EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სამოტივაციო წერილი: პროფესიონალური წერილის ნიმუშები »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: admin

თარიღი: 2016-11-20 16:32:57

სამოტივაციო წერილი: პროფესიონალური წერილის ნიმუშები

სამოტივაციო წერილი: პროფესიონალური წერილის ნიმუშები

რეზიუმეს (CV-ის) და სამოტივაციო წერილის მიმართ ძირითადი და მნიშვნელოვანი მოთხოვნებია: სიმოკლე, მკაფიოობა და ლოგიკური წერილობითი გადმოცემა. იცოდეთ, რომ ინფორმაცია თქვენს შესახებ გადამოწმდება არა ერთხელ - გასაუბრებისა და მუშაობის დროსაც კი. მიტომაცაა ძალზე მნიშვნელოვანი რეზიუმეს (CV-ის) და სამოტივაციო წერილის გააზრებულად შედგენის ცოდნა. (CV-ის ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ) .
რატომ უნდა დაწეროთ სამოტივაციო წერილი. 
• ხშირ შემთხვევაში კომპანიები ან ორგანიზაციები ერთდროულად აცხადებენ რამდენიმე ვაკანსიას. თუ თქვენ რეზიუმე (CV) წარდგენილი გაქვთ სამოტივაციო წერილის გარეშე სავსებით შესაძლებელია, რომ განაცხადების სიმრავლის შემთხვევაში უპირატესობა მიეცემა სამოტივაციო წერილის მქონე დოკუმენტების განხილვას. 
• გვერწმუნეთ, რომ სამოტივაციო წერილი გაგიწევთ იდეალურ დამატებით სარეკლამო სამსახურს. 
• ამ სახის დოკუმენტი გარდა იმისა, რომ დამსაქმებელს აცნობებს თუ რომელ ვაკანსიაზე ხართ პრეტენდენტი, დაეხმარება მას გაერკვიოს - რას წარმოადგენთ თქვენ როგორც მუშაკი და პიროვნება, რა პოტენციალი გაგაჩნიათ და რა შეგიძლიათ შემატოთ მომავალ სამსახურს.

რა უნდა ჩაწეროთ სამოტივაციო წერილში.
• პირველ რიგში უნდა მიუთითოთ წყარო, რომლიდანაც შეიტყვეთ ვაკანსიის შესახებ.
• დაასახელოთ ვაკანსია, რომელზეც აცხადებთ პრეტენდენტობას. 
• რატომ და რით არის საინტერესო აღნიშნული ვაკანსია თქვენთვის. მოკლედ ჩამოთვალოთ თქვენი მიღწევები წინა სამუშაო ადგილებზე/თანამდებობებზე და აღნიშნოთ მათი კავშირი ვაკანტურ ადგილთან, რომლითაც ხართ დაინტერესებული და რაზე გაამახვილებთ ყურადღებას მუშაობის პროცესში. თუ განაცხადი შეგაქვთ ახალ ან შემოქმედებით სპეციალობაზე, ექსპერტთა აზრით, სასურველია მოკლედ მოყვეთ ცხოვრების რომელი სფეროები გიზიდავენ, თქვენი ინტერესების, ხობბის შესახებ. 
• მოკლეთ და დამაჯერებლად განმარტეთ: იმ შემთხვევაში თუ მიგიღებენ სამსახურში - თქვენი საქმიანობით რას შემატებთ კომპანიას.
• აუცილებლად, უშეცდომოთ მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ტელეფონი და e-mail
გახსოვდეთ, რომ სამოტივაციო წერილის, ასე ვთქვათ <მოტივაციის ბლოკში>, რომელშიც დასაბუთებულად მოუთხრობთ იმას თუ რატომ მიმართეთ კომპანიას და თქვენი წინა მიღწევების, პოტენციალური შესაძლებლობის თაობაზე, მნიშვნელოვანია მოკლეთ და მისახვედრად აღნიშნოთ, რომ თქვენთვის ცნობილია კომპანიის საქმიანობის მიმართულებები და ისინი საინტერესოა თქვენთვის, აგრეთვე აღნიშნოთ - იმ სამუშაო ადგილზე, რომლის დაკავება გსურთ, რის შეთავაზება შეგიძლიათ კომპანიის საკეთილდღეოთ მომავალში.

