EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« „გააცოცხლეთ სიყვარული დედამიწაზე და მე აღვსდგები კვლავ მკვდრეთით...“ - ნოდარ დუმბაძე »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-02-28 17:42:11
„სატირა ცხელი წყალია, იუმორი - თბილი შხაპი, მე თბილი წყალი მირჩევნია. ადამიანი კი არ უნდა დაწვა, ჭუჭყი უნდა ჩამობანო,“ - ნოდარ დუმბაძე...
ტარდება თათბირი ,,დონ კიხოტის’’ ეკრანიზაციის საკითხებზე. რევაზ ჩხეიძემ თან ინგლისელი კოლეგა მოიყვანა. სტუმარმა შეკრების მიზეზი რომ გაიგო, გაოცდა, რაღა შორს მიდიხართ, ბარემ ,,ვეფხისტყაოსანი’’ გადაიღეთო.
-აი, ჩვენ კი გავთავხედდით – დასძინა მან – ,,ქართულ ფილმთან’’ ერთად გვინდა ამ ნაწარმოების გადაღება… მსახიობებიც კი შევარჩიეთ. თინათინს ითამაშებს ოდრი ჰეპბერნი, ნესტან – დარეჯანს – სოფი ლორენი, ტარიელს – პიტერ ო’ტული, ავთანდილს – ალენ დელონი, ფატმანს – ბრიჯიტ ბარდო, ფრიდონს – ენტონი ქუინი…
-რაღა ერთობლივი ფილმია, ჩვენ ვინღა უნდა ვითამაშოთ?! – ვერ დამალა უკმაყოფილება ვიღაცამ
-როგორ თუ ვინ?! – საუბარში ჩაერია ნოდარ დუმბაძე – ამდენ ქაჯს თამაში არ უნდა?
ნიკო კეცხოველი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რექტორი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში. მართალია, მას მკაცრი რექტორის სახელი ჰქონდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ საოცრად გულისხმიერი იყო და შეძლებისდაგვარად ყველას ეხმარებოდა, განსაკუთრებით ნიჭიერ სტუდენტებს გზის გაკვლევაში.....ერთხელ ნიკო კეცხოველს მოუსმენია. როგორ კითხულობდა უნივერსიტეტის კედლებში საკუთარ ლექსებს ყმაწვილი და როგორ გაფიციციებით უსმედნენ თანატოლები. თავადაც ძალიან მოსწონებია და დაინტერესებულა სტუდენტის ვინაობით. უთხრეს - ნოდარ დუმბაძეა და ეკონომიურზე სწავლობსო. მშობლები რეპრესირებული ჰყავს, მამა დაუხვრიტეს, დედა კი ჯერ ისევ გადასახლებაშიო....
შეწუხებულა ბატონი ნიკო - "ობოლია და ძალიან ნიჭიერი, ხელშეწყობა სჭირდება"- გაუფიქრებია. სთხოვა მდივანს, რომ სტუდენტი მასთან მისულიყო....
დგას გაოცებული და ოდნავ შეშფოთებული ნოდარ დუმბაძე რექტორის კაბინეტთან და ფიქრობს - რა დავაშავე? იქნებ უნდა გამრიცხონ, მე ხომ "ხალხის მტრების" შვილი ვარ?...
ამ ფიქრებშია და შევიდა რექტორის კაბინეტში. კეცხოველი ქაღალდებშია ჩაფლული, რამდენიმე ხნის შემდეგ თავი ასწია და უთხრა - "მომწონს შენი ლექსები, კარგად წერ, არ გინდა, ფილოლოგიურზე გადაგიყვანო?"....
ნოდარს სახე გაებადრა და მისთვის ჩვეული იუმორით მიუგო..
- ბატონო ნიკო, მე ეკონომიურზე რომ ვსწავლობ, იმიტომ უკვირთ და მოსწონთ ჩემი პოეტობა, თორემ ფილოლოგიურის სტუდენტი რომ ვიყო, მაშინ კი აღარ გაუკვირდებათ.....
- ენამოსწრებულიც ყოფილხარ - გაუცინია გულიანად კეცხოველს...
ამ შეხვედრიდან რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე ცნობილ მწერალს ნოდარ დუმბაძეს უთქვამს..."მე რომ კალამს მოვკიდე ხელი, ეს კეცხოველის დამსახურებააო".....
გოეთეს ტელეფონი
ნოდარ დუმბაძე "ნიანგის" რედაქტორია. ამ დროს კონსტანტინე გამსახურდია იგავ-არაკებს აქვეყნებდა ჟურნალში. ნოდარმა დაიბარა თავისი მდივანი და სთხოვა კონსტანტინე გამსახურდიასთან წასულიყო. გოგონამ სასტიკი უარი განაცხადა - "მეარშიყება ეს ბერიკაციო"....
- მერე რა, გოეთე 80 წლის იყო და 16 წლის შეყვარებული ჰყავდაო - უთქვამს ნოდარ დუმბაძეს....
ამაზე სულ აღშფოთდა მდივანი და კარებში გასვლისას უთქვამს..
- მაგ გოეთეს ტელეფონს მოვძებნი დავურეკავ და მაგრად გამოვლანძღავ, პატარა გოგონებს ტვინს რომ ურევსო....
- ნახე მანდ, ტელეფონების წიგნში იქნება, - მიაძახა დუმბაძემ...
კარგა ხნის შემდეგ შემოდის შეწუხებული მდივანი და ეუბნება..
