EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« შანიძე აკაკი - ლექსიკონი გვ. 2 »

კატეგორია: ელ. წიგნები

ავტორი: admin

თარიღი: 2016-10-30 19:37:31

შანიძე აკაკი - ლექსიკონი გვ. 2

შანიძე-აკაკი

მაზარა – უბრალო ქსოვილისაგან გაკეთებული კარავი; მომაზრება მაზარის  მოხურვა.

მანა – პალო.

მანგი: პირი მანგი - გავსილი მთვარისებრი პირი.

მანდატური – პოლიციელი.

მანდიკურად – ხურჯინივით.

მარზაპანი – განაპირა კუთხის მმართველი.

მართ – სწორედ, მართ ოდენ მხოლოდ.

მარიხი – მარსი (პლანეტა): გულ-მარიხიანი გულადი, უშიშარი მებრძოლი.

მაქა – ქალაქი არაბეთში, რომელიც წმიდად ითვლებოდა და სადაც სალოცავად  დადიოდნენ მაჰმადიანები (მაჰმადი იქაური იყო).

მაღრიბი – დასავლეთი: მაღრიბელი დასავლელი; მაღრიბული დასავლური.

მაშვრალი – დაღლილი.

მაშრიყი – აღმოსავლეთი.

მაცო: დიდი მაცო თქვენი ვალი - დიდი მაძს-ო (მაძევს-ო, მაქვს-ო)  თქვენი ვალი.

მახმური, მახმული ღვინონასვამი, მთვრალი.

მაჯაში – მაჯა, პულსი.

მგამა: არა მგამა არ მენაღვლება; რა მგამა რა მენაღვლება.

მდებელი: ვარ საქმის რასმე მდებელი - რაღაც საქმე მაქვს (მიძევს).

მეკობრე – ზღვაზე მოთარეშე ავაზაკი; მეკობრობა თავდასხმა საქონლის წასართმევად (უფრო ზღვაზე).

მემაჯანი – მომრევი.

მენა – სახლის მოწყობილობა.

მეოტი, მეოტა – გაქცეული: წავიდეთ მართ მეოტანი - გავიქცეთ.

მეცნება: მემეცნების მეცნაურება.

მეცნიერი – მცოდნე; მეცნიერობა ცოდნა.

მეჭველი – მოფიქრალი.

მზმელი – ხანდაზმული, ხნიერი.

მზრახი – მთქმელი.

მზღვევარი, მზღვეველი, მზღველი – სამაგიეროს გადამხდელი.

მთმენები, მთმო, მთმობელი – რომელიც ითმენს, უძლებს.

მთხვევა: მემთხვია – შემომხვდა; ემთხვია შეჰხვდა.

მივი მყავხარ: აგრემც მივი - აგრემც მყოლოდეს შენი თავი; მივის მყავს.

მით – იმიტომ; მით რომე იმიტომ რომ.

მითქს (=მიდგს) მიდგას, მყავს.

მილი: ცრემლსა რასა ჰმილდი - ცრემლს რას ჰღვრიდი (ეგრე ბლომად);

ამად არ ცრემლი მმილდების - ამიტომ ცრემლი არ მომდის ღვარად.

მინა – ემალი.

მისახდომი: უჩემოდ არავის მისახდომია - ჩემს გარდა არავის ერგება.

მისრი, მისრეთი – ეგვიპტე; მისრული ეგვიპტური.

მიუქს (=მიუგს) მიუგავს.

 მიქედება: სისხლნი შენნი ჩემმან ქედმან  მიიქედნეს - შენს სისხლს ჩემი კისერი იკისრებს (ე. ი. მე მივიღებ თავის თავზე).

მიც (=მიძს): საქმე რამე მიც - რაღაც საქმე მაქვს; მიცა = მიც-ა;

მიცო = მიც-ო.

მიწყივ – მარად, მუდამ.

მიჭირება, მიჭირვება: მივაჭირვე კითხვითა - საქმე გავუჭირე კითხვით,  შევაწუხე; მიმჭირდა გამიჭირდა, რა მისჭირდეს როცა გაუჭირდეს.

მიხდომა: მივჰხდები ცნობასა - ცნობა დამეკარგება; ორივე მიჰხდეს მზესა - ორთავე სული ამოჰხდა; მიხდილი ცნობისა- ცნობადაკარგული.