როგორ უნდა შეადგინოთ სამოტივაციო წერილი.
ორგანიზაციები, რომლებიც რეზიუმე (CV)- ს გარდა ითხოვენ სამოტივაციო წერილს, განცხადებასთან ერთად, წესით, ინტერნეტში უნდა აქვეყნებდნენ სპეციალურ ბლანკს ან მითითებებს ამ დოკუმენტის შედგენის მიმართ, ხოლო თუ ამ სახის მონაცემებს ვერ ნახავთ, უპრიანია მიჰყვეთ სტანდარტულ ფორმას და გაითვალისწინოთ მასში არსებული მოთხოვნები. (იხილეთ ქვემოთ დანართი)
დაიმახსოვრეთ, რომ წერილის მოცულობა უნდა ჩატიოთ А4 ფორმატის ფურცლის ერთ გვერდზე (მაქსიმუმ - ორზე). ეცადეთ მოკლედ და კონკრეტულად გამოხატოთ აზრი და მოერიდოთ ზოგად ფრაზებს. არ გაიმეოროთ რეზიუმე (CV)- ში უკვე მითითებული ინფორმაცია, ამის ნაცვლად უმჯობესია მოყვეთ განათლებისა და პროფესიული გამოცდილების თაობაზე, რომელიც მიესადაგება ფირმის საქმიანობას.
• ტექსტი დაჰყავით რამდენიმე ( 3-4) აბზაცად, თვითოეულ აბზაცში ასახეთ განსხვავებული შინაარსის საჭირო ინფორმაცია.
• პირველ აბზაცში მიუთითეთ ვაკანსიის თაობაზე ინფორმაციის მიღების წყარო. მაგალითად, რომ ოფისის მენეჯერის ვაკანსიის შესახებ შეიტყვეთ კომპანიის საიტიდან და გამოთქვამთ იმედს, რომ კომპანიის განვითარებასთან დაკავშირებით მათ დააინტერესებს თქვენი კანდიდატურა.

• მეორე აბზაცში აღწერეთ თქვენი გამოცდილება და კვალიფიკაცია, ჩამოთვალეთ შემაგულიანებელი მოტივები, რომლებმაც გადაგაწყვეტინეს გამხდარიყავით ამ თანამდებობის დაკავების პრეტენდენტი. მაგალითად, რომ მონაცემთა ბაზებთან, ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის, დოკუმენტებთან მუშაობის, თათბირების მომზადების, წინა ფირმის მომხმარებლებთან, უშუალოდ ფირმის თანამშრომლებთან და ხელმძღვანელობასთან სამსახურებრივი ურთიერთობის გამოცდილებამ შეგიქმნათ იმ ფირმაში წარმატებული და მაღალშედეგიანი საქმიანობის საფუძველი. აგრეთვე, რომ ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოვალეობებისა და მოთხოვნების ყურადღებით გაცნობის შედეგად, შესძლებთ მაღალკვალიფიციურად, პირნათლად და წარმატებულად შეასრულოთ თანამდებობით დაკისრებული (თუ შესაძლებელია კონკრეტულად მიუთითეთ) მოვალეობები და კომპეტენციის შესატყვისი საქმიანობით გახდეთ კომპანიის წარმატებული საქმიანობის თანამონაწილე. აღნიშნეთ, რომ კვლავაც გააგრძელებთ თქვენი პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და უნარ-ჩვევების დახვეწას, რათა მომავალში მოგეცეთ სამსახურებრივი და ანაზღაურების მხრივ ზრდის პერსპექტივა.

