EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« კომპიუტერული ტერმინოლოგიის ქართული განმარტებები გვ.2 »

კატეგორია: ბიზნეს ჟურნალი

ავტორი: Nina

თარიღი: 2017-06-19 17:26:02

კომპიუტერული ტერმინოლოგიის ქართული განმარტებები გვ.2

technician

VSync – ტექნოლოგია ვიდეო დაფებში , რომელიც აიძულებს გაშვებულ გრაფიკულ პროგრამასა თუ ვიდეო თამაშს განაახლოს კადრი იმავე სიჩქარით , როგორი განახლების სიჩქარეც აქვს მონიტორს

Adaptive VSync – მისი წინამორბედისგან განსხვავებით (VSync) , აღნიშნული ტექნოლოგია ავტომატურად ჩართავს/გამორთავს VSync-ს საჭიროების მიხედვით.

PhysX-კომპანია NVidia – მ (ვიდეო დაფების მწარმოებელი კომპანია) თავისი ვიდეო დაფებისთვის შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს დამსხვრევის, კაუსტიკის, წყლის, არეკვლის და სხვა ბუნებრივი ეფექტების რეალური გარემოს შექმნას.

Hybrid SLI- ტექნოლოგიაNvidia – ს ვიდეო დაფებში. იგი ზრდის გრაფიკული პროცესორის სისწრაფესGeForce Boost – ის მეშვეობით და უზრუნველყოფს ელემენტის მუშაობის დროის გაზრდასHybridPower – ტექნოლოგიით

CUDA Architecture-ტექნოლოგია Nvidia – ს ვიდეო დაფებში. იგი შესაძლებლობას იძლევა , გრაფიკულ პროცესორში იყოს მრავალი გამომთვლელი ბირთვები, რომელიც შეასრულებს მათემატიკურ გამოთვლებს, ზოგავს ცენტრალური პროცესორის რესურსებს. მისი კოდური სახელწოდებაა FERMI

ATI Crossfire Technology- ტექნოლოგია კომპანია ATI – ის ვიდეო დაფებისთვის. რომელიც საშუალებას აძლევს 2 ან მეტ ვიდეო დაფას , იმუშავოს ერთდროულად დედა დაფაზე. რაც რა თქმა უნდა ზრდის გრაფიკული პროცესების დამუშავების სისწრაფეს.

AMD Eyefinity Technology- ტექნოლოგია კომპანია ATI – ის ვიდეოდაფებისთვი. შესაძლებელია რამდენიმე დამოუკიდებელი მონიტორისთვის ვიდეო სიგნალის მიწოდება, პანორამული სამუშაო გარემოს შესაქმნელად.

SLI- (Scalable Link Interface) – ტექნოლოგია, რომლის მხარდაჭერაც შეიძლება ჰქონდეს ვიდეო ადაპტერს, ასევე დედადაფას. SLI უზრუნველყოფს, ერთდროულად ორი ვიდეო ადაპტერის მუშაობას დედადაფაზე. ტექნოლოგია შეიმუშავა კომპანია Nvidia – მ.

CrossFire-ტექნოლოგია წარმოებული კომპანია ATI – ის მიერ, ვიდეო ადაპტერის მუშაობის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. Crossfire ტექნოლოგიით შესაძლებელია პარალელურად იმუშავოს ოთხმა ვიდეოადაპტერმა დედადაფაზე. ტექნოლოგიის გაუმჯობესებული ვერსიაა Crossfire X.

Nvidia TurboCache- ტექნოლოგია TurboCach იყენებს PCI Express -ის დამატებით არხს, მონაცემთა უფრო დიდი რაოდენობით გატარებისთვის და გარანტიას იძლევა უფრო მაღალი გრაფიკული მწარმოებლურობისა, ვიდრე ტრადიციული ვიდეო მეხსიერება. ტექნოლოგია TurboCach ვიდეო დაფას საშუალებას აძლევს გამოიყენოს როგორც თავისი ვიდეო მეხსიერება, ასევე სისტემის მეხსიერების (RAM) ხელმისაწვდომი მოცულობა.

