EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« მეცნიერები სატურნის მიმართულებით მისიას გეგმავენ »

კატეგორია: ასტრონომია

ავტორი: admin

თარიღი: 2016-12-25 23:19:02

მეცნიერები სატურნის მიმართულებით მისიას გეგმავენ

saturn

კოსმოსური ზონდი „კასინი“ ამჟამად ფასდაუდებელ საქმიანობას ეწევა სატურნის შესწავლის საქმეში, მაგრამ არსებობს გეგმები, რომ რგოლებიან პლანეტასთან მომავალში უფრო მეტი მისია გაიგზავნოს — კოსმოსური ხომალდები, რომლებიც შესაძლო არამიწიერ სიცოცხლის ფორმებს მოძებნის. 

ასტრონომები ფიქრობენ, რომ პლანეტის ორი მთვარე — ტიტანი და ენცელადი შესაძლოა სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყოს, რის გამოც, სურვილი აქვთ სიცოცხლის ფორმების საძიებლად სატურნისკენ მოწინავე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მისიები გაგზავნონ.

ამ ყველაფრის სისრულეში მოსაყვანად, გასულ კვირას, ამერიკის გეოფიზიკოსთა კავშირის კონფერენციაზე ასტრონომებმა ორი შეთავაზება წარმოადგინეს.

პირველი მათგანია NASA-ს პროექტი „ენცელადის სიცოცხლის მაძიებელი“ Enceladus Life Finder (ELF) და მეორე — NASA-სა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროექტი „ენცელადისა და ტიტანის მკვლევარი“ Explorer of Enceladus and Titan (E2T).

ამ ეტაპზე, ორივე გუნდი თავიანთ პროექტების ხორცშესასხმელად დაფინანსებას ეძებს. იმ შემთხვევაში თუ მათ საჭირო ფული მოიძიეს, არაფერი თქმულა თუ რა სახის სამეცნიერო აღმოჩენები შეიძლება გაკეთდეს უახლოეს მომავალში.

„ELF უდიდესი იმედია ენცელადის ოკეანის სიცოცხლისუნარიანობის სრული დახასიათებისათვის. ვისურვებდი ვიცოდე, არის თუ არა სასიცოცხლო პირობები ენცელადის ოკეანეში და თუ ეს ასეა, ვიპოვოთ იქ არსებული სიცოცხლის მტკიცებულება“, — ამბობს Gizmodo-სთან საუბრისას პროექტის ერთ-ერთი ავტორი ლინდა სპილკერი.

პროექტ ELF-ის მიხედვით, ხომალდი ენცელადის სამხრეთ პოლუსს 50 კმ სიმაღლეზე უნდა მიუახლოვდეს.

აქედან იგი აიღებს ზედაპირის ყინულის ნაპრალებიდან ამოსულ და ჰაერში გაფანტულ წყლის ორთქლის ნიმუშებს.

ორი სპექტრომეტრი შეამოწმებს აღებული ნიმუშების ქიმიურ შემადგენლობას და მოიძიებს სიცოცხლის ნიშნებს, მათ შორის ჟანგბადს, ამინომჟავებსა და ნახშირბადის იზოტოპებს, რომლებიც ხშირადაა წარმოდგენილი იმ გარემოში, სადაც მიკროსკოპული სიცოცხლე ყვავის.

ამავე დროს, „ენცელადისა და ტიტანის მკვლევარის“ (E2T) გუნდს სურს უფრო ახლოდან იხილონ როგორც ენცელადი, ისე ტიტანი. მათი თქმით, ეს ორი ობიექტი „არის ის ძირითადი გარემო, სადაც უნდა ვეძიოთ სიცოცხლის აღმოცენებისათვის საჭირო პირობები და მათი ოკეანეების პოტენციური სიცოცხლისუნარიანობა“.

ELF-ის მსგავსად, E2T-იც ენცელადის სამხრეთ პოლუსის გეიზერებთან გადაიფრენს და ზღვის წყლის ნიმუშებს აიღებს — რაც უკვე გააკეთა ხომალდმა „კასინიმ“, მაგრამ ახალი ზონდები აღჭურვილი იქნება უფრო მოწინავე ინსტრუმენტებით და ჩაატარებს უფრო დეტალურ ანალიზს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ELF და E2T ზონდები მონაცემებს დაამუშავებს ისეთი შესაძლებლობებით, რაც „კასინის“ არ გააჩნდა, რომელიც 1997 წელს გაუშვეს და შესაბამისად, ამჟამად აღჭურვილია 20 წლის წინანდელი ტექნოლოგიებით.

E2T-ს ასევე ექნება შესაძლებლობა გადაიღოს ენცელადის ზედაპირის მაღალი გარჩევადობის ფოტოები.

ამის შემდეგ, ზონდი ტიტანზე გადაინაცვლებს, 17-ჯერ ჩაივლის სატურნის მთვარის ატმოსფეროში 900-1500 კილომეტრ სიმაღლეზე, შეაგროვებს და ანალიზებს ჩაუტარებს აირების ნიმუშებს.

მაღალი რეზოლუციის კამერა აქაც მოქმედებაში იქნება და ტიტანის ზედაპირს რაც შეიძლება მეტ ფოტოს გადაუღებს.

ამ ეტაპზე, უცნობია დამტკიცდება თუ არა რომელიმე პროექტი, იქნებ ორივეც, მაგრამ მეცნიერთა შორის უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია ტიტანისა და ენცელადის საიდუმლოებების გარკვევის შესაძლო შანსებმა — სატურნის მთვარეები, რომელთაც შესაძლოა ძალიან ბევრი რამ გვითხრან გარე კოსმოსში სიცოცხლის შესახებ.

„ენცელადი შესაძლოა ის ადგილი აღმოჩნდეს, სადაც ჩვენ მივაგნებთ მზის სისტემაში სიცოცხლის აღმოცენების მეორე შემთხვევას“, — ამბობს კორნელის უნივერსიტეტის მკვლევარი ჯონათან ლუნინი.

ტიტანი და ენცელადი (მარცხნივ, მაღლა და დაბლა)

ენცელადის სტრუქტურა

მომზადებულია Gizmodo-სა და ScienceAlert-ის მიხედვით

1 tv georgia