EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« თხილნარების ახალი საშიში მავნებელი »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2017-03-06 17:34:42
რეგიონში ნიადაგურ-კლიმატურ პირობების მრავალფეროვნება, ტენიანი სუბტროპიკული პირობები ქმნის სხვადასხვა მავნებლებისა და დაავადებების განვითარების ხელშემწყობ პირობებს, რასაც გარკვეულწილად ხელს უწყობს ამჟამად თხილის ბაღებში არსებული მდგომარეობა. მცენარეთა დაცვა ერთ-ერთი ძირითადი რგოლია, რომლის გარეშეც შეუძლებელია უხვი, ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო სამეურნეო პროდუქციის მიღება. რეგიონში მავნე ორგანიზმებისაგან (მავნებლები, დაავადებები სარაველები) მიყენებული ზიანი 30-60%-ს შეადგენს,
რეგიონის თხილის პლანტაციებში ჩატარებული ფიტოსანიტარული გამოკვლევებით აღნიშნულ იქნა შემდეგი ძირითადი მავნებლები და დაავადებები. მავნებლები: კვირტის მავნებელი კვირტის მეგალეტკიპა –Phitocoltella Nal; ხორთუმიანი ბაღლინჯოების ძირითადი სახეობები: არშიიანიბაღლინჯო –Gonocerus acuteangulatus:, კუსებურა ბაღლინჯო –Nezaria viridula: მწვანებაღლინჯო –Palomena prasina; ფოთლის მჭამელი მწერების ძირითადი სახეობები:ამერიკული თერიპეპელა–Hyphantria cunea drury. –მთვარისებრი მზომელა -Operophtera brumata, მაისისღრაჭა –Melolontha melolontha, მურყნის ფოთოლჭამია -Agelastica alni, მერქნის მჭამელი მავნებლების ძირითადი სახეობები: ულვაშა ხოჭო, იგივე შავი ხარაბუზა ხოჭო–Oberea Linearis; ; ქერქიჭამია ხოჭო მწვანე ტანწვრილა –Agrilus viridis L. დაავადებები: თხილის ნაცარი -phyllactinia coryli; თხილის ყავისფერი სიდამპლე, –Gloeosporium coryli, თხილის ნაცრისფერი სიდამპლე –Batritis cinerea, ფომოფსისი – Phomopsis spiwvevs, ფოთლის ლაქიანობა– alternaria,ხავსები–Musci, Bryophyta. მღიერები ლიქენები-Lichenes,; ამ მრავალფეროვანი მავნებლებისა და დაავადებების გამრავლება-განვითარება, დაზიანების სიმპტომები და ბრძოლის კალენდარული ვადები სხვადასხვაა.
თქვენი ყურადღება გვინდა შევაჩეროთ თხილის ახალ მეტად საშიშ მავნებელზე მერქანჭამია ხოჭოზე, რომელიც აზიანებს თხილის მცენარის ვარჯს.
რეგიონის რიგ ტერიტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულებში თხილის პლანტაციების მონიტორინგის შედეგად, თხილის კულტურაზე მავნებელ ხოჭოს მიერ დაზიანებული დიდი რაოდენობის თხილის მცენარეები დაფიქსირდა. მავნებლის ბიოლოგიური თავისებურებები, რეგიონის პირობებში ბოლომდე შეუსწავლელია. მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ, რეგიონის პირობებში მავნებლის შესწავლა და მასთან ბრძოლის ღონისძიებების დამუშავება. მავნებელი თხილის მცენარის შტამბს აზიანებს. დაზიანების ადგილას სიგრძივ ზოლად გასდევს სხვადასხვა ზომის მოყავისფროდ შებოლილი ლაქები, რომლის შიგნით მცენარის კანზე შეიმჩნევა ნახვრეტი. ხის ტანი მუქი, ღია ყავისფერია. მავნებლი, ხოჭო ღრმად შედის მერქანში ძირითადად მოძრაობს ჰორიზონტალურად ხშირ შემთხვევაში იცვლის მიმართულებებს, იშვიათად მოძრაობს ვერტიკალურად ისიც მცირე მანძილზე.
დაზიანებულ თხილნარებში, შეიძლება გატარებული იქნეს პროფილაქტიკური, საკარანტინო და აგროტექნიკური ღონისძიებანი. დიდი ყურადღება და მონდომება მართებთ მეთხილე ფერმერებს, მაქსიმალური შედეგი მიიღწევა მათ წინაამღდეგ ბრძოლის მექანიკური მეთოდით. ადრე გაზაფხულზე, თხილის პლანტაციაში მცენარეების შტამბების ვიზუალურად დათვალიერების შედეგად დაფიქსირებული დაზიანებული ტოტები მოვაცილოთ, მოჭრილ ტოტებს დიდხანს არ ვტოვებთ გაგვაქვს პლანტაციიდან და ვწვავთ. ხოლო მცენარეზე გადანაჭერს ბაღის მალამოთი ვამუშავებთ. რაც შეეხება ქიმიურ მეთოდს, მწერების გამოფრენის პერიოდში აპრილ-მაისი კერობრივი შესხურება, მინერალური ზეთი კომბინირებული დიმეთოატის 0.2% იან ხსნართან სავაჭრო დასახელება ბ-58. შესაძლებელია დაზიანებულ ხის მერქანში ნახვრეტის მეშვეობით შესაბამისი ინსექტიციდის ინექციით შეყვანა. ამ შემთხვევაში შედეგი დამოკიდებულია ხოჭოს მიერ მერქნის დაზიანების ხარისხზე. კარგ შედეგებს იძლევა ფერომონების გამოყენება აპრილ- მაისში. მავნებლის გავრცელებას ხელს უწყობს თხილარში არსებული მდგომარეობა. მავნებელი უმეტეს შემთხვევაში დაავადებულ, დასუსტებულ, დაკნინებულ მცენარეს ეტანება. ამიტომ აუცილებელია მცენარის ზრდა განვითარებისათვის საჭირო ყველა აგრო-ღონისძიებების დროულად და ხარისხიანად აგრო ვადებში ჩატარება.
საყურადღებო შენიშვნა: ხოჭო საშიში საკარანტინო მავნებელია და ის ჩვენი პირობებისთვის არ არის სათანადოდ შესწავლილი, თან უფრო და უფრო ძლიერდება, ამიტომ მისი ახალი კერების გამოვლინებისას, აუცილებლად უნდა მიმართოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველოს სამსახურს: ზუგდიდი რუსთაველის 79 ტელ: (0415) 25-34-83. და შესაბამის მუნიციპალიტეტებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურებს, სადაც შესაძლებელია ამომწურავი ინფორმაციის მიღება.
თამაზ ხასაია
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო