EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« შანიძე აკაკი - ლექსიკონი »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2016-10-30 19:34:41

შანიძე აკაკი - ლექსიკონი

შანიძე-აკაკი

აბჯარი – ტანზე ჩასაცმელი ან ტანით სატარებელი საომარი იარაღი; მეაბჯრე მოყმის აბჯრის მზიდველი.

აერი – ჰაერი; აერ-ფერი ჰაეროვანი, ლამაზი.

ავაზა – ვეფხვისებრი მხეცი, რომელიც შეიძლება მოშინაურდეს და სანადიროდ გაიწვრთნას. შდრ. ჯიქი.

ავლი – ფერფლი.

აზავერი – საბარგო ხარი; აზავრები ვააზავრე - ხარებს ბარგი ავჰკიდე.

ათქს (= ადგს) – ადგას.

ალამი – 1. ქსოვილისაგან შემდგარი ნაწილი დროშისა; 2. ქსოვილის კუთხედი.

ალაფი – ნადავლი, ომში ნაშოვნი ქონება; ალაფობა დავლის შოვნა;  ნაალაფავი ომში ნაშოვნი.

 ალვა – სურნელოვანი ნივთიერება, რომელიც საკმევლად, სასიამოვნო  სუნის დასაყენებლად იხმარებოდა.

ალქატი – ღარიბი, უქონელი; არ-ალქატი მდიდარი, ქონებიანი, უხვი; ლხინი ჩემი ვაალქატე - ლხინი ჩემი შევამცირე.

ამად – ამიტომ.

ამაზრზენი, – ამაზრზენა გულისთქმის, ძლიერი სურვილის გამომწვევი.

ამარი – რიცხვი, რაოდენობა; უამარი უამრავი, ურიცხვი.

 ამარტა – ქარვა.

ამილახორი – მეჯინიბეთუხუცესი.

ამირბარი – ზღვათა ვაზირი, საზღვაო ძალთა მინისტრი.

ამირ-სპასალარი – მთავარსარდალი, მხედართმთავარი.

ამოგება – ამოვსება, ავსება (საბოძვრით).

ამოკრეფა – მიჩნევა, ჩაგდება: ყოლა არად ამოგვკრიფნა - სრულიად არაფრად ჩაგვაგდო.

ამოხმა – ამოღება: ისრის პირნი ამოუხვნა - ისრის პირები ამოუღო.

 ანაზდად – უეცრად; თუმცა რისხვანი ჩემთვის იანაზდენითა - რომ რისხვა უეცრად თავს დამატეხოთ.

ანასა – ასად აქცია.

ანდამატი – ალმასი.

არავი: ქარი არავი - სამხრეთის ქარი.

არაკი – ანდაზა, სენტენცია; ამბავი, ზღაპარი; საარაკე ზღაპრული, მეტად დიდი; უარაკო ამბად რომ არ გაგონილა.

არამი – აკრძალული, ნებადაურთველი; უშინაარსო, უგემური; მეარმის არმად მიმაჩნია; გამიარმდა გამიუგემურდა.

არასადა – 1. არსად; 2. არასოდეს.

არიფი – ამხანაგი, პარტნერი; სუფრის მოზიარე.

არმაღანი – საჩუქარი (შორი მოგზაურობიდან მოტანილი).

არღავნის ფერი – წითელი ფერი.

ასაქმარი  – ასაქნელად ქმენი.

ასდენ – ამგვარად.

ასპარეზი –  სასპორტო მოედანი, სტადიონი; ასპარეზის კრვა სავარჯიშოდ გასვლა; მოასპარეზე ასპარეზზე მოვარჯიშე.

ასპიროზი – ვენერა (პლანეტა).

ასპიტი – ერთგვარი მეტად შხამიანი გველი.

ასული – ასეული: ენა ბევრად ასული - ენა ათიათასჯერ ასი.

აფოლხვება – მაგრად დასობილის მოშვება.

აქათ – 1. აქედან; 2. ამას იქით, ამის შემდეგ 1. მას აქათ მას შემდეგ, მას აქეთ.

აქათგან – 1. აქედან (ადგილის გამოსახატავად); 2. ამას იქით (დროის გამოსახატავად).

აქანამდის  – ამ დრომდის.

 

აღვსება – აღდგომა (დღესასწაული).

აღმაფრენა – ამაღლება გრძნობა-გონებით, ფიქრი მაღალ რამეზე.