რჩევა: გაითვალისწინეთ (და არ გაიმეოროთ) ყველაზე ხშირი შეცდომები, რომლებსაც უშვებენ სამოტივაციო წერილის შედგენის დროს.
- განცხადების სიმრავლის შემთხვევაში, თუ სამოტივაციო წერილში შეამჩნევენ უხეშ შეცდომებს, თქვენ რეზიუმე (CV)- ს ალბათ არ განიხილავენ და მაშასადამე არც მოგიწვევენ გასაუბრებაზე. ამ თვალსაზრისით ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ასპექტებს:
- არ გაგიკვირდეთ, მაგრამ მნიშვნელობა აქვს იმასაც თუ როგორ გამოიყურება თქვენი წერილი. ნაბეჭდი უნდა იყოს შესრულებული კარგი ხარისხით, შეცდომების გარეშე. არ გამოგრჩეთ დოკუმენტზე ხელმოწერა. თქვენი და მიმღების მისამართები უნდა იყოს მითითებული სრულად და უშეცდომოთ. თუ ვაკანსიის თაობაზე ინფორმაციის მიღების ოფიციალურ წყაროდ ან საკონტაქტო პირად მიუთითებთ კონკრეტულ კომპეტენტურ ადამიანს, ზუსტად აღნიშნეთ მისი სტატუსი და სამსახურებრივი მონაცემები, რათა გამორიცხოთ არასასურველი გაუგებრობა.
- სამოტივაციო წერილის შედგენაში გამოიყენეთ არა, ნორმებისგან ხშირად თავისუფალი ყოველდღიური სამეტყველო, არამედ, ასე ვთქვათ, ოფიციალური დაწესებულებების კლასიკური ენა. 
- წერილი უნდა შეადგინოთ მიზნობრივად იმ კონკრეტული ორგანიზაციის გათვალისწინებით, რომელსაც ამჯერად მიმართავთ. დაუშვებელია წინა წერილებიდან შეუსატყვისო ინფორმაციისა ან ფორმულირების მექანიკური გადმოტანა. მიმღები შეამჩნევს და დააფასებს იმას, რომ თქვენ სერიოზულად ემზადებოდით დოკუმენტების შესატანად უშუალოდ მათ კომპანიაში, აგრეთვე იმას, რომ თქვენ გაეცანით მათ საქმიანობას და სერიოზულად დაინტერესებული ხართ ამ დასაქმებაში.
- როგორც წესია, დამსაქმებლები არ იწონებენ აზრის ჩამოუყალიბებელ არგუმენტაციას, არა მკაფიო ფორმულირებას, ზოგად ფრაზებს. სხვა პრეტენდენტებთან შედარების შესაქმნელად ინფორმაცია თქვენს შესახებ მკაფიოთ და ნათლად უნდა წარმოადგენდეს თქვენ ძირითად, მნიშვნელოვან უპირატესობებს.
- უმნიშვნელო და არა პრინციპული ნაკლოვანებების ან სუსტი მხარეების აღნიშვნა, როგორც ამას გვირჩევენ ზოგიერთი სპეციალისტები, მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეს იმუშავებს თქვენ სასარგებლოდ და არა საწინააღმდეგოდ. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებაზე შესაძლოა შეეხონ თქვენს ამ მხარესაც და მზად იყოთ არგუმენტირებული პასუხის გაცემისათვის.
გვერწმუნეთ, რომ გამართულად და გააზრებულად შედგენილი სამოტივაციო წერილი მეტად გაგიზრდით სასურველი დასაქმების შანს. გისურვებთ წარმატებას.

სამოტივაციო წერილის ერთ-ერთი ტიპიური ნიმუში.
კომპანიის სახელწოდება
ადრესატის თანამდებობა, სახელი და გვარი (ანუ ვის მიმართავთ)

პატივცემულო ...............................................................

მე დამაინტერესა თქვენი კომპანიის მიერ ......................... თანამდებობაზე გამოცხადებულმა ვაკანსიამ, რომელიც გამოქვეყნებული იყო .................... (მიუთითეთ სად, მაგალითად, საიტზე www .............. ).

აღნიშნული ვაკანსია ჩემთვის მიმზიდველია   ..........................................................................(არგუმენტირებულად, დამაჯერებლად დაასაბუთეთ რით).

