EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

nino0081

nino131

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani




« ტესტოსტერონი - მეფეთა ჰორმონი »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: Juloboy

თარიღი: 2017-02-06 15:30:08

ტესტოსტერონი - მეფეთა ჰორმონი

Тестостерон

„ჰორმონთა მეფე, მეფეთა ჰორმონი“ – ასე უწოდებენ ტესტოსტერონს ანდროლოგები.

 

ტესტოსტერონი არის მთავარი ჰორმონი არამარტო მამაკაცებში არამედ ქალებში – ასეთი სენსაციური განცხადება გააკეთეს ანდროლოგებმა, რომლებიც სწავლობდნენ ადამიანის დაბერების პროცესებს. მათი აზრით,ის განსაზღვრავს არისტოკრატიულ ნაკვთებს ქალბატონებში.ტესტოსტერონის ნორმალური დონე აისახება მამაკაცის ჯანმრთელობაზე.

ჯანმრთელი მამაკაცის ფორმულა ასეთია – მამაკაცი ტესტოსტერონის ნორმალური დონით, რომლის წელის გარშემოწერილობა 94სმ–ზე ნაკლებია.

ტესტოსტერონის ნორმალური მაჩვენებელი მერყეობს 4,2–42 პგ/მლ.დილით ეს მაჩვენებელი მაღალია, ღამით კი მცირდება. 30 წლის შემდეგ ტესტოსტერონის დონე იკლებს 1%–ით წელიწადში.

სიბერის პროფილაქტიკა ეს არის ტესტოსტერონის ნორმალური დონის შენარჩუნება. ამისათვის საჭიროა 30 წლის შემდეგ ტესტოსტერონის მიღება დამატებით, ან უნდა მოხდეს ტესტოსტერონის გამომუშავების სტიმულირება.

 

არსებობს თუ არა ვიზუალური ნიშნები, რომელიც მეტყველებს ტესტოსტერონის დონეზე?

ტესტოსტერონის დონე განსაზღვრავს მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებას. გარეგნული სილამაზე არის შინაგანი ჰარმონიის ანუ ჰორმონალური სტატუსის გამომხატველი.

თუ მამაკაცის ტესტოსტერონის დონე დაბალია, მას უვითარდება სიმსუქნე, (ცხიმი ამცირებს ტესტოსტერონის დონეს სისხლში). ამ დროს მამაკაცის წელის გარშემოწერილობა 102სმ–ზე მეტია, კანი ხდება მშრალი, დანაოჭებული და მოშვებული.

 

ტესტოსტერონის მაღალი დონის დროს მამაკაცები არიან დაბალი სიმაღლის, სწრაფად ცვივათ თმა თავზე, აქტიურად ეზრდებათ თმა ცხვირში, ყურში. მათ აქვთ სოციალური ამბიციები. გაიხსენეთ ხელისუფალი მამაკაცები, რომელთაც შექმნეს კაცობრიობის ისტორია, ისინი არიან საშუალო სიმაღლის, მელოტი მამაკაცები.

 

როგორ შევინარჩუნოთ ტესტოსტერონის ნორმალური დონე?

საჭიროა დავიცვათ ცხოვრების ჯანსაღი წესი:

სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა (წელის გარშემოწერილობა არ უნდა აღემატებოდეს 94სმ–ს);

ძილის ხანგრძლივობა უნდა იყოს არა ნაკლები 7 საათისა დღე-ღამეში.

2

მამაკაცის სასქესო ჰორმინი ტესტოსტერონი ქალის ორგანიზმშიც არსებობს და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ფუნქციასაც ასრულებს. გამომუშავდება საკვეცხეებსა და თირკმელზედა ჯირკვალში.

ჰორმონი ტესტოსტერონი მნიშვნელოვანია საკვერცხეში ფოლიკულის მომწიფების პროცესში. მოზარდობის პერიოდში გოგონებში მომწოფებადი ფოლიკულის უჯრედებში ტესტოსტერონი გარდაიქმნება ესტროგენად, რომელიც მოქმედებს სარძევე ჯირკვლების ზრდაზე. პუბერტატულ პერიოდზში ხდება მამაკაცის სასქესო ჰორმონის მნიშვნელოვანი მატება ქალის ორგანიზმში.

