EVPATORI Web Resources
გამოკითხვა
მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე
დარეგისტრირებული მომხმარებლები
maizer
დიმიტტი
Kaiadamiani
Vanga
ადვოკატიი
« როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება? »
კატეგორია: იყავით ჯანმრთელიავტორი: admin
თარიღი: 2018-01-20 14:53:57
წარმოგიდგენთ რამდენიმე მარტივ ხერხს, რომელიც ტვინის ფუნქციონირებისთვის სასარგებლოა.
ამ რეკომენდაციების გათვალისწინებით გაიუმჯობესებთ მეხსიერებას, ახალი ნერვული კავშირების წარმოქმნას შეუწყობთ ხელს, გაზრდით შემეცნებით ფუნქციას. ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობისთვის და ტვინის ფუნქციობისთვის აუცილებელია უარი თქვათ სიგარეტზე, აკონტროლოთ ქოლესტერინი, დაარეგულიროთ სისხლში შაქრის დონე.
ასევე სასურველია ყურადღება მიაქციოთ შემდეგს:
• სასარგებლოა ვარჯიში. ტვინისთვის ვარჯიში ნებისმიერ და განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ფიზიკური აქტივობის მოყვარული ბავშვების შუბლის, ქერქის ქვეშა და საფეთქლის მიდამოში გაცილებით მეტი რუხი ნივთიერებაა. ყველა ეს უბანი აუცილებელია მოტორული, სწავლისა და ვიზუალური უნარებისთვის. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ფიზიკურმა აქტივობამ გაუმჯობესა მეხსიერებისა და ფიქრის უნარები ასაკში მყოფ იმ ადამიანებში, რომელთაც შემეცნებითი უნარის გაუარესება აღენიშნებოდათ;
• ტვინისთვის სასარგებლოა ხმელთაშუა ზღვის დიეტა. კვების ეს რაციონი მდიდარია ბოსტნეულით, ხილით, მთლიანი მარცვლეულით. ხმელთაშუა ზღვის დიეტის რაციონის მოყვარულები კერძის მოსამზადებლად მცირე რაოდენობით იყენებენ ზეითუნის ზეთს, უპირატესობას ანიჭებენ ლობიოს, თხილეულს. ძალიან პოპულარულია ნიგოზი. რეკომენდირებული, ზომიერი რაოდენობით მიირთმევენ რძის პროდუქტებს, თევზს, ფრინველის ხორცს. წითელი და ფრინველის ხორცი, დამუშავებული საკვები შეზღუდულია. ექსპერტების აზრით, მსგავსი ტიპის კვების რაციონი ანელებს შემეცნებითი უნარის დაქვეითების მაჩვენებელს და ასაკში მყოფი ადამიანების ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს. ნიგვზის რეგულარული მოხმარების წყალობით ძლიერდება ტვინის მიერ გამომუშავებული ელექტრო–იმპულსების სიხშირე, რომელიც შემეცნებითი და სწავლის უნარის, მეხსიერებისთვისაა საჭირო;
• ძალიან ეფექტურია უცხო ენის შესწავლა;
• შეგიძლიათ შეისწავლოთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა.
medicalnewstoday.com