EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« დიდი სომხეთი საქართველოს წინააღმდეგ »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: kiki
თარიღი: 2017-08-09 22:43:38
ქართული სახელმწიფოს დაცემის საქმეში 1801 წელს სხვა ფაქტორებთან ერთად დიდმნიშვნელოვანი როლი ითამაშა სომხეთის ღალატმა.
ნოე ჟორდანიას თავის ნაშრომში "მესამოცე წლების მოღვაწენი და დღევანდელი ცხოვრება" (1895 წ.) საქართველოს დაცემის მიზეზებს შორის (ეკონომიკური განუვითარებლობა, დაქსაქსულობა და ა. შ.) ასახელებს სომეხთა უმადურ ქმედებებს ჩვენი ქვეყნის მიმართ და გარკვეულ ისტორიულ ანალიზსაც აკეთებს:
"სომხეთის სამეფოს დაცემის შემდეგ, - წერს იგი, - სომხები გაიბნენ სხვადასხვა ქვეყანაში. აქ სიახლოვეს ერთადერთი საქრისტიანო იყო ფეხზე - საქართველო და თავშესაფარიც აქ ეძებეს. საქართველოში ისინი დახმარებას, პატივს და მფარველობას ღებულობდნენ (ბევრი ამას ხედავდა, ზოგი კი ვერა).
მაშინ სომხების პირდაპირ ინტერესს შეადგენდა ძლიერი საქართველო. ამისთვის ისინი სახელმწიფო საქმეებში მხურვალე მონაწილეობას იღებდნენ და ნდობა და პატივიც დაიმსახურეს.
ამასთან, სომხები, როგორც ვაჭარნი და ფულიანნი, საჭირონი იყვნენ მთავრობისათვის. ხაზინით სარგებლობა ამას მოითხოვდა. სომხების ეროვნული და აღებ-მიცემობითი სარგებლობა მოითხოვდა საქართველოს გაფართოებას და გაღონიერებას, მაგრამ როცა დაუძლურება და სიძაბუნე შეეპარებოდათ, მაშინ სხვაგან უნდა ეძიათ მფარველობა...
ასეთმა შემთხვევამაც არ დააგვიანა - ჩვენ გვერდზე ამოიჭიმა რუსეთის სახელმწიფო.
სანამ მისი საზღვრები ჩვენგან შორს იყო, მანამ სომხებიც ძალაუნებურად საქართველოთი უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ, მაგრამ, როგორც კი საზღვრებმა მოიწია, მოგვიახლოვდა, მისვლა-მოსვლა ცოტაოდენ გაადვილდა, მაშინ სომხებს საშუალება მიეცათ თავის თავისთვისაც უფრო რიგიანად ეზრუნათ.
და, აი, საქართველოს დაცემის ისტორიაში ისინი შესამჩნევ როლს თამაშობენ...
სომხებმა ქართული მთავრობის შემწეობით საქართველოში ქონება შეიძინეს და ბოლოს ამავე მთავრობის დასაცემად კაცებს ქრთამავდნენ.
სანამ საქართველოს თვით-არსებობა მათთვის სასარგებლო იყო, ისინიც მხარს უჭერდნენ, როცა ეს მათთვის სასარგებლო აღარ იყო, ორმო ამოუთხარეს: ასეთია გზანი ისტორიისა!
ყველა ერი თავის ინტერესებს იცავს და ვაი, იმ ერს, რომელსაც თავისი ინტერესები ვერ შეუგნია".
XVI საუკუნის 80-იანი წლებიდან თვალში საცემია რუს-სომეხთა ერთობლივი ქმედებანი საქართველოს დასუსტებისა და ერეკლე მეორის ავტორიტეტისა და გავლენის დაცემის მიზნით.
რუსეთი და ეკატერინე მეორე ყველანაირად ცდილობდნენ ქართლ-კახეთის გადაქცევას მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ძირგამომთხრელ საქმიანობას თითქმის ღიად ეწეოდნენ.