Nvidia Optimus- არის ტექნოლოგია, შექმნილი კომპანია Nvidea – ს მიერ, ვიდეო პროცესების ოპტიმიზაციისათვის. მისი საშუალებით შესაძლებელია დედადაფაზე ერთდროულად იყოს როგორც ინტეგრირებული, ასევე არაინტეგრირებული ვიდეო დაფა. იგი ძირითადათ გამოყენებულია ნოუთბუქებისთვის განკუთვნილ ვიდეო დაფებში. როგორ მუშაობს Optimus ტექნოლოგია? მუშაობის დროს, სისტემა ავტომატურად მიმართავს ინტეგრირებულ ვიდეო ჩიპს. თუ კომპიუტერი ასრულებს მძლავრ გრაფიკულ სამუშაოს და არ ყოფნის ინტეგრირებული გრაფიკული ჩიპის სიმლძავრე, ავტომატურად ირთვება არაინტეგრირებული გრაფიკული პროცესორი. ამით ის ოპტიმიზირებას უკეთებს ელემენტის ენარგიას და საჭიროების შემთხვევაში ზოგავს მას. ამიტომ მისი სამუშაო რესურსი Optimus ტექნოლოგიის გამოყენებით იზრდება. ეს ტექნოლოგია ძირითადათ განკუთვნილია ოპერაციული სისტემისთვის Windows 7, რომელიც ინტეგრირებული გრაფიკული ჩიპიდან, არაინტეგრირებულ ვიდეო დაფაზე გადართვას ავტომატურად აკეთებს. სხვა დანარჩენ სისტემაში პარამეტრების დაყენება შეგიძლიათ ბიოსიდან დააყენოთ. თუ ოფიციალური გვერდის განცხადებას გავითვალისწინებთ, იგი 10 ჯერ უფრო ეფექტურია ვიდრე ჩვეულებრივი ინტეგრიგრირებული ჩიპები და შესაძლებელია ვუყუროთ როგორც Full HD ვიდეოებს, ასევე ვითამაშოთ უახლესი 3D თამაშები.

AMD APU – (accelerated processing unit)- ამ ტერმინის მარკეტინგული განმარტების მიხედვით (AMD Fusion), იგი აერთიანებს ცენტრალურ და გრაფიკულ მიკროპროცესორებს და უზრუნველყოფს მათ შორის ინფორმაციის სწრაფ გადაცემას და ენერგომოხმარების შემცირებას.

AMD VirtualizationTechnology- კომპანია AMD-ს მიერ შემუშავებული ტექნოლოგია, მისივე წარმოების ახალი მიკროპროცესორებისთვის. ამ ტექნოლოგიის დანიშნულებაა – ენერგო მოხმარების და გაგრილების ხარჯების შემცირება.

Wi-Fi, IEEE802.11a/b/g/n- უსადენო ქსელის ერთ-ერთი ტექნოლოგია. ამ ტექნოლოგიით ქსელი მუშაობს სადენების (კაბელების) გარეშე, ხოლო მონაცემები მოწყობილობების შორის გადაეცემა რადიოტალღებით. a, b, g, n – არის ამ ტექნოლოგიის სხვდასხვა სტანდარტის აღნიშვნა.

802.11a-ამ სტანდარტით მოწყობილობა მუშაობს 5გჰც სიხშირეზე, გადაცემის მაქსიმალური სიჩქარე 54 მბიტ/წმ

802.11b-ამ სტანდარტით მოწყობილობა მუშაობს 2.4გჰც სიხშირეზე, გადაცემის მაქსიმალური სიჩქარე 11 მბიტ/წმ

802.11g-ამ სტანდარტით მოწყობილობა მუშაობს 2.4გჰც სიხშირეზე, გადაცემის მაქსიმალური სიჩქარე 54 მბიტ/წმ

802.11n-ამ სტანდარტით მოწყობილობა მუშაობს 2.4გჰც ან/და 5გჰც სიხშირეზე (ანუ არსებობს როგორც მოწყობილობები რომლებიც მუშაობენ მხოლოდ 2,4გჰც-ზე, აგრეთვე ისეთბიც რომლებიც მუშაობენ ორივე სიხშირეზე) გადაცემის მაქსიმალური სიჩქარე 600 მბიტ/წმ

802.11g და 802.11n სტანდარტებს ახასიათებთ უკუთავსებადობა, რაც ნიშნავს იმას რომ 802.11g სტანდარტზე მომუშავე მოწყობილობას შეუძლია დაამყაროს კავშირი ძველ, 802.11b სტანდარტით მომუშავე, მოწყობილობასთან, თუმცა სიჩქარე იქნება დაბალი (11 მბიტ/წმ)

802.11n სტანდარტზე მომუშავე მოწყობილობას შეუძლია დაამყაროს კავშირი როგორც 802.11g აგრეთვე 802.11b მომუშავე მოწყობილობასთან შესამაბის სიჩქარეებზე, 802.11a სტანდართით მომუშავე მოწყობილობასთან კავშირის დამყარება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში თუ ორივე მოწყობილობას შეუძლია იმუშავოს 5გჰც სიხშირეზე.