ქალის ორგანიზმში „მამაკაცის“ ტესტოსტერონი ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

ფოლიკულის მომწიფება საკვეცხეში;
ზურგის ტვინისა და ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციონირებას უწყობს ხელს;
გუნება-განწყობის ამაღლება;
ჩონჩხის განვითარება და სხვა.
ტესტოსტერონის დონის მატების დროს ირღვევა საკვეცხეების გენერალური ფუნქცია (კვეცხუჯრედის მომწიფება ფოლიკულში) და ვლინდება მამაკაცისთვის დამახასიათებელი შტრიხები. მაღალი ტესტოსტერონი მამაკაცებთან შედარებით ქალებში უფრო ხშირად გვხვდება. არჩევენ ორი ტიპის ჰიპერანდროგენიას: თირკმელზედას და საკვეცხეების.

ქალებში ტესტოსტერონის დონის მატება:

არასწორი კვება;
თირკმელზედა ჯირკვლის გაძლიერებული მუშაობა;
გენეტიკური წინასწარგანწყობა;
ტესტოსტერონის პრეპარატების მიღება;
სხვა მედიკამენტები (ბარბიტურატები, სპაზმოლიტიკები…).
ჰიპერნადროგენიის გარეგანი ნიშნები:

ქალისთვის შეუფებელ ადილებში თმიანობის მომატება (მამაკაცური ტიპის თმიანობის გაჩენა);
თავზე თმის ცვენა (მამაკაცური ტიპის ალოპეცია – გამელოტება);
აკნე;
მამაკაცური ნიშნები;
გადიდებული კლიტორი.
ტესტოსტერონის მომატების შედეგები:

საკვეცხეების ფუნქციის დათრგუნვა;
მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ან მისი სრული გაქრობა;
შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალი რისკი;
ნაყოფის შენარჩუნების პრობლემები;
მშობიარობის გართულებები;
უშვილობა.
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებისა, რომელიმე მათგანის აღმოჩენა ჯერაც არ ნიშნავს მაღალი ტესტოსტერონის გარანტიას. დასტური და საბოლოო სიტყვა ჰორმონალური გამოკვლევების შედეგებზეა.

ორსულობის დროს ქალებში აღინიშნება ტესტოსტერონის დონის მომატება ბუნებრივად: პლაცენტა აპროდუცირებს ტესტოსტერონის დამატებით რაოდენობას.

მომატებული ტესტოსტერონი აღინიშნება ორსულობის მე-4–8 და მე-13–20 კვირებზე: ამ პერიოდში მაღალია სპონტანური აბორტის რისკი. კრიტილულ ზღვარს მისი დონე აღწევს მესამე ტრიმესტრში.

მიუხედავად იმისა, რომ ორსულობისას ტესტოსტერონი მაღალია ბუნებრივად, აუცილებელია მისი დონის მუდმივი კონტროლი.

ცნობილი ფაქტია, რომ ნებისმიერი პათოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება გაცილებით ადვილია ადრეულ სტადიაზე. ამიტომაც ტესტოსტერონის დონის მცირე ცვლილებების დროსაც კი საჭიროა დონის ნორმალიზება. დამოუკიდებლად, ექიმის კონსულტაციის გარეშე მედიკამენტების ხმარება ტესტოსტერონის დონის დასაწევად, ძალიან საშიშია.

მედიცინაში კი მაღალი ტესტოსტერონის დონის მატებისას გამოიყენება:

წონის დარეგულირება – მეიოს კლინიკის კვლევებმა აჩვენა რომ არსებული წონის (ჭარბი წონის) 7%-ით შემცირება დაბლა სწევს ანდროგენების დონეს მნიშვნელოვნად;
გლუკოკორტიკოსტეროიდები – პრედნიზოლონი და დექსამეტაზონი დაბალი დოზებით ინიშნება თირკმელზედა ჯირკვლისმიერი ჰიპერანდროგენიის დროს;
მეტფორმინი – ინიშნება შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ს დროს გლუკოზის დონის დასაქვეითებლად, მაგრამ გამოიყენება ტესტოსტერონის დონის დასაწევადაც;
ორალური კონტრაცეპტივები – ამცირებს ალოპეციას და ჰირსრუტიზმს, აკნეს;
სპირონოლაქტონი – აბლოკირებს ანდროგენების ეფექტს. თუმცა ეს მედიკამენტი აძლიერებს თმის ცვენას და სიფრთხილეა საჭირო მისი გამოყენების დროს.