EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« საიდუმლო მასალები არქივიდან, ილია მეორე »

კატეგორია: რელიგია

ავტორი: keke

თარიღი: 2017-02-17 16:47:04

საიდუმლო მასალები არქივიდან, ილია მეორე

საიდუმლო-მასალები-არქივიდან-ილია-მეორე

ეპისკოპოსი ილარიონი, ერისკაცობაში ავთანდილ ერასტის ძე სამხარაძე დაიბადა 1937 წლის 21 ნოემბერს თბილისში. ბავშვობა და ყრმობა გაატარა დედულეთში, კასპის რაიონის სოფელ ფავნისში. მისი ცხოვრება უამრავი გაურკვეველი ფაქტით არის სავსე. ვინ იყო ილარიონ სამხარაძე, უსამართლობას შეწირული უსისხლო მსხვერპლი  თუ აღზევების სურვილით დაბრმავებული, შურით აღვსილი სასულიერო პირი?!

დანამდვილებით არ შეგვიძლია ამ ამბავთან დაკავშირებული ფაქტების უტყუარობაზე ვისაუბროთ, მაგრამ არც მათი უგულვებელყოფაა გამოსავალი .

მოკლედ, ამბავია ასეთია: საეკლესიო წრეებთან დაახლოებულმა პირების მეშვეობით, პრესის ფურცლებზე, საქართველოს ყოფილი მინისტრთა კომიტეტთან არსებული რელიგური საბჭოს წევრის წერილი გამოჩნდა; ინკოგნიტო წყარო წერს:

“1976 წლიდან ვმუშაობდი საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიურ საბჭოში. ჩვენი მოვალეობა იყო მთავრობასა და ეკლესიას შორის კავშირი დაგვემყარებინა. ჩვენი ნებართვის გარეშე ვერც ერთი ეპისკოპოსი ან მღვდელი ვერ იკურთხებოდა. ჩვენი საბჭო ყოფილი უშიშროების თანამშრომლებით იყო დაკომპლექტებული, აქედან გამომდინარე, თითოეული სასულიერო პირის ვინაობა დაწვრილებით ვიცოდით, ისიც კი ცნობილი იყო ჩვენთვის, პატრიარქს ვის სახელზე ჰქონდა ანდერძი დაწერილი, რომელიც ინახებოდა მისივე ხელით დალუქულ სეიფში.

1977 წელს, როცა პატრიარქი დავით V გარდაიცვალა, ვიცოდით, რომ პატრიარქს ანდერძი დაწერილი ჰქონდა მთავარეპისკოპოს ილარიონ სამხარაძეზე. ისიც ვიცოდით, პატრიარქობას მიტროპოლიტ გაიოზ კერატიშვილს ჰპირდებოდა.

პატრიარქის გასაიდუმლოებულ ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ მის მიერ დალუქული სეიფი რომ გახსნეს, ანდერძში ილია II-ის გვარი იყო მოხსენიებული. საბჭოს წევრები გაოგნებული დავრჩით, გაგვიკვირდა, ვის შეიძლებოდა გაეხსნა დალუქული სეიფი და შეეცვალა ანდერძი.

ილარიონი დაუპირისპირდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილიას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ არჩევის წინადადებას და მოსაყდრეობის სასურველ კანდიდატად მიიჩნია ბათუმ-შემოქმედელი და ჭყონდიდელი მიტროპოლიტი რომანოზი. როდესაც მისი წინადადება არ გავიდა სინოდის სხდომაზე, იგი პირდაპირ მოქმედებაზე გადავიდა, დაიწყო საჩივრების წერა სხვადასხვა ინსტანციებში.

ასე იყო თუ ისე, 1977 წელს 25 დეკემბერს ანდერძის საფუძველზე ილია II პატრიარქად აკურთხეს. რამაც ეპისკოპოსი ილარიონი, კიდევ უფრო გაღიზიანა.