აყიყი – აქატი (ძვირფასი ქვაა).

აშიკი – ტრფობით შეპყრობილი; აშიკობა ტრფობა; სააშიკო სასიყვარულო, სატრფიალო.

აჩუქება – აჩუყება, გულის ამოჯდომა.

აწ, აწე – ახლა; აწეღა აი ახლა, ეს-ეს არის; აწყა აწღა, მხოლოდ ახლა.

აწინდელი – ახლანდელი.

ახი – ოხვრა.

ახვა – ახის თქმა, ამოოხვრა: ახავს - ოხრავს; არ იახნა - არ ამოიოხრა.

ახმა, ახვმა –  აღება: არ აგვიხვნა. არცა დაგვსხნა - არც აგვიღო, არც დაგვსვა (= არც აცივა. არც აცხელა); თვალნი აახვნა- თვალები აახილა; თვალთაახმადცა ზარ-ედვა - თვალების ახელაც  ეზარებოდა.

აჯა  – თხოვნა, ხვეწნა; სათხოვარი; ვიაჯ, ვიაჯი ვითხოვ; იაჯს ითხოვს; მიაჯე მითხოვე; გეაჯები გეხვეწები, გთხოვ; ნააჯარი ნათხოვი; სააჯო სათხოვარი.

აჯაბი – საკვირველება, გასაკვირი რამ.

აჯიღა – ჩადრი, ქალთა მოსასხამი; აჯიღოსანი აჯიღით მობურული.

 

 

ბადახში – საუკეთესო ლალი; ბადახშეული ბადახშის ფერისა.

ბადრაგა – ქარავნის მცველი.

ბავთი – უბედურება, სამწუხარო ამბავი; ებავთა სამწუხაროდ ეჩვენა, ეწყინა.

ბაზიერი – მექორე, მემიმინოე.

ბაზმა –  ლამპარი.

ბაკმი – სინათლის ზოლი მთვარის ან მზის გარშემო; პირ-ბაკმიანი პირზე რომ ირგვლივ სინათლე ადგას.

ბანის-ბანი – სართულები; რამდენიმე სართულისაგან შემდგარი სახლი.

ბარბითი – სიმებიანი საკრავი (ერთგვარი ჩანგი).

ბასრი, ბასრისა – მეტად ფხიანი, კარგად მჭრელი.

ბედითი – უბრალო; უხეირო, უვარგისი; ბედითად ტყუილ-უბრალოდ; გაბედითება გაფუჭება, წახდენა.

ბევრი – 1. ათი ათასი; 2. მრავალი, უთვალავი; ბევრ-ათასი ათი მილიონი.

ბეჭვა – ძაფების მიყვანა ერთმანეთზე ქსოვის დროს იარაღით, რომელსაც  ბეჭი ჰქვია; მბეჭველი ბეჭით მომუშავე ქსელზე, მქსოველი.

ბინდ-ბანდი ბინდ-ბუნდი.

ბიძა-ძენი – ბიძაშვილები.

ბნედა – გრძნობა-გონების დაკარგვა; ვბნდები ბნედა მომდის.

ბორბალი – ხილული ცის სიმრგვლე.

ბორიო – ჩრდილოეთის ცივი ქარი.

ბრკმობა –  ბრკოლება.

ბრძანება - მიუთხრობელი ბრძანება – მიუწვდომელი, მეტად ვრცელი.

ბრჭალი – ფრჩხილი; ბრჭყალი.

ბრჭე – მსაჯული, მოსამართლე.

ბრჭობა – სამართლობა, განსჯა, საქმის გარჩევა სამართლის წესით.

ბუკი – საყვირი.

ბუნება-ზიარი –  ბუნების მოზიარე, დიდბუნებოვანი.

ბღნეჯა – ფრჩხილებით კაწვრა, გლეჯა; დაბღნეჯა ხოკა, დახოკა, ფრჩხილებით  დაკაწვრა.

 

გაალაგება – ალაგის დაჭერა, მოთავსება.

გაასოცება – ასოცად ქცევა.

გაბასრვა – შერცხვენა, გაკიცხვა; გაბასრული შერცხვენილი, გაკიცხული.

გაბრჭობა – განსჯა, გაკითხვა, გასამართლება.

გაგარება – გარეთ წასვლა: თავი მინდორს გააგარა - ველად გავარდა, გაიჭრა.

გაგება (1) – გადაწყვეტა; მოწყობა.

