EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ცაგარელი სულხან ცნობიერება (შეიცან თავი შენი - გაგრძელება) »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2016-10-30 13:13:11

ცაგარელი სულხან ცნობიერება (შეიცან თავი შენი - გაგრძელება)

Understand-Yourself

§ 1.3. გენეტიკური აპარატის როლი მეტყველების ჩამოყალიბებაში

 

ჰომო საპიენს საპიენსის ყველა რასის ინდივიდს, განურჩევლად სქესისა, გონის საფუძველზე გაუჩნდა მოთხოვნილება, შეიცნოს გარემომცველი სამყარო. ადამიანს ჩამოუყალიბდა ცნობიერება, რომელიც განიცდის ევოლუციას. ცნობიერება არის ადამიანის ტვინის უნარი შეიცნოს რეალობა და განსაზღვროს თავისი დამოკიდებულება გარემოსთან. ხშირად ცნობიერება განიხილება ფსიქიკის სინონიმად. «ფსიქო» (ბერძნული psyche – სული) საფუძველად დაედო ისეთი დისციპლინების ეტიმოლოგიას, როგორიცაა: ფსიქოლოგია, ფსიქიატრია, ფსიქოთერაპია, ფსიქობიოლოგია და ფსიქოსომატური მედიცინა. ცნობისმოყვარე ადამიანს გაუჩნდა კითხვა, თუ რამდენადაა განვითარება განპირობებული აუცილებლობით და რამდენად შემთხვევითობით. კითხვა სავსებით სამართლიანია და დროული. XIX საუკუნემდე ფიზიკაში გაბატონებული იყო უკიდურესად დეტერმინისტული თვალთახედვა. სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია, ერთნაირ მიზეზებს მუდამ ერთნაირი შედეგები მოსდევს. ევოლუცია ემყარება განსაზღვრულ კანონზომიერებებს.

 

ევოლუციის სინთეზური თეორიის მიხედვით, ევოლუციის მამოძრავებელი ფაქტორები: გენთა დრეიფი, გენთა ნაკადი, მუტაციური პროცესები შემთხვევითი და არამიმართული პროცესია. ამრიგად, შემთხვევით წარმოქმნილ ელემენტარულ მასალას იყენებს ბუნებრივი გადარჩევა, რომლის მოქმედებითაც მიმდინარეობს უკეთ შეგუებულ ფორმათა გადარჩენა. ევოლუციონისტებს შემოაქვთ შემთხვევითობის იდეა. ევოლუციურ ეპისტემოლოგიაში შეიჭრა ალბათობის ცნება. ამ მომენტიდან იწყება ცხარე დისკუსიები ევოლუციის საკითხებზე. იქმნება შეხედულება, რომ აუცილებლობა და შემთხვევითობა განუყოფელია ერთმანეთისაგან. ფიზიკის კანონებს ვერ შევცვლით, ისინი მოქმედებენ გარკვეულ

სფეროში, რომლის მიღმაც ძალას კარგავენ. ამავე დროს ადგილი აქვს სხვადასხვანაირ მოვლენებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხდება გაუთვალისწინებელი მოვლენები, რაც განპირობებულია ფაქტორების უპრეცედენტო კომბინაციებით. იმის აღსაწერად, თუ რა ხდება, ჯობია გამოვიყენოთ ტერმინი – თამაში და არა შემთხვევითობა. კანონები იმგვარად ურთიერთმოქმედებენ, რომ აუცილებლად რჩება ადგილი თამაშისათვის. მათემატიკოსებმა შექმნეს თამაშების თეორია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია განუსაზღვრელ პირობებში ქცევა შეფასდეს სტატისტიკურად და არა დეტერმინისტულად. სტატისტიკური გადაწყვეტილების ამოცანის ამგვარად დაყენება იქცევა სტატისტიკურ თამაშად, რომელშიც ერთი მოთამაშე ბუნებაა, მეორე კი სტატისტიკოსი, რომელიც ცდილობს მოვლენის შეცნობას. ამჟამად დედამიწაზე ცხოვრობს 6 მილიარდზე მეტი ადამიანი. ყველა მათგანზე ერთი და იგივე ფიზიკური კანონები ზემოქმედებს, თანაც ერთმანეთისაგან განსხვავდება. თითოეული ჩვენგანი ინდივიდუალურია, გააჩნია საკუთარი უნიკალური გენოტიპი და ეს სავსებით გარკვეულად ადასტურებს, რომ რარიგ მკაცრიც არ უნდა იყოს ბუნების კანონები, ისინი გვიტოვებენ ფართო შესაძლებლობებს თამაშისათვის, გაუთვალისწინებლობისათვის, მოკლედ რომ ვთქვათ, თავისუფლებისათვის. ბიოლოგ ერნსტ მაირის მიხედვით თავისუფლების ევოლუცია განსაზღვრულია ინსტრუქციათა თანამიმდევრობით. იგი ხორციელდება დნმ-ში ჩაწერილი გენეტიკურ ინსტრუქციათა სერიული პროგრამების რეალიზაციით.

 

მას ტელეონომიკური ევოლუცია ეწოდება. ტელეომატიკური ევოლუცია კი რეგულირდება ფიზიკის კანონებით. იგი დეტერმინებულია და პროგნოზირებადია. ინფორმაცია ევოლუციის გენეტიკური საფუძვლების შესახებ თავმოყრილია ა. შათირიშვილისა და ი. ჭუჭულაშვილის ნაშრომში (შათირიშვილი, ჭუჭულაშვილი, 2005). გაადამიანება ტელეონომიკური ევოლუციის შედეგია. მანვე ადამიანში წარმოქმნა ყველა ცხოველისაგან განმასხვავებელი ძირითადი ნიშანი – ცნობიერება. ჩვენს პლანეტაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმი მრავლდება და ვითარდება უნივერსალური გენეტიკური კოდის საშუალებით, რომელიც ევოლუირებადია. ამიტომ სრულიად ლოგიკურია, რომ მოლეკულური ბიოლოგიის მიღწევებმა ადამიანს საშუალება მისცა ცხოველებისაგან თავის განსხვავების მიზეზების ძიება გენებში დაეწყო. დადგინდა, რომ ადამიანს შიმპანზესაგან განასხვავებს გენების მხოლოდ 1,5-2,0 პროცენტი. ბოლო ხანებში პოპულარული გახდა ადამიანსა და შიმპანზეს შორის განსხვავების დადგენა არა მარტო მემკვიდრული სუბსტანციის დნმ-ის მიხედვით, არამედ მათი მოქმედების ხასიათით, განსხვავებული აქტივობითა და რეგულირების ხასიათით. გაადამიანების კვლევის პრობლემაში თითქოს დგება გენეტიკური ხასიათის რენესანსის დასაწყისი. ამაზე მეტყველებს მიშელ კარგილის ხელმძღვანელობით მომუშავე ამერიკელ გენეტიკოსთა ჯგუფის უახლესი შრომები.

ეს ჯგუფი მუშაობას შეუდგა მას შემდეგ, რაც უხეშად იქნა გაშიფრული შიმპანზეს მთლიანი გენომი. ამ ფაქტმა წარმოშვა მოსაზრება, დაედგინათ ადამიანისა და შიმპანზეს გენებს შორის განსხვავება. მსგავსი შრომები ტარდებოდა ადრეც, მაგრამ გენთა ძალიან შეზღუდულ რაოდენობაზე, ამიტომ შედეგიც არ იძლეოდა სრულყოფილ სურათს. მას შემდეგ, რაც ადამიანის გენომი მთლიანად, ხოლო შიმპანზესი უხეშად იქნა გაშიფრული, კარგილის ჯგუფმა შეარჩია 7645 გენი. ეს ის გენებია, რომლებიც საერთოა ადამიანის, შიმპანზესა და თაგვისათვის. თაგვის გენებს იყენებდნენ შესადარებლად – იმის დასადგენად, თუ როგორ ევოლუირებდნენ გენები თაგვებიდან მოყოლებული ადამიანის და შიმპანზეს საერთო წინაპრამდე. მომდევნო ეტაპზე ადამიანსა და შიმპანზეს ჩაუტარდა ანალიზი იმის დასადგენად, თუ რა

