EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სად აღმოაჩინეს უძველესი შარვალი, რომელიც 3000 წლისაა? »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: Lustera
თარიღი: 2016-11-23 23:58:45
ამ შარვალს ქრისტეს დაბადებამდე 1000 წლით ადრე ატარებდნენ. არქეოლოგები აცხადებენ, რომ ორი მამაკაცი, რომელთა ნეშტი დასავლეთ ჩინეთის სამარხებში ცოტა ხნის წინ გათხრებისას აღმოაჩინეს, თავიანთ შარვალს სწორედ ისე იცმევდნენ, როგორც ყველა დანარჩენი დღეს.
სწორი ტოტებით და ფართო უბით, უძველესი ბამბის შარვალი თანამედროვე საცხენოსნო შარვალს წააგავს, აცხადებს არქეოლოგების გუნდი, რომელსაც ულრიკე ბეკი და მეიკ ვაგნერი ხელმძღვანელობდნენ, ბერლინის გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტიდან. აღმოჩენები რომელიც ჩინეთის ტარიმის აუზში, იანჰაის სასაფლაოზე იქნა ნაპოვნი, ადრე ჩატარებული სამუშაოების კვლევის შედეგებს ემთხვევა, რომლებიც მიუთითებდა, რომ ცენტრალური აზიის მომთაბარე მწყემსებმა შარვალი გამოიგონეს, რათა სხეული დაცული ყოფილიყო, ხოლო ცხენით მოგზაურობისას და ომების დროს მოძრაობა თავისუფალი.
ასე რომ, ბევრი ცვლილებები არ არის – ეს უმაღლეს დონეზე გაფორმებული შარვალი ალბათ იმ ადამიანის სიამაყე და სიხარული იყო, რომელმაც სიცოცხლისას დიადი საქმეები ჩაიდინა.
ორი მამაკაცი, სავარაუდოდ, 40 წლის ასაკის უნდა ყოფილიყვნენ, როდესაც ისინი გარდაიცვალნენ და მორთულ ტყავის ლაგამთან, ცხენის კუდთან, ხის პატარა ცხენთან, საბრძოლო ნაჯახთან, მათრახთან, მშვილდთან და ტყავის იარაღის ბუდესთან ერთად დაკრძალეს. მათი შარვლის დიზაინი შედგება სამი ცალი ბამბის ნაჭრისგან, ორი მათგანი ფეხებისთვის, ერთი უბისთვის. შარვალი ერთიანად არის შეკერილი, თასმებით იკვრება და ბოლოვდება ნაქსოვი დიზაინის ბოლოებით.
ბეკი და ვაგნერი აცხადებენ, რომ შარვალი “ნოვატორული მიღწევაა” ტანსაცმლის შექმნის ისტორიაში.”
ტარიმის აუზის მშრალი კლიმატის და ცხელი ზაფხულის გამო ადამიანის ცხედრები შენარჩუნდა, ასევე, კლიმატი დაეხმარა ტანსაცმელს შეენარჩუნებინა ორგანული მასალა. 1970 წლიდან მოყოლებული, სასაფლაოზე 500-ზე მეტი სამარხი იქნა გათხრილი.
ტარიმის აუზის ზოგიერთ ნაწილში ჩატარებულმა ადრინდელმა კვლევებმა 2600 წლის წინანდელი ინდივიდის მუმია გამოიკვლია, რომელიც ცნობილია, როგორც ჩერჩენის მამაკაცი, რომელიც შინდისფერ შარვალს ატარებდა, სავარაუდოდ, ბამბის მასალისგან. შარვალი დასავლეთ აზიის სკვითურ მომთაბარე ტომებს ეკუთვნოდათ და დაახლოებით 2500 წლის წინანდელია. მკვლევარები ეჭვობენ, რომ ტარიმის აუზის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნესტიან რეგიონებში ცხენოსნობა დაახლოებით 3400 წლის წინ დაიწყო და შარვლის დამზადებას ცოტა ხნის შემდეგ დაედო სათავე.
პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარის, ვიქტორ მეარის აზრით, უძველესი შარვალი ამ მიდამოებიდან სავარაუდოდ, არ შემონახულა.
იანჰაიში დაკრძალული შარვლის პატრონი ორი მამაკაცი დაახლოებით 40 წლის ასაკის იყვნენ, სავარაუდოდ მეომრები და იმავდროულად მწყემსები, აცხადებენ მკვლევარები. ერთი ადამიანი დაკრძალეს მორთული ტყავის ლაგამით, ხის ცხენით, ტყავის საბრძოლო ნაჯახით და ტყავის აბჯრით. მეორე ცხედრის გვერდით ნაპოვნ ნივთებს შორის იყო მათრახი, გაფორმებული ცხენის კუდი, მშვილდის ჩასადები და მშვილდი.
ბეკის და ვაგნერის ჯგუფმა ორივე მამაკაცის შარვლის ბოჭკოების რადიონახშირბადის და ერთი სამარხიდან სამი სხვა ნივთის ასაკი დაადგინა. სამარხები დაჯგუფებულია სამ ადგილას: ჯგუფი 1, ჯგუფი 2, და ჯგუფი 3. ადგილები სინამდვილეში ხელოვნურია: სასაფლაო ერთ დიდ, დაახლოებით 54,000 კვადრატული მეტრის ფართობის ადგილს წარმოადგენს. სამარხებში დაკრძალული ადამიანები სუბეიქსური კულტურის მომთაბარე მწყემსები იყვნენ, სტეპის მრავალი თემიდან ერთ–ერთის წარმომადგენლები, რომლებიც ცენტრალური ევრაზიის უდაბნოებსა და სტეპებში დაეხეტებოდნენ უკრაინიდან ჩინეთამდე.
იანჰაის სამარხები ადრეულ 1970-იან წლებში აღმოაჩინეს ტურპანის ადგილობრივმა მოსახლეებმა, რომლებიც ადგილობრივი კარიესის სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ, ხოლო სამარხების გათხრა 21–ე საუკუნის დასაწყისში დაიწყო.
შარვალი შეკერილი იყო სამი ცალი ყავისფერი ფერის შალის ქსოვილისგან, ორი ნაჭრით თითოეული ფეხისთვის, ხოლო ჩადგმული ნაჭრით უბისთვის. შარვალი გვერდებზე ჩაჭრილი იყო და ჰქონდა შესაკრავი თასმები წელთან და ნაქსოვი დიზაინი ფეხებზე.
ფოტო: იანჰაის სამარხში ნაპოვნი შალის შარვლის წინა ხედი (A) – ნახატი, (B) – ფოტო.
წყარო postalioni.com