EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მონასტრის ჩაი დიაბეტის სამკურნალოდ - სასარგებლო სამკურნალო თვისებები და მომზადების საიდუმლოება »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: UshiKai

თარიღი: 2016-12-10 16:25:39

მონასტრის ჩაი დიაბეტის სამკურნალოდ - სასარგებლო სამკურნალო თვისებები და მომზადების საიდუმლოება

საუკუნეების განმავლობაში  ხალხს შესწევდა იმის ძალა, რომ სხვადასხვა დაავადებებისგან განკურნებულიყვნენ ბუნების დახმარებით. აქედან გამომდინარე ადამიანები აგროვებდნენ სამკურნალო ბალახეულს, მათ ფესვებს და ფოთლებს. მთავარია ვიცოდეთ რომელ მცენარეს შეუძლია ჩვენი დახმარება, მკურნალობის ჩატარება იქნება ეს თუ პროფილაკტიკა.

როგორც წესი, სამკურნალო ბალახეულის შეგროვება მომზადებით დაკავებული იყვნენ ბალახთ მცოდნენი, ბერები ეკლესიაში, სახალხო მკურნალები. მათ იცოდნენ ყველა ბალახის სამკურნალო თვისებები, აგროვებდნენ მათ კონკრეტულ სეზონზე, თვეების მიხედვით. ერკვეოდნენ  წამლის დოზის შერჩევაში.

მონასტრის ჩაი დიაბეტის სამკურნალოდ - სასარგებლო სამკურნალო თვისებები და მომზადების საიდუმლოება

მონსატრის ჩაის შემადგენლობა მათთვის ვისაც დიაბეტი აწუხებს.

შაქრიანი დიაბეტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა დღესდღეობით, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში თითქმის ყველა საშუალება რომელიც არსებობს დიაბეტის სამკურნალოდ, - ახასიათებთ უკუჩვენებები ანდა პაციენტებს არ შეუძლიათ მათი მიღება რადგან ორგანიზმი ვერ იტანს მასში შემავალ კომპონენტებს.

 

აი სახალხო რეცეპტი, კერძოდ: მონასტრის ჩაი, რომელიც საშუალებას აძლევს მიიღოს დიაბეტის როგორც პირველი ტიპის ასევე მეორე ტიპის ადამიანებმა.

მონასტრის ჩაის შემადგენლობა:

 

  • მოცვის ფოთლები და ნაყოფი (Vaccinium myrtillus L.)
  • ბაბუაწვერას ფესვები.
  • შვიტა
  • ბირ­კა­ვა, ოროვანდი (Arctium L.) 
  • კრაზანა (Hypericum L.)
  • გვირილას ყვავილები
  • ასკილის ნაყოფი

აღნიშნული კომპონენტების კოლექციის ერთობლიობას, შესაძლებრლია ჰქონდეს სხვადასხვა ვარიაციები, ინგრედიენტები, რომელსაც უმატებენ ჩაის ეფექტის გასაუმჯობესებლად და სხვა დაავადების პრევენციის აღმოსაფხვრელად.

მოცვის ფოთლებს და ნაყოფს შემადგენლობაში გააჩნია სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის ამაღლებას, ხელს უწყობს მხედველობის ამაღლებას. კომპონენტები, რომელიც შედის ფოთლებსა და ნაყოფში სასიკეთოდ მოქმედებს შაქრის რაოდენობაზე, სისხლში  ამცირებს მის დონეს,  ამასთანავე ასტაბილურებს, არეგულირებს პანკრიასის ნორმალურ ფუნქციონირებას. იგი ეფექტურად მოქმედებს დიაბეტური წყლულების სწრაფ რეგენერაციაზე, ზრდის ორგანიზმის საერთო ტონუსს და საშუალებას აძლევს სხეულს ებრძოლს დაავადებას ეფექტურად.

ბაბუაწვერა, რომელსაც იღებენ დიაბეტიკები, ეხმარება ათეროსკლეროზის პროფილაკტიკაში, კანის დაავადებების, ნერვული სისტემის პრობლემების დროს, გამოიყენება მხოლოდ ფესვის სახით.

შვიტა წარმოადგენს ეფექტურ მცენარეს, რომელიც დაბლა სწევს და ასტაბილურებს შაქრის რაოდენობას სისხლში, ეხმარება ათეროსკლეროზის მკურნალობაში და წმენდს სისხლს ტოქსინებისგან (დასავლეთში ამ მცენარეს დათვის ფანჩარასაც ეძახიან).

ყველასთვის ნაცნობი სარეველა ბირკავა, შეუძლია დაეხმაროს ორგანიზმს ნახშირწყლოვანი  ნივთიერებათა ცვლის სტაბილიზაციაში. ის გავლენას ახდენს ცხიმოვან ქსოვილებზე და ყოფს მას, რაც ეხმარება პაციენტს წონაში დასაკლებად. ეს მცენარე ხელს უშლის შაქრის დონის მკვეთრ მომატებას და იდეალურია დიაბეტის პროფილაკტიკისათვის.

ოროვანდის ფესვების შემადგენლობა შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ცილებს, ეთერზეთებს,- ფისი და ტანინები, კაროტინს. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ შეიცავს ბუნებრივ ინსულინს. ეს აძლევს ფესვებს მოტკბო გემოს.

კრაზანა ასევე ეხმარება სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას, ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციის უკეთ მუშაობას და ქმნის სინთეზს პანკრიატის ბუნებრივი ინსულინის გამოსამუშავებლად. კრაზანას ჩაის აქვს ორგანიზმის გამაძლიერებელი ეფექტი, აღადგენს მას და ასუფთავებს ტოქსინებისგან.

