EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი

ადვოკატი




« ინფორმაცია ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2016-09-23 12:53:16

ინფორმაცია ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ

ინფორმაცია ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესახებ

იუსტიციის სამინისტრომ პასპორტის გაცემისას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება დაიწყო. იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მომზადდა სპეციალური ბროშურა, სადაც უვიზო მიმოსვლის წესები და რეგულაციებია განმარტებული, რათა საქართველოს მოქალაქეს აღნიშნულ თემაზე საჭირო ინფორმაციის მიღება გაუმარტივდეს. იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში პასპორტის აღებისას უკლებლივ ყველა მოქალაქეს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ მომზადებული ბროშურა გადაეცემა; ოპერატორებმა კი სპეციალური ტრენინგი გაიარეს, რათა აღნიშნულ საკითხზე მოქალაქეებს მათთვის საინტერესო ნებისმიერი ნიუანსი ადგილზე განუმარტონ.

ბროშურაში დეტალურადაა გაწერილი ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მათ შორის: ჩამონათვალი ქვეყნებისა, სადაც უვიზოდ მოგზაურობაა შესაძლებელი; ვიზიტის ხანგრძლივობა და მიზანი; საჭირო დოკუმენტების ნუსხა. საინფორმაციო კამპანიის მიზანია პასპორტის მიღების დროს საქართველოს მოქალაქეების დროული ინფორმირება ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობისთვის აუცილებელი წესების შესახებ.

ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილებას შეძლებენ ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანაში (ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი, შვედეთი).

საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ გადაადგილება შეეძლებათ, ასევე, ევროკავშირის არაწევრ 4 ქვეყანასა (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია) და შენგენის კანდიდატ ქვეყნებში (ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი და ხორვატია).

საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ვერ იმოგზაურებენ დიდი ბრიტანეთსა და ირლანდიაში.

ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა შესაძლებელია მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით, 6 თვის განმავლობაში მხოლოდ 3 თვის ვადით. მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შეიძლება იყოს ტურიზმი, ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება; საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა და სხვ.

შენგენის ზონის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ ვერ გაემგზავრებიან უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით.

მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლისას სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი შეიძლება დაინტერესდეს, თუ რა არის ვიზიტორის მგზავრობის კონკრეტული მიზანი. მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს, მოითხოვოს შემდეგი საბუთები: საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი, სამოგზაურო დაზღვევა, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.: ნაღდი ფული, სამგზავრო ჩეკი, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათები).

ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ყოფნის ვადის გასვლამდე საქართველოს მოქალაქემ უნდა დატოვოს ქვეყნის ტერიტორია. თუ პირი აღნიშნულ ვადას დაარღვევს, მას გააძევებენ კონკრეტული ქვეყნიდან და ევროკავშირის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას 5 წლამდე ვადით აუკრძალავენ. ალტერნატივის სახით, საქართველოს მოქალაქეს შესაძლოა, დააკისრონ ჯარიმის გადახდა 3,000 ევრომდე ოდენობით.

 

წყარო: buisnesscontact.ge