EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ბავშვის აღზრდის იაპონური მეთოდი »
კატეგორია: ვიცოდეთავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2017-11-10 18:57:34
იაპონიაში ბავშის აღზრდის ტრადიციას იკუძი ჰქვია. ეს არ გახლავთ მხოლოდ ბავშვის მოვლის, აღზრდისა და განათლების სისტემა, ეს არის მთელი ფილოსოფია, რომელიც საუკუნეებს ითვლის და დღესაც წარმატებით მოქმედებს.
დედისა და ბავშვის ერთობა
იაპონელი ბავშვის დაბადების პირველივე წამები ტრადიციებთანაა დაკავშირებული. ექიმი ჭიპლარის პატარა ნაწილს სპეციალურ ხის ყუთში დებს და ოჯახს ატანს. სწორედ ეს გახლავთ დედისა და ბავშვის ერთობის უდიდესი სიმბოლო, რომელიც ორივეს მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ახსოვდეს.
იაპონიაში ბავშვის აღზრდაში მთავარ როლს დედა და ოჯახის წევრი სხვა ქალები თამაშობენ. თუმცა თანამედროვე იაპონიაში ამ როლს უკვე მამაკაცებიც ითავსებენ, რადგან იაპონელი ქალები პროფესიულ საქმიანობაშიც რეალიზდებიან და, შესაბამისად, შვილებისთვის ნაკლები დრო რჩებათ.
თუ ბავშვის აღზრას დედა იკისრებს, მაშინ მთელი თავის დრო მას უნდა უნდა მიუძღვნას: არ უნდა იმუშაოს, ვიდრე ბავშვი 3 წლის არ გახდება, არ უნდა დაუტოვოს ბებიასა და ბაბუას, მარტო არ უნდა წავიდეს დასასვენებლად და ასე შემდეგ. ანუ საკუთარი მოვალეობა სხვას არ უნდა გადააბაროს. მიიჩნევა, რომ იაპონელი დედა შვილის ჩრდილია, რომელსაც ბავშვთან მუდმივად უნდა ჰქონდეს ფიზიკური და სულიერი კავშირი და არასდროს აწყენინოს მას.
პარალელურად კი ევროპელი მშობლები მიიჩნევენ, რომ ეს ბავშვს ათამამებს, რაც მის მომავალზე უარყოფითად აისახება. ამას იაპონელები არ იზიარებენ, რადგან მათ საუკეთესო და უტყუარი მტკიცებულება გააჩნიათ - საკუთარი მაგალითი.
რამდენიმე წლის წინ ჩატარადა იაპონური და ამერიკული აღზრდის წესების გამოკვლევა. ჩატარდა ექსპერიმენტიც: შეარჩიეს ორი საბავშვო ბაღი და აღმზრდელებს სთხოვეს, ბავშვებისთვის კონსტრუქტორის აწყობა დაევალებინათ. ამერიკელმა აღმზრდელებმა ჯერ სიტყვიერად აუხსნეს რა უნდა გაკეთებინათ, შემდეგ კი კონსტრუქტორი ბავშვებთან ერთად ააწყვეს, იაპონიაში კი ჯერ აღმზრდელი აწყობდა, ბავშვები მას აკვირდებოდნენ, შემდეგ კი თავად ააწყვეს.
შედეგად გაირკვა, რომ იაპონელი მშობლები ბავშვებს საკუთარი ქმედებების მაგალითზე ზრდიან და არა სიტყვებითა და ჭკუის დარიგებით.
გაირკვა ისიც, რომ იაპონელი მშობლები გრძნობების აღქმას, სულიერ დამოკიდებულებას დიდ ყურადღებას აქცევენ. მაგალითად, თუ ევროოპელი ბავშვი სათამაშოს გატეხავს, მშობელი მას სიტყვიერ შენიშვნას მისცემს და დაარიგებს, რომ მეორედ ასე აღარ მოიქცეს, იაპონელი კი ეტყვის: შენ მას ატკინე. ანუ დასჯის ნაცვლად მხოლოდ მიანიშნებენ, რომ ცუდად მოიქცა.
არ დაამციროთ ბავშვი და ნუ მიაყენებთ მას ფიზიკურ შეურაცხყოფას!
ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც ბავშვს სცემენ, არის ის, რომ მას არ შეუძლია ხურდის დაბრუნება.
5 წლამდე ბავშვს "მეფესავით" უნდა მოექცე. მას არაფერს უკრძალავენ, არ ზღუდავენ, არ უყვირიან, ფიზიკურ ძალადობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ბავშვისთვის არ არსებობს სიტყვები არა, არ შეიძლება, ცუდად იცევი, ,მაბრაზებ. ის სრულიად თავისუფალია ქმედებაშიც და არჩევანშიც, რადგან იაპონელები მიიჩნევებ, რომ ასე ადამიანი სილაღესა და სიცოცხლის სიყვარულს იმუშავებენ.
