EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« Georgian Jiu-Jitsu Federation საქართველოს ჯიუ-ჯიცუს ფედერაცია »
კატეგორია: საბრ. ხელოვნებაავტორი: admin
თარიღი: 2016-09-16 19:01:56
ჯიუ-ჯიცუ
jiu jitsu_01 ჯიუ-ჯიცუ (ძიუძიუცუ იაპ. 柔術), 柔 [ძიუ] (რბილი, მოქნილი, დამყოლი, დამთმობი) და 術 [ძიუცუ] (ტექნიკა, ხერხი) - "მოქნილობის ხელოვნება" - საერთო სახელწოდება, რომელიც გამოიყენება იაპონური საბრძოლო ხელოვნებებისთვის და რომელიც მოიცავს იარაღით და უიარაღოდ მუშაობის ტექნიკას. ანუ ჯიუ-ჯიცუ - ხელჩართული ბრძოლის ხელოვნებაა, რომლის ძირითად პრინციპს წარმოადგენს "რბილი", "დამყოლი" მოძრაობის ტექნიკა.
ისტორია
ჯიუ-ჯიცუს ხელოვნება იღებს თავის საწყისს სენგოკუს პერიოდში იაპონიის ისტორიიდან. 1532 წ ჰასირამი ტაკენოუტიმ,
სამხედრო ტაქტიკოსმა და მიმასაკას პროვინციის მმართველმა, გააერთიანა სხვადასხვა სამხედრო ხელოვნებანი, რომლებიც გამოიყენებოდნენ ახლო ბრძოლაში, სიტუაციაში, როდესაც იარაღი ხდებოდა არაეფექტური. განსხვავებით მეზობელი ჩინეთისა და კორეისა, რომელთა საბრძოლო ხელოვნებები კონცენტრირებას აკეთებდნენ დარტყმით ტექნიკაზე, იაპონური ხელჩართული ბრძოლის ტექნიკები ფოკუსირებას ახდენდნენ გდებებზე, გაუვნებელყოფაზე, დაბლოკვაზე და დახჩობაზე, რადგანაც დარტყმითი ტექნიკა არაეფექტური იყო აბჯრის წინააღმდეგ. ამას გარდა, ჯიუ-ჯიცუს ზოგიერთი ორიგინალური ფორმები, ისეთები, როგორც ტაკენოუტი-რიუ, ექსტენსიურად იყენებდნენ გასვლა-აცილებებს და კონტრშეტევებს გრძელ ცივ იარაღებთან, როგორიც იყო მახვილი და შუბი, ხანჯლისა და სხვა მოკლე იარაღის დახმარებით. მე-17 საუკუნის დასაწყისში ედოს პერიოდში ჯიუ-ჯიცუმ გააგრძელა თავისი განვითარება ტოკუგავას სეგუნატის მიერ დაწესებული საომარი მოქმედებების წინააღმდეგი მკაცრი კანონების წყალობით, შეპყრობილი ჩინური ფილოსოფიის ნეოკონფუციანობის გავლენით, რომელმაც შემოაღწია იაპონიაში კორეის წინააღმდეგ იმჯინის ომის გზით და ფართოდ გავრცელდა ისეთი ფილოსოფოსების დახმარებით, როგორც ფუძივარა სეიკა. ამ დროისთვის იარაღი და აბჯარი გადაიქცა საშინაო დეკორაციებად, ასე რომ ხელჩართული ბრძოლები ვითარდებოდა როგორც თავდაცვის ფორმები და იქმნებოდა ახალი ტექნიკები მოწინააღმდეგის შეუიარაღებლობის გათვალისწინებით. ჩინელმა ელჩებმა, რომლებიც მიმართული იყვნენ იაპონიაში მშვიდობის დასამყარებლად და იაპონიის ვაჭრობის დონის შესამცირებლად ჰოლანდიასთან, შეიტანეს იაპონიაში ჩინური საბრძოლო ხელოვნება უშუ, და ჯიუ-ჯიცუში შეტანილი იქნა სხვადასხვა დარტყმითი ტექნიკა. თუმცა, ედოს პირიოდის შუისათვის დარტყმითი ტექნიკის რაოდენობა სერიოზულად შემცირდა, რადგან ის აღმოჩდა ნაკლებად ეფექტური და ითხოვდა ბევრ ენერგიას, განსაკუთრებით ძლიერი დარტყმები ხელებით და ფეხებით. დარჩენილი დარტყმები ძირითადად მიმართული იყო სხეულის სასიცოცხლო წერტილებში, რომელის განსაზღვრული იყო ჩინური მედიცინის მიერ, და სასიცოცხლო ზონებში მხრებს ზემოთ, რომლებიც აღმოჩენილი იყო ჯიუ-ჯიცუს ადრეულ ტექნიკაში. იმავე პერიოდში დაიწყეს ბრძოლების გამართვა ჯიუ-ჯიცუს სხვადასხვა სკოლებმა ერთმანეთში, რაც გახდა პოპულარული დროის გასატარებელი მებრძოლებისთვის ერთიანი მშვიდობიანი მთავრობის დროს.