დღეისათვის მე გამაჩნია ................................................ (აქ დააფიქსირეთ - რა სახის, მაგალითად, ადმინისტრატიული თუ სხვა) მუშაობის   (მაგალითად - 3 წლის) (დააზუსტეთ -   მდიდარი, მნიშვნელოვანი თუ საკმარისი)   პრაქტიკული გამოცდილება. უფრო დეტალურად ჩემი პირადი მონაცემები მითითებული მაქვს თქვენთან წარდგენილ რეზიუმეში (ან CV- ში).

მიუხედავად იმისა, რომ არ გამაჩნია გამოცხადებული თანამდებობის .......................................................................... (აქ მიუთითეთ თანამდებობრივი ფუნქცია, საქმიანობის მიმართულება ან საკითხები) შესრულების დიდი გამოცდილება, ........................................ (აქ აღნიშნეთ, მაგალითად, ფუნქციებისა თუ საქმიანობის საკითხების დაზუსტებისა და შესწავლის   შედეგად ან დაასახელეთ სხვა არგუმენტი), დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ვიღო შესაფერისი კანდიდატი .................................... (მიუთითეთ სახელწოდება) თანამდებობაზე.

შემდგომში წარმატებით გავართმევ თავს სამსახურებრივი .............. (დაასახელეთ) მოვალეობების შესრულებას, ვინაიდან ...................................... (აქ დაასაბუთეთ   დამაჯერებელი არგუმენტით კარიერის რომელიმე ეტაპიდან, ან იმით, რომ   უკვე გაიარეთ, ან უკვე ასრულებთ სპეციალური ტრენინგისა თუ სტაჟირების გავლას,   მოიყვანეთ სხვა დამაჯერებელი არგუმენტი)
ვფიქრობ, რომ ................................................ (აქ მიუთითეთ პროფესიის/სპეციალობის) თეორიული ცოდნა, აგრეთვე.................... (მიუთითეთ რაში) შეძენილი   პრაქტიკული უნარ-ჩვევები, შეიძლება გათვალისწინებულ იქნას საკმარის არგუმენტად   ........................ (მიუთითეთ სახელწოდება) ვაკანტურ თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის განხილვისთვის.

დადებითი პასუხის იმედით,

/ თქვენი სახელი და გვარი................     .............
/ თქვენი საკონტაქტო მონაცემები..........................

 

ან ასე

 

შესავალი

ყველაზე ბანალური სამოტივაციო წერილი იწყება შემდეგი სტილის წინადედებით:

მე ვნახე თქვენი განცხადება X საიტზე და მინდა დავსაქმდე Y პოზიციაზე

გულახდილად რომ გიპასუხოთ, ეს ფურცელზე ადგილის ფუჭი ხარჯვაა. შანსები იმისა, რომ განმცხადებელს უამრავი სამოტივაციო წერილის წაკითხვა უწევს, დიდია.

სხვა სიტყვებით, კითხულობს ასობით და ათასობით მონოტონურ ტექსტს, რომელიც ძალიან მოსაწყენია.

სწორედ ამიტომ, საჭიროა, რომ ჩვენი სამოტივაციო წერილი სხვებისგან განსხვავებული იყოს და განმცხადებლის ყურადღება მაქსიმალურად მივიპყროთ.

უმჯობესია თუ “შეტევაზე” პირდაპირ გადავალთ და დავწერთ, რატომ მოგვწონს ეს სამსახური და რატომ ვართ საუკეთესო კანდიდატი.

მაგალითად, კარგი იქნება თუ სამოტივაციოს შემდეგნაირად დავიწყებთ:

მე სოციალურ მედია მარკეტინგში 15 წლიანი გამოცდილება მაქვს, მიმუშავია უამრავ წარმატებულ კომპანიასთან და მსურს ჩემი ცოდნითა და ენთუზიაზმით დავეხმარო თქვენს კომპანიას განვითარებაში

რჩევა, რომლის გათვალისწინებასაც აუცილებლად გირჩევდით არის ის, რომ იუმორს მაქსიმალურად მოვერიდოთ. შეიძლება ჩვენი ცუდი ხუმრობით სამსახურში აყვანის შანსები მინიმალურამდე დავიყვანოთ.