 

სახის მუტაციები ინდუცირდებოდა ამ საერთო გენებში საერთო წინაპრიდან დღემდე. ჯგუფმა დაადგინა, რომ 7645 შერჩეული გენიდან ადამიანში სწრაფი ცვლილება განიცადა 1547-მა, შიმპანზეში კი 1534-მა, რაც იძლევა საშუალებას დავასკვნათ, რომ გენების სწრაფმა ცვალებადობამ მათ მატარებლებს რაღაც ევოლუციური უპირატესობა მისცა. ადამიანსა და შიმპანზეში აღმოჩნდა მრავალი საერთო გენი, რომლებმაც ხელი შეუწყვეს მეტაბოლიზმსა და სიგნალთა გადაცემას უჯრედიდან უჯრედზე. დადგინდა აგრეთვე განსხვავებული გენებიც, რომლებმაც სხვადასხვა ნიშნებზე იმოქმედეს. მაგალითად, გამოვლინდა ისეთი გენები, რომლებიც მხოლოდ შიმპანზეს ჩონჩხის სტრუქტურის ჩამოყალიბებაში ღებულობდა მონაწილეობას.

ადამიანში დადგინდა ის გენები, რომლებიც მონაწილეობდნენ შიგა ყურის შენებაში. მსგავსი გენები არ აღმოჩნდა შიმპანზეში. ასევე დადგინდა, რომ ადრე აღმოჩენილი FOXP2 გენი მხოლოდ ადამიანში მონაწილეობს სახის კუნთების კოორდინაციაში, რაც სავალდებულოა სიტყვის წარმოსათქმელად. კარგილის ჯგუფის მიერ მიღებულმა შედეგმა დიდი ინტერესი გამოიწვია გენეტიკოსთა და ევოლუციონისტთა შორის. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტები დაკონკრეტებას და შემდგომ კვლევას მოითხოვს, უკვე დაისახა გზა, რომლითაც უნდა დადგინდეს ის გენები და მათი პროდუქტები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ გაადამიანების პროცესში. ეს შეხედულება დასტურდება სამი თანამიმდევრული აღმოჩენით. პირველი იყო ვუდსის და უოლშის 2002 წლის აღმოჩენა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს გენი, რომლის მუტაცია იწვევდა ბავშვებში ტვინის მასის შემცირებას.

ბავშვები იბადებიან 400სმ3 ტვინის მოცულობით. დაავადებას ეწოდება აუტოსომური პირველადი მიკროცეფალია, გენს კი –  ასპმ. ამ აღმოჩენამ სტიმული მისცა ჯანდჟი ჯანგს 2003 წელს შეესწავლა AშPM გენის ნორმალური ლოკუსი. ადამიანის ეს გენი შეადარეს შიმპანზეს და ორანგუტანგის ანალოგიურ გენს. ჯანგმა დაადგინა, რომ გენ AშPM-თვის ადამიანში ნიშანდობლივია პლეიოტროპული მოქმედება, რაც არაპირდაპირ მიუთითებს, რომ იგი მის მფლობელს ანიჭებს გარკვეულ ევოლუციურ უპირატესობას. ჯანგმა გამოთქვა ვარაუდი, რომ AშPM გენის ცვლილება უნდა

 

