EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ბროწეული - ახალი კვლევის შთამბეჭდავი შედეგები »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2016-11-26 14:25:31
ბროწეულის კულტურის ისტორია ორ ათასწლეულზე მეტს ითვლის.
გარდა იმისა, რომ ბროწეულს საოცრად გაჯერებული გემო აქვს, ის ურიცხვ სასარგებლო თვისებას ფლობს. მაგალითად, ხორცი შეიცავს ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელ 6 ამინომჟავას, რომელთა მიღებაც სხვა გზით მხოლოდ ბროწეულიდან შეიძლება. სულ ბროწეულში 15 ამინომჟავა შედის.
თუ ადამიანი უარს ამბობს ხორცის მიღებაზე, ბროწეული ზუსტად ის პროდუქტია, რომელსაც ხორცის ნაწილობრივ ჩანაცვლება შეუძლია. მის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა მჟავები, ტანინი, შაქარი, უჯრედისი, მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები: კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მანგანუმი, მაგნიუმი და რკინა. ასევე, ბროწეული მდიდარია ორგანიზმის იმუნური სისტემის გამამაგრებელი С ვიტამინით. მასში შემავალი P ვიტამინი სისხლძარღვებს ამაგრებს, B6 - ნერვულ სისტემას, B12 კი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
ბროწეულის შემადგენლობაში შემავალი ტანინი კუჭში შემკვრელი თვისებებით გამოირჩევა. ამიტომ ის სასარგებლოა ფაღარათის მკურნალობისას. პარალელურად, ორგანიზმს შლაკებისა და რადიოაქტიური ნივთიერებებისგან წმენდს.
ბროწეულის ხის ქერქში კონცენტრირებულია იმ მთრიმლავი ნივთიერებების ძირითადი ნაწილი, რომლებიც ძლიერ სადეზინფექციო საშუალებას წარმოადგენს და კარგად მოქმედებს დიზენტერიის, ტუბერკულოზისა და ნაწლავური ჩხირის წინააღმდეგ.
ბროწეულისგან დაწურული წვენი პოზიტიურად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ პროცესებზე,აწესრიგებს მას და აუმჯობესებს მადას. გარდა ამისა, ის ჩინებული მატონიზებელი საშუალებაა. თუ ადამიანს დისბაქტერიოზი აწუხებს, მისთვის მისწრებაა ბროწეულის წვენი, რომელიც ბუნებრივი გზით არეგულირებს არტერიულ წნევას და უხდება ღვიძლის, ფილტვებისა და თირკმელების დაავადებებს.
ბროწეული გამოიყენება გრიპოზული დაავადებების, ხველების, ფარისებრი ჯირკვლის, გულის დაავადებების მკურნალობასა და პროფილაქტიკაში, ის რეკომენდებულია ათეროსკლეროზის, სისხლნაკლებობის, ორგანიზმის გამოფიტვის დროს, რადგან ორგანიზმს აღადგენს და აძლიერებს.
ბროწეულის ახლად გამოწურული წვენი, ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის წყალობით, აწესრიგებს კუჭის მოქმედებას, დადებითად მოქმედებს მადაზე და ამაღლებს სისხლში ჰემოგლობინის შემცველობას. გარდა ამისა, ის ხსნის ანთებას, აყუჩებს ტკივილს და აქვს შარდმდენი და ანტისეპტიკური თვისებები. ბროწეულის წვენის გამოყენება ზედმეტი არ იქნება ორსულთათვის. ამ შემთხვევაში, საუკეთესო შედეგს მოგვცემს მისი კომბინაცია სტაფილოსა და ჭარხლის წვენთან.
ბროწეულის წვენი შეუცვლელია მათთვის, ვინც მძიმე ოპერაცია ან ავადმყოფობა გადაიტანა და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. უმნიშვნელოვანესია, აღინიშნოს, რომ ბროწეულის წვენი ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს აქვეითებს.
