EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გოგოს, ქალის სახელები - გ »

კატეგორია: სახელები ქალის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-09 23:14:22

გოგოს, ქალის სახელები - გ

გოგოს, ქალის სახელები - გ

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

გაიანე (ბერძნული) " მიწიერი ". საეკლესიო კალენდრის მიხედვით ნიშნავს " მწვანეს " (ეტიმოლოგიები საეჭვოა). წმინდა მოწამის სახელია.

გალინა (ბერძნული) " წყნარი ", " მშვიდი ", " აუღელვებელი ".

გედია (ქართული) გვხვდება ვაჟის სახელადაც, რასაც მოწმობენ ისტორიული საბუთები (XVII ს.) და გვარი გედიაშვილი.

გვანცა (ქართული) სვანურად გვანც - " ჭინჭრაქა ", გადატანით ნიშნავს " ცელქს ", " მოუსვენარს ".

გვრიტია (ქართული)

გიული - სპარსული სახელია, შემოსულია თურქულის გზით: " ვარდი ".

გოგოლა (ქართული) მნიშვნელობა დაუდგენელია. საეჭვოა, რომ გოგონა-ს ფონეტიკურ ვარიანტს წარმოადგენდეს, რადგან წინათ კაცის სახელიც ყოფილა (შეადარეთ გვარები გოგოლაძე, გოგოლაშვილი, გოგოლაური).

გოგუცა (ქართული)

გუგული, გუგულა (ქართული)

გულდა (სპარსული) სრული ფორმაა გულანდამ||გულანდარ ( " ვარდისტანა ", " ვარდსხეულა "). იხ. ვაჟის სახელი გულდამ, გულდა.

გულვარდი - ქართული სახელია, სადაც შერწყმულია სპარსული სიტყვა გულ და მისი ქართული შესატყვისი ვარდი. ამ სახელისაგან ნაწარმოებია გვარი გულვარდაშვილი (წარმოების მხრივ შეადარეთ შერლომ, ხვარამზე).

გულთამზე (ქართული)

გულია (ქართული) ისტორიულ საბუთებში (XVI-XVII სს.) გვხვდება ვაჟის სახელადაც, აქედანაა გვარი გულიაშვილი.

გულიზარ, გულიზა (სპარსული) " ვარდნარი ", " ყვავილნარი ".

გულიკო (ქართული) ნაწარმოებია გულ სიტყვისაგან საალერსო იკო სუფიქსის დართვით, გვხვდება კაცის სახელადაც. მის სრულ ფორმად ითვლება გულისა.

გულისა (ქართული) აქედანაა გვარი გულისაშვილი. ამავე სახელის კოლხური ვარიანტია გულიშა.

გულისვარდი (ქართული)

გულნაზ (სპარსული) " კოხტა ყვავილი ".

გულნარა (სპარსული) " ბროწეულის ყვავილი ".

გულო (ქართული) გვხვდება კაცის სახელადაც.

გულსუნდა (ქართული)

გულქან (სპარსული) " მოწყვეტილი ვარდი ". მოფერებითი ფორმაა გუქა.

გულჩინა (სპარსული) " მოკრეფილი ვარდი ".

გულჩორა (სპარსული) " ვარდის სახის მქონე ", " პირვარდა ".

გურანდუხტ (სპარსული) " გურამის (გვარამის) ასული ". საქართველოს სამეფო კარზე ძველთაგანვე ძალიან გავრცელებული სახელი იყო. ეს სახელი ერქვა, მაგალითად: ვახტანგ გორგასლის დას, დავით აღმაშენებლის მეუღლეს და ბევრ სხვას.

გურანდა - გურანდუხტის შემოკლებული ფორმაა.