იწვევდეს თავის ტვინის მოცულობის ზრდას. 2004 წელს ქვეყნდება ინფორმაცია, რომ ამერიკელ გენეტიკოსთა ჯგუფმა ბრიუს ლანის ხელმძღვანელობით ფართოდ შეისწავლა AშPM გენი. შედარდა პრიმატთა თითქმის ყველა წარმომადგენლისა და ადამიანის AშPM გენი. დადგინდა, რომ გენი AშPM, დაწყებული უმარტივესი პრიმატებიდან ადამიანამდე, განიცდის სწრაფ ცვლილებას. ძროხებს, თაგვებს, ვირთაგვებსა და სხვა ცხოველებს ასეთი თვისება არ გააჩნიათ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გენი AშPM-ის ცვლილება უფრო დაჩქარდა მას შემდეგ, რაც 5–7 მილიონი წლის წინ გაიყო შიმპანზესა და ადამიანის ევოლუციური გზები. ამ დროიდან დაწყებული, ყოველ 300–400 ათას წელიწადში, გენი AშPM განიცდის ნახტომისებრ ცვლილებას, რომელიც კორელირებს ადამიანის თავის ტვინის მოცულობის ზრდასთან. ტვინი ამ პერიოდში გაიზარდა 420სმ3-ით. AშPM გენის საბოლოო ცვლილების შემდეგ ადამიანის ტვინი ხდება 1350–1420სმ3, რის შემდეგაც ტვინის ზომები სტაბილურია – აღარ მატულობს მასა. რჩება შთაბეჭდილება, რომ თავის ტვინის მასამ მიიღო ოპტიმალური მოცულობა და ცნობიერების უნარი შეიძინა. ასეთი მასის ტვინის მქონე ადამიანმა ცნობიერების საფუძველზე საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი ცხოველთა სამეფოსთან და გადაიქცა რელიგიურ და პოლიტიკურ ინდივიდად. ცხოველებისაგან განსხვავებით ჩამოუყალიბდა განსაკუთრებული დამახასიათებელი თვისებები. ესენია:

- თვითშეგნება. დანაწევრებული მეტყველება. აზროვნების კონცენტრირება.  -  შინაგანი ემოციური მდგომარეობის ტირილითა და სიცილით გამოხატვა.

 -  სოციალური ყოფის მოთხოვნილება.

 -  ღმერთთან ურთიერთობის მოთხოვნილება.

 -  მადლიერების გამოხატვის უნარი.

ცნობიერება ადამიანის ინტელექტის განუყოფელი ნაწილია და ქცევებში სხვადასხვა სახით ვლინდება. ინტელექტის გათვალისწინებით ადამიანმა საკუთარ თავს მოუნახა სხვადასხვა განმარტებები:

 -  ჰომოსაპიენს – გონიერი ადამიანი. კ. ლინეს მიხედვით ეს სახელწოდება აღნიშნავს, რომ ადამიანი ცხოველებზე მაღლა დგას და მოქმედებს გონით. სიბრძნე ცოცხალი ორგანიზმებიდან მხოლოდ მას გააჩნია.

 -  ჰომოლუდენს – მოთამაშე ადამიანი. ეს განმარტება მომდინარეობს ძველი რომაელებიდან და გულისხმობს, რომ თამაში არის ჰუმანური და გონივრული აქტიურობა მაშინაც კი, როდესაც ადამიანი საქმიანობს.

 -  ჰომოცულტურალის – კულტურული ადამიანი. პარკერისა და გიბსონის მიხედვით ეს ცოცხალი სამყაროს ერთ-ერთი ქვესახეა, რომელიც გამოეყო ცხოველთა სამეფოს და შექმნა ისეთი კულტურა, რომელიც ვითარდება და ვრცელდება თაობებში.

 -  ჰომოელოქუენს – მოლაპარაკე ადამიანი. მეტყველებისა და დამწერლობის მეშვეობით ადამიანმა შექმნა კულტურა და ცივილიზაცია.