მიხვდომა მისვლა, მიღწევა; შეხვდომა, რგება: მიჰხვდები ჰნახავ, მიაღწევ; ღრუბელიცა ვერ მიჰხვდების - ღრუბელიც ვერ მივა; მივჰხვდი წადილსა - მივაღწიე წადილს.

მიჯარვით –მიწყობით.

მიჯნური – სიყვარულით შეპყრობილი.

მიჯრით – მიწყობით, მჭიდროდ.

მკედი – ძაფი.

მკლავ-უგრძესი მკლავზე უგრძესი.

მკრჩხალი –  მკვირცხლი, მარდი.

მლალავი – მოჩხუბარი.

მლმობელი – ლმობიერი.

მოასპარეზე –ასპარეზზე მოვარჯიშე.

მოახლე – ახლოს მყოფი, ვინც თან ახლავს; დამსწრე.

მოაჯე – მთხოვნელი; მოაჯეობს ითხოვს, იხვეწება.

მოგებული – ნაშოვნი, ნაშოები.

მოგრაგნა – მოხვევა; მოგრაგნეთ მთა და გორია - აზრი ასეთია: გადმოიარეთ  სწრაფად, შეამოკლეთ გზები.

მოვანება – შუქის გარს მოვლება, ბაკმი; გარე შუქ-მონავანი - უქშემოვლებული.

მოვეყავ: ვერ მოვეყავ აქლემითა - ვერ ავუვედი აქლემებით.

მოთვალვა – 1. ჩაბარება (თვლით): ყველა ხელთა მომათვალე - ყველა  ჩამაბარე. 2. პატრონი მოითვალეს - მოიკითხეს.

მოკამათე – პარტნერი (თამაშში); მეტოქე, მოქიშპე, მოცილე.

მომახვა – გალესვა, გაფხავება.

მომტკივნება: მოგვიმტკივნე მოგვისამძიმრე.

მომცქაფავი – მატყუარა, ცრუ.

მონაგები – ნაშოვნი.

მონაცვალე: ჩემი მონაცვალე - ჩემი ნაცვალი, ჩემს ადგილას მყოფი:

მზის მონაცვალე - მზის მაგიერი.

მოჟამებული – მოწეული, დრომოსული.

მორჩი – ახალამოყრილი ტოტი.

მორჭმა – შვება, უშიშრად ცხოვრება, განცხრომა; მორჭმული შვებული,  გახარებული.

 მოსადგურე – სადგურის მიმცემი, სადგურად დამაყენებელი.

მოსალბედი – დასალბობი.

მოსართვა –  სართად მიცემა, დამატება.

მოსაცეთი – სადაც შეიძლება კაცს გზა აერიოს.

მოსახმელად – მოსატანად.

მოქუშვა – მოღუშვა.

მოღება – მოტანა: სით მოიღებ - საიდან მოგაქვს.

მოღორება–  მოტყუება.

მოყვარე – 1. მოყვარული; 2. მეგობარი; 3. ტრფიალების საგანი (ვაჟისთვის ქალი, ქალისთვის ვაჟი).

მოყვასი – მეგობარი.

მოყივნება – სახელის გატეხა.

მოყმე  – 1. ჭაბუკი, რაინდი; 2. ახალგაზრდა.

მოშაითი, მუშაითი აკრობატი.

მოცდა: მზისა შუქნი მოიცადენ - მზის შუქი ნახე.

მოჭირვება – ჭირის ატანა, გაძლება.

მოხვეჭა – შოვნა, შეძენა: მომხვეჭი შემძენი, მშოვნელი; მოსახვეჭელი საშოვარი,  შესაძენი.

მოხმა მოტანა; მოსახმელად მოსატანად, მოჯრა მოკრება, მოგროვება.

მრუში – ცოლქმრობის წესის გამტეხი (კაცი).

მრწემი – უმცროსი (ხნით).

მსგეფსი – შვიდეული, ერთი კვირა.

მსწრომელი – მეტიჩარა, ცეტი.

მტერთა დაცემა –  ეპილეფსია, ავიზნე (ავადმყოფობა); მტერ-დაცემული ავიზნე  რომ სჭირდეს.

მუზარადი ს– აომარი ჯაჭვიანი თავსაბურავი; გიმუზარადიან მუზარადად  დაგიხურავს.

მულიმი – მასწავლებელი.

მუნიდაღმა – იქიდან.

მუსაფი – ყურანი (მაჰმადიანთა მთავარი სალოცავი წიგნი).

