EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« დამწერლობა »

კატეგორია: ვიცოდეთ

ავტორი: Tako koreli

თარიღი: 2017-02-13 16:48:13

დამწერლობა
 
დამწერლობა მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რაც  გაგვაჩნია და დღემდე მოღწეული ცნობების უდიდესი ნაწილი, რომლებმაც ისტორია შემოგვინახეს, სწორედ მისი დამსახურებაა.
 
 ამიტომ იქ სადაც ინფორმაციას ვახსენებთ, ძალაუნებურად წამოტივტივდება  ეს არაჩვეულებრივი საშუალება მის გასავრცელებლად.
 
 
 
 
დამწერლობა არის გრაფიკულ ნიშანთა, ან გამოხატულებათა მეშვეობით სამეტყველო ინფორმაციის ფიქსაციის საშუალება.
 
 
მსოფლიოში სულ 14 დამწერლობა არსებობს, ესენია:
 
 
1. ჩინური
2. ბერძნული
3. ლათინური
4. ებრაული
5. ქართული
6. სირიული
7. არაბული
8. სომხური
9. ეთიოპიური
10. იაპონური
11. ლავურ-კირილური
12. ინდური 
13. მონღოლური
14. კორეული
 
 
ქვემოთ წარმოდგენილია 14 დამწერლობა, რომელთაც დღესაც გამოიყენებენ სხვადასხვა ქვეყნებში  
 
 
 
ქართული დამწერლობა
 
ქართული დამწერლობა — ანბანური ტიპის თავისთავადი, თვითმყოფადი სისტემა, რომელსაც ქართველური ენები (ძირითადად ქართული) იყენებს, დროგამოშვებით კი სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები 1940-იან წლებში). თანამედროვე ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ქართულ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში ნაცრისფრად აღნიშნულია ასოები, რომლებიც ამჟამად არ გამოიყენება. ქართული გადმოცემის თანახმად, ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეფემ — ფარნავაზ I-მა შექმნა. 
 
 
 
ქართული დამწერლობის შემოღების თარიღზე მიმანიშნებელი ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი წყარო არ არსებობს. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი მას ფარნავაზ I-ს მიაწერს, ძვ. წ. III საუკუნეში, თუმცა ამის დამადასტურებელი უფრო ადრინდელი საბუთი არ არის. ქართული ლიტერატურის ჩვენამდე მოღწეული უძველესი ძეგლი „შუშანიკის წამება“(V საუკუნე) მიანიშნებს, რომ მის დაწერამდე უნდა არსებულიყო განვითარებული წერილობითი კულტურა. ამასთან, პროფესორ რევაზ ბარამიძის მიერ 1990-იანი წლების დამდეგს დადასტურებულია, რომ „ქართლის ცხოვრება“-ში ჩართული „ცხოვრება ფარნავაზისი“ არის ფარნავაზის თანამედროვე ჟამთააღმწერლის მიერ შექმნილი თხზულება, თუმცა ეს ფაქტი ამ პერიოდში ქართული დამწერლობის არსებობას ვერ ადასტურებს.
 
 
ქართული დამწელობა შედგება სამი ისტორიული სახისაგან, სისტემისაგან: ასომთავრული (ხუცური ასომთავრული, მრგვლოვანი, მთავრული), ნუსხური (ხუცური, ნუსხა-ხუცური, კუთხოვანი) და მხედრული. თითოეულ მათგანს თავისი გრაფიკული დამახასიათებელი სტილი აქვს, მაგრამ ასოთა მოხაზულობათა ცვალებადობის თვალსაზრისით ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია, ხოლო მხედრული — ნუსხურისა. ეს ცვლილებები თავის მხრივ განსაზღვრა სწრაფი, გამარტივებული წერისაკენ მისწრაფებამ, რასაც წიგნზე მზარდი მოთხოვნილება განაპირობებდა. ქართული დამწერლობის ტიპიზაცია იყენებს სამი ქართული დამწერლობის ცნებას.
 
