EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას საცხოვრებელ სახლებსა და შენობებში »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: უშანგი სიხარულიძე
თარიღი: 2017-10-15 18:41:21
ექსპერტების რეკომენდაციით არსებობს მავნებელთან ბრძოლის სხვადასხვა მეთოდები, რომლებიც მოსახლეობის მიერ აქტიურად გამოიყენება
მოგეხსენებათ მავნებელი გამოსაზამთრებლად ინაცვლებს საცხოვრებელ სახლებსა და დახურულ შენობებში. მოზამთრე ფაზის წინააღმდეგ ბრძოლა სწორედ თავშესაფარი ადგილებიდან უნდა დაიწყოს. ამისათვის საჭიროა აზიური ფაროსანას მოუწყოთ თავშესაფრის იმიტაცია. მზადდება მარტივი კონსტრუქციის მუყაოს ქაღალდის ყუთის თავშესაფარი, უკეთდება ნახვრეტები რომელშიც მჭიდროდ თავსდება მუყაოს ფირფიტები.
ან სხვა მასალისაგან დამზადებული მსგავსი კონსტრუქციის ყუთები, სადაც შესაძლებელია მოვათავსოთ მჭიდროდ ტომრები, ქაღალდი, ძველი ტანსაცმელი. აღნიშნულ თავშესაფრებს, გამოსაზამთრებლად დაძრული ფაროსანების მოზიდვის მიზნით, ათავსებენ სახლების მახლობლად, სახლის სხვენზე, ავტოფარეხში, საწყობში, ყველგან სადაც შესაძლებელი იქნება მისი განთავსება. გარკვეული პერიოდის შემდგომ აღნიშნულ თავშესაფრებს, რომლებიც დიდი ალბათობით მავნებლები გამაზამთრების მიზნით იქნებიან დაბუდებულნი ვანადგურებთ.
სახლებში ისინი ამ ადგილებიდან შედიან
ოთახებში ამ ადგილებში განთავსდებიან
ოთახში შესულ ფაროსანასთან მექანიკური ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი მტვერსასრუტით შეგროვება და განადგურებაა.
მექანიკური მეთოდები
ხელით მარტივი მეთოდი
ნათურა ფოლგიანი ჯამი საპნიანი წყალი. სინათლეზე მოდიან ჯამში ცვიდებიან იღუპებიან
ჩვეულებრივი წყლიანი ჯამი და ნათურა
მეორადი ბოთლებისაგან ხაფანგის დამზადების წესი. შიგნით იდება ნათურა სინათლე იზიდავს მწერს ბოთლში ვარდებიან
ეს მავნებელი შესაძლებელია დაფაფრთხოთ სხვადასხვა საშუალებებით. ისინი უფრთხიან საპნიან წყალს, ძმარს, ყველა მძაფრი სუნის დამახასიათებელ ეთერზეთებს
თეთრი ძმარი +თხევადი საპონი +წყალი და ვაფვრქვევთ
თხევადი ჭურჭლის სარეცხი სითხე+თეთრი ძმარი+წყალი და ფაფვრქვევთ
თამბაქო+წყალი+თხევადი სარეცხი საშუალება და ვაფრქვევთ ოთახში
ფიჭვის ზეთი+წყალი თანაბარი რაოდენობით შემდეგ ვაფრქვევთ
ასევე ხახვის კანი 200 გრ+5 ლიტრი ცხელი წყალი ვაჩერებთ ხუთი დღე ვფილტრავთ დღეში სამჯერ ყოველ ხუთ დღეში. 100 გრ მდოგვის ფხვნილი+6 ლიტრი ცხელი წყალი ვაცივებთ და შემდეგ ვაფრქვევთ, რაც შეეხება ნაზავს ზეთი+თხევადი საპონი +თეთრი ძმარი + წყალი (თანაბარი რაოდენობით), საუკეთესოა როგორც აზიური ფაროსანასთვის ისე კოღოების საწინაამღდეგოდ
მათ წინამღდეგ შესაძლებელია ისეთი მეთოდების გამოყენება რომელიც სრულიად უვნებელი იქნება გარემოსათვის. სოკო- Beauveria bassiana-სგან დამზადებული პრეპარატები. მაგ: ბოვერინი. სოკო რომელიც მოხვდება მწერის ორგსნიზმში იწყებს მის მოწამვლას, ასევე სოკოს მიცელიუმი მწერს მოედება სხეულის მთელ ზედაპირზე თეთრი ფიფქის სახით, რის შედეგადაც მწერი იღუპება
khasaia.wordpress.com