მუტრიბი – მომღერალი.

მუფარახი –კაი გუნებაზე მომყვანი წამალი.

მუქაფა – სამაგიერო გადასახადი, ნაცვალი, საზღაური; მუქაფად, მუქფად

სამაგიეროდ, ნაცვლად; არ გემუქფების - მაგივრობას ვერ გაგიწევს; რამცა ვითა გიმუქფენი - რა და როგორ შემოგზღო.

მუყრი – ყურანის მკითხველი.

მუშთარი – იუპიტერი (პლანეტა).

მუხთალი – მზაკვარი, მოღალატე, მიმუხთლეს მიღალატეს; ნამუხთალავი ნაღალატევი; სამუხთალე საღალატო; უმუხთლოდ უღალატოდ; სიმუხთლე მოღალატეობა.

მუჯამარი – სასაკმევლე.

მქისი – 1. მკაცრი, მწყრალი; 2. ამაყი; 3. მწირი, უნაყოფო (ქვეყანა).

მღერა – 1. თამაში: მღერა ნარდისა - ნარდის თამაში; 2. გალობა.

მყიფე – ადვილად გასატეხი; გამყიფება: იგი ტკბილნი გონებანი ჩვენთვის  მეტად გაამყიფნა - ის ტკბილი ფიქრი ძალიან მოგვიშალა.

მწუხრი – საღამო.

 მწყობრი – დასი.

მჭევრი – 1. მოხდენილი, გრაციოზული. 2. წყლიანი (სიტყვა).

მჭელი – ერთი ხელის მონამკალი.

მხადი – მომყვანი: არსთა მხადი - არსებათა სიცოცხლედ მომყვანი, ქვეყნად  გამჩენი.

მხდელი: სიკეთისა ხელის მხდელი - ვინც სიკეთით სარგებლობს. შდრ. ხელის ხდა.

ნა – ლერწამი: სალამური.

ნააზატები – განთავისუფლებული.

ნაალაფავი – ომში ნაშოები.

ნააჯარი –  ნათხოვარი.

ნაგი – აგებულება.

ნაგზები –  ნანთები, დანთებული.

ნადევრი – მტრისგან შეშინებულ-გაქცეული.

ნადიმი, ნადიმობა წვეულება, ლხინი.

ნავიდაღმა – ნავიდან.

ნავანები – შუქმოვლებული.

ნავროზობა – ახალი წლის დღესასწაული, რომელიც მაშინ დადგებოდა, როცა დღე-ღამე გათანასწორდებოდა და დღე მატებას იწყებდა გაზაფხულზე  (21 მარტს).

ნავღელი –ნაღველი: ნუ ინავღლი - ნუ ნაღვლობ.

ნათლიდაღმა – ნათლიდან.

ნათნები – პირფერობით ნათქვამი.

ნათურქალი – თურქებთან ომში ნაშოვნი.

ნაკი – ზედმეტი დღე თებერვალში (29-ე) ყოველ მე-4 წელიწადს; ნაკად აქვს - ზედმეტად აქვს.

ნაკვთად – აგებულებით, ტანადობით; ტანნაკვთიანი კარგი აგებულებისა.

ნალმობარი: გულ-ნალმობარი - გულნატკენი.

ნამუსი – სახელი, რეპუტაცია; საიდუმლოება; ასრე ნამუსობდეს - ასე ინახავდეს  საიდუმლოებას.

ნაპირობა – მოსაზღვრე ქვეყნის დალაშქვრა.

ნარგისი – ყვავილია (“ვეფხისტყაოსანში” თვალის მნიშვნელობით იხმარება).

ნარინჯი – ფორთოხლის მსგავსი ნაყოფი ან თვით ფორთოხალი.

ნასი – უშნო, უშვერი; მოამბედ ნუ გენასები - ცუდ მოამბედ ნუ მიგაჩნივარ;  ნასდების უშვერი ხდება.

ნატი – ტყავის საფენი; გავანატენით ნატად ვაქციეთ, გავთელეთ.

ნატერფალი – ფეხის კვალი, ნაკვლევი; ცხენის ფეხზე ამძვრალი ნალი.

 

ნატიფი – საამური, კარგი, ტურფა, საყვარელი; ნატიფად ლამაზად; სინატიფე  სიტურფე. სინაზე.

ნატუსალი – ტუსისაგან დაბნედილი.