 
 
 
 
ჩინური დამწერლობა
 
 
ჩინური დამწერლობა (ტრად. 漢字, გამარტ. 汉字, პინ-ინზე Hànzì) ლოგოგრამული დამწერლობა, რომელიც გამოიყენება ჩინურ და იაპონურ ენებში, ხანდახან კორეულშიც და ადრე ვიეტნამურ ენაშიც. ჩინური დამწერლობა წარმოიქმნა 3200 წლის წინ და სავარაუდოდ დღეს არსებული დამწერლობებიდან უძველესია. მიუხედავად ამისა ამ 3200 წლის მანძილზე ჩინურმა დამწერლობამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და მისი უძველესი ნიმუშების წაკითხვა მხოლოდ ლინვგისტი არქეოლოგებისთვისაა შესაძლებელი.
 
ჩინეთში აღმოჩენილი დამწერლობის უძველესი ნიმუშები კუს ჯავშანზე დაახლოვებით ძვ. წ. VIII ათასწლეულს, ეს ნაწერები არის დამწერლობის უძველესი ნიმუშები, თუმცა მათი გაშიფვრა ჯერ ვერ მოხერხდა და უცნობია მათი კავშირი ჩინურ დამწერლობასთან.
ჩინურ დამწერლობაში სიმბოლოთა რაოდენობა რამდენიმე ათეული ათასია და თითოეულ სიმბოლოს აქვს არა მხოლოდ ფონეტიკური არამედ აზრობრივი მნიშვნელობაც.
ჩინურ სიმბოლოთა 4% არის პიქტოგრამებიდან წარმოებული, თუმცა უმეტეს შემთხვევაში თანამედროვე იეროგლიფებსა და პიქტოგრამებს შორის კავშირის შემჩნევა არც ისე ადვილია. დანარჩენები ლოგიკურად არის შედგენილი რამდენიმე მარტივი იეროგლიფისგან.
დიდ ლექსიკონებში 46 ათასზე მეტი იეროგლიფია შესული, თუმცა მათი უმეტესობა საკმაოდ იშვიათად გამოიყენება. საშუალოდ ჩინელმა ან ჩინურის მცოდნემ 3000-4000 იეროგლიფი იცის.
ტრადიციულად თითო იეროგლიფი აღნიშნავს თითო მარცვალს, ხოლო ბევრი ჩინური სიტყვა შედგენა ერთზე მეტი მარცვლისგან, რომელთა დასაწერად გამოიყენება ერთზე მეტი იეროგლიფი. ჩინური ენის სხვადასხვა დიალექტებში იეროგლიფის წარმოთმა განსხვავდება, მაგრამ მნიშვნელობა და დაწერის სახე ერთიანია ყველასთვის. ამის გარდა ბევრი სიმბოლო გადასულია იაპონურ და კორეულ ენებში, სადაც უკვე სულ სხვა მნიშვნელობა და გამოთმა აქვს შეძენილი.
კონტინენტურ ჩინეთში გამოიყენება 1956 წლიდან გამარტივებული დამწერლობა, ხოლო ტაივანზე და ჰონგკონგში ტრადიციული ჩინური დამწერლობა. გამარტივებული ჩინური ასევე გადაირეს სინგაპურშიც.
 
ბერძნული დამწერლობა
 
ბერძნული დამწერლობა არის ბერძნული ენის ანბანი. პირველი წარწერები გვხვდება ქრისტეს შობამდე მე-9 საუკუნეში. იგი წარმოიშვა ძველი ფინიკიური დამწერლობისაგან. ფინიკიურიდან. ბერძნულში გადმოსვლისას ყველა ასომ სახე შეიცვალა, ბერძნებმა ანბანში პირველებმა შემოიტანეს ხმოვნები. ბერძნულ ანბანში 24 ასოა, მათგან შვიდი ხმოვანია. ისევე როგორც ლათინურსა და კირილიცაში, ბერძნულშიც არის დიდი და პატარა ასოები.
 
ასოთა სახელწოდებები, ისევე როგორც მოხაზულობები, ბერძნებმა ფინიკიურისგან გადმოიღეს. მაგალითად ფინიკიურში პირველი ორი ასოს სახელწოდებაა „ალეფ“ და „ბეთ“, ბერძნულშიც იგივე ასოებს ჰქვიათ „ალფა“ და „ბეტა“.
ზოგიერთი ხმოვნის სახელი დამკვიდრდა ბიზანტიურ ხანაში. მაგალითად „ომიკრონ“ (ο) და „ომეგა“ (ω). ამ ასოთა სახელი მომდინარეობს სითყვებიდან მიკრონ (პატარა) და მეგა (დიდი), ხოლო თუ ამ ასოებს მივუწერთ „ო“-ს მივიღებთ: ო-პატარა (ო-მიკრონ) და ო-დიდი (ო-მეგა). ასევე „იფსილონ“ და „ეფსილონ“, ნიშნავს ი-მოკლე და ი-გრძელი.
 