გაგება (2) –  შეტყობა.

გაგვა: ნურა გაგვა - ნურაფერი გენაღვლება; ჩემი ნუ გაგვა - ჩემი ნუ  გენაღვლება.

გაგვიდოდეს – გეხათრებოდეს.

გავაზი – ერთგვარი მიმინო.

გავაქილება –   ვაქილად გახდომა.

გავლენა – ხათრი, ზემოქმედება: თუ ჩემი გა-ღა-გვლენოდეს - თუ კიდევ  ჩემი ხათრი გქონდეს.

გაზეარება – გაზიარება: ბუკმან ხმა გიაზეარა - (ტაბლაკის) ხმას ბუკისაც შეუერთდა.

გაზიარება – განახევრება; განაწილება.

 გათავისწინება – გამარტოება.

გათავნება: – ჭირი ლხინსა გაათავნე - ჭირი ლხინს გაუსწორე, ჭირი ლხინად  ჩააგდე.

გათუება – სათუოდ გახდა, საეგებიოდ გახდა.

გათხევება: არ ინანეს, რომ აბჯარი არ გაითხეს - არ ინანეს, რომ აბჯარი ცოტა  არ იქონიეს.

გათხელება: ჯალაბობა გაათხელეს - დამსწრეთა რიცხვი შეამცირეს.

გამაბელზებელი – გადამრევი, ჭკუიდან შემშლელი.

გამესისხლება – მესისხლედ გახდომა, სისხლის ამღებად გადაქცევა.

გამეტადება – მეტად ქცევა, გადამეტება.

გამკვახება (სიტყვისა) – უზრდელი სიტყვა-პასუხის გაცემა.

გამოგება – მოგვარება; გამოგება სიტყვისა - სიტყვის ამოღება; ენა სიტყვისა

გამომგებარე – ენა სიტყვის ამომღები; საჭირო გამოსაგები ენათა - ენით ძნელად გამოსათქმელი.

გამოღება: გამოუღო - გამოართვა; გამომიღეთ - გამომართვით; ზენაარი გამოგვიღე - ფიცი ჩამოგვართვი.

გამოხმა – გამორთმევა: გამოვუხვენ - გამოვართვი.

გამყარება – გამტკიცება.

გამჩივნება: თავი მისი გაამჩივნა - მოჰყვა თავის საჩივარს.

გამწკრალი – გაბზარული.

განაკიდი – მოკვეთილი, საზოგადოებიდან გაგდებული.

განატება – ფეხქვეშ საფენ ტყავად გადაქცევა, გათელვა.

განაღა, – განღა ალბათ, ეგების.

განაღამცა – რა თქმა უნდა, რასაკვირველია.

განგება, – გაგება ძველების შეხედულებით: წინასწარი გადაწყვეტილება  ადამიანის ბედის შესახებ; უგანგებოდ წინასწარი გადაწყვეტილების გარეშე; თავსა ჩემსა გაგებული - რაც განგებით უნდა მომივიდეს.

განგებიანი – ვინც კარგად განაგებს.

განმლოკლება – მლოკელი გახადოს.

განმხოკლება – მხოკელი გახადოს.

განხმული – გაღებული.

გარდაქცევა: აქათ თავსა გარდავიქცევ - აქედან თავს გადავიგდებ, გადავვარდები.

გარდუვალი – რაც აუცილებლად უნდა მოხდეს.

 გარე-თმა – ტყავის სამოსელი, რომელსაც ბეწვი გარეთ აქვს მოქცეული.

გასაგნვა – დასამიზნებლად მიშვება.

გასლვა: სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა - მათ სიმრავლეს მე არაფრად

ვაგდებდი; გაჰვიდოდეს ხათრი ჰქონდეს, ზეგავლენას განიცდიდეს;

ჩემი რა გაგვიდოდეს - ჩემი რაიმე ხათრი გქონდეს.

 გაუცდელი –  უნახავი.

გაქიქება – შერცხვენა.

გაქსვა: გაექსვების - შეექსოვება, მოეხვევა.

გაყმობა: გაყმდების - ყრმა შეიქნება, გაახალგაზრდავდება.

 გაცბუნვება – განცვიფრება; გაცბუნვებული განცვიფრებული.