ნაღი – მღვიმე, გამოქვაბული კლდეში.

ნაცქაფავი –  ნატყუარი.

ნახლი – ძვირფასი ქსოვილი იყო.

ნები – 1. ხელის გული.

ნები – 2. ნება; მისჭირდა ნები - ნებისყოფა მოეშალა, გაუჭირდა.

ნებასა ნელა; ნება-ნებასა - ნელ-ნელა.

ნიანგი – ვეება ტანის თევზი ან ზღვის ცხოველი (ვეშაპი, ხვითქი და სხვ.).

ნირი – ფასი, მაზანდა.

ნიშა, ნიშაგი –  წვეულება, ლხინი.

ნიშატი –  სიხარული, დიდი გახარება.

ნიჭი – საჩუქარი.

 ნობი, ნობა – ერთგვარი საკრავია.

ნობაი – 1. გუშაგობა ან დრო, რომლის განმავლობაშიც ყარაული საგუშაგოზეა; 2. გუშაგი.

ნუთუმცა–  ეგების.

ნუკევა: გენუკვი, გნუკევ გეხვეწები; მნუკევ მთხოვ.

 

 

ოდენ – მხოლოდ; მართ ოდენ მხოლოდღა; რაც ოდენ რაც კი; რასაც ოდენ რასაც  კი; რისაც კი.

ოდითგან – რა ხნიდან.

ოთხ-ახმით – დაოთხებით (ცხენის ჭენება).

ორბი – არწივი.

 

ორხაული – ქსელი ისე გაწყობილი ქსელი, როგორც ხალიჩასა აქვს.

 ოტა – რბენა. სირბილი.

ოტარიდი – მერკური (პლანეტა).

ოქსინო – ერთგვარი ძვირფასი აბრეშუმის ქსოვილია.

ოცება –  (1) მოჩვენება; ეოცების ეჩვენება; სიზმრივ კაცი არ მეოცა - სიზმარში  კაცი არ მომჩვენებია. ოცება (2): პატიჟი ეოცების - ტანჯვა ოცკეცი უხდება.

ოხერი – უპატრონო, ტიალი.

 

 

პაემანი – დათქმული ვადა.

პატიჟი – ტანჯვა; პატიჟ-გარდახდილი ტანჯვაგამოვლილი.

პატრონი – 1. სუზერენი; 2. მფლობელი.

პაშტა – კაიძალი, ბევრი.

პერპერა თავდაპირველად (X ს.-იდან) –ბიზანტიური ოქროს ფული, შემდეგ  ქართულიც.

პირი – პირობა; ესე პირი შემდეგი საქმე.

პირ-მკვახე (სიტყვა) - უდიერი, უზრდელი.

პირ-ნასი – უსახური, უშნო სახის მქონე; არ პირ-ნასი კარგი სახისა, მოხდენილი  სახისა.

პირ-ოქრო–  რიდე რიდე, რომელსაც პირი (ე. ი. ზედა მხარე) ოქროთი აქვს  მორთული.

პორფირი –  ძოწეული (მეფეთა წითელი სამოსელი).

 

 ჟ

 

ჟამად – ამჟამად, ახლა; ჟამ-ჟამად დროდადრო.

ჟამამდის (გარკვეულ)– დრომდის.

ჟამიერად – დროულად.

 

 

რა – 1. რამე; 2. როდესაც.

რაულად – როგორ, რანაირად.

რაშიგან: რაშიგან ვარ - რა ამბავია ჩემს თავზე; რაშიგან ხარ - რა მოგივიდა.

რაძი – ვითა აბა ვნახოთ, როგორ.

რეგვენი –  სულელი; სირეგვნე სისულელე. რემა ცხენის ჯოგი; არემა ჯოგად  ქცია.

რვალი – სპილენძი.

 რიდე – ქალის თავსაბურავი. თავსაფარი; პირ-ოქრო რიდე - რიდე, რომლის ზედაპირი ოქროთია მოქარგული; არიდენო რიდედ აქციეო.

რომანული: რომანული დედა - ზღაპრული დედალი, მარგალიტისა და ძვირფასი თვლების მდებელი.

 რომელ – რომე რომ.

რონება: არ მარონებენ - არ გამაჭაჭანებენ.

რუკა –  ბარათი, მიწერილობა.

რული –  (1) ლული, ძილი.

