EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ადევნება გადაკიდება, იგივე სტალკინგი, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ხდება »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2017-01-24 18:30:07

ადევნება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ხდება

ადევნება გადაკიდება, იგივე სტალკინგი, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ხდება

სისხლის სამართლის კოდექსში ახალი ცნება - ადევნება შემოდის, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. 

საკანონმდებლო ინიციატივა გაერთიანება “საფარს” ეკუთვნის, სწორედ მან მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გადასცა. “საფარის” მიერ მომზადებულ კანონპროექტში გამოყენებული ტერმინი – “გადაკიდება” იუსტიციის სამინისტრომ “უკანონო თვალთვალითა” და “ადევნებით” შეცვალა. სწორედ ამ მუხლის დამატებას გეგმავს უწყება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

გადაკიდება, იგივე სტალკინგი, საერთაშორისოდ აღიარებული ტერმინია. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საკანონმდებლო ნორმა საქართველოსთვის ახალია, მსგავსი პრაქტიკა უკვე ათწლეულებია არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი 1998 წლის ანგარიშში სტალკინგის შესახებ წერს და განმარტავს, რომ ეს არის განმეორებითი დევნა ან მუქარა, რომელიც ხდება პირის საცხოვრებელ ან სამუშაო ადგილზე. სტალკინგში მოიაზრებენ შემაწუხებელ სატელეფონო ზარებს, წერილობითი შეტყობინებების დატოვებას ან პირის ქონების დაზიანებას.

“ამ ქმედებებს, შესაძლოა, ახლდეს ან არ ახლდეს რეალური საფრთხე და ზიანი, ასევე, ასეთ ქმედებას შესაძლოა მოჰყვეს ან არ მოჰყვეს პირზე თავდასხმა ან მკვლელობა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

2

“საფარის” მიერ მომზადებულ ინიციატივაში “გადაკიდების მუხლი” შემდეგნაირადაა განმარტებული – არაკანონიერი თვალთვალი, განმეორებითი შევიწროვება, დევნა, მუქარა, პირადი, სატელეფონო, ელექტორნული ან მესამე პირის მეშვეობით კომუნიკაციის დამყარება ან სხვა ქმედება, რომელიც მსხვერპლში იწვევს მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს და მის, მისი ახლობლის ან საკუთრების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენების საფუძვლიან შიშს და აიძულებს მსხვერპლს მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი.

შესაბამისი ცვლილებები შედის „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ შესახებ საქართველოს  კანონში, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ნაწილია.

ადევნება განისაზღვრება როგორც პირადად,  ან მესამე პირის მეშვეობით  პირის, მისი ოჯახის წევრის, ან  სხვა ახლო ნათესავის  არაკანონიერი თვალთვალი;  ასევე არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული, ან სხვა  საშუალებით, მუქარა, რაც აიძულებს  პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს  ცხოვრების წესი. ეს ქმედება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით  დასჯადი ხდება.  

იუსტიციის სამინისტროს  მიერ შემუშავებული აღნიშნული საკანონმდებლო  ცვლილებებათა პაკეტი 20-მდე კანონს შეეხება.

მთავრობის სხდომაზე დამტკიცებული  საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საბოლოოდ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.