გაცდა, განცდა დანახვა, შეხედვა: განვიცადენ - დავინახე; გამიცადა -  შემომხედა; გავიცადეთ - დავინახეთ; საქმე გამიცდია - საქმე  მინახავს; შუქნი ძლივ გავიცადენით - შუქს ძლივს გავუსწორეთ  თვალი.

გაცუდება: გამიცუდენ - ისე მიყავ, რომ ცუდად ჩამიარა.

გაძრცვილი – გახდილი.

გაწბილება – უარის მიღება სათხოვარზე; შერცხვენა.

გაწლობილი – გაწვრილებული.

გახმა, გახვმა გაღება: გავახვამ - გავაღებ; ვერ გაახვნა ბაგენი - პირი ვერ  გააღო; კარნი გაახვნეს - კარები გააღეს.

გახსნევა (ხელისა) - სისხლის გამოშვება მკლავიდან.

გეაჯები – გთხოვ.

გება: ვით ვეგები - როგორ ვარსებობ; არ ეგების - არ იქნება, არ შეიძლება.

გესვა: არ-ავი გესვა მოყვარე - ცუდი მეგობარი არ გეყოლები.

გვალე – მოდი.

გვივის – გვყავს.

გზება, გზნება –  ნთება, მოკიდება (ცეცხლისა).

გზირი – დაბალი პოლიციელი სოფლად.

გითქს – გიდგას.

გლახ – მწუხარების გამომხატველი შორისდებული.

გნოლი – გარეული ფრინველია.

გრძნება – ზებუნებითი ცოდნა და ძალა, რომელიც ვითომც ზოგიერთ კაცს  მოეპოვებოდეს.

გრძნეული – გრძნებით მოქმედი, მისანი.

გულ-ამოხვინჩვით – გულამოსკვნით, ოხვრით.

გულ-ნალმობარი – გულნატკენი.

გულ-ხმიერად – გონივრულად.

გულის-გული მეტად საყვარელი.

გულის-თქმა – მეტისმეტი სურვილი.

გუშაგი – ციხის მცველი, მეციხოვნე; ყარაული.

 

 

დაბდაბი – დაფდაფი, დაფი, დაირა (საკრავი).

დაბნედა – გონების დაკარგვა, გულის წასვლა.

დადარება – დამსგავსება.

დავალება – დაქანცვა; დავალებული დაქანცული, მოსავებული.

დავა – შავითა შავებში დადის, მგლოვიარე დადის.

დავლა – დიდება, ძლიერება, შეძლება, ხელმწიფობა.

დაზმა (ხანისა) - დაყოვნება: ხან-დაზმულობა ხანის დაყოვნება: იყვნეს ხანსა  არ-დამზმელნი - არ დაიყოვნეს, არ დაიგვიანეს.

დაზრვა, დაზრობა – მოყინვა, მოწვა სიცივისაგან; დაზრული მოყინული,  სიცივისაგან გათოშილი.

დათმობა –გაძლება: თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია -  ჭირს თუ არ გაუძლებ, ლხინი რა (ძნელი) გასაძლებია.

დათრგუნვა – გათელვა.

დაიავრება – იავარის აღება, ნატყვენავის აღება.

დაკოდა – დაჭრა; დაკოდილი 1. დაჭრილი; 2. ჭრილობა.

დალებება – დალურჯება (ცემისაგან).

დამართებით – პირდაპირ.

დამაშრობელი –  დამღლელი.

დამაჯნება –  მორევა.

 დამიზდებული –  დაქირავებული. დამიც: დამიც წესად - წესად მაქვს; დრო  დამიც - დრო დამინიშნავს; თავი დამიც - თავი დამიდვია.

დამხავსება   – დაკაწვრა.

დანასვა  – წახდენა.

დარაჯაგი – კიბის საფეხური.

დარბაზი – სასახლე.

დარბაზის ერი – სასახლის ხალხი, დიდებულები, მეფესთან დაახლოებული  პირები.

დარბაზობა – მიღება სასახლეში; ვუდარბაზო ვეახლო სასახლეში.

დართვა: – მოწმობა დავჰრთე - მივემოწმე, დავუდასტურე.

დარმანი –  წამალი.

 დარქმა – დახურვა.

დარჯა – გარჯა, შეწუხება.

დასი – კრებული; დას-დასად ჯგუფ-ჯგუფად; ქვე მკვდართა დაედასების -  მკვდართა რიცხვში გადადის, კვდება.

დასათმო, – დასათმობი მოსათმენი.

დასაყივარი – დასაჩხავლი.

