EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ყარაჩოხელები და კინტოები »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: Nisa
თარიღი: 2017-05-19 19:52:11
ყარაჩოხელი თურქულად, („შავჩოხიანი“) წარმოადგენდა ხელოსანს ან წვრილ ვაჭარს ძვ. თბილისში. გამოირჩეოდა რაინდული ბუნებით, სიდარბაისლით, დარდიმანდობით, თავისებური ჩაცმა–დახურვით. ისტორიკოს თამაზ ბერაძის ზრით, ,,ყარაჩოხელს, როგორც ქალაქის სოციალური ფენის წარმომადგენელს, დაახლოებით რვაასი-ცხრაასი წლის ისტორია აქვს. მისი წინაპარია რინდი, ჯევანმარდი. “რინდი” სპარსული სიტყვაა და ნიშნავს მოქეიფეს, ზარხოშს. რინდი ეწოდებოდა აგრეთვე აჯანყების მონაწილეს, არსებული წესწყობილების წინააღმდეგ მებრძოლს. “ჯევანმარდიც” სპარსული სიტყვაა. “ჯევან” ახალგაზრდას ნიშნავს, მარდ კაცს, ე.ი. ახალგაზრდა კაცი. ამ სიტყვიდან არის ნაწარმოები ქართული “ჯომარდი”. ჯევანმარდის – ჯომარდის – საპირისპირო სიტყვაა ნემარდ-ნამარდ, რაც არა კაცურ კაცს, მოღალატეს ნიშნავს. ჯომარდსაც და ნამარდსაც მხოლოდ თბილისში გაიგონებდით, ის ქალაქური ტერმინია. თბილისელი ყარაჩოხელი ქალაქის მოსახლეობის საყვარელი ფალავანი, უსამართლობისა და ძალმომრეობის მოძულე, სუსტების, დაჩაგრულებისა და ქვრივ-ობლების ქომაგი იყო.აღნიშნულისაგან განსხვავებით, ზოგიერთ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ ყარაჩოხელების გაერთიანება, ჩვენი ქვეყნის რუსეთის დაქვემდებარებაში შესვლის პერიოდის შემდეგ გაჩნდა.
ყარაჩოხელი ქალაქის დაბალ ფენას ეკუთვნოდა. ისინი ჩვეულებრივი, რიგითი თბილისელი მუშები და ხელოსნები იყვნენ, რომელთაც სინდისის საკუთარი კოდექსი გააჩნდათ. ეს ყველაფერი ძალიან მოგვაგონებს ევროპაში შუა საუკუნეებში შექმნილ ამქარ-გაერთიანებებს, რომლებშიც ასევე ქალაქის წვრილი ხელოსნები შედიოდნენ, თუმცა, ყარაჩოხელების ცხოვრების წესი მათგან მაინც განსხვავდებოდა.ყარაჩოხელები პრაქტიკულად კანონგარეშე ცხოვრობდნენ. ისინი მხოლოდ იმ წესებით ხელმძღვანელობდნენ, რომლებსაც მათი წინამძღოლი, უსტაბაში ამკვიდრებდა. ამ წესებით ყოველ ყარაჩოხელს ევალებოდა:
1. ყოველი ოსტატი ვალდებულია გაჭირვებაში მეორეს დაეხმაროს.
2. ოსტატებმა ერთმანეთს შეგირდები არ უნდა წაართვან.
3. რომელიმე ყარაჩოხელის სიკვდილის შემთხვევაში მისი დამარხვისა და სხვა ხარჯები ყველა იმ ადამიანმა უნდა გაიღოს, რომლებიც ამქარში ირიცხებიან.
4. შეგირდი ოსტატად მთელმა ამქარმა უნდა აკურთხოს.
5. ახალი უსტაბაშის არჩევის დროს ამქრიდან ერთი წევრიც რომ იყოს ამ კანდიდატურის წინააღმდეგი, მას არ აირჩევენ.
