EVPATORI Web Resources


გამოკითხვა

მოგწონთ ნოველები - ჩვენი საქმე

დიახ
არა
კარგად იკითხება
ვერ გავიგე
ამორალურია


დარეგისტრირებული მომხმარებლები

maizer

დიმიტტი

Kaiadamiani

Vanga

ადვოკატიი




« პროდუქტები, რომლებიც უზმოზე არ უნდა მივირთვათ »

კატეგორია: იყავით ჯანმრთელი

ავტორი: Nisa

თარიღი: 2018-02-01 17:41:26

პროდუქტები, რომლებიც უზმოზე არ უნდა მივირთვათ

პროდუქტები, რომლებიც უზმოზე არ უნდა მივირთვათ

სწრაფი საუზმე – სწრაფად ხსნადი ფაფები და ფანტელები (ე.წ. ხლოპიები), მათი მომზადების პრაქტიკულობის მიუხედავად, სჯობს უფრო ჯანსაღი პროდუქტებით ჩაანაცვლოთ: ისინი დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავენ, ამდენად სისხლში შაქრის დონეს უცებ სწევენ მაღლა, რასაც მისი შესაბამისი სწრაფი დაბლა დაწევა და ძლიერი შიმშილის გრძნობა მოყვება.
ტკბილი - კუჭქვეშა ჯირკვალს არ შეუძლია დილიდან საკმარისი რაოდენობის ინსულინის გამოყოფა, ამიტომაც მისი ტკბილეულით "გადატვირთვა" დილიდან – ეს ჯანმრთელობისთვის ნამდვილი დანაშაულია.
თუკი ხშირად მიირთმევთ დილით ტკბილს, სისხლში შაქრის დონე აგიწევთ. მომავალში კი შესაძლოა, სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, მაგალითად, შაქრის დიაბეტი!
 
ყავა – რაოდენ წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს დილა უზმოდ მირთმეული ფინჯანი შავი ყავის გარეშე, სწორედ ამას გვირჩევენ ექიმები. მათი მტკიცებით, ყავა მხოლოდ საუზმის შემდეგ შეგვიძლია დავლიოთ: როგორც ირკვევა, კოფეინი კუჭის წვენის გამოყოფას აძლიერებს, ეს უკანასკნელი კი კუჭში საჭმლის არარსებობისას კუჭის ლორწოვან გარსს აზიანებს და შესაძლოა გასტრიტი გამოიწვიოს.
 
ცივი და გაზიანი სასმელი – ასეთი სასმელები კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებენ და კუჭის სისხლძარღვებს ავიწროვებენ, რითიც ადგილობრივად სისხლის მიმოქცევა უარესდება და საჭმლის მონელება ძნელდება. ამიტომაც, დილით წყურვილის გრძნობით თუ გეგიღვიძებათ, სჯობს არჩევანი ჩვეულებრივ წყალზე შეაჩეროთ.
წყალი – სიცოცხლის წყაროა და საკვების კარგი მონელებისთვის ამ სითხის საკმარისი რაოდენობის მიღებაა საჭირო. მაგრამ ეს აქსიომა ეხება მხოლოდ ოთახის ტემპერატურის ან ოდნავ თბილ წყალს.
ცივი წყალი, პირიქით, უარყოფითად მოქმედებს საჭმლის გადამამუშავებელ სისტემაზე, ამიტომაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წყლის საჭმლისთვის მიყოლება. დილიდან კი ცივი წყლის მიღება სარგებელს არ მოგიტანთ, მხოლოდ შეანელებს საჭმლის მონელების პროცესს.
 
უმი ბოსტნეული - მჟავებმა, რომლებსაც უმი ბოსტნეული შეიცავს შეიძლება გამოიწვიოს კუჭის ლორწოვანის გაღიზიანება. Aმიტომაც ამ პროდუქტების უზმოზე მიღება არ შეიძლება, განსაკუთრებით კი ადამიანებისთვის, რომლებსაც საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები აქვთ.
 
შაქრის შემცველი პროდუქტები – უზმოზე მირთმეული შოკოლადიანი კრუასანი ან კრემიანი ფუნთუშა ძალიან მადისაღმძვრელად კი ჟღერს, მაგრამ როგორც ირკვევა, ცარიელ კუჭში მოხვედრილი შაქარი კუჭქვეშა ჯირკვალს აღიზიანებს, რომელიც მომენტალურად იწყებს ინსულინის გამომუშავებას. ამ ყველაფრის შედეგად სისხლში სწრაფად ეცემა შაქრის დონე, რის გამოც შესაძლოა დაღლილობა და უგუნებობა ვიგრძნოთ.
 
ციტრუსები – დასასვენებლად მყოფს დილით, სასტუმროს ნომერში ვერცხლისფერ ლამაზ ლანგარზე კოხტად მოთავსებულ ფორთოხლის ფრეშს რომ მოგართმევენ, ეს სცენა ნუტრიციოლოგების თქმით, სჯობს ისევ კინოკადრად დარჩეს და ცხოვრებაში არ განახორციელოთ. ციტრუსები დიდი რაოდენობით მჟავას შეიცავენ, რის გამოც ცარიელ კუჭში მოხვედრისთანავე იწვევენ კუჭის წვას. ამ დროს, ასევე იზრდება გასტრიტის, წყლულის და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადებების განვითარების რისკი.
 
მსხალი და ბანანი – მსხალი მასში შემავალი უხეში უჯრედისის გამო ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი ორგანიზმისთვის ძალიან მძიმე მოსანელებელი პროდუქტი ყოფილა. ბანანში მაგნიუმის და კალციუმის მაღალმა შემცველობამ კი ექიმების თქმით, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე და დაარღვიოს ორგანიზმში კალციუმის და მაგნიუმის ბალანსი, რაც მნიშვნელოვანია არტერიული ჰიპერტონიის და დეპრესიული მდგომარეობის პროფილაქტიკისთვის.