ამ საქმეში მათი უმთავრესი დასაყრდენები იყვნენ მოღალატე ქართველები და განსაკუთრებით სომეხი ვაჭრები.
სწორედ მათ უბიძგეს აღა-მაჰმად ხანს საქართველოს დაქცევისაკენ.
1795 წელს, აღა-მაჰმად ხანის შემოსევის მომენტში, აქ აღარ იყო რუსული სამხედრო ძალა, რომელსაც გეორგიევსკის ტრაქტატის ძალით ევალებოდა საქართველოს დაცვა.
1795 წლის მაისში აღა-მაჰმად ხანმა ელჩი გამოუგზავნა ერეკლეს და აცნობა, რომ ყარაბახის ურჩი ხანის იბრეიმის დასასჯელად მივდივარ და შენი ერთ-ერთი შვილის სარდლობით დაუყოვნებლივ ჯარი მომაშველეო.
ერეკლემ კარგად ვერ გათვალა მისი გეგმა და პირიქით მოიქცა.
დასახმარებლად ჯარი იბრეიმ-ხანს გაუგზავნა აგვისტოს შუა რიცხვებში ალექსანდრე ბატონიშვილის სარდლობით.
რას აკეთებდნენ ამ დროს სომხები საქართველოში.
სიმონ ქვარიანი წერს, რომ სომხები ამ დროს აწარმოებდნენ ორჭოფა პოლიტიკას, ერთსა და იმავე დროს ღმერთსაც უნთებდნენ სანთელს და ეშმაკსაც.
ე. ი. რუსებსაც უშლიდნენ გულს ფიანდაზად და ეპატიჟებოდნენ საქართველოში საბატონოდ, აღა-მაჰმად ხანსაც უგზავნიდნენ ფულსა და ფეშქაშებს, მიუძღოდნენ წინ ქართლ-კახეთის დასაპყრობად (ს. ქვარიანი, ქართველი ერის ისტორია).
ქართულ წყაროებზე დაყრდნობით ვგებულობთ, რომ სომხეთში შესულ აღა-მაჰმად ხანს სომხებმა დიდი ქრთამები მისცეს და საქართველოში გადმოიპატიჟეს.
ესენი იყვნენ განჯელი ჯავად-ხანი და კარაბერდის მელიქი მეჯნუმი.
ივანე ჯავახიშვილი წერს, რომ
"სომეხთა კათალიკოსმა ლუკამ საქართველოს ასაოხრებლად 1785 წელს მომავალ სპარსეთის შაჰს აღა-მაჰმად ხანს, ალბათ, შიშით, "სამხედრო ხარჯების დასაფარავად" 100 ათასი მანეთი მისცა (ივ. ჯავახიშვილი, საქართველოს საზღვრები).
ლუკას ამ საქციელში შიშთან ერთად სომხური ეშმაკობა და ვერაგობაც იყო ჩადებული (მას რვა გირვანქა ოქროც მიუცია შაჰისთვის - ლ. სანიკიძე).
აღა-მაჰმად ხანს საქართველოში მეგზურად მიუძღვოდა სომეხი იაკობ ბებუთოვი.
მცირერიცხოვანმა ქართველებმა შეძლეს შაჰის შეტევათა მოგერიება.
იგი უკვე უკან წასვლას აპირებდა, რომ თბილისში მყოფმა სომხებმა არტემ არარატელმა და იოსებ ბებუთოვმა პატიმრად მყოფი სპარსეთის ელჩი ციხიდან გააპარეს.
სამივემ ამცნო შაჰს, რომ ქართველებს ძალზე მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავთ და საჭიროა დაუყოვნებლივ მათზე გალაშქრება.
აღა-მაჰმად ხანმა უცბად ისარგებლა ამ საჩუქრით და თბილისში ჯოჯოხეთი დაატრიალა.
დაახოცინა ათასობით ქართველი, დაანგრევინა 20 ეკლესია, სახლები, შენობები, გაძარცვეს დედაქალაქი, ნიშანდობლივია, რომ სპარსელებმა არ დაანგრიეს სომხური ეკლესიები და სომხებს არც ერჩოდნენ.