დასახვა: – დავასახე - დავამსგავსე; დაასახნა - დაამსგავსა.

დასტაქარი – ქირურგი.

დასტური – ნამდვილი, არმოჭორილი.

დაუზმელი: ხანთა დაუზმელად - დაუყოვნებლად, დაუხანებლად.

დაუსახი–  წარმოუდგენელი.

დაუშრომელი – დაუღლელი.

დაუშრტობელი – დაუშრეტი, დაუქრობელი.

დაფი დაირა; სადაფო: სიხარული სადაფო - სიხარული, რომელსაც დაფის  დაკვრა შეეფერება.

დაფანჩვა – დაფანტვა.

დაღორებული – მოტყუებული.

დაღრეჯა – მოწყენა, დამწუხრება.

დაყმუნ(ვ)ება – შეჩერება, შედგომა; საგონებელში წასვლა.

დაყოფა: დაუყვნა თვალნი - თვალები დაუხუჭა.

დაყრით – დგომა შეწუხებულად დგომა.

დაყუდება – დაწყნარება: შეწყვეტა.

დაშვრომა, – დაშრომა დაღლა, დაუშრომელი დაუღლელი.

დაშრტომა – დაქრობა.

დაცთომა: დამცთარა - შემცდარა; დამცთარხართ - შემცდარხართ.

დაცთუნება: დააცთუნნა - ვერ მოახვედრა.

დაცილება – შეცილება.

დაწამება – დაბრალება.

დაწინდვა – საცოლედ დანიშვნა.

დაწუხვა – დახუჭვა.

დაჯრა – შეგროვება. ერთად შეყრა; დაჯრილი შეყრილი, თავმოყრილი.

დგომა: მითქს მიდგას, მყავს; გითქს გიდგას; უთქს უდგას, ჰყავს.

დიჯლა – ტიგრისი (მდინარე მესოპოტამიაში).

დოსტაქანი – ერთგვარი სასმისი.

დრამა – 1. წონის ერთეული (3 გრამზე მეტი). 2. ვერცხლის ფულის ერთეული.

დრაჰკანი – ოქროს ფული.

დურაჯი – ხოხბის მსგავსი გარეული ფრინველი.

დუხჭირი – უშნო, ულამაზო; არ-დუხჭირი ლამაზი.

 

 

ებანი – ერთგვარი სიმებიანი საკრავი იყო.

ეგების: არ ეგების - არ შეიძლება, არ იქნება.

ეგრეცა – მაინც.

ეთერი (ძველების წარმოდგენით) – ჰაერის ზემო ნაწილი, სუფთა და ნათელი.

ერდო – საკომური ბანში.

ერთგან – ერთად; ერთგნით ერთი მხრიდან.

 ერთ-სახე – მცირე, ცოტა; ერთგვარი, ერთნაირი.

ესვა – ჰყავდა.

ეტერენით – უპატრონეთ.

ეტლი – ზოდიაქოს თანავარსკვლავედი; წერა, ბედი.

ეშმა – ეშმაკი.

ეჭვი – ფიქრი; საეჭვი, საეჭველი საფიქრალი; ვეჭვ ვფიქრობ.

ეჯი – მანძილი, დისტანცია; სავალი.

ეჯიბი – მეკარე.

 

 

ვაგლახ – მწუხარების გამომხატველი შორისდებული; ვაგლახ მიყოს -  მივაგლახოს; ვაგლახიანი უბედური; მევაგლახავი ვინც ვაგლახს  გაიძახის.

ვაზირი – მინისტრი.

ვაზირობა – რჩევა: თათბირი; სავაზიროდ სათათბიროდ, საბჭოდ.

ვამი ვაიმე, ვამე: ვამი ვამსა მოურთვიდა - სულ ვაიმეს იძახდა; ვამნი  გაამრავლნა - ვამის ძახილი გაამრავლა.

ვარქვი – ვუთხარი.

ვაქილი – ვექილი; სიტყვანი გავაქილენით - ვიკამათეთ; რაგვარადმცა გავვაქილდი - ვექილი როგორ გავხდე.

 

ვებდა – ვაებდა, ვას იძახდა; ვებული ვაების მოთქვამი.

ვიაჯ, ვიაჯი – ვითხოვ.

ვით: შე- ვით -ვატყევ როგორც შევატყვე; ვითა როგორც.

ვითმე – როგორმე.

ვინა–  საიდან.

