სიბრძნე სიცრუისაში ".

ჯუნა (ქართული) შეიძლება ჯუანშერის შემოკლებული ფორმა იყოს. მეგრულად ნიშნავს " კოცნას ".

ჯურხა (ბალყარული) " იორღა ", " თოხარიკი ცხენი ".