MIMO – (Multiple In Multiple Out)-802.11n სტანდარტის ტექნოლოგია რომლის საშუალებითაც მოწყობილობა რამოდენიმე ანძის გამოყენებით ერთდროულად გადასცემს (მიიღებს) რამოდენიმე ინფორმაციულ ნაკადს. მაგალითად ამ სტანდარტისთვის მაქსიმალური სიჩქარე 600 მბიტ/წმ შეიძლება იყოს მიღწეული მხოლოდ ერთდოულად 4 ნაკადის დამუშავებისას. ამ სტანდარტით მომუშავე მოწყობილობისათვის რომელიც მუშაობს მხოლოდ ერთი ანძით (მაგ. DIR-300N) მაქსიმალური სიჩქარე 150 მბიტ/წმ-ია, ხოლო DIR-615 რომელსაც გააჩნია 2 ანძა MIMO ტექნოლოგიის საშუალებით უკვე 300 მბიტ/წმ-მდე სიჩქარეს მიღწევა არის შესაძლებელი.

Wired Equivalent Privacy – (WEP)- უსადენო ქსელში მონაცემთა კოდირების ერთ-ერთი მეთოდი. WEP ალგორითმის მხარდაჭერა არ არის 802.11n სტანდარტში, ანუ თუ მარშრუტიზატორზე დაკონფიგურირებულია WEP-ი, მაშინ ეს უსადენო ქსელი 802.11g სტანდარტზე იმუშავებს.

Wi-Fi Protected Access – (WPA) & WPA2- უსადენო ქსელში მონაცემთა კოდირების ერთ-ერთი მეთოდი. არის უფრო დაცული ვიდრე WEP, ხოლო WPA2 დაცვის უფრო მაღალ დონეს ქმნის ვიდრე WPA. ამასთანავე ზოგ ძველ მოწყობილობას შეიძლება არ ქონდეს WPA2-ს ან თუნდაც WPA-ს მხარდაჭერა. გარდა ამისა მოხმარებელს შეიძლება შეექმნას სირთულე WPA2-ით დაცული ქსელის შექმნის მცდელობისას რადგანაც არსებობს რამოდენიმე ვარიანტი TKIP, AES, TKIP+AES, WPA Enterprise, WPA2 Enterprise და ა.შ.

Wi-Fi Protected Setup – (WPS)-ტექნოლოგია რომლის საშუალებით დაცული (WPA) კავშირის დამყარება მომხმარებელს ძალიან მარტივად, რთული კონფიგურაციის გარეშე შეუძლია. 2 წუთი დრო და 2 ღილაკის დაჭერა.

WAN-მარშრუტიზატორის (როუტერის) ქსელური პორტი, რომელიც განკუთვნილია გარე ქსელის შესაერთებლად. მარშრუტიზატორი უზურნველყოფს LAN პორტებზე შეერთებული კომპიუტერებისა და მოწყობილობების წვდომას WAN პორტში შეერთებულ ქსელში.

LAN – (RJ45)-მარშრუტიზატორის (router) ქსელური პორტი კომპიუტერების ან ქსელური მოწყობილობების შესაერთებლად. ამ პორტებში შეერთებული მოწყობილობები ჩვეულებრივ ერთ ქსელს ქმნიან.

USB SharePort- ტექნოლოგია რომლის საშუალებითაც უზრუნველყოფილია ამ ქსელში არსებული კომპიუტერების წვდომა როუტერზე შეერთებულ გარე USB მატარებელზე (storage).

Virtual Server / Port Forwarding- ფუნქცია რომელიც იძლევა საშუალებას გადაამისამართოს შემომავალი დაკავშირება (connection) კონკრეტულ მოწყობილობაზე ან კომპიუტერზე შემომავალი პორტის მიხედვით.

MAC ფილტრი- ფუნქცია რომელიც იძლევა საშუალებას შეიზღუდოს ქსელში გასვლა MAC მისამართების მიხედვით. აქვს 2 რეჟიმი , ესენია :

1. ქსელში დაიშვება მხოლოდ იმ MAC მისამართების მქონე მოწყობილობები რომლებიც სიაშია შეყვანილი

2. ქსელში დაიშვება ყველა მოწყობილობა გარდა იმ MAC მისამართების მქონე მოწყობილობებისა რომლებიც სიაშია შეყვანილი.

