EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გოგოს, ქალის სახელები - ა »

კატეგორია: სახელები ქალის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-09 23:12:56

გოგოს, ქალის სახელები - ა

გოგოს, ქალის სახელები - ა

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

გოგოს-სახელები

აგნესა - ორგვარად შეიძლება აიხსნას: ან " წმინდა ", " უმანკო " (ბერძნული), ან " კრავი " (ლათინური)

აგრაფინა (ლათინური) " აგრიპას კუთვნილი ", " აგრიპასი ". აგრიპა რომაული საგვარეულო სახელია, თავის მხრივ უკავშირდება ბერძნულს და ნიშნავს " ფეხებით წინ დაბადებულს ". ამ სახელს დაერთვის ‘ინ’ სუფიქსი, რომელიც მნიშვნელობით უახლოვდება ქართულ იან-ს (დავითიანი, ვაჩნაძიანი და სხვ.).

აზა (არაბული) " ძვირფასი ", " საყვარელი ".

აია (ქართული) ახალი სახელია. ბერძნულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც ძველი კოლხეთის ერთ-ერთი სახელწოდება. ამავე ძირიდან არის ნაწარმოები კოლხეთის ლეგენდარული მეფის აიეტის სახელიც. როგორც ქალის სახელი გავრცელებულია აგრეთვე ბალტიისპირეთში. აღსანიშნავია, რომ აია ერქვა იოჰან ვოლფგანგ გოეთეს დედას.

აიშე (არაბული) " ცოცხალი ".

ალა - ახალი ნასესხები სახელია, რომლის ეტიმოლოგია საეჭვოა: ზოგი გერმანულიდან მომდინარედ თვლის, მნიშვნელობის დაუდგენლად, ზოგი ბერძნულს უკავშირებს ( " გაცვლილის ", " სანაცვლოდ მიღებულის " მნიშვნელობით).

ალისა - აგრეთვე ახალი ნასესხებია დასავლეთ-ევროპული ენებიდან. ნაწარმოებია კაცის სახელ ალექსისაგან.

ანა (ძველი ებრაული) " სასურველი ", " სანდომიანი ", " საამო ". ღვთისმშობელ მარიამის დედის სახელია. ამასთანავე ეს სახელი ერქვა წინასწარმეტყველს და რამდენიმე მოწამეს. სახარებასა და სხვა უძველეს ტექსტებში გვხვდება ორგვარი დაწერილობით (ანა||ანნა): " იყო ანა (მუნ ანნა ჩ) წინასწარმეტყუელი, ასული ფანუველისი " (DE ლუკა 2, 36). მოფერებითი ფორმებია: ანო, ანუკა, ანიკო, ანი.

ანანა (ძველი ებრაული) " გულკეთილი ", " გულმოწყალე ". ისტორიულ დოკუმენტებში გვხვდება ვაჟის სახელადაც (XVI-XVII სს.) ამჟამად უფრო გავრცელებული ფორმაა ანანო (მხოლოდ ქალის სახელად).

ანასტასია (ბერძნული) " მკვდრეთით აღმდგარი ", " სიცოცხლეს დაბრუნებული ". იგივე ფუძე გვხვდება ვაჟის სახელადაც (მათ შორის არიან მოწამენიც). ბერძნულში ერთი ფუძიდან ნაწარმოები ქალისა და ვაჟის სახელები ფორმით განსხვავებულია: ანასტას და ანასტასია, ათანასე და ათანასია, ალექსანდრე და ალექსანდრა, ევგენი და ევგენია... სხვა ენებში ეს განსხვავება ზოგან შენარჩუნებულია, ზოგან – არა. ქართულში ანასტასია მხოლოდ ქალის სახელად გვხვდება, ვაჟის სახელი ანასტასი კი თარგმნილია (ესაა აღდგომელა, რომელიც დღეს სახელად აღარ გვხვდება, მაგრამ შემონახულია აღდგომელაშვილის გვარში). ანასტასიას შემოკლებული ფორმებია: ტასო, ტასიკო, ნასტა, ნასტია.

ანგელინა - ამ სახელის ფუძე ბერძნულია: ანგელ, ანგელოს თავდაპირველად ნიშნავდა " ამბის მომტანს ", " მოამბეს ", შემდეგ მნიშვნელობა დაუვიწროვდა და ნიშნავდა მხოლოდ " ღვთის მოამბეს ", " ღვთის მახარობელს " (ანგელოზს). ამ სიტყვას ლათინურში დართული აქვს ‘ინ’ სუფიქსი (იხ. ზემოთ – აგრაფინა) და ამ გზით მიღებულია საკუთარი სახელი ანგელინა.

ანეტა - მიღებული ჩანს ანა-ს ფრანგული კნინობითი ფორმისაგან (ანეტ).

ანისია, ანუსია (ბერძნული) " დამთავრება ", " დასრულება ".

არეთა (არაბული) " ორბი ", " არწივი ", სხვაგვარი ახსნით: " მიწის მუშა ", " მხვნელი " (შეად. გიორგი). ასეთი მნიშვნელობა კაცის სახელს უფრო შეშვენის და, მართლაც, არეთა გვხვდება კაცის სახელადაც.

არიადნა (ბერძნული) " ძლიერ მოსაწონი ". ანტიკურ მითოლოგიაში ეს სახელი ჰქვია მეფე მინოსის ასულს, რომელასც შეუყვარდა ეგეოსის შვილი – გმირი თეზევსი და დაეხმარა მას დაემარცხებინა კაციჭამია ურჩხული მინოტავრი და მშვიდობიანად დაეღწია თავი ლაბირინთისათვის, სადაც ურჩხული იმყოფებოდა.

ასია (არაბული) " მანუგეშებელი ", " მკურნალი ".

ასინეთ - ძველი ებრაული სახელია, მომდინარე კოპტურიდან. ზუსტი ეტიმოლოგია არ მოეპოვება. განმარტავენ როგორც " ნეითისა " ( " ნეითისადმი შეწირული " ან " ნეითის მსახური ". ნეითი და ნეითა ეგვიპტელთა სიბრძის ღვთაების სახელწოდებაა).

ასმათ (არაბული) " უმწიკვლო ", " უმანკო ", " პატიოსანი ". არაბულში იხმარება ქალის დასახასიათებლად, საპატიო ეპითეტად. საკუთარ სახელად პირველად " ვეფხისტყაოსანში " გვხვდება და მისი მეშვეობით შემდგომში ფართოდ გავრცელდა.

აღათი (ბერძნული) " სიყვარული ", " სიკეთე ".

აშექალი (ქართული).