ყარაჩოღელს ეცვა შავი შალის ჩოხა, გრძელკალთებიანი, მოკლე ნაოჭიანი, უღილკილებოდ, რომ ახალუხის ნაოჭქვეშ სარტყლის ფოჩი თვალნათლივ გამოჩენილიყო. ყელზე გადაგდებული ჰქონდათ აბრეშუმის სახიანი მერდინი. შიგნიდან აცვიათ წითელი აბრეშუმის, გულამოჭრილი პერანგი, ზედ – შავი ატლასის ან ყარამანდული წვრილნაოჭიანი ახალუხი. მათი განიერი შარვალი შალისაგან იკერებოდა, თავებში აბრეშუმის ფოჩებიანი ხონჯარი ჰქონდა გაყრილი. საშინაოდ იცვამდნენ ქოშებს, საგარეოდ ხმარობდნენ ერთადლიან პუჭპუჭებიან წაღებს. მათი სამკაული იყო, ვერცხლის გობაკებიანი ქამარი, ქამარში მწვანე ბაღდადი, ”გალიბანდის” ე. წ. ”წიწაკა” ქუდი, წელში ვერცხლის ჩიბუხი და ჩიბუხისთვის ქისა…
წარმოუდგენელია ძველი თბილისი ყარაჩოხელთა ქეიფებისა და დროსტარების გარეშე. მათ ნახავდით თბილისის დუქნებსა და სამიკიტნოებში, ორთაჭალისა და კრაწინის ბაღებში, მტკვრის ”ტალღებზე” მოქანავე ტივსა თუ ნავზე.. თასებით ხელში დადიოდნენ..ისტორიკოს ელენე ბოცვაძის მიხედვით: “ყარაჩოხელები ქეიფის მოყვარული ხალხი იყო, ისინი შრომით მოპოვებულ ფულს არასოდეს ინახავდნენ და უზრუნველად ხარჯავდნენ ღვინოში. თბილისში ლეგენდაც კი არსებობდა ყარაჩოღელი ალექსას შესახებ, რომელმაც ორთაჭალის ბაღში ძალიან დიდი ფული, 100 თუმანი იპოვა და იმის ნაცვლად, რომ ეს თანხა შეენახა, ადგა და მთელი ამქარი ერთი კვირის განმავლობაში აქეიფა. იმ კვირაში თბილისში არც ერთი სახელოსნო აღარ მუშაობდა. ხალხი ძალიან ცუდ დღეში ჩაცვივდა, რადგან ხელოსნები ყველას სჭირდებოდა, ისინი კი გაშლილ სუფრას უსხდნენ და ვართალალოს გაიძახოდნენ“.ყარაჩოღელის სიტყვა თამამი იყო და გულუბრყვილო. ყარაჩოღელი გარეგნულად წარმოსადეგი პიროვნებაა, მხარბეჭიანი, ბრგე, დარბაისელი, გულმართალი, პატიოსანი, რაინდი. მათგან შორს იყო ჩხუბი და აყალმაყალი. შრომაც და ლხინიც დარბაისლური იცოდა. თავის, თუ ძმაკაცის შეყვარებულებს უმღერდნენ, ქვრივ-ობოლზე ზრუნავდნენ, გაჭირვებულს უვლიდნენ, ავადმყოფს ეხმარებოდნენ, ქალაქზე ზრუნავდნენ.ყარაჩოღლის ხმა – ტკბილი და შთამბეჭდავი. ყარაჩოხელის საყვარელი საკრავები იყო ზურნა, დუდუკი, საზანდარი და ქამანჩა. ყარაჩოხელის მუსიკა — დუდუკია. შრომით დაღლილი დუდუკის დარბაისლურსა და ნაღვლიან კვნესაში ახშობდა სიყვარულის კაეშანს და ცხოვრებისეულ ჭირ-ვარამს.
მოქეიფეთა სუფრა არასდროს დამწუხრდებოდა. სახელდახელო სუფრაზე საოცარ სადღეგრძელოებს წარმოთქვამდნენ. მათ მიერ წარმოთქმულ სადღეგრძელოში ჩაქსოვილი იყო კაცთმოყვარული, ჰუმანური აზრები, ადამიანის ყოველდღიური, ცხოვრებისეული ფიქრი და ტკივილი. ყოველ სადღეგრძელოს მოჰყვებოდა დუდუკის ტკბილი ჰანგი, რომელიც ღვინისაგან შეზარხოშებულთ, ეშხში შესულებს ცხოვრების სითბოსა და სილამაზეს აგრძნობინებდა.
