EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« კრასულა (Crassula), იგივე ბარაქის ხე - მცენარის საოცარი შესაძლებლობები »
კატეგორია: ხეები-მცენარეებიავტორი: მოხეტიალე
თარიღი: 2017-11-28 15:51:34
კრასულა (Crassula) (ფულის ხე)
შემჩნეულია, რომ "ფულის ხე" ძლიერ რეაგირებს იმ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რომლებსაც სახლში ეს ჯადოსნური მცენარე აქვთ გახარებული.
თუ ვინმე ავად ხდება, მცენარის მდგომარეობა უარესდება, იწყებს ჭკნობას, ცვივა ფოთლები, თითქოს საკუთარ თავზე იღებს უარყოფით ენერგიას. და როცა ადამიანი უკეთ ხდება,
"ფულის ხე" ისევ გარდაიქმნება.
"ფულის ხის" დიდი პოპულარობის მიუხედავად, ადამიანების უმრავლესობისთვის არ არის ცნობილი მისი შესანიშნავი ბაქტერიციდული, ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რომლებიც სიძლიერით არ ჩამოუვარდება ალოეს. ფოთლების წვენი გარკვეული რაოდენობით შეიცავს დარიშხანსაც.
გააჩნია სასარგებლო თვისებები:
ტუჩებზე ჰერპესული გამონაყარისას, ბუშტუკებზე მოისვით კრასულას წვენი, შეშრობიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ გაიმეორეთ იგივე პროცედურა.
ართრიტისა და ართროზის შემთხვევაში, 10-15 ფოთლისაგან გამოწურული წვენი წაისვით დაზიანებულ უბნებზე, ძილის წინ.
კრასულა არჩენს დამწვრობას, სტრიებს, ჭრილობებსა და ჩირქოვან მუწუკებს. ამისათვის საჭიროა დაზიანებულ უბნებზე დავიდოთ ფოთლების ფაფა და დავაფიქსიროთ ბინტით. გამოცვალეთ ყოველ 2-3 საათში. ეფექტის გასაცლიერებლად შეგიძლიათ შეურიოთ ალოე
კრასულას ფოთლების წვენი გამოიყენება გამონაყარისა და მწერების ნაკბენების დროს. შეგიძლიათ რამოდენიმეჯერ წაისვეთ დღეში იარაზე.
ბუასილი - დაიდეთ გაჭრილი ფოთოლი, შველის უცბად.
ანგინა, ტონზილიტი - 10 ც. ფურცელი გაწურეთ და წვენში დაუმატეთ 200 გ თბილი წყალი. გამოივლეთ ყელი 3-5-ჯერ დღეში. (თუმცა შინაგანი მიღების შემთხვევაში კონსულტაცია მაინც გაიარეთ ფიტოთერაპევტთან)
ხალხური რწმენით თუ კრასულა აყვავდა, სახლში უნდა ელოდოთ სიმდიდრესა და აღმავლობას. კარგი მოვლის პირობებში პატრონს სთავაზობს სტაბილურ შემოსავალს. ამიტომ პატრონი უნდა ეცადოს, არ გაახმოს იგი. კრასულა კარგად ეწყობა მწვანე ქოთანს, მთლად უკეთესად გრძნობს თავს წითელ ქოთანში. და არავითარ შემთხვევაში მას თავად ადამიანის ხელით არ უნდა მოსწყდეს გამხმარი ფოთლები, ვიდრე თავისით არ გასცვივა.