EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

nino0081

nino131

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani




« ანტისაბჭოთა იატაკქვეშა ორგანიზაცია – სამანი »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: admin

თარიღი: 2017-01-30 16:53:39

ანტისაბჭოთა იატაკქვეშა ორგანიზაცია – სამანი

ანტისაბჭოთა იატაკქვეშა ორგანიზაცია – სამანი

მეორე მსოფლიო ომის დროს, საქართველოში არსებობდა ანტისაბჭოთა იატაკქვეშა ორგანიზაცია – “სამანი” (სამანი ნიშნავს: მიჯნა, სამიჯნო ნიშანი (ქვა, ქვის ან ლითონის ჯვარი და ა.შ.) ძველ საქართველოში. ტერმინი გვხვდება საადგილმამულო საბუთებში XV ს. შუა წლებიდან. ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნში სამანს ეხება 2 მუხლი: „241. ქ. სამძღვრის მოგლეჯისათვის“ და „242. 1. სამნის მოგლეჯისათვის“, რომლითაც დამნაშავეს სასჯელად ხელის მოკვეთა ეფარდებოდა. სამანი ეწოდებოდა აგრეთვე თემისაგან მოკვეთის სიმბოლოს — მიწაში ჩასმულ ქვას ნიშნად იმისა, რომ განდევნილს თემში აღარ მიესვლებოდა), რომელიც საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლ ახალგაზრდა ნაციონალისტებს აერთიანებდა და რომელშიც თუშები აქტიურად იყვნენ ჩაბმულნი. ორგანიზაცია მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას, საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და კერძო საკუთრების, როგორც ცხოვრების ბუნებრივი განვითარების აუცილებელი პირობის აღდგენას. 1941 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა სამანელთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ ზანდუკელი და მისი თანამოაზრე 17 ასპირანტი. სამანელთა ნაწილმა შეძლო თავი დაეღწია რეპრესიებისათვის და ადრე გაზაფხულზე თუშეთს შეეხიზნა. ორგანიზაციის ცნობილმა წევრებმა: ადამ ბობღიაშვილმა, კიმო ლაგაზიძემ, გიგო ქააძემ, მიხეილ იმედიძემ ანტისაბჭოთა პროპაგანდა გააჩაღეს. სამანელთა პირველი კრება 1942 წელს სოფელ დოჭუში, გოგალე ხოხიაიძის ბინაში გაიმართა, რომელსაც 50 კაცი დაესწრო. კრებამ გომეწრის ხეობაში საბჭოთა ხელისუფლება დამხობილად გამოაცხადა.

თუშეთში მოქმედმა “სამანის” ხელმძღვანელობამ სოფელ დოჭუში გ. ხოხიაიძის ბინაში გამოიზამთრა და 1943 წლის ადრეულ გაზაფხულზე საბედისწეროდ დაასრულა საქმიანობა. თელავიდან შინსახკომის 250 კაციანმა რაზმმა სოფელი ომალო დანაღმა. საიდუმლო ორგანიზაციის წევრების ერთი ნაწილი მთაშივე დახოცეს და თავები დააჭრეს, ცოცხლად დარჩენილები კი ერთმანეთს თოკით გადააბეს და ზამთრის სუსხიან ყინვაში ბარისკენ ფეხით გამორეკეს, მოძმეთა მოჭრილი თავები კი ხურჯინით მეგობრებსვე ატარებინეს.