MAC კლონირება-ფუნქცია რომლის საშუალებით მარშრუტიზატორზე შეიძლება გაიწეროს თუ რა MAC მისამართით უნდა მუშაობდეს ის ქსელში. WAN პორტით შეერთებულ ქსელში მარშრუტიზატორი (router) ამ ჩაწერილი MAC მისამართით იმუშავებს.

Guest Zone-ამ ფუნქციის საშუალებით მოწყობილობაზე შეიძლება შეიქმნას დამატებითი უსადენო ქსელი რომელიც იზოლირებული იქნება ძირითადისაგან.

VPN – (Virtual Private Network)- იმ ტექნოლოგიების ზოგადი დასახელება რომლებიც შესაძლებელს ქმნიან საჯარო ქსელის (მაგ. ინტერნეტი) საფუძველზე შეიქმნას პირადი, დახურული, დაცული ქსელი. მომხმარებლისათვის ეს ნიშნავს იმას რომ ორი ან მეტი, ერთმანეთისაგან დაშორებული კომპიუტერი ან მოწყობილობა (მაგ. ორგანიზაციის რამოდენიმე ფილიალი, ან მაღაზიათა ქსელის წერტილები), რომლებიც ინტერნეტში VPN ფუნქციონალის მქონე მოწყობილობის საშუალებით გადის (მაგ. DIR-330) შეიძლება ერთ ქსელში აღმოჩნდნენ და იმუშავონ ისევე როგორც ერთ კომუტატორზე (switch) შეერთების შემთხვევაში.

Power Sensor- ტექნოლოგია ფილიპსის მონიტორებში, რომლის მეშვეობითაც სენსორი გრძნობს როდესაც მის წინ ადამიანი ზის და ეკრანის სიკაშკაშე რეგულირებულია შესაბამისად. ამ ტექნოლოგიის უპირატესობა კი იმაში მდგომარეობს, რომ თუ ადამიანმა შეწყვიტა მუშაობა და კომპიუტერი ჩართული დატოვა, იგი ეკრანს სიკაშკაშეს აკლებს, რითაც ზოგავს ენერგო მოხმარებას.

ჭავლური პრინტერი – პრინტერები , რომლებიც ფურცლებზე ბეჭდვის დროს იყენებენ მელანს

ლაზერული პრინტერი – პრინტერები , რომლებიც ფურცლებზე ბეჭდვის დროს იყენებენ ფხვნილს

ფურცლის წონა – პრინტერებთან მუშაობის დროს მნიშვნელობა აქვს ფურცლის წონას , თუ წონა აჭარბებს პრინტერის ქარხნული მახასიათებლების შესაბამის მაჩვენებელს , პრინტერი ვერ შეძლებს მის ამობეჭდვას

სკანირება – ინფორმაციის გადატანა ფურცლიდან (და არა მარტო) კომპიუტერში

კოპირება – არსებული ინფორმაციის ასლის შექმნა

ბეჭდვის ყოველთვიური რესურსი – მაქსიმალური რაოდენობა იმ ფურცლებისა , რომელთა ამობეჭდვას შეუძლია პრინტერს ერთ კალენდარულ თვეში

ბეჭდვის რეკომენდებული რესურსი – ერთ დამუხტვაზე/შევსებაზე რამდენი ფურცლის ამობეჭდვის შესაძლებლობა აქვს პრინტერს

Duplex – პრინტერის ფუნქცია , ამობეჭდოს ინფორმაცია ფურცლის ორივე მხარეს

Ppm – ბეჭდვის სიჩქარის აღმნიშვნელი ერთეული (Page Per Minute , გვერდი ერთ წუთში)

MFU-მრავალფუნქციური პრინტერი, ე.წ. კომბაინი, რომელიც ითავსებს ბეჭდვის, ფაქსის, კოპირების და სკანირების ფუნქციას. შეიძლება ჰქონდესმულტიმედიური შესაძლებლობები. როგორიცაა ბლუთუსი, მეხსიერების ბარათების წამკითხავი და ა.შ