კინტო თბილისის ქუჩების ერთ–ერთი კოლორიტული ფიგურა იყო, რომელიც განეკუთვნებოდა წვრილ ვაჭართა კლასს. გამოირჩეოდა მოსწრებული სიტყვა–პასუხით და თავისებური ჩაცმა–დახურვით (მაღალსაყელოიანი, საკინძეშემოხსნილი დაწინწკლული ჩითის პერანგი, მოკლე, შავი, ნაოჭიანი ახალუხი, უბეგანიერი მონაოჭებული შარვალი, ზოგჯერ ყელდაკეცილი „დაწყობილი ჩექმები“, ვერცხლის აბზინდიანი სარტყელი, აბრეშუმის ან ჩითის ხელსახოცით). თაბახზე გაწყობილ ხილსა და ბოსტნეულს გასაყიდად ქუჩებში თავით დაატარებდა. კინტო თბილისის ყოფას მე–20 საუკუნის 30–იან წლებამდე შემორჩა.
კინტოების კასტა შუა საუკუნეების ირანში ჩამოყალიბდა. სპარსეთის სახელმწიფოში კინტოთა ორი ძირითადი კატეგორია არსებობდა: ერთნი იყვნენ ე.წ. ხელის ბიჭები, რომლებიც დიდგვაროვნების კარზე მსახურობდნენ, ან ქალაქის წყლის მზიდავებად და თამბაქოს გამყიდველებად მუშაობდნენ. სპარსეთში მცხოვრები კინტოების მეორე ნაწილი ვაჭრობითა და აფერისტობით ირჩენდა თავს.
აი, რას წერს ერთ-ერთი ძველი ირანელი ისტორიკოსი: “კინტომ რომ არ მოიტყუოს, ალბათ, მოკვდება. მაგათ ტყუილი და აფერისტობა ისე აქვთ გვამში გამჯდარი, რომ ერთმანთსაც ხშირად ატყუებენ და ეს არც კი უკვირთ”.
ზოგი მკვლევარის აზრით, კინტოები ირანში ძირითადად სომხები იყვნენ. ზოგის აზრით, სპარსეთის იმპერია გატენილი იყო ათასი ჯურის და ჯიშის ხალხით, და კინტოს ნაციონალობის იდენტიფიკაცია არ აქვს, უფრო სექტას წარმოადგენდა, რომელთა რიგებს ყველა დეკლასირებული ფენის ხალხი ავსებდა (მათ შორის გადაჯიშებული და დასაჭურისებული ქართველიც).თბილისში კინტოები სპარსეთის ბატონობის პერიოდიდან არსებობდნენ. ისინი “როსტომ მეფემ” (მირზა ხანმა) ჩამოასახლა ქართლის ზნეობრივი გახრწნის მიზნით, რათა ირანს გაადვილებოდა ამ ქვეყნის ინტეგრირება. კინტომ ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახე მხოლოდ მე-19 საუკუნეში შეიძინა, როდესაც ირანი რუსეთმა შეცვალა და კინტოები ახალ ცხოვრებასთან შეგუებას ცდილობდნენ. თუკი ირანში კინტოების ორი კატეგორია არსებობდა, თბილისელმა კინტოებმა ყველა ის თვისება გააერთიანეს საკუთარ თავში რომელიც იმ ორ კატეგორიას ჰქონდა, ანუ ქართველი კინტო ვაჭარიც იყო, აფერისტიც და ხელზე მოსამსახურეც.ირანელი მოგზაური მეჯოდ-ოს-სალტანე 1865 წელს წერდა: “კავკასიაში ბევრი ირანული ყოფის ხალხია, ტფილისში ყველგან გადააწყდებით ირანელი კინტოებივით გამოწყობილ ნახევარკაცებს რომლებიც ხალხს ატყუებენ”.დავით ორბელიანი წერდა ”რაც თურქებმა ვერ ქნეს იმას კინტოები გვიშვრებიან! ქალაქელებს რყვნას ასწავლიან ჩვენ კი ხმას არ ვიღებთ”.იაკობ გოგებაშვილი გაზეთ “კვალ”-ში წერდა: ”ტფილისში დღეს იმდენი სასირცხვო ხალხი ცხოვრობს, სათვალავი, რო აერევა კაცსა. ქალაქში კინტო-მატრაბაზები ყველას ყვლიფავენ და შავზე თეთრს იმტკიცებიან”.