 -  ჰომოფაბერ – მოქმედი ადამიანი

 -  ჰომომორალის – მორალური ადამიანი.

 -  ჰომორელიგიუსუს – რელიგიური ადამიანი.

დედამიწაზე არსებულ ცოცხალ ორგანიზმთა შორის ადამიანი – ჰომოსაპიენს საპიენს – ერთადერთი ქვესახეა, რომელმაც საკუთარი გონების ზემოქმედებით შექმნა კულტურა და ცივილიზაცია. ცხოველისაგან განსხვავებით იგი აღარ არის ბიოსფეროს პასიური ბინადარი. ადამიანი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მეშვეობით აქტიურ ზემოქმედებას ახდენს ბიოსფეროზე. ადამიანი ბუნებით ბიოსოციალური არსებაა. იგი თვითონ აყალიბებს საკუთარი არსებობის თეორიულ და პრაქტიკულ პრინციპებს, გონების კარნახით ღებულობს გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ ქმედების შესახებ. იგი ვალდებულია შექმნას როგორც ინდივიდუალური, ასევე საზოგადოებრივი ადამიანური სამყარო. ადამიანი აწესებს სოციალურ და ეკონომიკურ კანონებს, რომლებშიც გათვალისწინებულია ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთობები.

ადამიანი თავის მოღვაწეობაში თავისუფალია. თავისუფლება ყალიბდება ევოლუციურად. სამყაროს კანონების შემეცნების გარეშე და ზნეობრივ-მორალურ პრინციპთა გაუთვალისწინებლად არ არსებობს თავისუფლება. ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ გავაცნობიეროთ, თუ რა არ ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ, რათა სწორად ვიმოქმედოთ, თუ გვინდა ვიყოთ თავისუფალნი. თავისუფლება კი ადამიანის შემოქმედების ყველაზე დიდი მონაპოვარია. ამაში ისევ საკუთარი ბუნება გვიწყობს ხელს. ყველა ადამიანი ისწრაფის ცოდნისაკენ. ცოდნა აყალიბებს ცნობიერებას. ცნობიერება კი მოქმედების განმსაზღვრელია. ცნობიერება განიცდის ევოლუციას, რასაც ინდივიდი და საზოგადოება მორალური წესრიგისკენ მიჰყავს.

გავიხსენოთ ინდოელი მოაზროვნის, პოეტისა და ესეისტის ჯიდუ კრიშნამურტის ნათქვამი: ჭეშმარიტი ადამიანური ღირსება თავისუფლების გარეშე არ არსებობს, ხოლო თავისუფლების მიღწევა ძალიან ძნელია. თავისუფალი რომ იყოთ – საკუთარი თავისა უნდა გესმოდეთ, უნდა შეიცნოთ საკუთარი აზრებისა და გრძნობების მოძრაობა – და ამ გზით საკუთარი გონების მოძრაობა. მონობაში მყოფმა რაც არ უნდა იღონოს, ვერასოდეს იპოვის ჭეშმარიტებას, ვერასოდეს შეიგრძნობს ცხოვრების სილამაზეს სრულად.

ცოდნის წყურვილმა ადამიანს დიდი პრობლემა დაუსახა – გაერკვეს, თუ სად, როდის და როგორ ჩამოყალიბდა იგი ბიოსფეროში გაბატონებულ არსებად. ამ პრობლემის შემეცნების გარეშე შეუძლებელია შეიქმნას ისეთი საზოგადოებრივი სივრცე, რომელშიც შესაძლებელი გახდება თავისუფალი ინდივიდუალობის განვითარება. ინდივიდუალობის განვითარება კი განპირობებულია თავის ტვინში მიმდინარე კოგნიტური პროცესებით. ადამიანის პრობლემას იკვლევს სხვადასხვა მეცნიერული მიმართულებები. ადამიანი ცოცხალი ორგანიზმებიდან ერთადერთია, რომელიც ცდილობს შეიცნოს საკუთარი თავი და გაარკვიოს საკითხი – რა ადგილი უკავია მას სამყაროში. თვითშეცნობის პროცესში მარტო ის კი არაა დასადგენი, რას წარმოადგენს ადამიანის ბუნება, არამედ ისიც, თუ რას ნიშნავს, იყო ადამიანი. ჰუმბოლდტის აზრით, ადამიანისათვის ადამიანზე საინტერესო ქვეყნად არაფერია.