იუმორზე ბევრად ეფექტურია პირდაპირი და დინამიკური ტექსტები. მაგალითად,

სანამ კითხვას განაგრძობთ, მინდა თქვენი ყურადღება მივიქციო ორ მიზეზზე თუ რატომ ვარ ამ საქმისთვის საუკეთესო კანდიდატი

გარდა ამისა, თუ კომპანიასთან პირდაპირი კავშირი გაქვთ (მაგალითად, ლოიალური კლიენტი ბრძანდებით), აუცილებლად ახსენეთ პირველ ორ წინადადებაში.

აღწერე პირადი შესაძლებლობები

კომპანიები ეძებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც დაეხმარებათ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში.

ამიტომ, ვუბრუნდებით ჩვენს #1 ნაბიჯს. ვინაიდან, ზოგადი წარმოდგენა უკვე გვაქვს იმაზე თუ რა წინააღმდეგობებს აწყდება კომპანია, შეგვიძლია ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

მაგალითად, შეგვიძლია დავწეროთ, რომ

დღეს, კომპანიებისთვის აუცილებელია, რომ სოციალურ ქსელში წარმატებულად მართონ საკუთარი ფეისბუქ გვერდი.

შემდეგ შეგვიძლია რამდენიმე სიტყვით ავხსნათ როგორ დავეხმარებით კომპანიას ამ პრობლემის გადაჭრაში (წარსული გამოცდილების მაგალითად მოყვანა თუ როგორ გადავჭერით მსგავსი პრობლემა).

ენთუზიაზმი

ისეთი ბანალური წინდადები როგორიც არის

მე სიამოვნებით ვიმუშავებდი თქვენს კომპანიაში

არ ჭრის.

დავფიქრდეთ, ვინ არ იმუშავებდა სიამოვნებით?

მნიშვნელოვანია, ჩვენი ენთუზიაზმი სწორად წარმოვაჩინოთ და განმცხადებელს ვაგძნობინოთ – ჩვენ ნამდვილად გვინდა იქ მუშაობა.

თქვენს სიტყვებს მაქსიმალურად დაუფიქრდით, რომ ისეთი რამ არ წამოგცდეთ რასაც რეალურად არ გძნობთ.

აუთენტურობა მნიშვნელოვანია და ნამდვილად არ გვინდა, პატარა ბავშვის შთაბეჭდილება დავტოვოთ.

ბონუსი: თქვენი თავი კომპანიის ადგილზე წარმოიდგინეთ და დაფიქრდით, როგორ კადრს აიყვანდით ან როგორი ტიპის სამოტივაციო წერილი იქნებოდა ყველაზე დამაინტრიგებელი?

ბევრს ნუ დაწერთ

სხვა რესურსებს რომ გადავხედოთ, გვირჩევენ, რომ სამოტივაციო წერილი 1 გვერდს არ გაცდეს. რეალურად, ჩვენი სამოტივაციო წერილი თუ უფრო მოკლე იქნება უკეთესია.

მართალია, რომ საკმაოდ ბევრი საკითხზე გვაქვს სასაუბრო, თუმცა მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ლაკონიურად ვწეროთ.

სამოტივაციო წერილის მაგალითი

ქალბატონო/ბატონო (სახელი გვარი)

სოციალურ მედია მარკეტინგში 15 წლიანი გამოცდილება მაქვს, მიმუშავია უამრავ წარმატებულ კომპანიასთან და მსურს ჩემი ცოდნითა და ენთუზიაზმით დავეხმარო თქვენს კომპანიას განვითარებაში.