 
 
 
 
 
ლათინური დამწერლობა
 
 
ლათინური დამწერლობა (რომაული ანბანი, ლათინურ ენაზე „abecedarium“ [აბეცედარიუმი]) არის თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ანბანური დამწერლობა. მას რომანული, გერმანიკული, ფინურ-უგორული,სლავური, თურქული და სხვა ენები გამოიყენებენ.
ლათინური დამწერლობა 26 ასო-ნიშნისაგან შედგება. ენათა ჟღერადობრივი ბუნების მიხედვით ეს ასო-ნიშნები სხვადასხვაგვარად წარმოითქმება. მათ ასევე სხვადასხვა სახელი გააჩნიათ. ზოგ ბგერათა გადმოსაცემად სხვადასხვა ვარიანტი არსებობს სხვადასხვა ენაში.
 
ლათინური დამწერლობა მომდინარეობს ეტრუსკული ანბანიდან, რომელიც ეტრუსკებმა ბერძნულის მიხედვით შექმნეს. ლათინურ ანბანში თავდაპირველად 21 ასო იყო:
A B C D E F H I K L M N O P Q R S T V X Z
ნიშანი C გამოიყენებოდა გ-სა და კ-ს ჩასაწერად. ასო G მხოლოდ ქრ.შ.მდე 234 წელს დაამატეს. ძვ.წ I საუკუნეში დაამატეს ასო Y, y [ი ფსილონი, ანუ მოკლე ი] ბერძნულიდან შემოსული სიტყვებისთვის იქნა შემოტანილი და ზოგიერთ ენაში მას არა მოკლე ი-ს, არამედ ბერძნულ ი-ს, ანუ ი გრეკ-ს უწოდებენ. ასე მიიღეს 23 ასო-ნიშანი.
 
 
ებრაული დამწერლობა
 
ებრაული ანბანი (ებრაულად: אָלֶף־בֵּית עִבְרִי‎ ალეფ-ბეთ ივრი) არის ძველი და თანამედროვე ებრაული, მათ შორის ბიბლიისა და თალმუდის არამეულის სადამწერლობო სისტემა.
 
 
 
ებრაული დამწერლობა განვითარდა ფინიკიურისა და ქანაანური კონსონანტური დამწერლობებისაგან. ასოთა მოხაზულობა წინამორბედ დამწერლობებში ერთ საგანს აღნიშნავდა, ებრაულში კი ამ ნიშნებმა ბგერების მნიშვნელობები შეიძინეს (მაგალითად ב-ს 90o-ით შემობრუნებით მიიღება ფინიკიურ ნიშანს, რომელიც აღნიშნავდა სახლს Phoenician beth.png - ებრაულად - בית (ბაჲთ) ”სახლი”). უძველესი ხელნაწერები მოიპოვება ძვ.წ. XII საუკუნეში.
 
 
 
 
 
 
 
სირიული დამწერლობა
 
სირიული დამწელობა — შედგება 22 ასოსგან, რომელიც არის წარმოშობილი არამეული დამწერლობიდან. დამწერლობა არის კონსონანტური, იწერება მარჯვნიდან მარცხნივ.
 
დამწერლობის ის ტიპი რომელზეც წერდნენ V საუკუნემდე კლასიკურ სირიულ დამწერლობად არის მოხსენიებულ იმ, ანესტრანგელო. ამის მერე, როგორც კი დაიყო აღმოსავლეთის ასურული ეკლესია ორ ნაწილად (ნესტერიანელებსა და სირო-იაკობიტებზე), დაიყო დამწერლობაც. თითოეულმა ახალმა ეკლესიამ გამოიმუშავა თავისი შრიფტი სირიული დამწერლობის საბუძველზე.
 