ვინძი – აბა ვინ, ვნახოთ ვინ; ვისძი აბა ვისას.

ვირე, ვირ – ვიდრე; ვირეს ვიდრემდის.

ვსხვლდები – მსხვილი ვხდები.

ვწვლდები – წვრილი ვხდები.

ვხამ – საჭირო ვიყო.

 

 

ზადი – ნაკლი.

ზათქი – დიდი ხმაურობა.

ზამი – ზეიმი.

ზამთარ, – ზამთრის ზამთარში.

ზანტი – ზარმაცი; არ თავნი გავაზანტენით - არ დავიზარეთ.

ზარი (1) – დიდი შიში: ზარი მლევს - შიში მლევს; ზართა მარებელი შიშის

დამატარებელი, დამცემი. ზარი (2) – დიდი ხმაურობა. ზარი (3): მიჩნდა  ზარად - მეზარებოდა, მეზიზღებოდა; ზარ-მაც თქმად ენით -  მეზარება სათქმელად; თვალთა ახმადცა ზარ-ედვა - თვალის ახელაც  ეზარებოდა.

ზარ-აღებული – განცვიფრებული, გაოცებული.

ზარადი – საომარი თავსახურავი.

ზარადხანა – აბჯრის შესანახავი სახლი.

ზარქაში – ოქრომკედი; ოქრომკედით მოქარგული ტანსაცმელი.

ზედა-გვაც (=ზედა გვაძს) - გვმართებს.

ზედადაღმა, ზედათ – ზემოდან, ზევიდან.

ზე და ქვე: ბანი ზე და ქვე მდგომელი - ორსართულიანი სახლი.

ზეზი – ოქროქსოვილი.

ზენაარ – საფიცარი სიტყვა (შეხვეწნისას); ზენაარი ან ზენარი ფიცი, შეფიცება;

 თხოვა შეწყალებისა ან პატიებისა; ზენაარის გატეხა - ფიცის გატეხა.

ზესი– ზეციური; ზესთა-ზე უზესთაესი, უმაღლესზე მაღალი.

ზიარი: ბუნება-ზიარი - დიდბუნებოვანი.

ზმა ქმნა: “ჰაის” ჰზმიდი - “ჰაის” შვრებოდი, “ჰაის” იძახდი” ქცევა-ზმა  ყოფა-ქცევა.

ზნე: სამამაცონი ზნენი - მამაკაცისათვის საჭირო ცოდნა და ყოფაქცევა  სხვადასხვა ვითარებაში.

ზროხა – საერთო სახელია ხარისა და ფურისა.

ზუალი – სატურნი (პლანეტა).

 

 

თავ-შედგმული – ძალზე ავსებული.

თავადი – 1. სპათა პატრონი; 2. პატრონი საზოგადოდ, უფროსი.

თავიდაღმა – თავიდან.

თავის-თავის – ცალ-ცალკე.

თავის-წინა მარტო; თავი გაითავისწინა - თავი გაიმარტოვა.

თამაში –გართობა, სეირი; გასეირნება.

თანის-თანი – ერთმანეთზე მიწყობილი. განუწყვეტელი; სულთქმა

გაათანისთანე - განუწყვეტლივ იკვნესე.

თემი – მხარე, კუთხე.

 თმობა – გაძლება, მოთმენა; ვერა სთმობდა - ვერ ძლებდა. ვერ ითმენდა.

თნება, თნევა – 1. პირფერობა, არაგულწრფელობა; სიტყვა არ-ნათნები -  გულწრფელად ნათქვამი სიტყვა. 2. ხათრი, 3. გაძლება.

თუმცა, თუმც (თუ-მცა, თუ-მც) რომ: მწადსო, თუმცა ამოგზიდე - მინდაო, რომ ამოგზიდო (ამოგწიო, ამოგიყვანო).

თურე, თურმე, – ალბათ.

თუცა, – თუც თუმცა.

თხება (1): ვითხენ თხებად გავიხადე; ითხეს თხებად გაიხადეს.

თხება (2) თხლად ქმნა, გათხელება: მითხოს გამითხელოს, დამიცოტაოს;

აბჯარი არ გაითხეს - აბჯარი ცოტა არ იქონიეს.

თხევა: საჭურველნი გარ ვერ ვითხენ - იარაღი გარს ვერ დავიყარე. (ე ი. იარაღი ვერ ავისხიო).