გვირილა ზოგადად ითვლება უამრავი დაავადების წინააღმდეგ უნივერსალურ საშუალებათ. არც ისე დიდი ხნის წინათ ამერიკელმა მკვლევარებმა ჩაატარეს ერთი საინტერესო ექსპერიმენტი, რომელმაც ოფიციალურად დაადასტურა  ამ მცენარის შაქრიან დიაბეტთან ბრძოლის ეფექტურობა. ორი კვირის განმავლობაში, ლაბორატორიაში მყოფ, დიაბეტით დაავადებულ თაგვებს აძლევდნენ გვირილას ნახარშს. კვლევამ უჩვენა, რომ გლუკოზის დონე სისხლში დასტაბულურდა. გარდა ამისა, ნივთიერებები, რომლებიც შედიან გვირილას შემადგენლობაში, ეხმარება მავნე ფერმენტების ბლოკირებაში და ხელს უშლის დიაბეტის განვითარებას და გართულებებს.

ამგვარად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მცენარე არაჩვეულებრივად აწესრიგებს შაქრის დონეს სისხლში, აუმჯობესებს გულისა და სხვა ორგანოების მდგომარეობას .

მონასტრის ჩაი დიაბეტის სამკურნალოდ - სასარგებლო სამკურნალო თვისებები და მომზადების საიდუმლოება

მონასტრის ჩაის მიღების წესი

როგორ უნდა მივიღოთ მონასტრის ჩაი შაქრიანი დიაბეტის დროს? აუცილებელია ვიცოდეთ: ეს არის მკურნალობის ხალხური მეთოდი, ამიტომაც სანამ მას მივიღებთ, იქამდე აუცილებლად კითხეთ რჩევა თქვენს მკურნალ ექიმს.

1. დიაბეტის პროფილაკტიკისთვის, მონასტრის ჩაის იღებენ მხოლოდ ერთ ჩაის კოვზს, სამჯერ დღეში ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე.

2. პირველი მოდუღების შემდეგ ნაკრებს არ ვყრით, ვასხამთ მდუღარე წყალს მანამ, სანამ მას გააჩნია ფერი. სანამ მცენარეთა ნაკრებს გააჩნია ფერი იქამდე შეიცავს სასარგებლო თვისებებს.

3. სანამ სვამთ ამ ჩაის, იქამდე არ მიიღოთ სხვა ბალახეული ნახარშები.

4. დააყენეთ ჩაი დილიდან და მიიღეთ ის მთელი დღის განმავლობაში მცირეოდენი დოზებით.

5. რეკომენდირებული დოზა შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის დროს არის 3-დან 4 სტანდარტულ ჭიქამდე ჩაის დალევა ყოველდღიურად.

6. მკურნალობის პირველი კურსის ხანგრძლივობაა სამი კვირა.

 

მონასტრის ჩაის მომზადება

მონასტრის ჩაის დაენება თითქმის არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი შავი ჩაის დაენებისგან, თუმცა ზოგიერთი დეტალი მაინც განსხვავებულია.

 

1 ჩაინიკში ჩაის მოდუღებისთვის არსებული ბალახეული, გამოიყენება მთელი დღის მიღებისათვის, 200 მილიგრამ მდუღარე წყალზე იანგარიშება 1 სუფრის კოვზი მცენარეული ნაკრები.

2 მას შემდეგ, როცა დავასხამთ ნაკრებს მდუღარე წყალს,  შევახვიოთ ნაჭერში და გავაჩეროთ სულ მცირე ერთი საათი.

3 ჩაის მოდუღებისთვის გამოიყენება მხოლოდ ხარისხიანი კერამიკა, არანაირი მეტალის ნივთები არ უნდა მოხვდეს ჩაის შემადგენლობას.

4 უკვე დაენებული ჩაი შეიძლება შევინახოთ მაცივარში, მაგრამ არა უმეტეს 2 დღისა. გამოყენების წინ, გააზავეთ ცივი ნაყენი მცირე რაოდენობით მდუღარე წყლით.

5 ეფექტური მოდუღებისთვის, ჩაინიკს ყოველთვის გამოავლეთ მდუღარე წყალი.

 

შენახვის წესი

 

შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას, სადაც არ ხვდება მზის სხივები.

გრილ ადგილას სადაც ტემპერატურა 20 გრადუსზე მაღალი არაა.

აუცილებელია უკვე გახსნილი ჩაის შუშის ქილაში გადაყრა, რომელსაც მჭიდროდ დაეხურება თავზე ხუფი, რათა შიგ არ მოხვდეს ტენი და ჰაერი. შესაძლოა ასევე კერამიკულ კონტეინერში შენახვაც თუკი თავსახური ვარგისი იქნება.

არ შეიძლება მონასტრის ჩაის გამოყენება თუკი ის შეხვეულია პოლიეთილენის შეფუთვაში.

ჩაის შენახვის ვადაა არა უმეტეს 2 თვისა.

 

ჩაის მიღების უკუჩვენებები

 

ერთადერთი უკუჩვენება მონასტრის ჩაის მიღების დროს, შეიძლება იყოს ორგანიზმის არ შეგუება კომპონენტების მიმართ, როცა წარმოიშვება ალერგიული ფონი რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი  მცენარის მიმართ.

 

გვერდითი მოვლენები ნაყენის თერაპიული მკურნალობის დროს გამოვლენილი არ არის.

 

მოამზადა უშანგი სიხარულიძემ - სპეციალურად საიტისათვის