EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« სანამ სპარტელელები მეომრები გახდებოდნენ. სპარტანული აღზრდის წარმოუდგენელი მეთოდები! »
კატეგორია: საბრ. ხელოვნებაავტორი: Nisa
თარიღი: 2017-02-14 15:18:18
სპარტანელი მებრძოლები განსაკუთრებული გამძლეობით და ოსტატობით გამოირჩეოდნენ, ვინაიდან ისინი ბავშვობიდან განსაკუთრებულ აღზრდას და მომზადებას გადიოდნენ. ამგვარ სასტიკ აღზრდას სპარტანული აღზრდა ეწოდებოდა.
სპარტანელი ბავშვების ნახევარი სასიკვდილოდ დაბადებიდანვე იყო განწირული
თუკი ბავშვი სუსტი, ავადმყოფი ან რაიმე სახის დეფორმაციის მქონე იბადებოდა, მას გაზრდის შანსს არ აძლევდნენ და მაშინვე სასიკვდილოდ წირავდნენ.
ახალდაბადებული ბავშვი, მამს ქალაქის უხუცესთან უნდა მიეყვანა. უხუცესი გასინჯავდა მას და ზემოთხსენებული “დეფექტის'' აღმოჩენის შემთხვევაში, მამა ვალდებული იყო წაეყვანა ბავშვი და ღრმულში სახელად აპოთეტაეში დაეტოვებინა, სადაც ჩვილი მალევე იღუპებოდა შიმშილით ან სიცივით.
იმ შემთხვევაშიც კი თუ ახალდაბადებულ ბავშვს უხუცესი ჯანმრთელად გამოაცხადებდა, მას მაინც არ ჰქონდა გარანტია, რომ იცოცხლებდა, ვინაიდან სახლში დაბრუნებული მამა ბავშვის დედას უბრძანებდა, რომ ის ღვინოში დაებანა. ეს ერთგვარი სიკაჟის ტესტი იყო. თუ ბავშვი ამასაც გადაიტანდა, მას სიყრმიდანვე მიწის ნაკვეთს უბოძებდნენ, თუმცა ამის შანსი საკმაო დაბალი გახლდათ.
დედებს თავიანთ ვაჟებზე ზრუნვა დიდხანს არ სცალდებოდათ. 7 წლის ასაკიდან ისინი ვალდებულნი იყვნენ, რომ სპეცილური განათლება მიეღოთ და ყაზარმებში ეცხოვრათ. ეს დაწესებულება არ ჰგავდა ჩვეულებრივ სკოლას. თუკი ბავშვები ერთმანეთს წაეჩხუბებოდნენ, “მასწავლებლები'' ცდილობდნენ, რომ ისინი მეტად დაეპირისპირებინათ ერთმანეთთან და მათ მოუწოდებდნენ, რომ საკუთარი მუშტებით მოეგვარებინათ პრობლემა.
“მასწავლებლებს'' უფლება ჰქონდათ ნებისმიერ დროს ეცემათ ყმაწვილები, ცემა საკმაოდ მტკივნეული იყო, თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდებოდა. თუ ბავშვის მამა ნახავდა რა მისი შვილი ნაცემი იყო, ის ვალდებული გახლდათ მასაც ეცემა ვაჟიშვილი.
ყაზარმებში ბიჭებს მხოლოდ მიზერული რაოდენობის საკვებს აძლევდნენ. ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ისინი შიმშილით არ დახოცილიყვნენ.
თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ მათ არ ჰქონდათ საშუალება მეტი საკვები მიეღოთ. მათ შეეძლოთ მოეპარათ საჭმელი. გამოჭერის შემთხვევაში მათ სცემდნენ და სასტიკად გაუსწორდებოდნენ, ხოლო თუკი ისინი შეუმჩნევლად შეძლებდნენ მოპარვას, მოპოვებული “ნადავლი'' მათი გახდებოდა.
სპარტანელებს უცნაური დროის გაყვანის ხერხები ჰქონდათ. ისინი მართავდნენ უცნაურ ფესტივალს. ამ დროს არტემიდის ღმერთის საკურთხეველთან ისინი ათავსებდნენ ყველს. შემდეგ თავს არ ზოგავდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი ყველი ჩაეგდოთ ხელში.
გარდა იმისა, რომ ისინი ერთმანეთსაც ებრძოდნენ, უხუცესები შოლტებითაც უსწორდებოდნენ მათ. ბიჭები კი ვალდებულნი იყვნენ, რომ ვაჟკაცურად აეტანათ ეს ხვედრი.
