EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ექვთიმე თაყაიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობა »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2016-12-30 15:41:59

ექვთიმე თაყაიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობა
ექვთიმე თაყაიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობა
XIX-XXსაუკუნის მიჯნაზე საქართველოს ისტორიის მეცნიერული შესწავლის დონე ჯერ  კიდევ დაბალი იყო და იგი დიდად ჩამორჩებოდა მაშინდელ დასავლურ ისტორიოგრაფიას... ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო საქართველოს ისტორიის მდიდარი და მრავალფეროვანი წყაროების შეუსწავლელობა,მათი ფართო საზოგადოებისათვის ხელმიუწვდომლობა...ამ ნაკლის გამოსწორების გარეშე კი შეუძლებელი იყო ეროვნული ისტორიის მეცნიერულად გააზრება.აღნიშნულმა ვითარებამ განსაზღვრა შემდგომში ექვთიმე თაყაიშვილის სამეცნიერო მოღვაწეობის მიმართულება. ,,იმხანად უკვე გარკვეული მქონდა მუშაობის მთავარი მიზანი,-იგონებდა შემდგომში მეცნიერი,-რამდენადაც შეიძლებოდა და გარემოება ნებას მაძლევდა,შემეკრიბა მასალა საქართველოს ისტორია- არქეოლოგიისათვის; ყოველი ძალ-ღონე მეხმარა ძეგლთა  დაღუპვისა და დაკარგვისაგან გადასარჩენად; რაც შეიძლებოდა მეტი გამომემზეურებინა და მისაწვდომი გამეხადა მკვლევართათვის.ეს მიმაჩნდა ჩვენი კულტურის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს საქმედ მაშინ-იმ რწმენით,რომ,როდესაც ასეთი მასალა საკმაოდ დაგროვდებოდა,გამოჩნდებოდნენ ჩვენში მეცნიერები,რომლებიც ჯეროვნად შეგვიდგენდნენ საქართველოს ისტორიას,გაგვიშუქებდნენ იმ მართლაც და,გადაუჭარბებლივ,დიად კულტურას,რომელსაც ქართველმა ერმა მიაღწია ჯერ კიდევ შორეულ წარსულში“...
 
      ექვთიმე თაყაიშვილის სამეცნიერო გამოცემებმა ახალ სიმაღლეზე აიყვანეს ქართული ისტორიოგრაფიის დედაბოძი,მისი წყაროთმცოდნეობა და ძვირფასი ფაქტობრივი მასალით გაამდიდრეს იგი.
ჩვენი საუკუნის დამდეგს ე.თაყაიშვილი ქართველოლოგიის მთელ რიგ დარგებში საკუთრივ საქართველოში წარმოებული მეცნიერული მუშაობის მეთაური ხდება. მისი მესვეურობით მიმდინარეობს საქართველოს ისტორიული ძეგლების მეთოდიკური შეკრება და მეცნიერულ მიმოქცევაში შემოტანა.
როგორც უკვე მივუთითებდით თავიდანვე ე.თაყაიშვილი თავისი მუშაობის ძირითად ამოცანად საქართველოს მრავალრიცხოვანი სიძველეების შეკრებას და მათ გადარჩენას ცდილობდა.
წლების მანძილზე სიძველეთა შესწავლის მიზნით,ექვთიმემ იმოგზაურა კახეთში,იმერეთში,რაჭაში,ლეჩხუმ-სვანეთში.ამ მოგზაურობათა დროს შეკრებილი,ხელახლა მონახულებული და ინტერპრეტირებული იქნა მრავალი სიძველე,რომელთა მონაცემებსაც პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვთ საქართველოს ისტორიის მეცნიერული შესწავლისათვის.
ე.თაყაიშვილს  დარჩა უდიდესი საარქივო ფონდი,რომელიც ფართო წარმოდგენას ქმნის მისი როგორც მეცნიერისა და მრავალმხრივი საზოგადო მოღვაწის განსაკუთრებულ ამაგზე ეროვნული მეცნიერებებისა და კულტურის სარბიელზე.ეს მასალები ვრცლად იქნა ასახული ე.თაყაიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოცემულ საინტერესო ,,მოგონებებში“,რომელიც ქართული მეცნიერულ-მემუარული ჟანრის უიშვიათესი ნიმუშია.ეს და სხვა მასალა დაედო საფუძვლად მრავალრიცხოვან სამეცნიერო გამოკვლევებს ე.თაყაიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.ქართულ ისტორიოგრაფიაში ე.თაყაიშვილის ღვაწლს მიეძღვნა არაერთი სპეციალური ნაშრომი.
 
მიუხედავად მრავალმხრივი სამეცნიერო ინტერესებისა ე.თაყაიშვილს თავი უმთავრესად საქართველოს სიძველეების სპეციალისტად მიაჩნდა.საქართველოს სიძველეების შეკრება-გადარჩენას ის იმთავითვე დიდ ეროვნულ საქმედ თვლიდა.,,აშკარად ზედმეტ ძალ-ღონეს მანიჭებდა სწორედ ის ფანატიკური გრძნობა და ის გამუდმებული ძრწოლა,  ,,არაფერი დაგვეკარგოს მეთქი,-იგონებს ექვთიმე,-თან ის შეგრძნებაც მიმაგრებდა გულსა და მკლავს,რომ როდესაც ეს მასალები საიმედოდ თავმოყრილი,დაცული და პირველადი ინტერპრეტაციით გამოცემული იქნებოდა,მერე გამოჩნდებოდნენ ხოლმე მკვლევრები,რომლებიც დარგობრივ,გულდაგულ დაადგებოდნენ მათ და გამართული შევსებული ისტორიისა და მონოგრაფიული გამოკვლევების შესაქმნელად გამოიყენებდნენ.ბოლოს ხომ ეს მოლოდინიც გამართლდა და ესაა,რომ უდიდეს ზნეობრივ კმაყოფილებას მგვრის“.
               ე.თაყაიშვილის ფანატიკურმა ბრძოლამ საქართველოს საისტორიო ძეგლების დაცვა-პატრონობის მიზნით ექვთიმეს სახელს ჩვენი ხალხის ცნობიერებაში სრულიად განსაკუთრებული ავტორიტეტი მოუპოვა და სამარადისო ადგილი დაუმკვიდრა ერის ინტელექტუალურ და ზნეობრივ წინამძღოლთა რიგში.
 
 
რ.მეტრეველი - ექვთიმე თაყაიშვილი.გამომცემლობა "ნაკადული"თბილისი 1962