EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« სახელმწიფოს ღალატის მასტერკლასი _ ქართულ ფილმს თურქეთმა სამშობლოს გაყიდვაში ჯერარნახული თანხა გადაუხადა »

კატეგორია: დღის ამბები

ავტორი: მოხეტიალე

თარიღი: 2017-11-18 12:39:20

სახელმწიფოს ღალატის მასტერკლასი _ ქართულ ფილმს თურქეთმა სამშობლოს გაყიდვაში ჯერარნახული თანხა გადაუხადა

ბაკურ სვანიძე

სამშობლოს ღალატი არ არის მხოლოდ საომარი მოქმედებებისას მტრის ბანაკში გაქცევა დათქმა, _ ერეკლე მეფეს მეზარბაზნეები აღარ ჰყავსო. გაცილებით საშინელია ის ღალატი, როდესაც შენს ერსა და ქვეყანას გამოდებილებას უპირებ, ცდილობ, საზოგადოებას ტვინიგამოურეცხო და ლიტერატურის, მედიისა თუ ფილმების საშუალებით ისტორიული ფაქტებიშეცვალო და დაამახინჯო.

ამთავითვე ვიტყვი მათ გასაგონად, ვინც აუცილებლად შეეცდება, ეს სტატია წარმოაჩინოს, როგორც “რუსული რბილი ძალის პროპაგანდა” და სხვა ამდაგვარი რეგვნობა. არ მწამს ქვეყნებს შორის მეგობრობისა და მგონია, რომ სახელმწიფოები კი არ მეგობრობენ, არამედ თანამშრომლობენ, პარტნიორობენ ერთმანეთის გარკვეული სასიცოცხლო ინტერესების გათვალისწინებით. ბუნებრივია ისიც, რომ დიდი და ძლიერი ქვეყანა უფრო სხვა ინტერესებს აყენებს წინა პლანზე და მისი ინტერსებიც უფრო მეტად უნდა იქნეს გათვალისწინებული, ვიდრე პატარა და გაჭირვებაში მყოფი ქვეყნისა. აქედან გამომდინარე, პირდაპირ ვამბობ: არ მწამს“რუსეთისა და საქართველოს ურყევი ძმობის”. რუსეთისა და საქართველოს “ერთობლივიისტორია” _ ეს მხოლოდ ჩვეულებრივი თანამშროლობა იყო ორ ქვეყანას შორის, რომლითაცსაქართველომ სარგებელი მიიღო _ ფიზიკურად გადარჩა, ფეხზე წამოდგა და წელშიგაიმართა, რაც იმ დროს და იმ ვითარებაში ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი ხსნა დაგამოსავალი იყო. რუსეთმა კი, თავის მხრივ, თავისი სამხედრო ამბიციები დაიკმაყოფილა. სუპერ-”დერჟავა” გახდა და თავისი ქვეყნის უსაფრთხოება უზრუნველყო. ეს ასეა და ვიმეორებ: უარვყოფ რუსეთ-საქართველოს შორის რაიმე ძმობისმაგვარ ურთიერთბას, მაგრამ, როდესაცადამიანი რუსეთ–საქართველოს ძმობასა და მეგობრობას მხოლოდ იმ მიზნით უარყოფს, რომჩაანაცვლოს იგი თურქეთ–საქართველოს “ძმობითა და მეგობრობით”, ეს ადამიანი და ასეთიადამიანები, პირდაპირ ვიტყვი, სამშობლოს ყველაზე საზიზღარი მოღალატეები, გამყიდველები და ნაძირალები არიან!

