EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: admin

თარიღი: 2017-02-02 22:08:01

ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტ

საქართველოს საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე კენჭი დღეს უყარეს. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
 
საქართველოს საკითხზე კენჭისყრას წინ უძღვოდა ევროპარლამენტარებს შორის დებატები.
 
"ძვირფასო ქართველებო, თქვენი ქვეყანა ეჭვის ქვეშ ნამდვილად არ დგას – მიჰალ ბონი"
 
 
 
ევროპარლამენტის წევრმა, მიჰალ ბონიმ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკითხის განხილვისას საქართველოს მოქალაქეებს მიმართა:
”მე მსურს მივმართო საქართველოს მოქალაქეებს. ძვირფასო ქართველებო, დღევანდელი გადაწყვეტილება ევროკავშირის პარლამენტისა გახლავთ ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი ვიზალიბერალიზაციის მარათონზე. თქვენ დაიმსახურეთ ეს და მე ვამაყობ, რომ ჩემი წვლილი მაქვს დადებითი გადაწყვეტილების მიღებაში. ვიზალიბერალიზაციის პროცესი საშუალებას მოგცემთ ძალიან დიდი შესაძლებლობებისა და კარს გაგიხსნით, რომ უფრო მეტად განვითარდეს თქვენი ქვეყანა. ვინაიდან, თქვენ დააკმაყოფილეთ ის უმაღლესი ნიშნული, რომელიც თან ახლავს ვიზალიბერალიზაციის პროცესებს. ასევე, ასოცირების დღის წესრიგიც იქნა დაკმაყოფილებული და მე დარწმუნებული ვარ, რომ ვიზალიბერალიზაცია უფრო მეტ ენერგიას და ენთუზიაზმს შემატებს ქვეყნის ლიდერებს მიუხედავად გამოწვევებისა. თქვენი ქვეყანა ეჭვის ქვეშ ნამდვილად არ დგას. თქვენ ამაყობთ, რომ გაგაჩნიათ მისწრაფება ევროკავშირისა”, – განაცხადა მიჰალ ბონიმ.
 

ასეთ მდგომარეობაში არ გვჭირდება ვიზალიბერალიზაცია, ეს გაამძაფრებს ორგანიზებულ დანაშაულს – განაცხადა ვიკი მაიერმა

 

 
ევროპარლამენტარმა ვიკი მაიერმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმთან დაკავშირებული საკითხის განხილვის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ როდესაც საუბარია ვიზალიბერალიზაციაზე, საკითხის ფართო ჭრილში განხილვა ღირს.
 
”ბრიუსელის მიერ შემოთავაზებული ვიზალიბერალიზაცია დღევანდელი განხილვის საგანი გახლავთ, თუმცა პარალელურად უნდა ვისაუბროთ იმ სერიოზულ კრიზისზე, რომელიც არსებობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროშიც. ამიტომ ჩვენ ასეთ მდგომარეობაში ნამდვილად არ გვჭირდება ვიზალიბერალიზაცია. ვინაიდან, ასეთი ტიპის ლიბერალიზაცია გაამძაფრებს ორგანიზებულ დანაშაულს. თუკი გავიხსენებთ გერმანიაში გასულ წელს საქართველოდან დაფიქსირებულ ორგანიზებულ დამნაშავეებს, ცოტა საფრთხის წინაშე ვიმყოფებით. ამიტომ, არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს ის საფრთხე, მეორე მხარე, რომელიც მოჰყვება ვიზალიბერალიზაციის პროცესს. სწორედ ამიტომ, უფრო ფართო ჭრილში ღირს საკითხის განხილვა, როცა საუბარია ვიზალიბერალიზაციის საკითხზე”, 
 
დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის ავტომატურად ამოქმედებას არ ნიშნავს. დარჩენილია ცალკეული ტექნიკური პროცედურები.