EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

nino0081

nino131

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani




« შუმერულ ეპოსში ნახსენები ღმერთების, ქალღმერთების და ტოპონიმიკური სახელწოდებები »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: Nisa

თარიღი: 2017-02-10 17:03:30

შუმერულ ეპოსში ნახსენები ღმერთების, ქალღმერთების და ტოპონიმიკური სახელწოდებები

შუმერი

ენა ცოცხალი არსებაა, იბადება, იზრდება, იცვლება და კვდება. მიუხედავად დიდი ცვალებადობისა, სვანურ ენაში შუმერული სიტყვები გასაოცრად არის შენარჩუნებული.

წიგნის სახელწოდება „გილგამეშიანი“ ამავე ნაწარმოების მთავარი გმირის სახელს უკავშირდება. ძველ ენებში საკუთარი სახელების უმრავლესობა შედგენილია და მეორე ნაწილი პირველის განსაზღვრებას წარმოადგენს. გილგა, გიგა, გიგლა და ა. შ. საქართველოში კარგად გავრცელებული სახელებია. „მეშიალ“ -სვანურად „მებრძოლს“ ნიშნავს. გილგამეში საოცარი ძალის მქონე მებრძოლი იყო. სახეზე გვაქვს მცირე ფონეტიკური ცვლილება და აბსოლუტური აზრობრივი თანხვედრა.

შუმერულ ეპოსში ნახსენები ღმერთების, ქალღმერთების და ტოპონიმიკური სახელწოდებები  სვანურ ენასთან ბევრ მსგავსებას ამჟღავნებს. მაგალითად:

 „ენლილე“ შუმერთა ღმერთი -სვანური სიმღერა „ლილე“, მზის სადიდებელი.

„ ნიდაბა“-ყანების ქალღმერთი -სვანურად „დაბ“-ყანა. „ნი“ თავსართი, იგივე „დი“-მდედრობითი სქესის აღმნიშვნელი.

„არურუ“ -დემონი შუმერულში-„არურუ“ დემონის განსადევნელი უძველესი შელოცვის დასაწყისი სვანურში.

„იშთარი“ -შუმერულში ქვესკნელი ქალღმერთი -სვანურად „იშთხარ-თხრა.

„აზიგ“-უკურნებელი სენის დემონი შუმერულში- სვანურში „ზიგ“ ჭირი.

„ლაგაშ“ შუმერში ადგილის სახელწოდება -სვანურად „ლაგაშ“ ფეხის დასადგამი ადგილი.

„ნამთარი“- შუმერულში ბედისწრის მაუწყებელი-სვანურად „ნამთარი“ იგივეა, რაც, ნაწინასწარმეტყველევი.

„აქადი“ შუმერულად მაცდუნებელი, სვანურად „აქადი“- აცდენს, მ-ქადნე- მაცდუნებელი.

„დალი“- ავდრისა და ჭექაქუხილის ღმერთი შუმერში, „დალი“-სვანურში ნადირობის ქალღმერთი.

„გათ-უმდუგი“  ქალღმერთი შუმერში- „უმდაგ“- ჩაუმქრალი, უკვდავი სვანურში.

„გორო“ -საზომი ერთეული შუმერულში -„გორ“ ღვინის საზომი ერთეული ქართულში და სვანურში.

„ნანარი“ შუმერების ქალღმერთი - „ნანარი“ სოფელი ქვემო სვანეთში.

„უთუ“- შუმერთა მზის ღმერთი  - სვანურად „ათუ“-ცხელი.

„უმა“ -შუმერული ქალაქი -სვანურად „უმა“-მწირი

ქალაქი „ური“ შუმერის ჩრდილოეთ ნაწილში-სვანურში „ური“-უმწიფარი.

„ცერი“- ადგილი სახელწოდება შუმერში, „ეცერი“ სოფელი სვანეთში.

„ზაგარ“ შუმერულში ადგილის სახელწოდება, სვანურში „ზაგარ“- ზეგანი.

ლუხალი-გილგამეშის მოძღვარი, -ლუმხალ-შეგნებული, მცოდნე სვანურში.

„მელამ“- შუმერულად მომაკვდინებელი გაელვება, „მელამ“- მხრჩოლავი კვამლი სვანურად.

„ირმინი“-ქალღმერთი შუმერში-სვანურად „ირინი“- ნათდება.

„ხუმბაბა“ ტყის მცველი, შუმერში, -„თხუმ ბაბა“ -თავკაცი სვანურში.

„მაშგურ“- შუმერში დაუდგენელი ჯიშის ხე, სვანურად “მაშგურ“ უსაყრდენო.

 „ბაბა“ შუმერული ღმერთი- „ბაბა“ სვანურად პაპა.

„ლახამუ“ და „ლახმუ“- პირველშექმნილი წყვილი, როგორც ადამი და ევა, „ლახამუ“ და ლახმუ“  სოფლები სვანეთში.

„ლამარი“-ქალღვთაება, -„ლამარია“ სვანურად- ღვთისმშობელი.

„თიამათი“- ზღვა, ქაოტური წყლები შუმერულად, ქართულად ყიამეთი.

„მაგვენა“ ტაძარი შუმერში-„მაღვენა“- ქონება

 „მამი“ ქალღმერთი შუმერში, „მამი“-სოფელი სვანეთში.

 „ზუ-ლუმარი“ -ღმერთი შუმერში-„ლუმარ“ -მზად მყოფი სვანურში.„ლარიგ“ შუმერის ქალაქი- „ლარაგ“-დასაყოვნებელი ადგილი.

„სუბართუ“ შუმერულად ხურიტების ქვეყანა- „სუბარი“-უძველესი სვანური გვარი.

ამ მომცრო წიგნიდანაც კი უამრავი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, ეს არასრული ჩამონათვალია, მაგრამ ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი არის შუმერული ეპოსის მთავარი გმირის სახელი „უ-თანაფ-შითი“,  მას ღმერთებისგან ერთადერთს აქვს მინიჭებული უკვდავება. გილგამეში უთანაფშითს დაეძებს. ამ სიტყვის ძირი „თანაფ“ სვანურში „აღდგომას“ ნიშნავს. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სვანები „თანაფ“-ს ეძახიან. ჩემი აზრით, აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გასაღები.

ზურაბ კიკნაძის და სხვა ქართველი მთარგმნელების  სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ნაწარმოებში ბრწყინვალედ  არის შენარჩუნებული ტოპონიმიკის აღმნიშვნელი სიტყვები და სხვა სახელწოდებები.