“ფილმი საბჭოთა ტერორზე გვიამბობს. მისი რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილია. ფილმს თბილისში ბათუმსა და სტამბულში გადაიღებენ. ფილმი ქართულ-თურქული ერთობლივი კოპროდუქციაა და მასში მთავარ როლს თურქული კინოს ვარსკვლავი მურად ილდირიმითამაშობს”, _ გვაუწყეს ქართულმა ტელეკომპანიებმა გასულ კვირას. თითქოს არც არაფერი. საბჭოთა ტერორი, 1937 წელი. ბოლშევიკებისგან შევიწროებული მამულიშვილები. მერე რა, თუკი ფილმი თურქულ მხარესთან ერთად კეთდება? რა მნიშვნელობა აქვს ამას? მკითხველი იფიქრებს, რომ მთავარია, სწორად, ობიექტურად, სამართლიანად აისახოს ბოლშევიკური წითელი ტერორი, მაგრამ უსმინეთ თვითონ “დიდი” ქართველი რეჟისორი რას გვეუბნება ამავე ტელესიუჟეტის ე.წ. სინქრონში: “ერთი ქართველი კაცის ბედ-იღბალია, რომელიც გაურბის აქაურობას, სისტემას, დახვრეტას. კადრები 1960-იანი წლების საბჭოთა რეპრესიებზეგვიყვება. გასათვალისწინებელი იყო, როგორც ქართული მხარის ინტერესები, ასევე თურქულიმხარის ინტერესები. არის ჩვეულებრივი ადამიანური ისტორია. კაცი, რომელიც გაურბისსიკვდილს აი ამ ქვეყნიდან, მას აი ის ქვეყანა გადაარჩენს. გადაღებებს, ქართულ მხარესთანერთად, თურქეთის კულტურის სამინისტრო და ანკარის მერია უზრუნველყოფს. თურქეთისმხარემ ასევე აქტიურად იმუშავა მსახიობების შერჩევასა და დამტკიცებაზე”.

არა, არა! არ მოგესმათ! მეც სამჯერ დავაბრუნე უკან ეს სიუჟეტი და ხელახლა მოვუსმინე. 1960-იანი წლების საბჭოთა რეპრესიებიო _ სწორედ ეს თქვა. ანუ, ჯერ ის რად ღირს, რომ თურმე რუსებისგან გაქცეულ ქართველებს თურქები თბილად იღებდნენ და გულში იხუტებდნენ და თან მერე, თურმე, 1921 ან 1937 წლებზე კი არა, სულაც აგერ 1960-იან წლებზე ყოფილა საუბარი.

მხატვრული ფილმი “ხიდი” (ასე ჰქვია ამ თურქულ-ქართულ “კოპროდუციას”), რომელიც ეკრანებზე 2018 წლის ბოლოს გამოვა, არა უბრალოდ საბჭოთა რეპრესიებზე, არამედ იმაზეც მოგვითხრობს, როგორ უყვარდათ ისტორიულად თურქებს ქართველები და როგორ ზრუნავდნენ რუსებისგან შევიწროებული ქართველების და, ზოგადად, საქართველოს გადარჩენაზე ოსმალები(?!).

რა, განა 1960-იანი წლების სასტიკი რუსული რეპრესიები არ გვახსოვს ქართველების წინააღმდეგ? და განა არ ვიცით, როგორ ნერვიულობდნენ მაშინ თურქები _ ემანდ ჩვენს საყვარელ და ტკბილ ქართველებს არაფერი მოსწიონ ამ სისხლისმსმელმა რუსებმაო? როგორი საყვარელი და დემოკრატიული, როგორი აყვავებული კულტურითა და განათლებით ცხოვრობდა 1960-იანი წლების თურქეთი, არ გსმენიათ? მერე რა, რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც, გასულისაუკუნის 60-იან წლებში კი არა, აგერ XXI საუკუნეში პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებსქუჩაში გამოსჭრეს ყელი, ხოლო ათეულობით ჟურნალისტი დღემდე ციხეებში ლპება. 1960 წელს “რუსული სისასტიკისგან”ხსნას ქართველები მაინც საყვარელ და “მურაბა” თურქეთშიეძებდნენ. არ იცოდით ეს ყველაფერი? თუ არ იცოდით, მაშინ 2018 წლის ბოლოს გაიგებთ, როდესაც ეკრანებზე გამოვა თურქეთის კულტურის სამინისტროსა და ანკარის მერიის მიერ დაფინანსებული გენიალური ისტორიული ფილმი “ხიდი”, ობიექტური, ნიჭიერი და პატრიოტი ქართველი რეჟისორის, ერეკლე ბადურაშვილის, მიერ გადაღებული და სულშთაბერილი. აბა!

მოიცათ, ჩვენც ნუ დაგვიკარგავთ ღვაწლს, ჩვენც ვმონაწილეობთ ამ ფილმის დაფინანსებასა და შექმნაშიო, _ აუცილებლად შემოგვძახებს “ქართული ფილმი”. დიახ, ეს ხომ უდიდესი ეროვნული საქმეა _ თურქებისა და თურქულ-ოსმალური სახელმწიფოს მიერ საქართველოს გადარჩენაში შეტანილი უდიდესი წვლილის ფილმად გადაღება. ჰოდა, არც ვუკარგავთ “დამსახურებას” “ქართულ ფილმსა” და მის გენერალურ დირექტორს _ ხათუნა ხუნდაძეს.

