EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რა იმალება ღიმილის უკან? »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2017-02-20 14:54:27
ადამიანმა, რომელსაც არ ამშვენებს ღიმილი არ უნდა გახსნას მაღაზია”.
(ძველი ჩინური სიბრძნე)
ცხოვრებაში, სულ მცირე, ერთხელ მაინც ყველას გაუღიმია, რაც პოზიტიური გამოცდილების ბუნებრივი რეაქციაა. ადამიანებში, ესაა გამომეტყველება, რომელიც გამოხატავს ბედნიერებას ან სიამოვნებას, ზოგიერთ შემთხვევაში შფოთვასაც . ეს უკანასკნელი სახის მანჭვაა. ღიმილი კულტურის, რასისა და რელიგიის მიუხედავად ყველასთვის გასაგებია.
ადამიანები ხშირად იღიმიან, ჩვენ კი ინსტინქტურად ვარჩევთ რომელია მათგან წრფელი და რომელი ყალბი. არსებობს თუ არა მეცნიერული მიდგომა ამის გასარკვევად? ტვინის მექანიზმი გვეხმარება მივხვდეთ ეს სიხარულის ჭეშმარიტი გამოხატულებაა, თუ მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრებისეული შოუს ელემენტი.
ტრადიციულად ღიმილისას თვალები და პირი თამაშობს აქტიურ როლს. მე-19 საუკუნეში ფრანგმა ანალიტიკოსმა გადაწყვიტა ამ საკითხზე ემუშავა და მან გამოიყენა ელექტროდები, რომ ხელოვნურად აემოძრავებინა ცდისპირების სახის კუნთები და შეექმნა ყალბი ღიმილი. მან გამოარკვია, რომ გულწრფელი ღიმილი ყოველთვის იწვევს თვალების გარშემო კუნთების მოძრაობას. ცდისპირებს აჩვენებდნენ სხვადასხვა სახის გამომეტყველებას. ბედნიერი სახის დანახვისას მათი 35 % თვალებისკენ აპყრობდა მზერას, რომ ამოეცნოთ მათში გულწრფელი ღიმილი, მაგრამ მოწყენილი ან ნეიტრალური სახის დანახვისას ამას არ აკეთებდნენ, ამრიგად, ადამიანის ტვინს შეუძლია სწრაფად მოახდინოს რეაგირება და გამოარკვიოს ყალბი ღიმილი წრფელისგან, რაც კარგი კომუნიკაციის საწყისად, კონფლიქტის განმუხტვის ერთგვარ ჟესტადაც მიიჩნევა და ძალიან მნიშვნელოვანია მივხვდეთ ჩვენ სიმართლეს გვაწვდიან ამით თუ უბრალოდ მოტყუებისა და თავიდანმოშორების საშუალებაა.
ბუნებრივი ღიმილის გარდა, არსებობს მისი ხელოვნური ანალოგები: გათამაშებული, მიწებებული, გადაჭიმული, სარკასტული, შერეული, ასევე ჩაცინება, მოჩვენების ღიმილი და პოლიტიკოსის ღიმილი.
ფსიქოლოგების აზრით , ქალბატონების ღიმილი უფრო რთული, ორაზროვანი და წინააღმდეგობრივია, ვიდრე მამაკაცების. ამის კარგი მაგალითია ლეონარდოს მონა ლიზა. ერთი შეხედვით ვერ ამოიცნობ რა იმალება ამ ღიმილის უკან. სიყვარული, სიძულვილი, ტანჯვა, ბედნიერება , ამას ემოციური რეაგირების დარღვეულ სინდრომსაც უწოდებენ. ფროიდი ჯოკონდას ღიმილს ლეონარდოს ანარეკლად, მის ცოდვილ ფიქრებად, მოგონებებად და ბავშვურ ზმანებად მიიჩნევდა. დაკვირვებისას, მართლაც რთულია ერთი რომელიმე გრძნობა დაინახო მასში. თითქოს მარტივად იყურება ჯოკონდა, შეიძლება ბევრისთვის არც იღიმის. ძალიან ნაზი, გაწონასწორებული, ქედმაღლური მზერაც შეიმჩნევა მასში, რაც სწორედ მისი ოდნავ დაძაბული სახის კუნთებით მიიღწევა.
ცნობილია, რომ დედის მუცელში ყოფნისას ჩანასახი ბევრს იღიმის, აქედან ვასკვნით, რომ ღიმილი მართლაც დაბადებიდან, არა! მუცლადყოფნის პერიოდიდან მოგვყვება, ხოლო დაბადების შემდეგ, წლების მატებასთან ერთად ღიმილის სიხშირეც კლებულობს. ღიმილი ნიშანია, რომ ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს, ან პირიქით, დისკომფორტის დამალვას ცდილობს.