მარად მაძიებელმა და ცნობისმოყვარე ადამიანის გონმა დაადგინა მისი მოქმედების განსაცვიფრებელი ფაქტები, თუმცა ცოდნის დღევანდელ დონეზე მაინც აუხსნელი რჩება ტვინის ფუნქციონირების მრავალი საკითხი. გარდაუვალი ხდება კვლევის ახალი მეთოდების დანერგვა და, ალბათ, არსებულ ცნებათა სისტემის გადახედვა. ამ მხრივ აღსანიშნავია ნობელის პრემიის ლაურეატის, დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას სტრუქტურის ერთ-ერთი დამდგენის, ცნობილი ბიოქიმიკოსის ფ. კრიკის აზრი ტვინის მოქმედების შესახებ. იგი უკანასკნელი 30 წელი სერიოზულადაა გატაცებული ნეირობიოლოგიით. აი რას წერს იგი: «ჩვენ ვგრძნობთ, რომ არსებობს

რაღაც რთული ასახსნელი, მაგრამ რეზიუმე ცნობიერება არის ობიექტური სინამდვილის ასახვის ფორმა,  რომელიც დამახასიათებელია მხოლოდ ადამიანისათვის. ცნობიერება წარმოადგენს იმ ფსიქიკური პროცესების ერთობლიობას, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ადამიანის მიერ გარე სამყაროსა

და საკუთარი ყოფიერების გააზრებაში. იგი განუყრელადაა დაკავშირებული მეტყველებასთან. ინფორმაცია კულტურის შესახებ სხვა ადამიანებსა და თაობებს გადაეცემა წერილობით, ვერბალურად, მათემატიკური ფორმულებით. ცნობიერებით ყალიბდება მორალურ-ზნეობრივი და რელიგიური მსოფლმხედველობა. თვითცნობიერება არის ცნობიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოვლენა. საკუთარი თავის შეცნობას ორგვარი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია. პირველი

გვეხმარება ფსიქიკური პროცესების კვლევისას მეორე კი გვიადვილებს საზოგადოების წევრებთან ურთიერთობას. თვითცნობიერებისათვის აუცილებელია სხვა «მე» და მასთან ურთიერთობა. ტელეონომიკური ევოლუცია – ხორციელდება დნმ-ში ჩაწერილი გენეტიკურ ინსტრუქციათა სერიული პროგრამების რეალიზაციით. გაადამიანება ტელეონომიკური ევოლუციის შედეგია. მანვე ადამიანებში წარმოქმნა ყველა ცხოველისაგან განსხვავებული ძირითადი ნიშანი – ცნობიერება.

ტელეომატიკური ევოლუცია რეგულირდება ფიზიკის კანონებით და შესაბამისად იგი დეტერმინირებულია და პროგნოზირებადი. ადამიანის მოქმედების თავისუფლება ჩამოყალიბდა ევოლუციურად. სამყაროს კანონების შემეცნების გარეშე და ზნეობრივ-მორალურ პრინციპთა გაუთვალისწინებლად არ არსებობს თავისუფლება. ამიტომ ადამიანი ვალდებულია გააცნობიხებთ ნათლად და ზუსტად ჩამოვაყალიბოთ ამ არსის სირთულე. ეს კი გვიბიძგებს იქითკენ, რომ მთელი ჩვენი

აზროვნების წესი ამგვარი პრობლემის ირგვლივ შესაძლებელია მცდარი იყოს».