იმის გამო, რომ ბროწეულის ნაყოფი სისხლის ცირკულაციას ასტიმულირებს, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს მამაკაცის ერექციულ ფუნქციაშიც.
ბროწეული ჯანმრთელობის, ნაყოფიერებისა და სიცოცხლის სიმბოლოა. ნივთიერება პუნიკალაგინი, რომელსაც მხოლოდ ბროწეული შეიცავს, ძალიან სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. ის არამხოლოდ ამცირებს ქოლესტერინის დონეს, არამედ არეგულირებს წნევას და ხელს უწყობს თრომბების გაქრობას.
კვლევების თანახმად, ბროწეულის წვენი ქოლესტერინის დონეს უფრო ეფექტურად ამცირებს, ვიდრე ლიპიტორი. გარდა ამისა, იგი ხელს უშლის ქოლესტერინის არტერიებში დაგროვებას იმ ადამიანებში, ვინც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ჯგუფში იმყოფებიან.
ბროწეულის სასარგებლო თვისებები
კუჭის გაღიზიანება
ბროწეულის ქერქსა და ფოთლებს კუჭის გაღიზიანების და დიარეის ყველა სახეობის სამკურნალოდ იყენებენ. ასევე ეხმარება ბროწეულის ფოთლების ნახარში. გარდა ამისა, ბროწეულის წვენი
შესანიშნავია ქოლერისა და დიზენტერიის დროს.
კიბო
ბროწეულის შემადგენელი ანტიოქსიდანტები სპობს თავისუფალ რადიკალებს ორგანიზმში. ამგვარად, თავს კიბოსგან იცავთ.
ანემია
საკვებში ბროწეულის გამოყენება ეხმარება სისხლის ჯანსაღი მიმოქცევის შერჩუნებაში. იგი ამდიდრებს სისხლს რკინით და ხსნის ანემიის სიმპტომებს: დაღლილობას, თავბრუსხვევას, სისუსტეს და სმენის დაქვეითებას.
დიაბეტი
დიაბეტით დაავადებულებს ბროწეული ეხმარება კორონარული დაავადებების თავიდან აცილებაში. გარდა ამისა, ის ხელს უშლის არტერიების გამაგრებაში, რაც გულს უამრავი დაავადებისგან იცავს.
ბროწეულის უკუჩვენებები
იმის გამო, რომ ბროწეულში ბევრი მჟავა შედის, მისი კონცენტრირებული წვენის მიღება კბილის მინანქარს აზიანებს. ამიტომაც, ბროწეულის წვენი სჯობს, წყალში გაზავებული მივიღოთ, ხოლო მისი დალევის შემდეგ პირში წყალი გამოვივლოთ.
ამგვარი წვენის მიღება რეკომენდებული არ არის წლამდე ბავშვებისთვის, 4-7 წლამდე ბავშვებს კი წყალში გაზავებული კონცენტრირებული წვენი უნდა მივცეთ.
დიდი რაოდენობით ლიმონის მჟავის შემცველობის გამო, ბროწეულის მიღება რეკომენდებული არ არის გასტრიტისა ან კუჭის მომატებული მჟავიანობის მქონე ადამიანებისთვის. გარდა ლიმონისა, ბროწეული ღოლოს, ვაშლის, ბორის, ღვინისა და ქარვის მჟავებს შეიცავს.
ბროწეულის წიპწები უკუნაჩვენებია გასტრიტების, წყლულოვანი დაავადებებისა და ენტერიტის დროს.
ბროწეულის ქერქის მიღება რეკომენდებული არ არის, ვინაიდან, სასარგებლო ნივთიერებების გარდა, ის შეიცავს ადამიანისთვის მავნე ნივთიერებებს - ალკალოიდებს, პელეტიერინსა და იზოპელეტიერინს.
მაღაზიაში შეძენილ ბროწეულის წვენს არანაირი სასარგებლო თვისება არ გააჩნია.
ბროწეულის წვენის მიღება უკუნაჩვენებია ჰემოროისა და ქრონიკული ყაბზობის მქონე პირებისთვის.