EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ჯვართან დაკავშირებული აკრძალვები »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: admin

თარიღი: 2016-12-30 18:38:34

ჯვართან დაკავშირებული აკრძალვები

ჯვარი

ჯვარი, ღვთისმსახურების აზრით, მორწმუნე ადამიანს მუდამ უნდა ეკეთოს. მაგრამ არსებობს მასთან დაკავშირებული აკრძალვებიც. ზოგი მათგანი მეტი არაფერია, თუ არა ცრურწმენა, რაზეც მორწმუნე ადამიანმა არ უნდა იფიქროს.

 

არ შეიძლება ჯვრის ტანსაცმლის ზემოდან ტარება

ეს _ აბსოლიტურად ჭეშმარიტი მტკიცებაა. ჯვარი წარმოადგენს რწმენის და დაცვის სიმბოლოს. ადამიანი, არ ატარებს რა ჯვარს ღიად, აჩვენებს ჭეშმარიტ რწმენას, არ ხდის რა მას საჩვენებელს. ასევე მთელი სითბო და კურთხევა, რასაც მღდელი აკურთხებს გულსაკიდ ჯვარს, ამ შემთხვევაში მხოლოდ თქვენ გადმოგეცემათ.


3. არ შეიძლება ჯვრის ჩუქება

ჯვრის ჩუქება ყოველთვის შეიძლება. რა თქმა უნდა, უმჯობესია, თუ ამაზე მშობლები ან ნათლიები იზრუნებენ ნათლობის დროს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ადამიანს არ შეუძლია გაჩუქოთ ჯვარი. არსებობს ასეთი ტრადიციაც, როდესაც ორი ადამიანი გულსაკიდ ჯვარს უცვლის ერთმანეთს, რითაც ქრისტიანი დები ან ძმები ხდებიან. როგორც წესი, ამას მხოლოდ უახლოესი ადამიანები აკეთებენ.


4. არ შეიძლება ნაპოვნი ჯვრის აღება

ცრურწმენაა, რომელსაც არავითარი საფუძველი არა აქვს. შეგახსენებთ ასევე, რომ ეკლესია ცრურწმენებს არ აღიარებს და შეუთავსებლად მიაჩნია ქრისტიანულ რწმენასთან. არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ნაპოვნი ჯვრის აღებით იმ ადამიანის პრობლემებს მიიღებ, ვინც დაკარგა ან დატოვა ჯვარი. ნაპოვნი ჯვარი, იმდენად რამდენადაც სიწმინდეა, აუცილებელია ან ეკლესიაში მიიტანოთ, ან დაიტოვოთ და შეინახოთ სახლში ხატების კუთხეში.


5. არ შეიძლება სხვისი ჯვრის ტარება

თუ თქვენ ჯვარი გერგოთ მშობლებისგან ან რომელიმე სხვა ახლობელი ადამიანისგან _ შეიძლება მისი ტარება. ეკლესია ამას არ კრძალავს. მითუმეტეს თუ თქვენი ჯვარი არ გაქვთ. მრავალი ადამიანი თვლის, რომ ნივთები თავისი მფლობელის ენერგეტიკის მატარებელია და მას შეუძლია ახალ მფლობელზე გადასვლა. მიაჩნიათ ასევე, რომ აძლევენ რა ჯვარს, ადამიანს თავისი ბედის ნაწილსაც გადასცემენ. მაგრამ, ასეთ ცრურწმენებს არაფერი საერთო არ აქვთ ქრისტიანულ რწმენასთან და ოკულტურ მსოფლმხედველობას მიეკუთვნება.


6. არ შეიძლება ქრისტეს ჯვარცმის გამოსახულებიანი ჯვრის ტარება

კიდევ ერთი ცრურწმენა, რაზეც არ ღირს ყურადღების მიქცევა. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჯვარცმის გამოსახულებიანი ჯვარი ადამიანს მძიმე ცხოვრებას უქადის. ეს არაა სწორი. ასეთი ჯვარი ხომ სიმბოლოა ჩვენი ხსნისა ქრისტეს მსხვერპლის საფასურად. მის ტარებაში არაფერი ცუდი არ არის. მაგრამ უნდა ვატაროთ სწორად: ჯვარცმა შემობრუნებული უნდა იყოს არა თქვენსკენ, არამედ გარეთ. 


7. არ შეიძლება უკურთხებელი ჯვრის ტარება

უმჯობესია, თუ ჯვარი ნაკურთხია. მაგრამ აკრძალვა უკურთხებელი ჯვრის ტარებაზე, როგორც ასეთი, არ არსებობს. ითვლება, რომ ბოროტი სული ორ გადაჯვარედინებულ ჯოხსაც კი გვერდს უვლის. თუმცა, მორწმუნე ადამიანისთვის მაინც უმჯობესია მისი რწმენის სიმბოლო ნაკურთხი თუ იქნება.


ჯვარი ნებისმიერი სახის შეგიძლიათ აირჩიოთ, როგორიც თქვენ მოგწონთ: ოქროსი, ვერცხლის, სპილენძის ან ხის. მასალას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია მისი კურთხევა