“საქართველოსთვის ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში ქართულ სცენარს ამ რანგის კონკურსში არ გაუმარჯვია და ამხელა დაფინანსება არასოდეს გვქონია და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეზობელ ქვეყანასთან იყოს აი ასეთი მეგობრული ურთიერთობა და რაც მეტი კოპროდუქცია გაკეთდება, მით უკეთესია, როგორც ქართული მხარისთვის, ისე თურქული მხარისთვის”, _ ამბობს “ქართული ფილმის” დირექტორი ხათუნა ხუნდაძე.

თურქული მხარისთვის ეს მნიშვნელოვანი რომ არის და სწორედ ამიტომაც იძლევა თურქეთი ამ სიცრუეში, ტყუილში, ნაძირალობაში “ჯერარნახულ” დაფინანსებას, გასაგებია, მაგრამ გვაინტერესებს, რას გვეტყვიან ეს სამშობლოს გამყიდველები, ანუ ქართულ-თურქული ერთობლივი ნაძირალობის შემქმნელი რეჟისორ-პროდიუსერ-დირექტორები, რით არის ეს აბსურდი “მნიშვნელოვანი” ქართული მხარისთვის? იმით, რომ მისი გადამღებები საკუთარ ჯიბეებს გაისქელებენ?

რუსეთთან გარკვეული მოლაპარაკებებისა თუ ურთიერთბების მომხრე ადამიანებზე ხშირად მსმენია,_ ისინი სამშობლოს გამყიდველები არიანო. ასეთ “გამყიდველებში” ხშირად მეც მგულისხმობენ ხოლმე, მაგრამ მინდა მავანთ ვუთხრა: სიტყვა “გამყიდველი” ნიშნავს იმას, რომ შენ ამა თუ იმ პროდუქციის გასაღებაში, ან თუნდაც ამა თუ იმ აზრის კულტივირებაში, გარკვეული მიმართულების პროპაგანდაში იღებ ფულს.

თუ მე, უბრალოდ, უანგაროდ ვამბობ იმას, რაც, ჩემი აზრით, მართლაც ხსნა და გადარჩენაა ჩემი სამშობლოსთვის და ამაში არავის არც ერთი თეთრი არ მოუცია, “გამყიდველი” რანაირად ვარ?

ანუ, შეგიძლიათ მიწოდოთ შემცდარი, არასწორი, უტვინო, სულელი, მაგრამ არამც და არამც გამყიდველი.

ხოლო, თუ ჭეშმარიტ გამყიდველებს ეძებთ, აი, ბატონო, სამშობლოს კლასიკური გაყიდვა რასაც ჰქვია: ჩვენი ისტორიულად ყველაზე დიდი და საშინელი მტერი, ჩვენი ტერიტორიებისთითქმის ნახევრის მიმტაცებელი, ჩვენს დანარჩენ ტერიტორიებზე დღემდე მომზირალი დაჩვენი წინაპრებისთვის ჩვილთა აკვნებში ამომწველი სელჩუკ–ოსმალთა იმპერიებისპირდაპირი მემკვიდრე, მართლაც სისხლისმსმელი თურქეთის თანამედროვე იმპერია“ჯერარნახულ დაფინანსებას” აძლევს ამ სულგაყიდულებს და ისინიც ამაყად ამბობენ, _ ფილმს ვიღებთ ქართულ–თურქულ ისტორიულ ძმობასა და მეგობრობაზეო. აი, სამშობლოსგაყიდვა რას ჰქვია და როგორ უნდა.

“სცენარის დამუშავებაში რეჟისორი თავად მონაწილეობდა და სიუჟეტები საკუთარ წარმოსახვასაც მოარგო.” _ ვერ გეტყვით ეს ფრაზა განგებ ჩასვა ტელესიუჟეტში ჟურნალისტმა “სტრიქონებს შორის ამოკითხვის” პრინციპით თუ მართლა ვერ მიხვდა, რას ამბობდა, მაგრამ ფაქტია, ეს ამ ფილმის შესახებ ტელევიზიებში გასულ სიუჟეტებში ყველაზე მართალი ფრაზაა _ რეჟისორის წარმოსახვები და ფანტაზიები ფილმში რეალობად საღდება. აკი თქვა კიდეცმანამდე რეჟისორმა: “თურქული მხარის ინტერსებიც მქონდა გასათვალისწინებელიო”. ჰოდა, რას ფიქრობთ, რა იქნებოდა თურქული მხარის “ინტერესები”?

