EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« რატომ არ უნდოდათ რუსებს ,,ჩაკრულოს” კოსმოსში გაშვება »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: keke

თარიღი: 2016-09-29 20:13:27

რატომ არ უნდოდათ რუსებს ჩაკრულოს კოსმოსში გაშვება

 Georgian-S.S.R-chorus-Tchakrulo

ალბათ, იშვიათია ისეთი ადამიანი  ჩვენთან, „ჩაკრულოს“ კოსმოსში გაშვების შესახებ რომ არ სმენია და ამით არ უამაყია. 1977 წელს, კოსმოსურმა ხომალდმა „ვოიაჯერმა“  ოქროს ფირფიტა, რომლზეც „ჩაკრულო“ იყო ჩაწერილი, მზის სისტემაში გაიტანა. როგორ მოხვდა „ჩაკრულო“ კოსმოში, როგორ კეთდებოდა ეს პროექტი და ასევე, სხვა საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე, რეჟისორი და პროდიუსერი რამაზ ბლუაშვილი იღებს ფილმს „სიმღერა – The Song.“ ცოტა ხნის წინ ბატონი რამაზი „ნასაში“ იმყოფებოდა და საინტერესო ინტერვიუები ჩაწერა.

რამაზ ბლუაშვილი: ამერიკაში ვცხოვრობდი 2000 წლიდან 2008 წლამდე და იქ ყოფნისას, ბოლო ორწელიწად-ნახევარი მოვანდომე ძიებას ალექსანდრე ქართველიშვილის, გამოჩენილი ქართველ-ამერიკელი ავიაკონსტრუქტორის შესახებ. დღესაც ვმუშაობ ამ საკითხზე. ჩემს ამირიკელ პარტნიორებთან ერთად, დავაარსე ალექსანდრე ქართველიშვილის ასოციაცია, რომელიც ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს. ძიებამ არაერთხელ მიმიყვანა „ნასამდე“, რომლის მიმართ ინტერესი ჯერ კიდევ ბავშვობიდან მქონდა. „ნასაში“ ერთ-ერთი ვიზიტის დროს ვეცადე, გამერკვია მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ასევე, ძალიან მაინტერესებდა. მამაჩემი 40 წელია, „ერისიონის“ გენერალური დირექტორია და მთელი ბავშვობა მესმოდა, რომ  „ჩაკრულო“ კოსმოსში წავიდა. ვინ მღეროდა – ამაზე დიდი დავა იყო, მაგრამ არავინ ამბობდა, 1977 წელს როგორ მოხვდა „ჩაკრულო“ კოსმოსში. ეს საკითხი განსაკუთრებულად მაინტერესებდა და ძებნამ ქალბატონ ენნ დრუენთან მიმიყვანა, რომელიც კარლ საგანის მეუღლეა. პირველად ქალბატონ ენს იმეილით დავუკავშირდი. საოცარი პასუხი მომივიდა მისგან, რასაც არ ველოდი: სულ მინდოდა, ვინმე ქართველს ეკითხა ეს ამბავიო. ორი თვის წინ მასთან ინტერვიუ ჩავწერე და მან მიამბო „ჩაკრულოს“ შესახებ. როდესაც გადაწყდა, რომ „ვოიაჯერზე“ უნდა ყოფილიყო „ოქროს დისკი“, რომელიც ძალიან ბევრ ინფორმაციას მოიცავს კაცობრიობის შესახებ და მათ შორის, მუსიკალურ ნაწარმოებებს, ურჩიეს, მისულიყვნენ ცნობილ ფოლკლორისტთან, ალან ლომაქსთან, რომელიც დღეს გარდაცვლილია. ქალბატონი ენი ყვება, რომ ბატონმა ალანმა პირველი, რაც მოგვასმენინა, ეს „ჩაკრულო“ იყო, თან, გვითხრა: თუ გინდათ ისეთი რამ, რაც კოსმოსის ღირსია, ეს „ჩაკრულოაო“. ალან ლომაქსი ძალიან ბევრს მოგზაურობდა, რომ სხვადასხვა ჩანაწერი მოეგროვებინა და ასე მოისმინა „ჩაკრულო“ მოსკოვში, რადიოში და თავად წაიღო ამერიკაში. ქალბატონი ენი ამბობდა, დღესაც მახსოვს, ძვლებში ვიგრძენი ქართველი მამაკაცების საოცარი ხმა. მე და კარლს არც გვიფიქრია, მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ ეს იქნებოდა „ოქროს დისკზე“. რამდენიმე დღეში „ნასადან“ ცოტა გაბრაზებულებმა დაგვირეკეს. მათ მოსკოვიდან მიუღიათ წერილი, სადაც ეწერა, რომ ჩვენ და საქართველო ერთი ქვეყანა ვართ, საქართველო არ არის ცალკე ქვეყანა და ჩვენ ვწყვეტთ, რა უნდა წავიდეს ჩვენი ქვეყნიდანო. გამოგზავნეს სიმღერა „პოდმოსკოვნიე ვეჩერა“. როგორც ქალბატონი ენი ამბობს: რომ მოვუსმინე ამ სიმღერას, რა თქმა უნდა, მომეწონა, მაგრამ ეს ის არ იყო, რასაც ვეძებდით, „ჩაკრულოს“ ვერც კი შევადარებდითო. მოსკოვმა „ჩაკრულოს“ ტექსტიც კი თარგმნა და გადაუგზავნა „ნასას“. ნახეთ, რას აგზავნით, აგრესიული სიმღერააო. იმ დონემდე მივიდნენ, რომ „ნასამ“ თითქმის გადაიფიქრა „ჩაკრულოს“ გაშვება, მაგრამ კარლ საგანმა პრინციპულობა გამოიჩინა: კი, ბატონო, გაუშვით ეს სიმღერა, მაგრამ მე ამერიკელ ხალხს ვეტყვი, რომ „ნასა“ მოსკოვიდან იღებს მითითებებსო. იქ დასრულდა ყველანაირი კამათი და ასე, ქართველების ჩაურევლად, მოხვდა „ჩაკრულო“ კოსმოსში. „ჩაკრულო“ 1974 წელს მოსკოვშია ჩაწერილი, რომელსაც ასრულებდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, დღევანდელი „ერისიონი.“ სოლისტები იყვნენ ილია ზაქაიძე, ჩვენი ილო პაპა და როსტომ საგინაშვილი, რომელიც სოფელ კოლაგში ცხოვრობს. რომ დავფიქრდი და გავაანალიზე, მივხვდი, ამ ყველაფერს თითოეული ქართველისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს. ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გაიცნონ ბატონი როსტომ საგინაშვილი, რომლის სახით ცოცხალი ლეგენდა გვყავს – მისი ხმა დღესაც კოსმოსშია. იმ დროში, როცა ქართველები საბჭოთა დროშით გამოდიოდნენ და არ შეეძლოთ, ეთქვათ სცენიდან, ქართველები ვართო, „ჩაკრულო“ გვერდით სწევს მოსკოვის მიერ მოთხოვნილ „პოდმოსკოვნიე ვეჩერას“ და მიდის კოსმოსში. ეს არის ჩემი ფილმის ლაიტმოტივი, რომ ჭეშმარიტ ხელოვნებას ვერავინ დაუდგება წინ და ის თავის ადგილს ყოველთვის იპოვის. „ვოიაჯერი“ კი რომელზეც „ოქროს დისკია“, გასცდა მზის სისტემას და დღემდე მასთან არის კონტაქტი, მოდის ინფორმაცია. თუმცა, როგორც მითხრეს, 10 წელიწადში ეს კონტაქტი შეწყდება. ედ სტოუნმა საოცარი რამ მითხრა: დიდი ხნის გამქრალი იქნება კაცობრიობა, დედამიწა და ეს რაკეტები მაინც ივლიანო…

 

 

ნათია უტიაშვილი. ჟურნალი ,,თბილისელები”