EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« რა შემთხვევაში ჩამოგერთმევათ მართვის მოწმობა _ ცვლილებები, რომელიც კანონში შედის »
კატეგორია: დღის ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-03-11 18:19:47
პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, დეპუტატებმა დღეს ერთხმად დაუჭირეს მხარი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვახუციშვილმა, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი კანონპროექტების წარდგენამდე, იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც აღნიშნული პროექტის ინიცირება განაპირობა.
მან საგზაო მოძრაობის კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები წარადგინა, რომლიც მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში მდგომარეობა მკვეთრად არის შეცვლილი.
„ინოვაციური მეთოდოლოგიების და მექანიზმების შემოღებით, რომელიც გავლენას მოახდენს მძღოლების ქცევაზე, გვინდა გავაუმჯობესოთ ვითარება ამ კუთხით. მთავრობამ დაამტკიცა სტრატეგია, რომელიც ამ სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკას განსაზღვრავს.
შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც უკვე მსჯელობს საგზაო მოძრაობის სხვა ისეთ შემადგენელ კომპონენტებზე როგორიცაა ინფრასტრუქტურა, ავტოპარკი, განათლება და ა.შ“, - განმარტა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაში პრევენციული კომპონენტის გაძლიერების მიზნით, მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის დაკავშირება შემოდის.
კერძოდ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევამართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებასგამოიწვევს.
კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება მართვისუფლების შეჩერებას გამოიწვევს და ამ უფლების მისაღებად პირი იძულებული იქნება გამოცდა ხელახლაჩააბაროს უფლების შეწყვეტიდან არაუადრეს 2 თვისა.
როგორც საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აღნიშნა, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე არ გავრცელდება მართვის მოწმობისათვის მინიჭებული ქულათა შემცირების წესი.
შალვა ხუციშვილის განმარტებით, აღნიშნული ქულათა სისტემა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე, ევროკავშირის 20-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი.
მომხსენებლის განმარტებითვე,მძღოლი მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებს ინფორმაციას იმშემთხვევაში, თუ მისი ქულების რაოდენობა 20-მდე ჩამოვა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დეპუტატების მხრიდან დამოითქვა აზრთა სხვადასხვაობა. ისინიმიიჩნევენ, რომ სასურველია, ადამიანმა შეტყობინება თითოეულ ჯარიმასთან დაკავშირებით ან 50ქულამდე დასვლის შემდეგ მაინც მიიღოს.
ასევე, გამოითქვა შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მართვის მოწმობის 1 წლით შეჩერება შემცირდეს 6 თვემდე. დეპუტატები დაინტერესდნენ რა საინფორმაციო ღონისძიებების გატარებას გეგმავს ხელისუფლება იმასთან დაკავშირებით,
რომ მძღოლებმა ზუსტად იცოდნენ რომელი დარღვევისთვის რამდენი ქულით დაჯარიმდება, ასევე, გამოითქვა მოსაზრება, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედებისთვის დაწესდეს გარდამავალი პერიოდი.
შალვა ხუციშვილის თქმით, მართვის მოწმობის შეჩერების ვადებთან და ჯარიმების ოდენობებთან დაკავშირებით შესაძლებელი იქნება პროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს იმსჯელონ.
მინისტრის მოადგილემ, დეპუტატების საპასუხოდ განმარტა, რომ მთავრობა გეგმავს 2-3 თვიან საინფორმაციოკამპანიის ჩატარებას. ასევე, განაცხადა, რომ ახალი რეგულაციების ასამოქმედებლად, კანონის მიღებისშემდეგ 3-4 თვიანი გარდამავალი პერიოდი დაწესდება.
მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების განხორციელებასაც ითვალისწინებს.
დღეს მოქმედი ნორმით, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისშემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენისას,
საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოსფულადი ჯარიმით. ცვლილების თანახმად, პირს მართვის უფლების შეჩერების შეცვლის მოთხოვნითუფლებამოსილი ორგანოსთვის მიმართვის უფლება მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისჩადენიდან არა უადრეს 3 თვისა წარმოეშობა.
პროექტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურიკომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა 10 ლარიდან 30 ლარამდე იზრდება. გაიზრდება, აგრეთვე, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის
და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისზომა. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით, სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით დაჯარიმება მოხდება გრადაციული სისტემით.
მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები უკონტაქტო პატრულირების შემოღებას ითვალისწინებს.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, უკანტაქტო პატრულირებასგანახორციელებენ პოლიციის ავტომანქანები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე თუმცა, პოლიციის ესავტომობილები საპარტულ პოლიციის დაქვემდებარებაში,
ანუ იმ ქვედყოფის დაქვემდებარებაში იქნება, რომელსაც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისუფლებამოსილება არ აქვს. მისივე თქმით,სადაც პოლიციის აღნიშნული ავტომობილები იმოძრავებენ, ყველაშესასვლესა და გასასვლელში იქნება დამონტაჟებული ამოსაცნონი ნიშნები, იმის თაობაზე, რომ ამმონაკვეთზე ხორციელდება უკონტაქტო პატრულირება.
შალვა ხუციშვილმა აღნიშნა,
რომ შეთანხმების თანახმად, ქულების შემცირების გამო მოხდება ერთი წლითმართვის მოწმობის შეჩერება და არა გაუქმება, ხოლო ვისაც სურვილი ექნება ამ ერთი წლის განმავლობაშიაღიდგინოს მართვის მოწმობა, უნდა ჩააბაროს გამოცდა.
gurianews.com