გაგიგიათ მჟავე ღიმილი? არა? არადა ყველასთვის ნაცნობია. დიეთილ ლიზერგინური მჟავას (LSD)სიმბოლო. ყვითელი ბურთი ორი წერტილი თვალებით და გაწელილი პირით. მიხვდით ხომ? ეს smile ჩვენი ყოვედღიურობის ელემენტია და ვირტუალურ სამყაროში ძალიან გვეხმარება, მაგრამ არასწორი ღიმილია, რადგან როდესაც ადამიანი იღიმის ჭუტავს თვალებს, ხოლო აქ თვალების ნაცვლად ორი ვერტიკალური ხვრელია. გულწრფელი ღიმილისას თვალები მთავარია, რადგან ისინი ბრწყინავენ , ანათებენ და შენს ბედნიერებას გამოხატავენ, შესაბამისად, სწორედ თვალების მეშვეობით ადვილად შევამჩნევთ, რომ უბრალოდ გაწელილი პირი, მხოლოდ ჩვენს მოსატყუებლად შესრულებული მოქმედებაა.
თუმცა, ყველა ღიმილი თუ სიცილი კარგი შთაბეჭდილების მომხდენი როდია.
მაგალითად, მულტფილმი ”ალისა საოცრებათა ქვეყანაში”. გახსოვთ ჩეშირის კატა? მისი სიცილი? უმრავლესობას ეს პერსონაჟი არ უყვარს მისი შემზარავი, დამცინავი ღიმილის გამო, ის ქრება, მაგრამ ჩაცინების ხმა ხშირად თან დასდევს ალისას. ეს კატა სიცილის გარეშე ძნელი წარმოსადგენია, არადა ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ღიმილი, სიცილი ყოველთვის ბედნიერების და სიხარულის გამომხატველია, ეს ასეცააა, ოღონდ გულწრფელი. მართალია ჩეშირის კატა ყურებამდე იღიმის, მაგრამ ეს არ ცვლის იმ შეგრძნებას რაც მისი grinning-ის მერე გეუფლება.
როდესაც ღიმილზე ვსაუბრობთ არ შემიძლია არ აღვნიშნო, დღეისთვის საკმაოდ პოპულარული YAO MING MEME. ერთი შეხედვით ჩანს, რომ მისი სიცილი
გამორჩეულია და ეს წარბების დამსახურებაა, რომელიც შუბლზე სამკუთხედს ქმნის. მე ვფიქრობ ზედმეტი დაკვირვებაც არაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ YAO-ს სიცილი გულწრფელია.
“გულწრფელი ღიმილი ეხება ჩვენში ძალიან მნიშვნელოვან გრძნობას – თანდაყოლილ მოთხოვნილებას სიკეთისადმი”
დღეს ქუჩაში გავლისას უამრავ ჩაფიქრებულ და სასოწარკვეთილ თუ გაოცებულ ადამიანს დაინახავ, დარწმუნებული ვარ ღიმილიანი სახით, რომ იარო ვიღაცას გიჟი ან სულელი ეგონები, შეიძლება ვერც ვერავინ შეგამჩნიოს იმდენად გადართულია ხალხი ყოველდღიურ პრობლემებზე. ზოგადად მომღიმარ ადამიანს უფრო გულღიად ხვდებიან, ვიდრე მოღუშულს, რადგან ყველაფერთან ერთად ღიმილი ადამიანისადმი პატივისცემის ნიშანიცაა. გაიღიმეთ სახლში, ქუჩაში, სამსახურში, გაუღიმეთ ყველას თუნდაც წამიერად, და ნახავთ როგორ შეიცვალა თქვენი ურთიერთობები ნათესავებთან, ნაცნობებთან, თანამშრომლებთან და უფროსებთანაც. ღიმილი უსიამოვნებების ანტიდოტია. პრაქტიკულ ამერიკელებს, რომლებიც ყველაფერს ფულით ზომავენ, ღიმილის ასეთი განმარტება აქვთ: „იგი უფასოა, მაგრამ ბევრის მომცემი“.
ყოველ დილით გაღვიძებისას გაიღიმეთ. სარკესთან თუნდაც 5 წუთით შეეცადეთ იგივე გააკეთოთ. ბევრს შესაძლოა ამანაც მოჰგვაროს ღიმილი, ეს უკვე კარგია. გაიღიმეთ ხშირად!
P.S. ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე, მთელი ბლოგი ღიმილის დადებით თვისებებზე ვისაუბრე, ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ მას უარყოფითი შედეგიც შეიძლება მოჰყვეს ჩვენი სახისთვის – ნაოჭები. თუმცა ეს ხუმრობით, არ შეგვეშინდეს ნაოჭების, იმის რომ ადრე დავბერდებით, პირიქით სიცილი ახანგრძლივებს ცხოვრებას, უფრო ლამაზსა და პოზიტიურს ხდის მას.
ყველას ბედნიერ და ღიმილიან ცხოვრებას გისურვებთ.