ეროს, თუ რა არ იცის და რა უნდა იცოდეს, რათა იმოქმედოს სწორად, თუ უნდა, რომ იყოს თავისუფალი. თავისუფლება კი ადამიანის შემოქმედების ყველაზე დიდი მონაპოვარია.

კითხვები განსჯისათვის

1. რაში შეუწყო ხელი ადამიანის მოქმედებას სიტყვების შექმნამ?

2. რით განსხვავდება ტელეონომიკური ევოლუცია ტელეომატიკურისაგან?

3. განმარტეთ ცნობიერება.

4. რა პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ადამიანისათვის თვითცნობიერებას?

5. რა აუცილებელი პირობაა საჭირო თვითცნობიერებისათვის?

 

6. რომელმა გენმა განაპირობა ადამიანის თავის ტვინის მასის

მატება და როგორ დადგინდა ეს?

7. როგორ გესმით ადამიანის მოღვაწეობის თავისუფლება?

8. ცხოველებისაგან განსხვავებით რა განსაკუთრებული თვისებები

ჩამოუყალიბდა ადამიანს?

9. რომელ ტერმინს იყენებენ ზოგჯერ ცნობიერების მაგივრად?

10. რას ნიშნავს უნივერსალური გენეტიკური კოდი?

თავი მეორე

მეტაფორის როლი ცნობიერების

ჩამოყალიბებაში

§ 2.1. მეტაფორა მეცნიერებაში

 

მეტაფორა (ბერძ. მეტაპჰორა გადატანა) ეწოდება სიტყვის ან გამოთქმის გადატანითი მნიშვნელობით ხმარებას.

იგი გამოიყენება საგნის ან მოვლენის ანალოგიის, მსგავსების და შედარების ინდივიდუალიზების აღსანიშნავად. მეტაფორულად საგანს ან მოვლენას მიეწერება ისეთი თვისება, რომელიც მას არ გააჩნია. მეტაფორა ფართოდ გამოიყენება პოეზიასა და მეცნიერებაში. ასმუსის გამოთქმით, მეტაფორა ასრულებს ისეთივე როლს, როგორსაც კაშკაშა სინათლის სხივი სიბნელეში. მეტაფორა ისეთი დაფარული შედარებაა, რომელშიც არ ჩანს «როგორ», «როგორღაც», «ამგვარად», მაგრამ ეს სიტყვები ნაგულისხმევია. მეტაფორა გამოირჩევა ექსპრესიულობით. მეტაფორას, ადამიანის ფანტაზიის გავლენით, გააჩნია განუსაზღვრელი საშუალებები მიაკუთვნოს სრულიად დაშორებულ საგნებს ან მოვლენებს ისეთი თვისებები, რომლებიც მათ რეალურად არა აქვთ. ამიტომ მეტაფორის გამოყენებით შესაძლებელია საგნის ან მოვლენის შინაგანი თვისება წარმოდგენილ იქნეს სხვანაირად. ამავე დროს მეტაფორა, როგორც მიკრომოდელი, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ავტორის შესაფასებლად, თუ როგორია მისი წარმოდგენა სამყაროზე. ისტორიულად, მეტაფორის წარმოშობა იწყება მითოლოგიური ცნობიერების მოშლის ეპოქაში. მითოლოგიური ცნობიერების ხანაში მეტაფორა ვერ იარსებებდა. მისი წარმოშობა იწყება მას შემდეგ, რაც ადამიანი ახდენს კონკრეტული მხატვრული სიტყვების აბსტრაჰირებას და ქმნის მოვლენების მოდელს. მეტაფორა იჭრება პოეზიაში და დღესაც რჩება ლექსის, პოემის ესთეტიკური მხარის მასტიმულირებელ ძალად. ამის შესანიშნავი მაგალითია «თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა» (რუსთაველი). მოგვიანებით მეტაფორა ჩნდება სამეცნიერო

ლიტერატურაშიც.

