EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« კომუნიკაციისათვის საჭირო ძირითადი ელემენტი: ხმის ტემბრი »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: Sofio

თარიღი: 2017-02-13 16:30:43

კომუნიკაციისათვის საჭირო ძირითადი ელემენტი: ხმის ტემბრი
კომუნიკაციისათვის საჭირო ძირითადი ელემენტი: ხმის ტემბრი
 
,,ის დუმდა სხვა ენაზე" 
(მილორდ პავიჩის, სერბი მწერლის, ცნობილი მეტაფორა)
ალბათ ყველა დამეთანხმებით რომ კარგი კომუნიკაციის უნარი წარმატების მთავარი გარანტია. სწორად შერჩეული სტრატეგია საქმიან ურთიერთობებში საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ კოლების მიმართ ურთიერთგაგებას, ეფექტიანად მოვემსახუროთ კლიენტებს, მივაღწიოთ სასურველ შედეგს მოლაპარაკების პროცესში, ადვილად დავარწმუნოთ სხვები ჩვენი აზრის სისწორეში ... ამ სიის ალბათ სხვადასხვა შეხრედულებებისამებრ გავრცობა შეიძლება, თუმცა მე ამით შემოვიფარგლები .. 
        ლოგიკურად რომ მივყვეთ ალბათ გაგვიჩნდება კითხვა თუ რა არის საჭირო ამ ყველაფრისთვის ? სხვა რა თუარა ნდობის მოპოვება, მაგრამ რითი განისაზღვრება და რა განაპირობებს ადამიანების მიმართ ჩვენს ნდობას?
          ურთერთობა ხდება სიტყვების, ხმის ტონის, სხეულის, პოზის , ჟესტების და სახის გამომეტყველების საშუალებით. მაშინაც კი როდესაც ჩუმად ვართ და დუმილს ვამჯობინებთ ურთიერთობას ვაწარმოებთ, რადგან ასეთ დროსაც კი სახის გამომეტყველების, მიმიკების  საშუალებით რაღაც ინფორმაციას გავცემთ.
          რა არის კომუნიკაცია თუ არა ერთი ადამიანის მიერ მეორისათვის შეტყობინების გადაცემა? ამას მოსდევს ის თუ როგორ მიიღებს მეორე მხარე მას და როგორ აღიქვავს იგი გაგზავნილ მესიჯს.. ამიტომაც უნდა აღინიშნოს რომ შეტყობინება მოიცავს გაცილებით მეტს ვიდრე ჩვენ მიერ ნათქვამი სიტყვები..
             სიტყვები შესაძლებლობას გვაძლევს შინაარსი გადმოვცეთ , ხოლო სხეული , ინტონაცია, ხმის ტონი ააშკარავებს ამ შინაარსის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას.
კონკრეტულად შევჩერდები ხმის მნიშვნელობაზე: იმისათვის თუ გვინდა რომ კარგი კომუნიკატორი გავხდეთ უნდა ვისწავლოთ ,,ხმის მოსმენა" დავაკვირდეთ პარტნიორს როგორ ლაპარაკობს? ხმამაღლა თუ ხმადაბლა? სწრაფად თუ ნელა? რა გრძნობას გამოხატავს ინტონაცია? ლაპარაკის დროს ხომ არ იყენებს რაიმე დამახასიათებელ სიტყვებს? თითოეული ცვლილება ეს იქნება ცვლილება ხმის სიმაღლეში , თუ ტონალობაში განმსაზღვრელია ადამიანის შინაგანი მდგომარეობისა, აგრეთვე როგორ არის ნათქვამი სიტყვები : ნერვიულად, მძიმედ, ადვილად, დაგვიანებით და ა.შ.
             იმისათვის რომ უფრო ნათლად მივხვდეთ ხმის როლს კომუნიკაციისას ავიღოთ ის შემთხვევა როდესაც იგი ხდება ტელეფონზე საუბრისას, ანუ მაშინ როდესაც თანამოსაუბრეს ვერ ვხედავთ, მთელი ორიენტირი გადადისხმის ტონის, ტემბრის, სიმაღლის დაკვირვებაზე.. 
           მეცნიერების დაკვირვებით არაერთხელ დამტკიცებულა რომ ხშირად მოსაუბრის ხმა მეტ გავლენას ახდენს ვიდრე სიტყვები.. ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ხმის კონტროლს საუბრისას. 
          ჩვენი მხრივ აუცილებელია იმ ტემბრის აყოლა რა ტემბრსაც მოსაუბრე გვთავაზობს, ეს იქნება რიტმი თუ ტონალობა, თუმცა აუცილებელია ეს ჯდებოდეს ზომიერების ფარგლებში და ბუნებრივად ხდებოდეს რდგან არცთუ ისე იშვიათია შემთხვევები როცა ამდაგვარი მიბაძვა მეორე მხარეს დაცინვად აღუქვამს ..  ამიტომ რიტმისა და ტონალობის აყოლას არ უნდა ჰქონდეს მიბაძვის სახე, არამედ მხოლოდ საუბრის ზოგადი სტილი უნდა შევინარჩუნოთ..
 
 
 
 
 
ავტორი: სოფიო ბიძინაშვილი
 
გამოყენებული ლიტერატურა: ეკა ჯაველაძეს და ლევან შატბერაშვილის სტატია
,,NIP კომუნიკაციის ოსტატობა"
სურათები მოძიებულია ,,google" დან..