 
 
 
არაბული დამწერლობა
 
დღეისათვის არაბული დამწერლობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში. მას ძირითადად იყენებენ არაბულ ქვეყნებში, აგეთვე ირანში, ავღანეთსა და პაკისტანში. ისტორიულად არაბული ანბანის არსებობა მტკიცდება ისეთ ევროპულ ქვეყნებში, როგორიცაა ბელარუსი, ან ბოსნია. ამ უკანასკნელში არაბული ანბანის ბოსნიურ, დიაკრიტიკულად გავრცობილ ნაირსახეობას "არებიცას" უწოდებენ.
 
ანბანი 
არაბული ანბანი (არაბ. الأبجدية العربي‎‎ [ალ–აბჯადიიჲა ალ-არაბიიჲა] ), არაბული ენის ანბანი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ანბანად ითვლება მსოფლიოში. არაბული ანბანი შედგება 28 ასოსგან და იწერება მარჯვნიდან მარცხნივ. ასოების დიდ ნაწილს ოთხი სხვადასხვა სახე აქვს იმისდა მიხედვით, თუ რა ადგილი უჭირავს ასოს სიტყვაში. არაბულ ანბანში არ არის ხმოვნები. მათ აღსანიშნავად გამოყენებულია დიაკრიტიკულ ნიშნები. წერის დროს ასოები ერთმანეთზეა გადაბმული, გამონაკლისია 6 ასო რომელიც მარცხნიდან არ გადაებმებიან ეს ასოებია: ( ا )-ალიჶ,( د )- დალ,( ذ )- ზალ,( ر )- რა, ( ز )-ზაინ, ( و )-ვავ. გადაბმული წერა აუცილებელი მოთხოვნა არაბულისთვის. ქართულში გადაბმულად წერას ვიყენებთ მხოლოდ ხელნაწერში და სავარაუდოა, რომ არაბულის გავლენა უნდა იყოს.
 
 
სომხური დამწერლობა
 
სომხური დამწერლობა ანბანური ტიპის დამწერლობა, რომელსაც სომხური ენა იყენებს. გადმოცემის თანახმად იგი 405 წელს შექმნა სომეხმა საზოგადო მოღვაწემ მესროპ მაშტოცმა. მას შემდეგ სომხური ანბანი გამოიყენება ორი თანამედროვე, სალიტერატურო და სასაუბრო, დიალექტების დასაწერად — აღმოსავლეთ სომხურისა და დასავლეთ სომხურისთვის — რომლებიც ერთ პერიოდში განვითარდა. შექმნილია ფონეტიკურ პრინციპზე. თავდაპირველად სომხურ ანბანში 36 ასო იყო, მოგვიანებით (XII საუკუნე) კი მას სამი ასო დაემატა. თანამედროვე სომხურ ანბანში 39 ასოა, ამათგან 7 ხმოვანია, დანარჩენი კი თანხმოვანი.
 
 
განვითარების ხანგრძლივი გზის მიუხედავად სომხურ ანბანს უძველესი დროიდან დღემდე არსებითად სახე არ შეუცვლია. მისი ძირითადი სახეობებია ერკათაგირი (ასომთავრული) დაბოლორგირი (ნუსხური). ცნობილია აგრეთვე მათ შორის გარდამავალი ტიპები. გვიანდელ შუა საუკუნეებში გავრცელდა ბოლორგირის ნაირსახეობანი: ნოტრგირი (მდივან-მწიგნობრული) და შღაგირი (გაკრული). საუკუნეების მანძილზე სომხურმა დამწერლობამ შექმნა დაქარაგმების, ლიგატურების, კრიპტოგრამებისა და სიმბოლოების უმდიდრესი სისტემა. სომხური დამწერლობის გენეზისისა და დათარიღების პრობლემა ჯერ კიდევ არაა გადაჭრილი.
 
 
 
