EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სტივენ ჰოკინგი ხელოვნური ინტელექტის შესახებ »

კატეგორია: საინტერესო ამბები

ავტორი: Nisa

თარიღი: 2017-11-12 13:49:53

სტივენ ჰოკინგი ხელოვნური ინტელექტის შესახებ

human vs terminator

სტივენ ჰოკინგმა ილონ მასკის მსგავსად მოუწოდა საზოგადოებას, რომ ხელოვნურ ინტელექტთან ხუმრობა არ შეიძლება.

როგორც გვახსოვს, რამდენიმე თვის წინ, იდეის გაჟღერებიდან მალევე მასკს გამოეხმაურნენ, მარკ ცუკერბერგი და ამ სფეროში მოღვაწე სხვადასხვა მეცნიერები და მოუწოდეს, რომ შეეწყვიტა “შიშების გაყიდვა” და განკითხვის დღის სცენარების დაბრალება ხელოვნური ინტელექტისთვის.

ილონის პასუხმაც არ დააყოვნა
საბოლოოდ მასკმა თავისი მაინც გაიტანა და იმ კომისიის სათავეში მოექცა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის რეგულირებისთვის იმუშავებს.

არავის უყვარს რეგულაციები, მაგრამ საჭმელი, მანქანები, ფარმაცია, ნებისმიერი სფერო რომელიც შესაძლო საფრთხეს წარმოადგენს კაცობრიობისთვის არის რეგულირებული, ასევე უნდა იყოს ხელოვნური ინტელექტიც”

ვინ დანუდგა SpaceX-ისა და Tesla-ს მმართველს გვერდზე? არაერთი ცნობილი ადამიანი, მაგრამ ყველაზე საინტერესო მათ შორის იყო, თანამედროვე მეცნიერებაში ერთ-ერთი გამოჩენილი მეცნიერის სტივენ ჰოკინგის მოსაზრება.

ჰოკინგი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში საფრთხე უფრო ადამიანთან კონკურენციაში იქმნება.

stephen



ჰოკინგის აზრით ხელოვნური ინტელექტი იმუშავებს იქამდე, სანამ არ ჩათვლის რომ ადამიანზე ძლიერია და შეუძლია დამოუკიდებლობა, ასევე დაამატა რომ ხელოვნური ინტელექტის ეს დონე, ახალი სიცოცხლის ფორმების ჩამოყალიბებასა და ადამიანთა რასის გადაშენებას შეუწყობს ხელს.

ჰოკინგი თავისთავად მადლობელია ხელოვნური ინტელექტის პრიმიტიული ფორმების, ბოლოს და ბოლოს პროფესორი დღეს რომ გვესაუბრება, სწორედ ხელოვნური ინტელექტის დამსახურებაა.

ასე რომ რეგულაციის მხარეს დგას ორი მძიმეწონიანი ფიგურა, სტივენ ჰოკინგი და ილონ მასკი.

საინტერესოა, რომ ილონ მასკი მხოლოდ სიტყვებით არ იბრძვის ხელოვნურ ინტელექტთან, მისი კომპანია Neuralink-ი 2030 წლამდე აპირებს ევოლუციის ახალი საფეხურის შექმნას, სადაც სავარაუდოდ კიბორგები მოექცევიან ტვინთან მიერთებული პორტატული მიკროკომპიუტერებით და ამგვარად გაუწევენ კონკურენციას, მოსალოდნელ სინგულარობამდე 10 წლით ადრე, ხელოვნური ინტელექტის განვითარებას.