CMYK-ფერთა გამის 4 ფერიანი სისტემა. აღნიშნული აბრევიატურიდან CMYK შესაბამისად ნიშნავს Cyan-ცისფერ, Magenta-მეწამულ, Yellow-ყვითელ და Black-შავ ფერებს. აღნიშნული ფერების კომბინაციით პრინტერი იღებს ფერად თუ შავთეთრ გამოსახულებას ფურცელზე. აღნიშნული ფერები გამოიყენება მელანის სახით პრინტერის კარტრიჯებში. შესაძლებელია ერთ კარტრიჯში მოთავსებული იყოს სამი CMY ფერი, ხოლო K (შავი) იყოს ცალკე. ასეთ კარტრიჯს ინტეგრირებული ეწოდება. თუ ოთხივე ფერის მელანი მოთავსებულია ცალკეულ კარტრიჯებში, მაშინ საუბარია არაინტეგრირებულ კარტრიჯზე.

EIO- ინტერფეისი, სპეციალური სლოტი HP – ს პრინტერებისთვის, სადაც თავსდება ქსელის დაფა, იმისთვის რომ პრინტერმა შეძლოს ქსელში მუშაობა, თუ მას ეს შესაძლებლობა არ გააჩნია.

PhotoREt-ბეჭდვის ტექნოლოგიით პრინტერი თითოეულ CMYK – ფერს, ქაღალდზე გადაიტანს ცალკეულ ფენებად. ესეიგი არ ხდება ფერთა არევა მელნის ფურცელზე დასხმამდე. ამის მიხედვით ფერთა შეხამება ორიგინალთან თითქმის იდეალურია.

VIVID-ტექნოლოგია რომელიც უზრუნველყოფს კაშკაშა და ნათელი გამოსახულების ბეჭდვას

DPI – გარჩევადობა ( Dot Per Inch) წერტილების რაოდენობა ერთ ინჩზე (2,54 სმ)

ADF-ფურცლების სპეციალური დასადები, რომელიც თითო ფურცელს აწვდის პრინტერს ან სკანერს დასაბეჭდათ ან სკანირებისთვის.

EWS-პრინტერში ჩაშენებული Web სერვერი, რომელიც საშუალებას იძლევა, ვაკონტროლოდ პრინტერი ინტერნეტიდან

VIVERA-გვთავაზობს ნათელ და კაშკაშა ფერებს, ჩრდილის საოცარ ეფექტებს, ფოტო გამოსახულების გასაცოცხლებლად ეს ტექნოლოგია იყენებს 72.9 მლნ ფერს

ETHERNET-ქსელი, რომელსაც შეუძლია გაატაროს 10/100/1000 მბ/წმ ინფორმაცია. პრინტერებში აღნიშნული ფუნქცია (RJ 45) უზრუნველყოფს პრინტერის ქსელში ჩართვას, რაც საშუალებას მოგვცემს ერთი პრინტერით ისარგებლოს რამდენიმე მომხმარებელმა.

ImageREt-ტექნოლოგია რომელიც ქმნის მილიონ ფერს და უზრუნველყოფს ფერთა გამის მართვას. რისი მეშვეობითაც ვიღებთ ფოტორეალისტურ ეფექტს.

All-in-One, AIO-მრავალფუნქციური პერიფერიული მოწყობილობა.

ePrint- ტექნოლოგია HP – ს პრინტერებისთვის. რომლის საშუალებითაც შესაძლებელია პრინტერის, ელ-ფოსტის საშუალებით HP-ს სპეციალურ ვებ გვერდზე დარეგისტრირება. რეგისტრაციის შემდედ, თქვენ შეგიძლიათ ინფორმაციის გაგზავნა ამავე მისამართზე, რასაც პრინტერი ავტომატურად დაბეჭდავს.

Air Print- არის Apple – ს ოპერაციული სისტემის კომპონენტი, რომლის მეშვეობით ხდება iPhone, iPad -ის და სხვა Apples მოწყობილობების უკაბელოდ კავშირი ზოგიერთი ტიპის პრინტერთან. ის არ მოითხოვს სპეციფიკურ დრაივერს პრინტერისთვის.

Hp Smart Web Printing- ამ პროგრამის საშუალებით შესაძლებელია ვებ გვერდზე გამოვყოთ სასურველი ინფორმაციის ფრაგმენტები, დავალაგოთ და დავბეჭდოთ მარტივად. ამ პროგრამის გამოყენების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ არ ვიყენებთ ზედმეტ სახარჯ მასალას და მნიშვნელოვნად ვამცირებთ ქაღალდის ხარჯს.

გადაფურცლეთ გვ.1

yellowblog.ge