გეორგიევსკის ტრაქტატი და რუსეთის მოიმედეობა ძვირად დაუჯდა საქართველოს და ერეკლეს.
ქართლ-კახეთის წინააღმდეგ აიშალა მთელი მუსულმანური გარემოცვა, ლეკები.
ოფიციალური მონაცემებით, 1783 წლიდან 1801 წლამდე ქართლ-კახეთის მოსახლეობა თითქმის განახევრდა.
მოსე ჯანაშვილის თქმით, "ერეკლეს ყველა მოლოდინი სინამდვილეში ჩაიშალა: "მართლმადიდებლობა ურწმუნოებამდე დავარდა, თბილისი ათენად ვერ იქცა, ქართული სული განქარვების საზღვრამდე მივიდა, ქართული ტკბილი და სიყვარულის ენა შეიბღალა და სხვადასხვა უმსგავსო ნართაულებით სახსენებელი შეიქნა, ქართული კანონები და ფული მოისპო, საქართველოს აღდგენის მაგიერ ეღირსა მის უკეთ ნაწილებად გაყიდვას, და მკვიდრ ქართველთა გადასახლებას და უცხოთა ჩამოსახლებას, ქართველი ხალხის თავისუფალ განვითარებას მიაყოლეს მისი გადაგვარების მანქანები" (მ. ჯანაშვილი - ერეკლე მეფე, გაზ. "საქართველო", 17X.1919).
აღა-მაჰმად ხანის მიერ თბილისის აოხრების შემდეგ სომხები ძარცვავდნენ და იკლებდნენ გაქცეული ქართველების სახლ-კარს (პ. კარბელაშვილი "სომხები საქართველოში", გაზ. "სამშობლო").
აღა-მაჰმად ხანის მიერ დარბეულ ქართლ-კახეთს თავი "დროებით" შეაფარეს ყარაბაღიდან ლტოლვილმა სომხებმა, თუმცა, შემდეგ ისინი არათუ უკან დაბრუნდნენ, არამედ სხვა ყარაბაღელი სომხებიც თავიანთი მელიქიებიანად გამოიქცნენ საქართველოსა და განჯაში (პ. გუგუშვილი, საქართველოს და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება X|X-XX სს).
ყარაბაღელმა სომეხმა მელიქებმა: მელიქ აბოვმა, მელიქ ჯიმშიდიმ და მელიქ ფრიდონმა თავიანთ ქვეშევდომებიანად თავი შეაფარეს საქართველოს.
მელიქ აბოვმა ერეკლე მეორისგან მიიღო მნიშვნელოვანი პრივილეგიები და დასახლდა მეფისაგან ნაბოძებ ბოლნის-დმანისთან, სადაც ჩამოიყვანა 700-ზე მეტი ყარაბაღელი სომეხი კომლი. ეს მელიქები, ფაქტობრივად, საქართველოს თავადებად იქცნენ.
მათი უფლებრივი მდგომარეობა ამ დროს ერევნის სახანოში არსებული მელიქების უფლებაზე გაცილებით დიდი იყო.
მელიქ აბოვი ხშირად ადგენდა რაზმებს, თავს ესხმოდა ჯავახეთს, მიჰქონდა იქიდან ნადავლი და მიჰყავდა ხალხი, რომელსაც ასახლებდა თავის სათავადოში, და როგორც პროფესორი შოთა ლომსაძე წერდა, შესაძლებელია გრიგორიანულ სარწმუნოებაზე გადაჰყავდა ისინი.
სომეხ მელიქთა და მდიდარ ვაჭართა ლოლიავს ერეკლემ ქვემო ქართლი კინაღამ გადააყოლა (შ. ლომსაძე, სამცხე-ჯავახეთი, თბ., "მეცნიერება", 1975. გვ. 344).