ხშირად ხდება ყარაჩოხელები და კინტოების ერთმანეთში არევა ან ერთმანეთთან გაიგივება. ამ ორი, სრულიად განსხვავებული კატეგორიის ხალხის შედარება საუკეთესოდაა მოცემული ი. გრიშაშვილის „ძველი თბილისის ლიტერატურულ ბოჰემა“–ში. ყარაჩოხელი დარბაისელია, ჩასპანდი, გულმართალი, პატიოსანი, რაინდი..კინტო უკანასკნელი ჯორის მცხოვრებია,- გაქსუებული, დაღლარა, თახსირი, ერთი სიტყვით,კინტო ყარაჩღლის გადაგვარებული მოდგმაა..
ყარახოღელი გარეგნულად წარმოსადეგი პიროვნებაა,მხარბეჭიანი ბრგეე..კინტო თვალმანკიერია, ჩიკორა კაცის შთაბეწდილებას ტოვებს,რომელშიაც ვაჟკაცური ელემნტი ნაკლებადაა,
ყარაჩოხელს აცვია: შავი შალის ჩოხა, გრძელკალთებიანი, მოკლე ნაოჭიანი, შიგნიდან აცვიათ წითელი აბრეშუმის, გულამოჭრილი პერანგი, ზედ-შავი ატლასის ან ყარამნდული წვრილნაოჭიანი ახალუხი. მათი განიერი შარვალი შალისაგან იკერებოდა, თავებში აბრეშუმის ფოჩებიანი ხონჯარი ჰქონდა გაყრილი.საშინაოდ იცვამდნენ, ქოშებს, საგარეოდ ხმარობდნენ წაღებს, მათი სამკაული იყო, ვერცხლის გობაკებიანი ქამარი, ქამარში მწვანე ბაღდადი, " გალიბანდის" ქუდი, წელში ვერცხლის ჩიბუხი და ჩიბუხისთვის ქისა...
კინტოს აცვია ჩითის პერანგი წინწკლებიანი მაღალსაყელოიანი, რომელსაც შესაკვრელი გვრდზე აქვს მარცხენა მხარეს, საყელოზე ოთხი ღილაკი აკერია,მაგრამ საკინძე ყოველთვის ჩამოხსნილი აქვს, აცვია შავი ნაშურის ახალუხი (რომელსაც იშვიათად ხმარობენ) ლასტიკის შარვალი, რომლის ტოტებს ხშირად ფარფალი გაააქვს, თავზე ქეჩის ქუდი ახურავს, ფეხზე უფუსლო ჩუსტები, გულზე სათი ძეწკვით, წელზე აბრეშუმის სარტყელი ან ვიწრო ვერცხლის ქამარი, ქამარში უბრალო ხელსახოცი, ჩოხას სულ არ ხმარობენ...
ყარაჩოხელის ხმა--ტკბილი და შთამბეჭდავი..კინტოს ხმა-ხრინწმოკიდებული და ხმელი..
ყარაჩოხელის მიხვრა მოხვრა მტკიცეა..კინტოსი-ოკრობოკრო..
ყარაჩოხელი -თვით ქმნის სიტყვის შედვრებს..კინტო -ამ სიტყვებს ამახინჯებს..
ყარაჩოხლის მუსიკა - დუდუკია,კინტოსი - არღანი..
ყარაჩოხელი მღეროდა: "გამიფრინდა სიხარულის ფრინველი,მიზეზისა სხვისა და სხვისა"
კინტო მღერის: "არღანჩიკ დაუკარ,ფაიტონჩიკ გარეკე"