EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ყველი ნარკოტიკულ დამოკიდებულებას იწვევს? განაპირობებს თუ არა კაზიმორფინი ყველზე დამოკიდებულებას?! »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: Nisa
თარიღი: 2017-02-17 13:39:45
ყველზე დამოკიდებულება, თურმე რეალური რამ აღმოჩნდა! ეს მეცნიერმა ნილ ბარნარდმა დაამტკიცა.
საქმე იმაშია, რომ ყველი რძის ცილას კაზეინს შეიცავს, გადამუშავების შემდეგ ის კაზომორფინად გარდაიქმნება; და ეს უბრალოდ დამთხვევა არაა სიტყვა "მორფინთან".
"დიახ ეს ნივთიერებები - ქიმიური "ტყუპები" არიან. ყველში არსებულ ცილოვან ფრაგმენტებს შეუძლიათ ჩაეჭიდონ ტვინის ოპიოიდურ რეცეპტორებს. ამიტომაც ყველს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. გამოკვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ის დამოკიდებულებას იწვევს".
თუმცა, ასევე რამდენიმე გამოკვლევის შედეგად დამტკიცდა, რომ ყველს მეტი დადებითი გავლენის მოხდება შეუძლია ორგანიზმზე, ვიდრე ზიანის მიყენება.
უბრალოდ როდესაც ყველის კიდევ ერთი ნაჭერის შეჭმა მოგინდებათ, ჰკითხეთ საკუთარ თავს, ზედმეტი ხომ არ მომდის?
ამ დამოკიდებულებას იგივე კონტროლი უნდა გაუწიოთ, როგორც ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს.
– ამბობენ, რომ ადამიანი ყველზე დამოკიდებული ხდება. რა განაპირობებს ამას?
– დიახ, ყველი მასზე დამოკიდებულებას იწვევს და ხშირად, ყველზე დამოკიდებული ადამიანები მას მიირთმევენ ნებისმიერ პროდუქტთან. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ადამიანი, რომელსაც ყველი უყვარს, შეიძლება ის ხაჭაპურთან ერთადაც კი მიირთვას. რა იწვევს მასზე დამოკიდებულებას? ამის პასუხი არის კაზომორფინი, პროტეინის ფრაგმენტი, რომელიც მიიღება რძის ცილის, კაზეინის გადამუშავების შედეგად. კაზომორფინს გააჩნია ოპიოიდის (სინთეტური ნარკოტიკული პრეპარატი) ეფექტი. ოპიოიდი ერთ-ერთი უძველესი ნარკოტიკული საშუალებაა. მასზე დამოკიდებულება შეიძლება განვითარდეს როგორც თანდათანობით, ასევე უეცრად. მისი მიღებისას ადამიანი ეიფორიაშია.
– მართალია, რომ რძის პროდუქტები ნარკოტიკულ საშუალებებს შეიცავს?
– დავუბრუნდეთ ოპიოიდის ეფექტს. როდესაც რძე ყველად გადაიქცევა, სითხეში არსებული ცხიმი და კაზეინი მყარ მდგომარეობაში გადადის. ასე რომ, კონცენტრირებულ რძის პროდუქტებს, მაგალითად, ყველს, ნარკოტიკული საშუალებების მაღალი შემცველობა აქვს, მორფინისაც კი. თუმცა, ეს არ არის საშიში. რძის პროდუქტები ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. თქვენ შეიძლება, გაგიკვირდეთ, რა ევოლუციური საფუძვლები შეიძლება ჰქონდეს ნარკოტიკებს ძუძუმწოვრების რძეში? დოქტორი ნილ ბერნარდი, მკვლევარი და „ფიზიკური მედიცინის კომიტეტის“ პასუხისმგებელი პირი, ამ ფაქტს შემდეგნაირად ხსნის: „ნარკოტიკული საშუალებები, რაც დედის რძეშია, დამამშვიდებელ ეფექტს ახდენს ახალშობილზე და შეიძლება ითქვას, სწორედ ეს არის ბავშვის დედაზე დამოკიდებულების ერთ-ერთი, განმსაზღვრელი ფაქტორი. ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებებს ყოველთვის აქვს ფიზიკური საფუძველი. მოგვწონს თუ არა, დედის რძეს აქვს ნარკოტიკისებური გავლენა ახალშობილის ტვინზე. ჰეროინისა და კოდეინის მსგავსად, კაზომორფინიც ანელებს კუჭის მოქმედებას, ამიტომაცაა, რომ ყველის მოყვარულები ხშირად უჩივიან შეკრულობას.
– რძის პროდუქტების მიმართ ალერგიულ დამოკიდებულებას კაზეინი განაპირობებს?
– ოპიოიდი სხვადასხვაგვარად მოქმედებს სხვადასხვა ადამიანზე და ყველას სხვადასხვაგვარი რეაქცია აქვს მასზე. რაც შეეხება კაზეინს, როცა ის შეიწოვება, ორგანიზმში გარდაიქმნება პეპტიდად და მოქმედებს, როგორც ჰისტამინი (ალერგიული რეაქციების ხელშემწყობი ნივთიერება), სწორედ ესაა მიზეზი, რომ მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტი ალერგიულია რძის პროდუქტების მიმართ. კაზეინი მტკივნეული თემაა ვეგეტარიანელებისთვის, რადგან ისინი ვერ იღებენ მას რძის პროდუქტებისგან. არსებობს ვეგეტარიანული რძის პროდუქტებიც, თუმცა არ ღირს თავის მოტყუება, მათში ძირითადად, არ არის ეს ნივთიერება.