EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« ინფორმაცია, რომელსაც თმა მალავს »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: Juloboy

თარიღი: 2017-02-06 15:12:25

ინფორმაცია, რომელსაც თმა მალავს

ინფორმაცია-რომელსაც-თმა-მალავს

თანამედროვე ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის მიღწევები საშუალებას გვაძლევს თმის რამოდენიმე ღერით ადამიანის შესახებ შევიტყოთ უფრო მეტი ვიდრე შერლოკ ჰოლმს შეეძლო 100 წლის წინათ.

 

წლების განმავლობაში პიროვნების იდენტიფიკაცია ხდებოდა ერთადერთი ანალიზით – თითების ანაბეჭდით (დაქტილოსკოპია).

ეს ტერმინი შემოვიდა1887 წელს ვილიამ გერსელის მიერ.

 

1987 წელს პირველად მოხდა პიროვნების იდენტიფიკაცია დნმ–ის ანალიზით (გენომური დაქტილოსკოპია).

მეთოდი აღმოჩენილი იქნა 1985 წელს ბრიტანელ გენეტიკოსი ჯეფრიზის მიერ.

 

გენომური დაქტილოსკოპია გამოიყენება ნათესაური კავშირების (მაგ. მამობის) დასადგენად ან გვამის საიდენტიფიკაციოდ.

ამისათვის ნებისმიერი ბიოლოგიური მასალიდან (სისხლი, კანი, სპერმა, თმის ფოლიკული) გამოყოფენ დნმ–ს.

beautiful woman

როგორც ავღნიშნეთ, დნმ–ის გამოყოფა შესაძლებელია თმიდანაც, მაგრამ თმის ღერში დნმ არ არის, ამიტომ გენომური დაქტილოსკოპიის ჩასატარებლად აუცილებელია თმის ბოლქვი.


 

ჯერ–ჯერობით თმის დნმ – ით ვერ დგინდება ინფორმაცია ადამიანის გარეგნულ ნიშნებზე – მაგ. თვალის ფერი , სიმაღლე და ა.შ.  თუმცა თეორიულად ეს შესაძლებელია და მიმდინარეობს კვლევები. 

 

შეჭრილი ან გაპარსული თმით შესაძლოა დადგინდეს არის თუ არა ადამიანი ნარკოტიკების მომხმარებელი. 

 

ასეთი დასკვნა გააკეთეს კალიფორნიის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში რადიოიმუნოლოგიური მეთოდის გამოყენებით.

 

ადამიანის თმის ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია ადამიანის მიერ ნარკოტიკების მოხმარების „კალენდრის“ შედგენა.

 

თმის სიგრძე თვეში იზრდება 1სმ–ით. ამ დროის განმავლობაში ორგანიზმში მოხვედრილი ტოქსინები გროვდება თმის ქერქოვან შრეში. ტოქსინები თმაში ხვდება არამარტო სისხლიდან, არამედ გარემოდან მაგ. გამონაბოლქვი და სხვა.

 

თმის სპექრტალური ანალიზით ასევე შესაძლოა დადგინდეს ადამიანის კვების რაციონი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომავალში ადამიანი  თავის დაკარგულ თმას გულისყურით მოეპყრობა. 

 

საპარიკმახეროში შესული მომხმარებელი მოითხოვს შეჭრილი თმის განადგურებას მისი თანდასწრებით, რადგან ის იქნება მრავალი საიდუმლოს მატარებელი.