ეთიოპიური დამწერლობა
 
ეთიოპიური დამწერლობა (ግዕዝ Gəʿəz) — მარცვლოვანი დამწერლობა (აბუგიდა), რომელიც სამხრეთარაბული დამწერლობისაგან განვითარდა. ის, სხვა სემიტური დამწერლობებისაგან განსხვავებით მარცხნიდან მარჯვნივ იწერება. ამჰარულ დატიგრინიულ ენებზე, რომლებიც ეთიოპიური ანბანით ჩაიწერება, დამწერლობის სახელწოდებაა ფიდელ (ፊደል).
თავდაპირველი კონსონანტური დამწერლობა დროთა განმავლობაში მარცვოვანამდე შეივსო, რომელშიც თანხმოვნის მომდევნო ხმოვანს მთავარ ნიშანზე გადაბმული დიაკრიტიკული ნიშანი გამოხატავს. დიაკრიტიკული ნიშანი თანხმოვნის გამომხატველ ნიშანს შეიძლება ებმოდეს ზემოდან, ქვემოდან, მარცხნიდან ან მარჯვნიდან, იმის მიხედვით, თუ რომელ ხმოვანს გამოხატავს იგი. მეცნიერები ეთიოპიურ დამწერლობას, ისევე როგორც ინდურს, აბუგიდას კატეგორიაში აერთიანებენ. თუმცა, ინდური შრიფტები გაცილებით ძველია, ვიდე ეთიოპიური სილაბური დამწერლობა.
ეთიოპიური დამწერლობა მხოლოდ თანამედროვე ეპოქაში იქნა სისტემატიზირებული. ძველი ეთიოპიური ენისათვის, გეეზისათვის შექმნილ დამწერლობას, თანამედროვე ენების, ამჰარულის, ტიგრინიისა და სხვათა შესაწყობად გარკვეული მოდიფიკაცია ჩაუტარდა. ზოგიერთი ძველი ნიშანი ხმარებიდან იქნა ამოღებული და მათ დღეს მხოლოდ ეტიმოლოგიური მნიშვნელობა გააჩნიათ.
ამჰარული ენისა და ტიგრინიას გარდა ეთიოპიურ დამწერლობას იყენებს ასევე ჰარარი ენა და რამდენიმე გურაგე ენა ეთიოპიაში, ხოლო ორომო ენა 1991 წლიდან ეთიოპიურის ნაცვლად ლათინური ანბანით ჩაიწერება.
 
 
 
იაპონური დამწერლობა
 
იაპონური დამწერლობა არის ჩინური სიტყვა–ნიშნური სისტემისა და იაპონური (კუთხოვანი (კატაკანა) და მრგვლოვანი (ჰირაგანა) მარცვლოვანი დამწერლობის ერთგვარი ნარევი. სავარაუდოდ ჩვენი წელთაღრიცხვის 400 წლისათვის უკვე კარგად განვითარებული ჩინური დამწერლობა უნდა შემოეტანათ ასევე იაპონიაში. დროთა განმავლობაში იაპონელებმა უცხოეთიდან შემოტანილი ეს გრაფიკული ნიშნები კიდევ დაახლ. 250 იდეოგრამით (კანჯი) განავრცეს. იმის გამო, რომ იაპონური ენა აგლუტინირებადი ენა არის და მისი ბგერების ჩინური სიტყვა–ნიშნების მეშვეობით ადეკვატური გადმოტანა შეუძლებელი გახდა, იაპონლებმა შემდეგ ხერხს მიმართეს; მათ კანჯის ნიშნები მიუხედავად მათი მნიშვნელობისა იაპონური ბგერების გადმოსაცემად „ისესხეს“ და მათი გამოყენება დაიწყეს ფონეტიკური დანიშნულებით (კანა). იაპონური მარცვლებისთვის ნიშანთა ჯგუფების ხშირმა გამოყენებამ IX საუკუნეში ხელი შეუწყო ნაწილობრივ შემოკლებული ფორმების გაჩენას; ამ შრიფტს დაარქვეს ჰირაგანა. ამავდროულად IX საუკუნეში კანას მეორე ფორმა გაჩნდა და მას კატაკანა ეწოდა.
დღესდღეობით ყველაზე უფრო გამოყენებადი კანჯის რაოდენობა შეადგენს 1850, რომელთაგან 881 ნიშნის შესწავლა სავალდებულოა ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში. შერეული სტილით წერისას ცნებები კანჯის მეშვეობით გამოიხატება, მორფოლოგიურ–სინტაქსურ ელემენტებს (სუფიქსები, ბოლოსართები და ა.შ.) კი ჰირაგანათი წერენ. კატაკანას გამოყენება შეზღუდულია გარკვეული სფეროებით (მაგ.; კატაკანათი წერენ უცხო ან ნასესხებ სიტყვებს). იაპონლები ტრადიციულად წერენ ვერტიკალურად, ზევიდან ქვევით, მაგრამ ასევე ჰორიზონტალურად — მარცხნიდან მარჯვნივ.