ძირითადი პრინციპი
Jiu-jitsu 2 ჯიუ-ჯიცუს მიაკუთვნებენ იაპონური ჭიდაობის ყველაზე ძველ სახეობას. ჯიუ-ჯიცუს ძირითადი პრინციპი - "არ წასვლა პირდაპირ დაპირისპირებაზე, რომ გაიმარჯვო", კი არ შეეწინააღმდეგო, არამედ დაყვე მოწინააღმდეგის ზეწოლას, მხოლოდ მიმართო მისი მოქმედება საჭირო მიმართულებით მანამდე, სანამ ის ხაფანგში არ აღმოჩნდება და მხოლოდ მაშინ მოაქციო მოწინააღმდეგის ძალა და მოქმედება მის წინააღმდეგ. ეს პრინციპი დაკავშირებულია გადმოცემასთან ექიმი სირობეი აკაიამას შესახებ, რომელმაც ერთხელ შეამჩნია, რომ დიდი ხეების ტოტები ქარიშხალის დროს (სხვა წყაროებით თოვლის სიმძიმის ქვეშ) გადატყდნენ, ხოლო ტირიფის ტოტები, რომლებიც დაყვნენ ძალას, შემდეგ გაიმართნენ და გადარჩნენ. ამ დაკვირვებით შთაგონებულმა ექიმმა მოგვიანებით დააფუძნა ჯიუ-ჯიცუს პირველი სკოლა და უწოდა მას იოსინ-რიუ (ტირიფის სკოლა).
ფილოსოფიური საფუძველი
სიცოცხლის მანძილზე ადამიანი აშენებს და ამაგრებს თავისი "ციხესიმაგრის" 4 ძირითად კედელს, ესაა:
ჯანმრთელობა;
სოციალური ასპექტი (გარემოცვასთან ურთიერთობა);
ცოდნა და მუშაობა;
სულიერება.
იგულისხმება, რომ ერთი რომელიმე კედლის დაცემისას ადამიანის ცხოვრება შეიძლება დაინგრეს, როგორც სახლი ბანქოსგან. ამიტომ ამ ოთხი შემადგენლის ფორმირება უნდა დაიწყოს ადრეული ბავშვობიდან. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბავშვს ზრდასრულ ცხოვრებაში შესვლამდე ჰქონდეს მყარი საყრდენი და "ციხესიმაგრე" ძლიერი საძირკველით. ჯიუ-ჯიცუში ვარჯიშები მოწოდებულია ჩამოაყალიბოს მდგრადი, მამაცი ხასიათი, სრულყოს ადამიანის საუკეთესო თვისებები.
ძირითადი ნიშანთვისებები
ჯიუ ჯიცუ ვითარდებოდა ფეოდალური იაპონიის სამურაებს შორის როგორც შეიარაღებული და აბჯარასხმული მოწინააღმდეგის იარაღის გარეშე დამარცხების მეთოდი. რადგან დარტმების მიყენება აბჯარში მყოფი მოწინააღმდეგისთვის იყო არაეფექტური, ამიტომ მტრის განეიტრალებისთვის საუკეთესო ქმედითმა მეთოდებმა მიიღეს მოტეხვებისა და გდებების ფორმა. მსგავსი ტექნიკა შემუშავებული იყო შემტევის ენერგიის მის წინააღმდეგ გამოყენების პრინციპის საფუძველზე, რაც თავისთავად აღემატება პირდაპირ დაპირისპირებას.
ჯიუ-ჯიცუს ხელოვნება იშვიათად იყო ხელმისაწვდომი მოსახლეობის დაბალი ფენებისთვის, რომელთაც არ ჰქონდათ იარაღის ტარების უფლება, რადგანაც მისი ტექნიკა საკმაოდ რთულია შესასწავლად და არსებობდა მხოლოდ სკოლების შიგნით. ჯიუ-ჯიცუ ფართოდ გამოიყენებოდა ჯარში, მას სწავლობდნენ სამურაები. ედოს ეპოქამდე ის შედიოდა სკოლების პროგრამაში, სადაც ასწავლიდნენ უიარაღო ბრძოლას (როგორც აბჯრით, ისე უაბჯროდ) და ფარიკაობას, კენჯიცუს ჩათვლით. ზოგიერთ სკოლაში ასევე სწავლობნენ ცხენოსნობას, მშვილდოსნობას და ცურვას. ჯიუ ჯიცუს აყვავების ხანა მოდის ტოკუგავას ეპოქაზე, როდესაც მთელი რიგი ომების შემდეგ დადგა მშვიდობის ხანგრძლივი პერიოდი. იმ დროში ფუნქციონირებდა დაახლოებით 700 რიუ. ძირითადი განსხვავებები სკოლებს შორის იყო სუნთქვის დაყენებაში, საბაზო დგომებში და ილეთების რომელიმე ჯგუფის სიჭარბეში.
jiu-jitsu არსებობს ჯიუ-ჯიცუს მრავალი სახესხვაობა, რაც იწვევს მიდგომის მრავალფეროვნებას. ჯიუ-ჯიცუს სკოლებს შეუძლიათ გამოიყენონ ბრძოლის ყველა ფორმა ამა თუ იმ ხარისხით (ე.ი. გდებები, დაჭერები, მოტეხვები, დაკავებები, გამოდევნები, კბენები, გამონთავისუფლებები, დარტყმები ხელით, დარტყმები ფეხით). ჯიუ-ჯიცუს მრავალი სკოლები დამატებით ასწავლიდნენ იარაღით მუშაობას. ჯიუჯიცუს ტექნიკა კომბინირებას უკეთებს გდებებს, ტეხვებს, ხჩობებს, მტკივნეულ ილეთებს, მტკივნეულ წერტილებზე ზემოქმედებას. ძველი სტილების ძირითადი მიზანი ეჭვსგარეშე იყო მტრის ეფექტური მოკვლა, თანამედროვე ჯიუ-ჯიცუს ძირითად მიმართულებად იქცა თავდაცვა.