ამ დროს ყალიბდება აქტივობა, ცნობისმოყვარეობა, ცხოვრების მიმართ ინტერესი. მაგალითად, როცა ბავშვი ტეხავს ვაზას, ამ დროს ის ვერ ხვდება, რომ იმისათვის, რომ ეს ვაზა გეყიდათ, ბევრი იმუშავეთ. ამიტომაც დასჯას ის აღიქვამს, როგორც ძლიერის მხრიდან დაჩაგვრას. თქვენ მას ამ საქციელით იმას კი არ ასწავლით, რომ აღარ გატეხოს ვაზა, არამედ - ძლიერისადმი მორჩილებას.
პერიოდი ბავშვის დაბადებიდან 3 წლამდე მისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისთვის ყველაზე პროდუქტიული პერიოდია - ამ დასკვნამდე მივიდა იაპონელი ინჟინერი და კომპანია Sony-ს დაფუძნებელი, მასარუ იბუკა, რომელმაც ბავშვის ადრეული განვითარების თემას არაერთი ნაშრომი მიუძღვნა.
იბუკას წიგნიდან „სამი წლის შემდეგ გვიანია" რამდენიმე საინტერესო თეზისს გთავაზობთ:
1. ოთახი, სადაც ახალშობილი გყავთ,
არც ცარიელი უნდა იყოს და არც სტერილური. კვლევამ დაადასტურა, რომ ბავშვები, რომლებიც ჭრელშპალერიან ოთახებსა და ხატულა ნივთებით სავსე ოთახებში დაიზარდნენ, სადაც მუსიკაც ხშირად ისმოდა, მინიმუმ, სამი თვით უსწრებდნენ ინტელექტის დონით მისი ასაკის პატარებს.
2. ბავშვი ხშირად ატარეთ ხელით და საწოლშიც ხშირად ჩაიწვინეთ - ასეთი სიახლოვე ინტელექტის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს.
3. იზრუნეთ რომ ბავშვის ირგვლივ კარგი მუსიკა ჟღერდეს, დაათვალიერებინეთ დიდი მხატვრების ნამუშევრები, უკითხეთ კლასიკოსთა ლექსები (სხვათა შორის, ლექსები მეხსიერებას ავარჯიშებს). ადრეული ბავშვობის ყველა შთაბეჭდილება მის ტვინზე "აღიბეჭდება". გემოვნებაც სიცოცხლის პირველი დღეებიდან ყალიბდება.
4. რაც შეიძლება ბევრი ელაპარაკეთ აღუას, თუნდაც სულ უბრალო მოვლენების ამსახველი წინადადებები წარმოთქვით.
5. ენას ნუ მოუჩლიქავთ. რაც უფრო ხშირად გაიგონებს გამართულ საუბარს, მით უფრო სწორად იმეტყველებს ისიც.
6. ოჯახში ფსიქოლოგიურად მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფერო შექმენით. ახალშობილებიც კი გრძნობენ მშობლებს შორის დაძაბულობას. მშობლების ქცევა ბავშვის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს.
7. ნუ "მიაყრით" ბევრ სათამაშოს: ეს ყურადღებას ფანტავს. ცოტა რაოდენობა კი ფანტაზიასა და კრეატულობას ავითარებს.
8. მათთვის ძალიან სასარგებლოა თანატოლებთან ურთიერთობა. ეს მათ გონებას სტიმულს აძლევს, კომუნიკაბელურობას ავითარებს და პაექრობის ჯანსაღ სურვილს უღვიძებს. ბავშვებს შორის ჩხუბსა და კამათს გაგებით უნდა მოეკიდოთ - ეს მათი პირველი ცხოვრებისეული გაკვეთილებია.
9. ნებისმიერი რამის შესწავლის მთავარი სტიმული ინტერესია. ეს უკანასკნელი რომ გაჩნდეს, ბავშვს საამისო პირობები სჭირდება. მაგალითად, ხატვის სურვილი რომ გაუჩნდეს, ფანქარი და ფურცელი უნდა ჰქონდეს, კითხვამ რომ დააინტერესოს, მის გარშემო მიმზიდველ წიგნებს უნდა ხედავდეს.
10. ფანქარი და ფურცელი რაც შეიძლება ადრე მიეცით. უმჯობესია ფურცელი დიდი იყოს, რათა მისი ფანტაზია ზომამ არ შეზღუდოს, თორემ შემდეგაც ყოველთვის პატარა ნახატებს დახატავს.
11. მუსიკალურ ჰარმონიას ბავშვობაში უკეთ გრძნობენ. ნებისმიერი ბავშვი ცოტა ხნით მაინც უნდა დააკავოთ მუსიკით - ეს აუმჯობესებს განწყობას, კონცენტრაციის უნარს.