ამ სანახაობისთვის უამრავი მაყურებელი იკრიბებოდა და ხალისობდა. გამარჯვებული კი ის რჩებოდა, ვისაც ყველაზე მეტი ყველი დარჩებოდა ხელში.
ერთხელ, როდესაც იტალიელმა მგზავრმა სპარტანული საკვები გასინჯა, მან თქვა: “ახლა უკვე მესმის, რატომ არ ეშინიათ სპარტანელებს სიკვდილის''.
ის საუბრობდა ე.გ “შავი ბულიონის'' შესახებ, რომელიც მზადდებოდა ცხოველის სისხლისგან, პილპილისა და ძმრისგან. სპარტანელებს ამ “წვნიანის'' მხოლოდ მცირე პორციის მიღება შეეძლოთ.
ხორცის მოპოვების ერთადერთი გზა მათთვის ნადირობა იყო. ბიჭებს ევალებოდათ ნანადირევის გაყოფა სხვებისთვისაც.
არასწორი პასუხი ისჯებოდა კბენით
ვახშმის დასრულებისთანავე, ოსტატი მსმენელებთან ერთად დაჯდებოდა და ბიჭებს კითხვებს უსვამდა. ეს კითხვები იყო ერთგვარი თანამედროვე ესსეს ფორმატის. მაგ: “ვინ არის საუკთესო მამაკაცი ქალაქში''? ხოლო მოპასუხეს უნდა გაეცა ჭკვიანური პასუხი და დაესაბუთებინა საკუთარი აზრი. მოეყვანა ისეთი არგუმენტები, რაც განამტკიცებდა მის მოსაზრებას.
იმ შემთხვევაში თუ გაცემული პასუხი ოსტატს არ დააკმაყოფილებდა, მოპასუხე ისჯებოდა საკმაოდ უცნაური ხერხით. როგორ პლუტარქე წერს, ცერა თითზე კბენით.
ბავშვი რომელიც იყო სპარტანელი, იყო აუცილებლად მეომარი. მომავალში ის ვერც ვაჭარი გახდებოდა და ვერც ფერმერი. მთავარი იყო საბრძოლო ხელოვნება და დანარჩენი ყველაფერი აკრძალული იყო. სპარტანელ ბავშვებს არ ეძლეოდათ საშუალება თავისი თავისუფალი დრო იმისთვისაც კი, რომ ცხოვრების ფილოსოფიურ საიდუმლოებებზე ეფიქრათ.
სპარტანელებს ჰქონდათ ყოველწლიური სასტიკი ფესტივალი, რომელსაც ეწოდებოდა “Diamastigosis''. ამ ფესტივალზე ბიჭები გამოჰყავდათ მაყურებლის წინაშე და მათრახით სცემდნენ, მანამ სანამ ამის ატანას შეძლებდნენ.
ეს ნამდვილად გავს წამებას, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ მომავალი მეომრებისთვის ეს “რიტუალი'' საკმაოდ დიდი პატივი იყო.
მსგავსი რამ იმდენად უცხო იყო სხვა კულტურებისთვის, რომ როდესაც რომალებმა შეიტყვეს მის შესახებ, სპეციალურად ამ სანახაობისთვის ჩავიდნენ სპარტაში, თუმცა მისი დიდხანს ყურება ვერ შეძლეს.
სპარტა ინახავდა პალესტინელ მონებს, რომელთაც “ჰელოტები'' ეწოდებოდა. ბიჭებს ურიგდებოდათ ხანჯლები და ცოტაოდენი საჭმლის მარაგი. ისინი თავს ესხმოდნენ უდანაშაულო ჰელოტებს და უმოწყალოდ ხოცავდნენ მათ.
ამის მიზეზს წარმოადგენდა ის, რომ ისინი ასე ვთქვათ, პრაქტიკას გადიოდნენ მონებზე მომავალი ბრძოლებისთვის და ასევე, კიდევ ერთხელ ახსენებდნენ ჰელოტებს, თუ სად იყო რეალურად მათი ადგილი იმდროინდელ საზოგადოებაში.
თუ სპარტანელი სიბერეში გარდაიცვლებოდა, მას პატივს არ მიაგებდნენ და უპატივცემულოდ დაწვავდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ ის არ იმსახურებდა პატივს, თავისი ფუჭად გაფლანგული ცხოვრების გამო.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მეომარი ბრძოლის დროს იღუპებოდა, მას დიდი პატივით წვავდნენ და აკუთვნებდნენ საფლავის ქვას მისი სახელით და გვარით და წარწერით: “ბრძოლაში''.