EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რას გვეუბნება ხმის ტემბრი ადამიანის ხასიათზე »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: Ninuca
თარიღი: 2017-02-13 16:56:17
ხმას, საუბრის მანერას და ინტონაციას ბევრი რამ შეუძლია თქვას პიროვნების ხასიათის შესახებ. ამიტომაცაა, რომ ხშირად საკუთარი გრძნობების დაფარვას ვერ ვახერხებთ. ხმა – ეს ის იარაღია, რომლის რაციონალურად გამოყენება ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის მხოლოდ სიკეთის მომტანია.
ხმამაღლა და მკვეთრი ინტონაციით მოლაპარაკენი, გარშემო მყოფებს, ხშირ შემთხვევაში, ნევროზულ მდგომარეობაში აგდებენ. უმეტესწილად, ამ კატეგორიის ადამიანები არ არიან საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში დარწმუნებულნი. აქედან მომდინარეობს მათი აგრესიაც, რაც მათ ირგვლივ მყოფთ, დაძაბულ და უსიამოვნო გარემოს უქმნის.
სასიამოვნო, დაბალი ხმის ტემბრის მქონე ადამიანებმა კარგად იციან საკუთარი თავის ფასი.
წვრილი, ბავშვური ხმა კი უმეტესწილად, მშიშრებსა და სხვაზე დამოკიდებულებს აქვთ. ყველა ადამიანი ინდივიდუალურად ლაპარაკობს – საკუთარი ჩვევების, ემოციებისა და ხმის ტემბრის მიხედვით. ხმა არც ზომაზე მეტად ნაზი და ჩუმი უნდა იყოს და არც – ძალზე ბოხი და ომახიანი.
ყოველთვის გახსოვდეთ: თუ ზედმეტად ჩუმი, დაღლილი ხმით ილაპარაკებთ, თქვენთან ურთიერთობისა და საუბრის სურვილი ყველას გაუქრება. ასევე, ძალზე რთულია ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც სიტყვებს ძლივს “ამოჰგლეჯ”.
კარგია, თუ თანამოსაუბრის ინტონაცია მკაფიო და არამონოტონური იქნება. რა თქმა უნდა, შესანიშნავია, თუ ადამიანს თანდაყოლილი, სასიამოვნო ტემბრისა და ფართო დიაპაზონის ხმა აქვს.
ხმის გაუარესება შეიძლება ზედმეტმა ნერვიულობამ, გადაღლილობამ ან გამოუძინებლობის მუდმივმა შეგრძნებამ გამოიწვიოს. თუმცა მისი ყველაზე ვერაგი მტერი მაინც ნიკოტინია.
თუ ჩვენს ხმას მელოდიურობა აკლია, ამაში საგანგაშო ნამდვილად არაფერია, რადგან ჩვენვე შეგიძლია საკუთარი ხმა ბევრად უფრო სასიამოვნო გავხადოთ: სანამ საუბარში ჩავერთვებით (ან თავად დავიწყებდეთ ლაპარაკს), დადებითად განვეწყოთ თანამოსაუბრის მიმართ. ამგვარი დამოკიდებულება და პოზიტიური განწყობილება თავისთავად შეარბილებს ტემბრს, “დაათბობს” და სასიამოვნოს გახდის ხმას.
ერთი სიტყვით, ხმის ჟღერადობა, მისი ტონი და სიმაღლე პირდაპირ ქვეცნობიერზე მოქმედი საშუალებაა და მასზე დიდადაა დამოკიდებული თუ როგორ აღიქვამს პიროვნება გარემოს.
jolo.ge