ამის შემდეგ ეკლესიაში დაპირისპირება დაიწყო. მეუფე ილარიონი (სამხარაძე) სიმართლის დადგენას მოითხოვდა, ხოლო მიტროპოლიტი გაიოზი პატრიარქობისთვის იბრძოდა, რადგან ის იყო ქორეპისკოპოსი, ე.ი. პირველი პირი პატრიარქის შემდეგ, ჯერ კიდევ ეფრემ II-ის დროს.

დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ , კერატიშვილი ხატების ქურდობის ბრალდებით ციხეში გაუშვეს, ხოლო ილარიონ სამხარაძე გაურკვეველ ვითარებაში მოწამლეს.

 მინდა შევეხო ერთ ძალიან მტკივნეულ საკითხს. 1982 წლიდან საქართველოს საპატრიარქოში კვლავ დაიძაბა მდგომარეობა. ხუთი ეპისკოპოსის მოთხოვნით თბილისში გავრცელდა პროკლამაციები, რომლებსაც არიგებდნენ ფაბრიკა-ქარხნებში. ისინი მოითხოვდნენ მამათმავალი ეპისკოპოსების განკვეთას. მთავრობამ დაგვავალა შეგვეცვალა პატრიარქი ილია II იმ მოტივით, რომ ეკლესიაში მომრავლდნენ მამათმავლები.

კანდიდატურაც კი იყო წარმოდგენილი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავით ჭკადუა, რომელსაც რამდენიმე დღეში უნდა დაეკავებინა პატრიარქის სავარძელი, მაგრამ საქმეში ჩაერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირი – ვარლამ შადური (როგორც ამბობენ, ილია II-ის ნათესავი.)და მისი კატეგორიული მოთხოვნით, ილია II პატრიარქად დარჩა. მეუფე დავით ჭკადუა კი რამდენიმე ხნის შემდეგ, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.”

როგორც ამბობენ, რაც მეუფე ილარიონი მოწამლეს, კარგა ხნის განმავლობაში იგი საავადმყოფოში მკურნალობდა, მერე დაბრუნდა მამაპაპისეულ ეზოში. მას შემდეგ კაცთაგან გარიყული ცხოვრობდა მოხუცებული მთავარეპისკოპოსი. სრულ მდუმარებასა და უკიდურეს გაჭირვებაში უსახლკაროდ, უსახსროდ…

თუმცა ის არ გახლავთ ეკლესიიდან დევნილი და მიტოვებული, გაურკვეველი მიზეზების გამო სააქაოში უსამართლოდ შეწირული , ერთადერთი უმაღლესი სამღვდელო პირი. სულიერებისგან და სარწმუნოებისაგან განძარცვულ ქართულ ეკლესიაში, როგორც ამბობენ, ახლაც სახელმწიფოს უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები წყვეტენ, თუნდაც უბრალო მღვდლების ხელდასმის საკითხებს.

დღეს საზოგადოებამ არაფერი იცის იმის შესახებ, რა ვითარებაში, ვინ მოწამლა დავით V-ის ანდერძში, პატრიარქად დასახელებული მთავარეპისკოპოსი ილარიონ სამხარაძე და რატომ გააძევეს ის ეკლესიიდან. არაფერია ცნობილი პატრიარქობის კანდიდატი, მიტროპოლიტი დავით ჭკადუას იდუმალებით მოცულ, მოულოდნელ გარდაცვალებაზე.

 მას შემდეგ, რაც პატრიარქი დავით მეხუთე დღემდე გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა (სავარაუდოდ, ისიც მოწამლეს), ხოლო პატრიარქის ინტრონიზაცია სვეტიცხოველში ჩატარდა, ბევრ უმსგავსობას და სიბილწეს დაედო სათავე, ამას ამტკიცებდნენ და გაჰყვიროდნენ ის უმაღლესი სამღვდელო პირები, რომლებიც დღეს ცოცხლები აღარ არიან და რომლებმაც ასევე საეჭვო ვითარებაში დაასრულეს სიცოცხლე.

 

 presa.ge