თხემი – თავის ზედა ნაწილი.

 

 

 იაბეზროს – აბეზარი შეიქნეს.

იადონი – ბულბული.

იავარ-ყოფა: იავარ-მყო - ამიკლო, გამანადგურა; იავარ-ვყავ - გავანადგურე, გავაჩანაგე.

იახნა – ამოიოხრა.

იაჯს – ითხოვს.

 იე ია – იყავი, იაობა ქმენ.

იეფება: გულსა სევდა მიიეფდა - გულს სევდა გამიუხვდა, ბლომად მომაწვა.

იეფო – უხვი.

ითხოს – თხასავით მოიქცეს.

იოტა: იოტის წამისად - სულ მცირეოდენ დროში.

იშ – სიხარულისა და კმაყოფილების შორისდებული.

იჩქითი – უეცარი, მოულოდნელი.

 

 

კაბა – ერთგვარი ჩოხა (კაცის ჩასაცმელი, წინ სულ გახსნილი და ღილ- კილოებით შესაკრავი).

კაბათენი – კამათელი.

კადნიერი – თამამი, ურიდი.

კადრება – გაბედვა; უმცროსის მოხსენება უფროსს.

კავშირნი –ელემენტები (ცეცხლი, წყალი, ჰაერი და მიწა, რომელთაგანაც, ძველების წარმოდგენით, შედგებოდა ყველაფერი); დამშლიან ჩემნი კავშირნი - დაშლილან ჩემი შემადგენელი ელემენტები.

კანჯარი –გარეული ვირი.

კაპანი – ხევხუვი.

კაპარჭი – საისრე, ისრის ბუდე.

კატაბა –  სიცრუე.

კატარღა– ხომალდი, რომელზედაც მენიჩბეებად მონები ან სამუშაოზე იძულებით გაყვანილი ხალხი იყო.

კენარი – გრაციოზული.

კვერი – ჩაქუჩი.

კვერთხი – ჯოხი (საბრჯენი).

კვლა – ისევ, კიდევ, კვალად.

კიდე –გარდა: მისგან კიდე - მის გარდა: ჩემგან კიდე - ჩემს გარდა; შენგან

კიდე - შენს გარდა.

კისკასად – მკვირცხლად.

კოტა –  ხელის საბღუჯი ხმლისა, ვადა.

კოშკი–  ბაღში განცალკევებით აგებული სახლი კარგი გასახედავით.

კრონოსი –სატურნი (პლანეტა).

კუბო –გადმოხურული (თაღიანი) კარავი, ოთხ სვეტზე დაყრდნობილი (უძრავი ან მოძრავი).

კურტაკი – მოკლე ჩასაცმელი: ჯაჭვი საკურტაკე - ჯაჭვის პერანგი  კურტაკივით.

კუშტი – მკაცრი გამომეტყველებისა. მრისხანე.

 

 

ლალვა – ჩხუბი, მლალავი მოჩხუბარი.

ლაჟვარდი – ცისფერი თვალია (ძვირფასი ქვა).

ლარი – ძვირფასეულობა, განძეულობა.

ლარულად (დაგება ქსლისა) - ერთი მიმართულებით (დაგება).

ლაყფობა –  გართობა, თამაში: ვილაყფეთანი (=ვილაყფე თან-ი) გავერთე თანაც.

ლაციცი: ველაციცე ვეფერე.

ლახტი – თავმსხვილი საცემარი ჯოხი, კეტი.

ლები – ცემისაგან დალურჯებული ადგილი; ილებს ცემით ილურჯებს.

ლელი – არხუჭუჭი თმა, სწორად აზრდილი თმა.

ლიზღება: გილიზღებს ვნებით შემოგხედავს; მოლიზღარი ვნებით შემყურე.

ლიტრა – წონის ერთეული იყო ძველად (მაშინ დაახლ. 400 გრამი).

ლმობა – ტკენა; გლმობია გტკენია; ლმობიერი შემატკივარი.

ლომი – ერთი 12 ეტლთაგანი (ზოდიაქოს ნიშანი), რომელშიც მზე ივლისის  თვეში შედის.

ლტობა: ალტობს ასველებს; ლტობილი დასველებული.

ლუსკუმა –  ლარნაკი (მკვრივად შეკრული მოგრძო კიდობანი, უმთავრესად  ლითონისა, “წმიდანის” ნეშტის ჩასასვენებლად).

 

 1   2   3