EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« ქვეყანას მთავრობის პარალელურად ბანკებიც მართავენ - ირაკლი ბერძენაძე პრემიერისა და საქართველოს ბანკის ინვესტორების შეხვედრაზე »
კატეგორია: ბიზნეს ჟურნალიავტორი: nina
თარიღი: 2017-11-18 10:56:12
„ქვეყანას მთავრობის პარალელურად ბანკებიც მართავენ“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ბერძენაძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „საქართველოს ბანკის“ ინვესტორებს შეხვდა. შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისა და პირადად მისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.ამასთან, კვირიკაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ქვეყანაში ლიბერალური ეკონომიკა გვაქვს.
როგორც ირაკლი ბერძენაძე აცხადებს, პრემიერი მხოლოდ კონკრეტული ბანკის ინვესტორებს კი არა, ყველა სფეროს ინვესტორს უნდა შეხვდეს.
„2012 წლამდე ეს ტენდენცია არ იყო. უკვე ამის შემდეგ დაიწყო ხელისუფლებამ ბიზნესთან საუბარი, მისი მხარდაჭერა, რაც ძალიან კარგია. ისინი ბიზნესს არ ეხებიან, არ აწუხებენ. თუმცა რამდენად კარგია, როდესაც დომინანტი ბანკის ინვესტორებთან არის შეხვედრა, ეს ცალკე საკითხია და ამას დრო გვიჩვენებს. ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის საგადასახადო სისტემა, რითაც ინვესტორებს ვერ დავაინტერესებთ. უმჯობესია პრემიერი უფრო ხშირად ხვდებოდეს ინვესტორებს და არა მხოლოდ კონკრეტული ბანკის ინვესტორებს. რაც უფრო მეტ ინვესტორს შეხვდება სხვადასხვა დარგიდან, მათ შორის წარმოებიდან, უკეთესი იქნება. საფინანსო სექტორში ინვესტორებს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი აქვთ და მათთვის ამ სფეროში ინვესტირება ყველანაირად მომგებიანია. სხვა სფეროებშიც ასეთივე შეღავათიანი რეჟიმი უნდა არსებობდეს“, - აღნიშნა ბერძენაძემ.
მისივე თქმით, ბანკები ქვეყანას მთავრობის პარალელურად მართავენ: „ქვეყანაში ყველაფერი ბანკების ხელშია. ქვეყანას მართავს ხელისუფლება და ამასთან, საბანკო სექტორი. ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის დაწყება ძალიან მარტივია, მაგრამ პროცესი რთულ ეტაპებთან არის დაკავშირებული. მიზეზი არის ის, რომ ბაზარი ძალიან პატარაა და ამასთან, ყველაფერი ბანკების ხელშია მოქცეული. ბანკებს ბიზნესი მძევლად ჰყავთ აყვანილი. რაც უნდა თავისუფალი ბიზნესგარემო და ეკონომიკა გვქონდეს, როდესაც ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა მცირეა, მსყიდველუნარიანობა დაბალია, ბიზნესს მეტი და მეტი ბრუნვა, ლიბერალური საგადასახდო სისტემა, დაბალი გადასახადები სჭირდება. მხოლოდ ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივება იმას არ ნიშნავს, ბიზნესის წარმოება ადვილია.“
ამასთან, ირაკლი ბერძენაძის განმარტებით, აუცილებელია ხელისუფლება მხოლოდ მსხვილი ბიზნესით არ შემოიფარგლოს და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასაც მიაქციოს ყურადღება.
„ზოგადად, ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს. სწორედ ამ სექტორმა უნდა მოუტანოს ეკონომიკას წინსვლა. სტატისტიკის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყანაში სწორედ ეს სექტორი ასაქმებს ყველაზე მეტ ადამიანს. მთავრობის წარმომადგენლებიც ამ სექტორს უნდა ხვდებოდნენ, მათ პრობლემებს ისმენდნენ. ასევე, დიფერენცირება უნდა მოხდეს, თუ რას ნიშნავს მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესი. მსხვილი ბიზნესი ყოველთვის იარსებებს, მაგრამ დღეს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ვერ ვხედავთ. მსხვილი ბანკების ხელში დიდი ფინანსური რესურსებია. ზოგჯერ მათ არ აწყობთ ან უბრალოდ არ უზრუნველყოფენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას“, - აღნიშნა ირაკლი ბერძენაძემ.
ავტორი: თეონა კენჭიაშვილი
commersant.ge