რული –  (2) როგორი; რულად როგორ (ნაწარმოებია რა-საგან).

 

 

საარაკე – ზღაპრული, არაჩვეულებრივი.

საარმაღნოდ –საჩუქრად.

საბარკული – ბარკლის დასაფარავი საომარი ჩასაცმელი.

საბატიო – საპატიო.

საგანი – სამიზნო, დასამიზნებელი.

საგდებელი – ცხენის დასაჭერად თავში მარყუჟად გამონასკული თოკი.

საგმარი – საგმობი; მისაგმაროს დამგმოს. მისაყვედუროს.

სადაგი – სადა, მარტივი, უბრალო; ასადაგეს გაასადავეს; გულ-სადაგი გულწრფელი.

სადა-იგი – სადაც.

სადაფი – ნიჟარა.

სადით – საიდან.

საესავი – საიმედო, იმედი; სანდობი, დასანდობელი.

საეჭვი, საეჭველი – საფიქრალი.

სავსება – სისავსე.

საზარო – თავზარდამცემი, საშიშარი; მესაზაროების ზარდამცემია ჩემთვის.

საზეო – ცად ამყვანი, აღმაფრენი.

საზოზღნელი – დასაყოვნებელი.

სათი – ძვირფასი თვალია.

სათანაოდ – თან გასაყოლებლად.

საკამათი, საკამათე –  გასართობი.

საკანი – ბნელი და ნესტიანი საპყრობილე (ციხის ქვეშ).

საკარგავი – საგამგეო.

საკრძალველი – სარიდალი.

სალაღობო – სახუმარო, საოხუნჯო.

სალმობა – ტკივილი.

სამალი –  (1) სამალავი.

სამალი –  (2) ერთგვარი მშვილდი.

სამკლავე – მკლავზე შესაბამი სამკაული.

სამხრე – იგივეა, რაც სამკლავე.

საპყარი – დავარდნილი, ვისაც თვით არ შეუძლია სიარული და სხვამ უნდა ატაროს; ასაპყარე საპყარი გახადე.

სარანგი –  საზოგადოებრივი წესრიგის დამცველთა უფროსი.

სარატანი – კირჩხიბი (კირჩხიბის ეტლი, რომელშიც მზე ივნისში შედის).

სარაჯი – ღარით ან მილით გამოყვანილი წყალი.

სარო – კვიპაროსი.

სარქმელი – სახურავი, საფარებელი.

სარჩელი – საჩივარი; ვისარჩლეთ ვიკამათეთ.

სასალუქო – სასტუმრო, საგარეო (ტანისამოსი).

სასთაული –  სასთუმალი.

სატი – გიშრის სატებად იგულისხმება წამწამები.

საურავი  – სამსახური, მოვალეობა სახელოს მოსავლელად; საურავ- გარდახდილი - მძიმე სამსახურგაწეული.

საქადელი – დანაპირები.

საქმარება: გულსა დანა ასაქმარი - გულს დანა მიაყენე ასაქნელად  (დასაჭრელად).

საქულბაგე –სადუქნე (ქულბაგი - დუქანი): მიჰმართეს მათ მათსა  საქულბაგესა - თავ-თავის სამალავებს მიჰმართეს.

საღარიბოდ – უცხოეთში წასასვლელად.

საყე – სათიბის ჯოხი; გიშრის საყენი - წამწმები.

საშობელი –  წვეულება შვილის შეძენის გამო (შობის გამო).

საწუთრო–  წუთისოფელი.

საჭირო – გასაჭირი, ძნელი: რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი - რიდე,  რომლის დაფასება ძნელი იყო.

საჭოჭმანები – მოსაწონები, საქებური.

საჭურველი–  იარაღი.

საჭურჭლე – 1. ძვირფასეულობა, განძი; 2. საგანძური.

სახარული  – სასიხარულო.

სახე: სახე დიდი დავუსახე - დიდი პერსპექტივა გადავუშალე.

სახედარი – ცხენი.

სახედნობა – საჯდომად ვარგისობა.

სახელი–  სახელო (ტანისამოსის ნაწილი, რომელშიც მკლავია გაყრილი).

სახიერი – კეთილი, მოწყალე.

სახმილი – ღუმლის ცეცხლი; ცეცხლი საზოგადოდ (მეტაფორულად:  სიყვარულის ცეცხლი).

საჯდომი – მეფის ტახტი.

სელი – სკამი.