იმისათვის რომ ჩემი უნარ-ჩვევები წარმოვაჩინო, გავიხსენებ წარსულ გამოცდილებას, რაც, ვფიქრობ, თქვენთვის საინტერესო იქნება. კომპანია A, რომელიც რამდენიმე წლის წინ ბაზარზე მოწინავე პოზიციებს იკავებდა, ჩათვალა, რომ სოციალური მედია მისთვის უსარგებლო იქნებოდა. ამ სიტუაციით, კომპანიის კონკურენტებმა, კომპანია B-მ და C-მ, ისარგებლეს და უმოკლეს დროში შეძლეს ბაზარზე მყარი პოზიციების მოპოვება. რა თქმა უნდა, კომპანია A მიხვდა მის შეცდომას და გადაწყვიტა სოციალურ მედია მარკეტინგში ფულის დაბანდება.

კომპანია A-სთვის, შევადგინე 5 თვიანი სოციალური მედია მარკეტინგის გეგმა, რითაც კომპანიამ შეძლო ბაზარზე კუთვნილი ადგილის დაბრუნება. 

გარდა იმისა, რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს თქვენთან თანამშრომლობის, ჩავატარე ერთგვარი კვლევა, სადაც შევაფასე კომპანიის სოციალური მედია მარკეტინგის სტრატეგია. ვფიქრობ, თქვენი კონკურენტები უკეთესად ახერხებენ სოციალური პლატფორმების გამოყენებას. თუ სიტუაცია არ შეიცვლება, უდავოდ შეძლებენ ბაზრის უკეთესად ათვისებას.

სწორედ ამიტომ, საჭიროა ისეთი კადრის აყვანას, ვინც კომპანიის ლოიალური თანამშრომელი იქნება და საკუთარ შესაძლებლობეს მაქსიმალურად გამოიყენებს სიტუაციის გამოსასწორებლად.

ისეთ კომპანიაში მუშაობა, როგორიც თქვენია, დიდი პატივია და ჩემთვის ერთგვარი გამოწვევაა, რადგან, ვფიქრობ, შევძლებ საკუთარი შესაძლებლობების გამოცდას და კომპანიისთვის წარმატების მოტანას.  

პატივისცემით,

(სახელი გვარი) 

 

ან

 

 

სამოტივაციო წერილი
გიორგაძე ირაკლი


ქ. ბათუმი

 

შტორფის ქ. # 7

ტელ.: 

ე-მაილ: jony@yahoo.com

25 დეკემბერი, 2000 წ.



კომპანია ვოგის –ის გენერალურ დირექტორს

ქ-ნ / ბ-ნ ... . სოფია ორზუყანოვს




ქალბატონო / ბატონო ... 

ვითვალისწინებ რა იმ ვალდებულებებს, რომლებიც 
ეკისრება ფინანსებისა და საბანკო საქმის
სპეციალისტს და ვითვალისწინებ რა ჩემს გამოცდილებას ამ სფეროში, გთავაზობთ ჩემს 
კანდიდატურას აღნიშნულ ვაკანსიაზე. 

წარმოგიდგენთ ჩემი პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ მოკლე 
ინფორმაციას (ეს ინფორმაცია რეზიუმეში დაწვრილებითაა გადმოცემული): 

1. წინა სამუშაო ადგილზე ვხელმძღვანელობდი გაყიდვების
განყოფილებას -დაწყებული კონსულტაციით და დამთავრებული ხელშეკრულებების გაფორმებით.
არსებითი გამოცდილება შევიძინე პრეტენდენტების მოძიების, შერჩევისა და არსებული 
რესურსების სწორად განაწილების სფეროში. ვხელმძღვანელობდი ასევე 
სტუდენტების სტაჟირების პროგრამას.

2. დიდი გამოცდილება მაქვს კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების სფეროში.

მიღებული განათლება და გამოცდილება მაძლევს 
საშუალებას თამამად განვაცხადო, მაღალ დონეზე შემიძლია ვუხელმძღვანელო თქვენს ფილიალს და მზად ვარ ჩემი 
წვლილი შევიტანო კომპანიის წარმატებაში. 



მადლობას მოგახსენებთ დათმობილი დროისა და ყურადღებისთვის.

პატივისცემით …... ჟანა ჟუკოვი