EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« უცხოპლანეტელთა არსებობას ადასტურებს აცტეკების გასაიდუმლოებული არტეფაქტები. »
კატეგორია: საინტერესო ამბებიავტორი: admin
თარიღი: 2017-03-11 19:17:14
მექსიკის მთავრობა აქვეყნებს საიდუმლო ინფორმაციას ასი წლის წინანდელი არტეფაქტის შესახებ. სენსაციური მონაცემები მიგვანიშნებს იმაზე, რომ შორეულ წარსულში დედამიწას ხშირად სტუმრობდნენ განვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენლები.
არტეფაქტები გადმოგვცემენ ინფორმაციას პლანეტების შესახებ, არამიწიერ კოსმოსურ ხომალდებზე, სხვა განზომილებაში მაცხოვრებლებზე. ექსპერტები დაახლოებით 50 წლის განმავლობაში, უძველესი აღმოჩენების ინფორმაციულ ნამცეცებს აკოწიწებდნენ, ხალისკოს პროვინციიდან არც ისე შორს. ყველა აღმოჩენა რასაც პოულობდნენ და ხსნიდნენ, ინახავდნენ მუზეუმში, სადაც საერთო ჯამში თავი მოიყარა 400_ამდე არტეფაქტმა, რომლებიც ადასტურებენ უცხოპლანეტელთა დედამიწაზე გამოჩენის ამსახველ რეალობას შორეულ წარსულში.
ერთ ერთი არტეფაქტი გადმოგვცემს უცხოპლანეტელის გამოსახულებას, მის კოსმოსურ ხომალდს, მეორე ნახატი ასახავს სატურნს და ნლო-ს.
მოცემული ხომალდი არ მოფრენილა შორეული კოსმოსიდან, არამედ ის მოფრინდა ჩვენი მზის სისტემის ერთ-ერთი პლანეტიდან.
მეცნიერთა მტკიცებით, სურათებიდან მათ შესძლეს მომხდარის ისტორიის აღდგენა, მათი არსებობის რეალობა და ადამიანებთან კონტაქტი.
მექსიკაში არსებობდა აცტეკების უდიდესი ცივილიზაცია - ინდიელები, რომლებიც ცხოვრობდნენ ცენტრალურ მექსიკაში. აცტეკების ცივილიზაციას XIV—XVI საუკუნეში გააჩნდა მდიდარი მითოლოგიური და კულტუტული მემკვიდრეობა. მათი იმპერიის დედაქალაქი იყო ტენოჩტიტლანი, რომელიც განლაგებული იყო ტბა ტესკოკოსთან, იქ სადაც დღეს მდებარეობს ქალაქი მეხიკო. აცტეკები შევიდნენ ისტორიაში, როგორც განვითარებული ცივილიზაციისა და კულტურის მატარებელი ერი. სწორედ ისინი გამოსახავდნენ ყოველდღიურ ცხოვრებას ქვებზე და კერამიკულ ნაკეთობებზე.
სურათების მიხედვით რომ განვსაჯოთ ადრე უცხოპლანეტელები კონტაქტში შედიოდნენ დედამიწის მაცხოვრებლებთან.
u-f.ru