EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« მეცნიერებმა იუპიტერის ატმოსფეროს ერთ-ერთი დიდი საიდუმლო ამოხსნეს »
კატეგორია: ასტრონომიაავტორი: nino mjauri
თარიღი: 2017-01-09 14:29:13
იუპიტერის ატმოსფერო საიდუმლოებითაა მოცული. პლანეტა მზიდან ხუთჯერ უფრო მეტი მანძილითაა დაშორებული, ვიდრე დედამიწა და მიუხედავად ამისა, მისი ატმოსფერული ტემპერატურა ზუსად იგივეა რაც დედამიწისა. საიდან მოდის ამდენი სითბო? როგორც ჩანს, იუპიტერს სითბოს მეორე წყარო აქვს, რომელიც მის დიდ წითელ ლაქაში მდებარეობს.
Nature-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევრები ხსნიან თუ როგორ შეადგინეს მათ იუპიტერის ატმოსფეროს სითბოს რუკა, რისთვისაც პლანეტის ინფრაწითელი გამოსხივება გამოიყენეს. ამ რუკით, მეცნიერებს შესაძლებლობა მიეცათ ტემპერატურას მის წყარომდე მიჰყოლოდნენ. აღმოჩნდა, რომ უმაღლესი ტემპერატურა პლანეტის დიდი წითელი ლაქის თავზე ფიქსირდება; აღნიშნული ლაქა ქარიშხლების სისტემას წარმოადგენს და ზომით ორ დედამიწაზე დიდია.
პლანეტის ტურბულენტური შტორმის ზონა მეცნიერებს ადრეც მიაჩნდათ სითბოს წყაროდ, თუმცა აღნიშნულ კვლევამდე ამის დადასტურება არ შეეძლოთ. ახლა, როცა ყველაფერი გაირკვა, მკვლევრებს კიდევ უფრო მეტი კითხვა გაუჩნდათ.
ჯერჯერობით დაუდგენელია შტორმის სისტემიდან სითბოს გამოყოფის ზუსტი მექანიზმი. ასევე უცნობია რა მოხდება იუპიტერის ატმოსფეროს ირგვლივ მომავალში, რადგან კვლევების მიხედვით დასტურდება, რომ დიდი წითელი ლაქა თანდათან ზომაში მცირდება.
თუკი დიდი წითელი ლაქა მართლაც არის პლანეტის სითბოს წყარო, მის შემცირებასთან ერთად, დაეცემა იუპიტერის ტემპერატურაც. შესაბამისად, დადასტურდება ისიც, რომ მეცნიერებმა სწორად ამოხსნეს იუპიტერის დამატებითი ტემპერატურის წყაროს საიდუმლოება.