სეფე – სამეფო, მეფის სახლეულობისა; სეფედ მეფის ოჯახისთვის.

სვე – ბედი; სვიანი ბედნიერი.

სთული – დასთული, დართული.

სიალფე – ვაჟკაცობა, გმირობა.

სიახლე –  სიახლოვე, ახლოს ყოფნა.

სით საიდან; სითმე საიდანღაც; სითცა სადაც კი.

სიმძიმილი–  მწუხარება.

სიპი – მაგარი ქვა.

სირა – რიგი, კატეგორია.

სირი – ჩიტი.

სირეგვნე  – სისულელე.

სირინო – ზღაპრული ქალი, რომელიც თავისი მომხიბლავი სიმღერით  იტყუებდა ზღვაში ნავებით მავალ ხალხს და ღუპავდა.

სისავსე – სიმრავლე.

სიფიცხე – სისწრაფე, სიმალე.

სიქა – ნაჭედობა, გამოსახულება; ტვიფრი.

სიყმე –  ახალგაზრდობა.

სიჩალხე  – ფხიანობა, ყოჩაღობა.

სკიპტრა –  სამეფო კვერთხი; სკიპტროსანი სამეფო კვერთხის მქონე, მეფე.

სმა: ესვა ჰყავდა; არ ავი გესვა მოყვარე - ავი მეგობარი არ გეყოლები, ყმისა არ-სმა არად გვაგვა - ვაჟი რომ არ გვყავს, არაფრად მიგვაჩნია.

სპა – ჯარი, მხედრობა.

სპასალარი – ჯარის სარდალი.

სპასპეტი –  მხედართმთავარი.

სრა – სასახლე; სრული სასახლისებრი; სრა-საჯდომი სასახლე და მეფის ტახტი.

 სრბა – სირბილი.

სრვა –  ხოცა, ჟლეტა.

სტავრა – ერთგვარი აბრეშუმის ქსოვილი.

სული –  (1) სუნი.

სული –  (2): სულად მოაქცია - მოასულიერა; სულად მოვე - მოვსულიერდი.

სულე – გაჩუმდი; სულეთ გაჩუმდით.

სულთა-დგმა – სიცოცხლე; სულთა მდგმელი ცოცხალი; მაცოცხლებელი.

სულთქმა – ოხვრა; სულთქვამს ოხრავს; სულთქნა, სულთ-ითქვნა ამოიოხრა.

სულის დაღება, სულის ღება: ვერ დავიღე დიდხან სული - ვერ დავწყნარდი  დიდხანს; სული დაიღო გაჩუმდა, დაწყნარდა; სულ-დაღებული გაჩუმებული, დაწყნარებული; სულსა უღებდა აწყნარებდა; სულ-ღებული სულგანაბული, გაჩუმებული.

სძალი – რძალი; სძლობა რძლობა; შევისძლობ რძლად მოვიკიდებ.

სწოდია – ეწოდება.

სწრობილი – რომელმაც უსწრო, მჯობი; რომელსაც უსწრეს, ნაჯობნი.

სხვილი – მსხვილი; უსხოსი უფრო მსხვილი.

სხმა –  (1): გზანი გიხსენ - გზები გიძევს.

სხმა –  (2): ძმისწულნი უსხენ - ძმისწულები ჰყვანან.

 

 ტაბაკი – ლანგარი, ხონჩა.

ტაბლაკი –  დოლი.

ტაიჭი ვ არაბული ცხენი.

ტალა: გიშრის – ტალა (მეტაფორულად) - წამწამი.

ტანი – 1. ტან-ნაკვთიანი კარგი აგებულებისა, ტანადი; ტან-სარო ტანწერწეტი.  2 აბჯარი სამი ტანი - სამი ხელი აბჯარი.

ტანაჯორი – ერთგვარი მწერია, რომელიც სულ ბრუნავს გუბეში, მორევში.

ტაროსი – ამინდი.

ტევრი – ხშირი ტყე, უდაბური.

ტენი – სინოტივე; დატენვა დანესტიანება, დასველება.

ტერება – პატრონობა; ეტერენით თავთა თქვენთა - უპატრონეთ თქვენს თავს.

ტერფი – ფეხის გული; ნატერფალი ფეხით აყენებული მტვერი, კორიანტელი;  ნაკვალევი; ნალი.

ტრამა – ტრამალი, უმცენარო ადგილი.

 

 1   2   3