- ბატონო ნოდარ, აქ მხოლოდ გოთუები არიან, გოეთეებს ვერსად მივაგენიო....
- ჩვენი კავშირგაბმულობის ამბავი რომ ვიცი, ეტყობა არ აღირსეს ტელეფონიო - სიცილით უპასუხია ნოდარ დუმბაძეს......
„მწერალთა კავშირში მუშაობდა ერთი კაცი. თბილისში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. დაბადების დღეზე, მშობლებმა რაიონიდან გამოუგზავნეს გამზადებული პურმარილი. იფიქრა ამ კაცმა, ნაქირავებ, პატარა სახლში ვერ დავტევ სტუმრებსო და გადაწყვიტა ქალაქგარეთ, ბუნებაში დაეპატიჟებინა კოლეგები. მოკლედ, წავიდნენ, მდელოზე გაშალეს სუფრა და ჩამოსხდნენ. იქვე გადიოდა მატარებლის ლიანდაგიც. თავად იუბილარმა თამადად ნოდარ დუმბაძე დანიშნა. ნოდარმა აიღო ღვინით სავსე ჭიქა და დაიწყო: ამ ჭიქით, მე მინდა... და უცბად, მატარებელმა გაიგრიხინა. ნოდარის ხმა გადაფარა. დაიცადა ნოდარმა სანამ მატარებელმა გაიარა, ისევ ასწია ჭიქა და რომ დაიწყო: ამ ჭიქით მე მინდა, ვადღეგრძელოო... ისევ ჩამოიგრიხინა მატარებელმა, ოღონდ საპირისპიროდ მომავალმა. მესამედ რომ აიღო ჭიქა და შორიდან გაიგო მატარებლის ხმა, მიუბრუნდა იუბილარს და უთხრა: რა დაგიშავე, შე, კაი ადამიანო, კაცია მუნჯაძესავით რომ გამომიტყუე ამ ტყეში და „რეიცაზე“ დამადებინე თავიო“.
წვიმაში..გიგა ლორთქიფანიძე და ნოდარ დუმბაძე ფილარმონიის წინ დგანან, ამ დროს თავსხმა წვიმა წამოსულა...ნოდარს უნდა, რომ თავი შეაფაროს სადმე. გიგა ადგილიდან არ იძვრის. ცოტა ხანი უყუურა, უყურა და მერე გაბრაზებით უთქვამს..- გიგა, შე კაცო, ვიდრე ყლორტები არ ამოგივა მაგ ფეხზე, მანამდე არ შემოხვალ მშრალშიო.....
ცეკას მდივნის პალტო...გიგლა ლორთქიფანიძე იხსენებდა...
"მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" დაბეჭდილიც არ იყო, რომ ხელნაწერში წავიკითხე და ძალიან მომეწონა. მაშინვე გადავწყვიტე თეატრში დამედგა. იმ დროს შექმნილი ნაწარმოებებიდან ეს ერთადერთი იყო, რომ მთავარი გმირი ოროსანია, კომკავშირელი არ არის, არც რაიკომია სადმე ნახსენები და არც აღმასკომი. არც მოწინავე კოლმეურნეები ჩანან. მოკლედ, დავდგი სპექტაკლი.....
"პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა. მეორე დღეს მე და ნოდარი ჩემთან სახლში ავღნიშნავთ ამ ამბავს, მამაპაპურად "შევუბერეთ", ორივენი გალეწილი მთვრალები ვართ. ამ დროს თეატრიდან დარეკეს - სპექტაკლის სანახავად მჟავანაძეა მოსული ბიუროს წევრებთან ერთად, კითხულობენ, სად არის ავტორი და რეჟისორიო...."ჩემი ცოლი დატრიალდა, სულ ცივი წყალი გვასხა და ნიშადური გვასუნთქა...წავედით. თან ვცდილობთ ბიუროს წევრებისაგან თავი შორს დავიჭიროთ, რომ ჩვენი "სურნელით" არ შეწუხდნენ...."დამთავრდა სპექტაკლი მივვარდი მჟავანაძეს და პალტო ჩავაცვი....ვხედავ, სიცილით კვდება ნოდარი. გავაცილეთ სტუმრები და ვეკითხები...
"- რა იყო, თავი რომ მომჭერი?...
"- მე მოგჭერი, თუ შენ მთელი საქართველოს მასშტაბით, ამ კოჭლმა კაცმა რაფრა მომასწარი სტუმრის პატივისცემაო" - მიპასუხა ნოდარმა" - იხსენებდა წლების შემდეგ გიგა ლორთქიფანიძე.....
ერთხელ ნოდარ დუმბაძისთვის მეუღლეს საყვედურით უთქვამს...
- ყველაფერზე და ყველაზე წერ, რა მოხდება ჩემზეც რომ დაწერო რამეო.- ამდენ ხანს ხატიაში შენი თავი თუ ვერ დაინახე, ცუდად ყოფილა ჩემი საქმეოო, - ამოუოხრია მწერალს....
ადგილი სერგო ორჯონიკიძის ძეგლისთვის თბილისში სერგო ორჯონიკიძის ძეგლის გახსნაზე, ერთ-ერთ ჩინოვნიკს ჩურჩულით უთქვამს..- ძალიან ცუდი ადგილი შეურჩევიათ ძეგლისთვის....
- კარგი ადგილი რაც იყო საქართველოში, გააჩუქა მაგ შეჩვენებულმა და რაც დარჩა აგია - ჩურჩულითვე უპასუხია ნოდარ დუმბაძეს.....