აქ მახსენედება ერთი ახალგაზრდა ქართველი პოეტის გულისმომკვლელი სტრიქონები საქართველოსა და თურქეთის “ტკბილ ისტორიულ მეგობრობაზე”: “გვიწვავდნენ ტაძრებს დააკვნებს და ოდაბადეს, ეს სისხლის, ნაკაცარი, მწოველი კაცუნები! თუ რამეს გაიგონებ, გულზე ყურს რომ დამადებ, ცეცხლმოკიდებული აკვნების ტკაცუნია!”

მაგრამ ადარდებთ კი ჯიბის გასქელებით ანთებულ ქართველ “ხელოვანებს” ცეცხლმოკიდებული აკვნების ტკაცუნი?

ფილმის სახელწოდება “ხიდი” და მისი შინაარსი ძველ თბილისურ ჟარგონულ ფრაზას გვახსენებს და სწორედ ამ ფრაზით მინდა მივმართო ამ მოღალატეობრივი ფილმის რეჟისორსა და შემოქმედებით ჯგუფს: “აზრზე მოდი, ხიდზე გადი, ბიჭო!”

თუმცა, სამწუხაროდ, ეჭვი მეპარება, ასეთი, ფულზე დახარბებული და სულგაყიდული ადამიანები, ოდესმე აზრზე მოვიდნენ. სამაგიეროდ მართლა “აზრზე მოდის” რუსეთი და უკვე ოფიციალურადაც აცხადებს: ჩვენ აღარ ვაპირებთ, რუსი “სალდათების” სისხლი დავღვაროთ იმაში, რომ დაქუცმაცებულმა საქართველომ ერთიანი სახე აღიდგინოს, დაკარგული მიწები შემოიერთოს და მერე მობრუნდეს და ისევ ჩვენ, რუსებს, დაგვიწყოს გინება, ხოლო, ვინც ქართველების სისხლს სვამდა, ქართველ ქალებს აუპატიურებდა და აკვნებში ჩვილებს ხოცავდა, იმათ უკაანლზე დაუწყონ კოცნაო. დაახლოებით ეს აზრია გამოთქმული რუსულ დოკუმენტურ ფილმში “იმპერია პირიქით”, სადაც საუბარია იმაზე, რომ რუსული “წითელი იმპერია” და მანამდეც _ “ცარისტული რუსეთის იმპერია” _ ყველას უფრო მეტად აფასებდა, უფრო მეტ სარგებელს აძლევდა, ვიდრე თვით რუსეთს. თუ ვინმეს გსურთ, იხილოთ, რას ნიშნავს “აზრზემოსული” რუსეთი და რა უიმედო პერსპექტივა გვრჩება ჩვენ _ ქართველებს, რომ ასეთი“აზრზე მოსული” რუსეთისგან რაიმე ხეირს მივიღებთ, უყურეთ დოკუმენტურ ფილმს“იმპერია პირიქით”.

თურქეთს რაც შეეხება, აშკარაა, რომ უკვე “გადმოდის ხიდზე”, იმ ხიდზე, რომელსაც ერეკლე ბადურაშვილის, ხათუნა ხუნდაძისა და სხვა მსგავსი გამყიდველი, სამშობლოს მოღალატე “ხელოვანების” ხელშეწყობით აშენებს… ამიტომაც გვიკრძალავს ასეთი რიხით ვინმე თურქეთისელჩი ქართველებს “დიდგორობის” გამართვას, _ ეს თურქების თავმოყვარეობას ლახავსო.

ჰოდა, რა ელის საქართველოზე ძალიან განაწყენებულ “აზრზე მოსულ” რუსეთსა და რუსეთის მიმართ შიშის ფაქტორის აღარ მქონე, “ხიდზე” თავხედურად გამოლაჯებულ თურქეთს შორის ჩავარდნილ ქართულ სახელმწიფოს, გონიერმა და ობიექტურმა მკითხველმა თავად განსაჯოს.

ბაკურ სვანიძე