EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« გოგოს, ქალის სახელები - ე »

კატეგორია: სახელები ქალის

ავტორი: admin

თარიღი: 2016-08-09 23:15:46

გოგოს, ქალის სახელები - ე

გოგოს, ქალის სახელები - ე

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ევა (ძველი ებრაული) " ცოცხალი ". ბიბლიის მიხედვით, ეს სახელი ერქვა ქვეყნად პირველ ქალს, რომელიც ღმერთმა პირველი კაცის – ადამის ნეკნისაგან შექმნა და მის მეუღლედ აქცია. მისი კნინობითია ევროპულ ენებში გავრცელებული ეველინა.

ევდოკია (ბერძნული) " წყალობა ", " სათნოყოფნა ". ხალხში გავრცელებული ფორმებია ედუკია, ედუკი, შემოკლებული – ევდო (აქედანაა პოეტ იროდიონ ხოსიტაშვილის ფსევდონიმი ევდოშვილი).

ეპრაქსია (ბერძნული) " კეთილდღეობა ", " კეთილმოქმედება ". ხალხური ფორმებია: ეპრაქსია, ეპრასია, ეპრასი (შეადარეთ სიტყვა პრაქტიკა - " მოქმედება ", " საქმიანობა ").

ეთერ (ძველი ებრაული) " ვარსკვლავი ", ან (ბერძნული) " ჰაერი ", " ეთერი ". აქედანაა გვარი ეთერია. ქართულ ხალხურ ლეგენდაში ეთერი ჰქვია ულამაზეს მწყემს ქალიშვილს, რომელიც შეუყვარდა მეფისწულ აბესალომს. ამ ლეგენდის სიუჟეტზეა აგებული ზაქარია ფალიაშვილის ოპერა " აბესალომ და ეთერი ".

ეკატერინე (ბერძნული) " წმინდა ", " უმწიკვლო ". შემოკლებული ფორმაა ეკა.

ელდინო - ეტიმოლოგია უცნობია.

ელენე - ერთ-ერთი იმ სახელთაგანია, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული სხვადასხვა ფორმით (ელა, ელია, ლესია, ლენა, ნელი და სხვა). წარმოშობით წინარებერძნულია და დაახლოებით განმარტავენ როგორც " ნათელს ", " მანათობელს ". ბერძნულ მითოლოგიაში ამ სახელით ცნობილია ულამაზესი დედოფალი – ელენე. ქართულში ამ სახელის მოფერებითი ფორმებია: ელო, ელიკო, ლენა, ნელი, ლელიკო.

ელეონორა - ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან, სადაც იგი შესაძლოა მომდინარეობდეს ძველი ბერძნულიდან და ნიშნავდეს " მოწყალებას ", თანაგრძნობას ". მისი შემოკლებული ფორმაა ნორა.

ელზა - ახალი ნასესხებია ევროპული ენებიდან, სადაც იგი ელისაბედ-ის კნინობით ფორმას წარმოადგენს.

ელიკო - ელენე-ს კნინობითი ფორმაა, რომელიც მხოლოდ ქართულში გვხვდება და ცალკე სახელად ქცევის ტენდენცია ახასიათებს.

ელისაბედ (ძველი ებრაული) " ღვთის მოფიცარი " (სიტყვა-სიტყვით: " ღმერთს ვფიცავ ", " ღმერთის ფიცი ჩემი "). მისი მოფერებითი ფორმებია: ლიზა, ლიზიკო.

ელისო - ქართული სახელია, შესაძლოა მიღებული იყოს ელისაბედ-ის შემოკლების გზით. ელისო ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის გმირს.

ელო - ელენე-ს შემოკლებული ფორმაა.

ელპიდე (ბერძნული) " სასოება ", " იმედი " (შეადარეთ ქართული იმედა, დედისიმედი, რუსული ნადეჟდა). ხალხში გავრცელებული ფორმაა ელპიტე.

ენძელა (ქართული).

ესმა - შესაძლოა მოდიოდეს არაბულიდან და ნიშნავდეს " ამაღლებულს " (ზ. სიხარულიძის ეტიმოლოგიით).

ეფემია (ბერძნული) " ღვთისმოსავი ", " ღვთისმოყვარე ". მის კნინობით ფორმად ითვლება ქართულში: ფეფო, ფეფიკო, ფეფენა, ფეფელა (თუმცა წარმოშობით ესენი დამოუკიდებელი სახელები ჩანს).

ეფროსინე (ბერძნული) " სიხარული ", " მხიარულება ". შემოკლებული ფორმაა ეფრო.

ეშხა (ქართული) ვარიანტული ფორმებია: ეშხანა, ეშხია. თვით სიტყვა ეშხი არაბულია.