ის, ვინც დაინტერესებულია ცილებით, გაგონილი ექნება ტერმინი «შაპერონები». ინგლისურ ენაში chaperon ნიშნავს წვეულებაზე მიმავალი ახალგაზრდა გოგონას გამცილებელს. ბიოქიმიაში შაპერონები ეწოდება მოლეკულებს, რომლებიც ასტაბილიზებენ და იცავენ ახლად სინთეზირებულ პოლიპეპტიდებს და ხელს უწყობენ მათ ნორმალური სტრუქტურის მიღებაში. უშაპერონოდ პოლიპეპტიდები კარგავენ თვისებებს და ვერ ფუნქციონირებენ. ამ შემთხვევაში სიტყვა «შაპერონი» გამოყენებულია როგორც მეტაფორა და მას კარგად ახასიათებს არისტოტელეს ნათქვამი: «საგანს ეძლევა დასახელება, რომელიც აღნიშნავს რაღაც სხვას». ხშირად მოგვისმენია ან წაგვიკითხავს: დნმ-ის მოლეკულაში ჩაწერილი ინფორმაციის შეცდომა, დნმ-ის მატრიცა, კომპიუტერის მეხსიერება, «ხელოვნური ინტელექტი», ევოლუირებადი ხელოვნური სისტემა და სხვა მრავალი. ეს ჩამონათვალი გახდა მეცნიერული ენის განუყოფელი ნაწილი. თანამედროვე მეცნიერების მიღწევები მჭიდროდ უკავშირდება მოდელირებას. კონკრეტული მოვლენის წარმოდგენა ხდება მოდელის საშუალებით, რომელშიც გამოყენებულია ანალოგია ან მეტაფორა. მოვლენის ან პროცესის აბსტრაქტული მოდელი თეორიის შექმნის საფუძველია. თეორიის სისწორე განპირობებულია მოდელის იზომორფულობით, ხშირად მოდელი იქმნება ქვესისტემათა გაერთიანებით (სურ. 2.1). სურათზე ნაჩვენებია ოთხი სოციალური ქვესისტემის გაერთიანებული მოქმედება:

პირველი – სისტემის შეგუებულობა გარემო ფაქტორებისადმი («ადაპტაცია” ეკონომიკასთან);

მეორე – სისტემა აღწევს მიზანს (მართვის საშუალებით);

მესამე – სისტემაში ხდება ინტეგრაცია;

მეოთხე – სისტემის მხარდაჭერა მიმდინარეობს ღირებულებათა საფუძველზე.

მეტაფორა დადებით როლს ასრულებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ორი მოვლენის შედარება ან ანალოგია არ არის სწორი. ქრისტიან ჰიუგენსი 1690 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, «ტრაქტატი სინათლეზე», იყენებს ანალოგიას ისეთი რთული პროცესის ასახსნელად, როგორიცაა სინათლის დიფრაქცია და ინტერფერენცია. იგი წერს: «სინათლე ისევე როგორც ბგერა სფერული ტალღებით ვრცელდება, მე ვუწოდებ ტალღებს, ვინაიდან ჰგავს იმ ტალღებს, რომელიც წარმოიქმნება წყლის ზედაპირზე, როდესაც მასში ქვას ჩააგდებთ». ეს ანალოგია არასწორი იყო. ტალღებს გააჩნია გარემო – წყალი. ჰიუგენსისათვის კარგად იყო ცნობილი, რომ სინათლე ვაკუუმშიც ვრცელდება. მან დაუშვა, რომ სინათლის გავრცელებაში მონაწილეობს ეთერული ნივთიერება, რომელიც მატერიალური სუბსტანციაა. 200 წლის შემდეგ აინშტაინმა დაამტკიცა ეთერული იდეის არარეალურობა.

 

გადაფურცლეთ გვ.1