12. არანაკლებ მნიშვნელოვანია სპორტი. რაც შეიძლება ადრე დააწყებინეთ ბავშვს ცურვა, გორგოლაჭებიან ან კლასიკურ ციგურებზე სრიალი. ასე უფრო კარგად განუვითარდებათ მოძრაობის კოორდინაცია. ფიზიკურად კარგად განვითარებული ბავშვები კი ცოდნასაც ადვილად ითვისებენ.
13. ნუ შეგეშინდებათ ბავშვის ინფორმაციით დატვირთვა. მათი ტვინი ყველაფერს ღრუბელივით ისრუტავს. რაც მათთვის ზედმეტია, მას არც ითვისებენ. ამ დროს პატარებმა არ იციან ცნებები "ძნელი" და "ადვილი". ისინი ყველაფერს ერთნაირი წარმატებით სწავლობენ.
მეორე პერიოდი: 5-დან 10 წლამდე
5 წლის ასაკიდან იაპონელი ბავშვი რეალობის პირობებში ხვდება. მშობლები მკაცრად ექცევიან, ზღუდავენ და აიძულებენ, მათ ბრძანებას დაემორჩილოს. იაპონური საზოგადოება ძალიან შეკრულია. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი ბრინჯის მოყვანა და აღება, ამრიგად საზოგადოებაში არსებული გარკვეული სისტემა ოჯახზეც ვრცელდება, რაც ნიშნავს, რომ ოჯახის ყველა წევრი ერთმანეთზე უნდა იყოს დამოკიდებული და დაკავშირებული, ყველა ერთიანი მექანიზმის ნაწილებს უნდა წარმოადგენდეს.
სწორედ ამიტომ 5 წლის ასაკიდან იაპონელ ბავშვებს ჯგუფის წევრობას ასწავლიან და უნერგავენ, რომ არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე სხვის მიერ განსჯა. ამიტომ მშობლები ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი შვილები საზოგადოების ღირსეული წევრები იყვნენ და ეგოისტური სურვილები არ გააჩნდეთ.
კოლექტიური ცხოვრებისადმი შეჩვევის პროცესი დაახლოებით 10 წლის ასაკამდე გრძელდება. ამ დროისთვის ბავშვს კარგად უყალიბდება კოლექტიური აზროვნება, სხვებზე ზრუნვის თვისებები, რაც სოციალურ პასუხისმგებლობასაც უვითარებს.
მესამე ეტაპი: 10-დან 15 წლამდე
როგორ აღვზარდოთ ბავშვი ამ პერიოდში? როგორ მოვექცეთ მას? როგორც თანასწორს. არა, როგორც თანატოლს, არამედ როგორც "თანასწორს", რადგან თქვენ მაინც მასზე მეტი გამოცდილება და ცოდნა გაქვთ.
ჰკითხეთ მას რჩევა ყველა მნიშვნელოვან საკითზე, განუვითარეთ მას დამოუკიდებლობის გრძნობა. თქვენი სურვილი და ნება საკითხის განხილვისას ფრთხილად და შეუმჩნევლად, მინიშნებებითა და რჩევებით მიაწოდეთ.
თუ თქვენ რაიმე არ მოგწონთ, მისი ყურადღება გაამახვილეთ ნეგატიურ შედეგებზე, მოერიდეთ პირდაპირ აკრძალვებსა და შენიშვნებს. ამ პერიოდში ბავშვში ყალიბდება დამოუკიდებლობა და თავისუფალი აზროვნება.
ბოლო პერიოდი: 15 წლიდან
მოეპყარით მას პატივისცემით. ბავშვის აღზრდა უკვე გვიანია და ამიტომაც ისღა დაგრჩენიათ, მოიმკათ თქვენ მიერ ჩადებული შრომის ნაყოფი.
რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს, თუ ამ წესებს არ დაიცავთ?
თუ 5 წლამდე ბავშვს დათრგუნავთ, თქვენ დათრგუნავთ მის აქტივობას, ცხოვრებისადმი მის ინტერესსა და ინტელექტს. ასწავლით მას, უხმოდ დაემორჩილოს უხეშ ძალას. მისგან შექმნით მსხვერპლს ყველა ნაძირლისთვის.
თუ 5 წლის შემდეგაც გააგრძელებთ ბავშვის განებივრებას, მაშინ მას ინფანტილურს, სამუშაოსადმი და საერთოდ, ყოველგვარი ძალისხმევის მიმართ უუნაროს გახდით.
თუ 10 წლის შემდეგ ბავშვზე ისე იზრუნებთ, როგორც ჩვილზე, მას დაუკარგავთ საკუთარი თავის რწმენას და ის დამოკიდებული გახდება უფრო დამოუკიდებელ ადამიანებზე, რომლებიც ყოველთვის მოახდენენ მასზე გავლენას.
თუ თქვენ არ დააფასებთ ბავშვს 15 წლის შემდეგ, ის ამას არ გაპატიებთ და პირველი შესაძლებლობისთანავე წავა თქვენგან სამუდამოდ.