ერეკლე ||-ის გარდაცვალების შემდეგ რუსეთი ყველაფერს აკეთებდა ქართლ-კახეთის ანექსიისათვის და ქმნიდა დასაყრდენს თავისი მიზნების განსახორციელებლად.
ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან ფაქტორად ამისთვის ისინი მიიჩნევდნენ ქართლ-კახეთში სომეხთა ჩამოსახლებას და სომეხ ვაჭარ-ხელოსანთა გაძლიერებას.
სომეხთა კათალიკოსმა იოსებ არღუთინსკიმ ხომ "მთელი მოძრაობა შეიქმნა ძველი, დაკარგული "არმენიის ნაწილობრივ მაინც სააქრთველოში გადმოსატანად.
მას, რა თქმა უნდა, წინ საქართველოს სამეფოს არსებობა ეღობებოდა და სომხების კათალიკოსმაც აქეთკენ მოიტანა იერიში.
საფიქრებელია, რომ საქართველოს საოკუპაციოდ გამოგზავნილი რუსული ჯარის მეთაურად სომეხ გენერალ ლაზარევის (შულავერელი სომეხი წარმოშობით - ვ. შ.) დანიშვნა სწორედ ამ არღუთინსკის, ან მისი გარემოცვის საქმე იყო" (თამარ და აკაკი პაპავა. "მარიამ-უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი", ბუენოს აირესი. 1956. გვ. 86).
მღვდელმა პ. კარბელაშვილმა 1916 წლის აგვისტოში გაზეთ "სამშობლოს" ფურცლებზე გამოაქვეყნა სტატიათა ციკლი "სომხები საქართველოში" (ისტორიული საბუთები), სადაც ამხელს მათ უზნეობას, ვერაგობას და ღალატს საქართველოს მიმართ.
იგი წერს, რომ სომხების პატრიარქი იოსებ არღუთინსკი, თბილისის სომხობა ნატრობდნენ სომხეთის სამეფოს აღდგენას და ამიტომ ერეკლე ||-ის გაძლიერება არ ეპიტნავებოდათ.პირიქით, ხელს უმართავდნენ რუსეთის გავლენის გაძლიერებას და საქართველოს დაუძლურებას.
ვინ ჩამოაცილა კრწანისის ომის წინ ერეკლეს ყარაბაღელი სომხობა - სვამს კითხვას პ. კარბელაშვილი და მიუთითებს, რომ ეს გააკეთეს თბილისელმა სომხებმა, რომ მათი დახმარებით ერეკლე || არ გაძლიერებულიყო ("სამშობლო", 1916, 11-18, ||||).
ჯამბაკურ-ორბელიანმა გააკეთა ასეთი დასკვნა:
"როგორც ბოლო დროს შევიტყვე და წვრილად მიამბეს, რაც საქართველოს მოუვიდა, სულ სომხებისაგან; სხვას ნურავის დავაბრალებთ, ისინი ჩვენი ხელით ნარს გლეჯდნენ, ჩვენ იმათი იარაღი ვიყავით".
თამარ და აკაკი პაპავებიც აღნიშნავენ, რომ პეტერბურგისა და საქართველოს დიდვაჭარ-კომერსანტ სომეხთა ამ წრემ კიდევ უფრო წააქეზა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებაში რუსეთის გენერლები და სომეხ ლაზარევს ამ გადაწყვეტილებათა სისრულეში მოყვანა დააჩქარებინა.
კათალიკოსმა იოსებ არღუთინსკიმ, მას შემდეგ, რაც პეტრე | და ეკატერინე || "დიდი სომხეთის" შექმნის პროექტები დასამარდა, ახალი გზის ძიება დაიწყო.
ეს ახალი გზა იყო საქართველოს სამეფოს გაუქმების და მის ნანგრევებზე რუსული ღუბერნიების აღმოცენებისა, რის წიაღშიც სომხობას ახალი შესაძლებლობანი უნდა გახსნოდა.
აქ მთავარი იყო სპარსეთ-ოსმალეთსა და აზერბეიჯანის სახანოებში გაბნეულ სომხობას საქართველოში ახალი თავშესაფარი მოეპოვებინა".
ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებაში განსაკუთრებით საძრახისი როლი შეასრულა სომეხთა კათალიკოსმა იოსებ არღუთინსკიმ.
სწორედ მისი თაოსნობით და მეთაურობთი თბილისელმა სომხებმა სიონის ტაძარში ქართველთა იძულებით დაფიცებამდე ადრე, თავისი ნებით, დიდი ზეიმით (74 მღვდლის, 8 არქიმანდრიტის, მრავალი სომეხის თანდასწრებით) ვანქის საკრებულოში დიდი პარაკლისი გადაიხადეს ქართლ-კახეთის სამეფოს მოსპობის აღსანიშნავად.
სომხებმა არა მარტო ქარათლ-კახეთის სამეფოს დამხობას შეუწყვეს ხელი, არამედ ყველანაირად ეხმარებოდნენ რუსებს საქართველოში დამკვიდრებასა და ფეხის მოკიდებაში.
როდესაც ქართველებმა აჯანყებები დაიწყეს რუსული კოლონიალური და სასტიკი მმართველობის წინააღმდეგ, სომხური ეკლესია და ზედაფენები რუსებს ამოუდგნენ მხარში.
მაგალითად, 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს, ერეკლეს ვაჟს ალექსანდრე ბატონიშვილს შეპყრობის მიზნით დაედევნენ სიღნაღელი სომხები.
რუსებისათვის მძიმე დღეებში თბილისელმა სომეხმა ვაჭრებმა დიდი რაოდენობით ხორბალი ჩააბარეს რუსებს მუქთად ჯარის გამოსაკვებად.
ასეთი ფაქტები მრავლად იყო და ამანაც განაპირობა ის, რომ კავკასიის მთავარმმართველმა რტიშჩევმა 1813 წლის 13 მაისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე |-ს წერილი გაუგზავნა და მოითხოვა საქართველეში მცხოვრები სომხების დაჯილდოება კახეთის ამბოხების დროს რუსეთისადმი გაწეული სამსახურისა და ფაქტიურად ქართველთა ღალატისთვის.
ნებისმიერ თავმოყვარე ერისთვის ასეთი საქციელი იმ ქვეყანაში, რომელმაც ისინი სამადლოდ შეიფარა, სამარცხვინო და თავმოსაჭრელი რა უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა სომხებისათვის, რომლებმაც ეს "წყალობის გრამოტა" არათუ მიიღეს, არამედ შეიფერეს და ამით ამაყობდნენ კიდეც.
ასეთ ხალხს ამის მერე რაღა უნდა ელაპარაკო!
თუმცა, სომხებისაგან ეს გასაკვირი არ არის.
აი, რას წერს სომეხი თოვმა მეწოფეცი თავის თანამემამულეებზე:
-"1413 წელს სასტიკი შიმშილი დაიწყო ჩვენს ქვეყანაში, როგორც მორწმუნეთა ისე ურწმუნოთა შორის, ისე, რომ შეჭამეს ძაღლები და კატები, გვამები, ცხენები, ვირები, ჯორები და აქლემები. აღარაფერი რომ არ დარჩათ, მაშინ თავიანთ ვაჟებს და ასულებს მიმართეს.
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ფარულად და აშკარად ათასი კაცი შეჭამეს..
მორწმუნენი ზამთრის ჟამს არარატის გავარიდან აიყარნენ და საქართველოსკენ გასწიეს" (თოვმა მეწოფეცი, ისტორია თემურ-ლენგისა და მისი შთამომავლებისა, თბ. 1987, გვ. 62).
მაშინ, როცა რუსებმა 1811 წელს გააუქმეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, სომხურ ეკლესიას ავტოკეფალია შეუნარჩუნეს, ისევე როგორც სომხური ენის სწავლება - საქართველოს სომხურ სკოლებში.
ვაჟა შუბითძე
საქართველოს რესპუბლიკა
tb24.ge